განაჩენი

სისხლის სამართლის 08.01.2018
საქმის ნომერი
190100116001464455
თარიღი
08.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/453-16

(№021170616002)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 დეკემბერი, 2017 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე: პროკურორი თეონა წოწკოლაური

ბრალდებული: ჯ----–-------------ი, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პ----------------------------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–-----------ა.

 

ადვოკატი: არჩილ ცაგურია

 

თარჯიმანი: ეკატერინე ჩუბინიძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი, სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის 15 იანვარს თ-----------------–--ემ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა 2016 წლის 05 იანვარს აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N--.1--0--1--. აღნიშნულიდან მალევე თ-----------------–--ემ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაყო ორ ნაწილად, რომელთაც მიენიჭათ შემდეგი საკადასტრო კოდები: N--.1--0--1-- და N--.1--0--1--. აღნიშნული მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში კვლავ დარეგისტრირდა თ-----------------–--ის სახელზე. მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის ყოფილმა მესაკუთრემ, ჯ----–-------------მა, თ-----------------–--ის ნებისგან დამოუკიდებლად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, დაარღვია თ-----------------–--ის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ხელშეუხებლობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ 2016 წლის 29 აპრილს მან თავის ნათესავს, ილქინ კასუმოვს, დართო ნება, თ-----------------–--ის სახელზე დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე საბალახოდ შეეყვანა მისი კუთვნილი რქოსანი პირუტყვი, ხოლო 2016 წლის 10 და 31 მაისს კი მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია N--.1--0--1--. ჯ----–-------------ის დავალებით შევიდნენ მემანქანე ტრაქტორისტები და ტრაქტორის გამოყენებით დაამუშავეს მისი დიდი ნაწილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება - სხვა მფლობელობაში, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას;

 

2016 წლის 25 მარტს თ-----------------–--ემ განცხადებით მიმართა გ--------ის რაიონულ სამმართველოს, რომ 2016 წლის იანვრის თვეში აუქციონის წესით შეიძინა მიწის ნაკვეთი, მდებარე გ----------------------------–-----------ში (საკადასტრო კოდი 8--1--0--1--; 8--1--0--1--, ყოფილი მესაკუთრე ჯ----–-------------ი) და იმ მომენტისათვის ყოფილი მესაკუთრე არ აძლევდა საშუალებას განკარგოს მისი მიწის ნაკვეთი და განაგრძობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობას, კერძოდ დაუდგენელი პირების მიერ იხვნებოდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი. აღნიშნულთან დაკავშირებით, გ--------ის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2016 წლის 9 მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო კოდი 8--1--0--1--, გ----------------------------–-----------აში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა თ-----------------–--ე.

 

2016 წლის 9 მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო კოდი 8--1--0--1-- გ----------------------------–-----------აში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა თ-----------------–--ე.

 

2016 წლის 5 იანვარს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე განხორციელდა მოვალე ჯ----–-------------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: გ---------ი, სოფელი ჯ-------ა, მიწის ნაკვეთის ფართი 362 033 კვ.მ, ს/კ 8--1--0--1-- რეალიზაცია.

 

2016 წლის 12 იანვრის აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის განკარგულებით: მოვალე ჯ----–-------------ის (პ/ნ 1--01008517) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: გ---------ი, სოფელი ჯ-------ა, მიწის ნაკვეთი ფართი: 3------ კვ.მეტრი ს/კ 8--1--0--1-- შემძენი 2016 წლის 05 იანვარს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა თ-----------------–--ე (პ/ნ 0----------). თ-----------------–--ემ (პ/ნ 0----------) უძრავი ქონება შეიძინა 1852 900 ლარად, თ-----------------–--ემ (პ/ნ 0----------) თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის თ-----------------–--ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ. რეალიზებული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებული ნივთთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით: თ-----------------–--ეს (პირადი №0----------) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე: გ---------ი, სოფელი ჯ-------ა, საკადასტრო კოდი №8--1--0--1---ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 მაისის განჩინებით: სამოქალაქო საქმე №--------- მოსარჩელე ჯ----–-------------ის სარჩელისა გამო მოპასუხე თ-----------------–--ის მიმართ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე დარჩა განუხილველად. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც თ-----------------–--ეს (პირადი №0----------) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე: გ---------ი, სოფელი ჯ-------ა, საკადასტრო კოდი №8--1--0--1---ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

2014 წლის 20 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით: ორი ათას თოთხმეტი წლის ოც მარტს, თ-----------------–--ემ, შემდგომში ,,გამსესხებელი იპოთეკარი”, ჯ----–-------------ს (შემდგომში მსესხებელი-მესაკუთრე) ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ასესხა თანხა 70 000 /სამოცდაათი ათასი/ აშშ დოლარი შესაბამისი სესხი ეროვნულ ვალუტაში (კურსი-1,7275 ლარი), რაც შეადგენს 1--9-- ლარს (ასოციათასცხრაასოცდახუთი). ამ ხელშეკრულების 1-ლ პუნქტში მითითებული სესხისა და მისგან გამომდინარე უფლების უზრუნველსაყოფად მესაკუთრე/მსესხებელი იპოთეკით ტვირთავს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. სესხი გაიცა ხუთი წლის ვადით და სრულად უნდა დაიფაროს 2019 წლის 20 მარტამდე. სესხის თანხის სრულად დაფარვის თარიღის 30 დღით გადაცილების შემთხვევაში გაიცემა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი. იპოთეკით უზრუნველყოფილია სესხის თანხა, პროცენტული სარგებელი, პირგასამტეხლო, შესაძლო ზიანი, სასამართლო და აღსრულების აგრეთვე ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯი, რომელიც ეკისრება მესაკუთრეს იპოთეკარის სასარგებლოდ. მოთხოვნის ჯამური უფლება არაუმეტეს 95000 /ოთხმოცდათხუთმეტი ათასი/აშშ დოლარისა (შესაბამისი ლარით ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით). იპოთეკის საგანია გ---------ი სოფელ ჯ-------აში არსებული 362033.00 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 

მითითებული წერილობითი მტკიცებულებით დადგენილია, რომ თეიმირაზ კ-----–--ემ 2016 წლის 5 იანვარს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე განხორციელდა მოვალე ჯ----–-------------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: გ---------ი, სოფელი ჯ-------ა, მიწის ნაკვეთის ფართი 3------ კვ.მ, ს/კ 8--1--0--1-- რეალიზაცია. შემდგომ მოხდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ორ ნაწილად გაყოფა, რომელთაც მიენიჭათ შემდეგი საკადასტრო კოდები: N--.1--0--1-- და N--.1--0--1--.

 

დაზარალებულმა თ-----------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ--------ის რაიონში სურდა მიწის ნაკვეთის ყიდვა ამ მიზნით 2014 წლის თებერვლის თვეში გაიცნო ჯ----–-------------ი, რომელიც თავის მხრივ დაინტერესებული იყო მიწის ნაკვეთის გაყიდვით. ეს გარიგება მათ შორის ვერ შედგა, თუმცა დადო მასთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მან ჯ----–-------------ს ასესხა 70 ათასი აშშ დოლარი და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მიწის ნაკვეთი. ჯ----–-------------ს მისთვის ასევე უნდა გადაეხადა სარგებელი. პირველი 6 თვე იყო საშეღავათო პერიოდი, ხოლო შემდეგ კვარტალურად უნდა დაეფარა ვალი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, ვინაიდან ჯ----–-------------მა მხოლოდ ერთხელ გადაიხადა სესხი დროულად და შემდეგი ორი - დაგვიანებით, მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. ამ ეტაპამდე არაერთხელ სთხოვა მას არ დაერღვია სესხის გადახდის ვალდებულება. სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება და მიწის ნაკვეთი მეორედ ჩატარებულ აუქციონზე შეიძინა.ჯ----–-------------ი აუქციონის შემდეგ კვლავ დაუკავშირდა მას და სთხოვა, რომ მიწის ნაკვეთს მისგან შეიძენდა, თუმცა ეს გარიგებაც მასთან ვერ შედგა. სურვილი გამოხატეს სხვა პირებმაც და მათთან მოლაპარაკებების პერიოდში გაირკვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა მიწის ნაკვეთის გაყიდვა. დავა გაგრძელდა სააპელაციო სასამართლოში, რომელიც მის სასარაგებლოდ დასრულდა, შემდეგ ახალი დავა წამოიწყო ბრალდებულმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, რამაც მას ხელი შეუშალა, რომ გაეყიდა მიწის ნაკვეთი, ამიტომ ერთი ნაწილი გაყიდა, ხოლო მეორე იჯარით გადაეცა მფლობელს. საბოლოოდ რეგისტრაცია განხორციელდა 2016 წელს.

 

2016 წლის 14 ივლისის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერდა : გ--------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელმა ნ-----------–---ემ, უბნის ინსპექტორ გამომძიებლის გ---------------–--ისა და ქართულ-რუსულ-აზერბაიჯანული ენების მცოდნე თარჯიმან კ----------------ის მონაწილეობით დაათვალიერა გ---------------–--ის მიერ წარმოდგენილი DVD დისკი, დისკი ზედა მხარეს არის სტაფილოსფერი, რომელზეც აღინიშნება თეთრი ფერის ინგლისური წარწერები: COPOR DVD-R 1-16 X 4.7 GB/1-- MIN, ასევე წითელი ფერის ე.წ ფლომასტერით წარწერა: police. ზემოაღნიშნული DVD დისკი მოთავსდა FUJICU-ის ფირმის პერსონალური კომპიუტერის დისკის წამკითხავში, რა დროსაც დისკის გახსნისას მასში აღმოჩნდა 1 ვიდეო ფაილი. რომელიც დათარიღებულია 08.07.2016 წლით, დათვალიერებისას გ---------------–--ემ განმარტა, რომ დისკზე ჩაწერილია მის მიერ 2016 წლის 08 ივლისს თ-----------------–--ის მიწის ნაკვეთზე მისვლის და იქ განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც მან გადაიღო თავისი “pantech”-ის ფირმის მობილური ტელეფონით და შემდეგ გადაიტანა წარმოდგენილ დისკზე. დისკზე ჩაწერილი ვიდეოფაილების დათვალიერების დროს თარჯიმან კ----------------ის მიერ ეთარგმნა ვიდეოფაილებში ჯ----–-------------ის საუბარი და ასევე მემანქანე ტრაქტორისტის რ-------------–---ის საუბარი, რომელიც ასახა წინამდებარე ოქმში. 2016 წლის 08 ივლისს გადაღებულ ვიდეოფაილში აღბეჭდილია, რომ თ-----------------–--ის მიწის ნაკვეთში მუშაობს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა (კომბაინი), რომელიც თიბავს ბალახს. იქვე მინდორში იმყოფება გ----------------------------–-----------ში მცხოვრები ჯ----–-------------ი, ვიდეოჩანაწერში 00:01 წ.თ-ზე კადრში ჩანს სოფელ ჯ-------აში მცხოვრები ჯ----–-------------ი, რომელსაც პოლიციის მუშაკი გ---------------–--ე რუსულ ენაზე ეკითხება ,,ჯ----–--- ეს ის მიწაა რაზეც მიდის დავა ,, ჯ----–-------------ი პასუხობს, რომ ,, დიახ ეს ის სადავო მიწაა“. შემდეგ ინსპექტორ-გამომძიებელი გ---------------–--ე ისევ ეკითხება ჯ----–-------------ს, ,,კომბაინი, რომელიც მუშაობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენია? შენ მოიყვანე? შენ დაიქირავე? ჯ----------ი პასუხობს, რომ ”დიახ, კომბაინი ჩემი დაქირავებულია, მე მოვიყვანე დასათიბათ. 00:17 წთ-ზე გ--------–--ესა და ჯ----------ს შორის საუბარი წყდება 00:17 წთ-დან 01:15 წუთამდე პერიოდში გ---------------–--ე მობილურის ვიდეოკამერით აფიქსირებს მინდორს, სადაც მოთიბულია ბალახი და მინდორში მომუშავე ტექნიკას კომბაინს, 01:16 წუთზე ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება დაახლოებით 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც ჩამოდის კომბაინიდან, უახლოვდება გ--------–--ეს 01:17 წთ-ზე გ---------–--ე ესალმება აღნიშნულ მამაკაცს, ეკითხება სახელსა და გვარს (რუსულ ენაზე) მამაკაცი, რუსულად პასუხობს ,,რ-------------–---“ გ---------–--ე ეკითხება ,,სად ცხოვრობ“ ? მამაკაცი პასუხობს ,,ჯ-------აში“ გ--------–--ე ისევ ეკითხება ,,თქვენ ჯ----–---მა ისევ დაგიქირავათ, ამ მიწაზე სამუშაოდ“? მამაკაცი პასუხობს ,,დიახ“ რაიმე პრობლემაა? გ--------–--ე პასუხობს, რომ ,,პრობლემა არ არის. ხვალ პოლიციაში უნდა გამოცხადდეთ გასაუბრებისათვის დილით ათი საათისათვის ,,01:59 წთ-ზე რ-------------–---ისა და გ---------–--ეს შორის საუბარი წყდება და კადრი გადადის კომბაინის დათვალიერებაზე 02:18 წუთზე ვიდეო წყდება.

 

2016 წლის 19 ივნისის დათვალიერების ოქმით: გ--------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ნ-----------–---ემ, ე-––------–---ის და ქართულ-რუსულ-აზერბაიჯანული ენების მცოდნე თარჯიმანის მონაწილეობით დაათვალიერა ე-––------–---ის მიერ მიერ წარმოდგენილი DVD დისკი , დისკი ზედა მხარეს არის თეთრი ფერის, რომელზეც აღინიშნება წითელი ფერის ინგლისური წარწერები: PRINCO BUDGET; DVD-R up to 16 X, ასევე წითელი ფერის ე.წ პლომასტერით წარწერა: polisზემოაღნიშნული DVD დისკი მოთავსდა FUJICU-ის ფირმის პერსონალური კომპიუტერის დისკის წამკითხავში, რა დროსაც დისკის გახსნისას მასში აღმოჩნდა 17 ვიდეო ფაილი. რომელიც 6 ვიდეო ფაილი დათარიღებულია 29.04.2016 წლით, 7 ვიდეო ფაილი დათარიღებულია 10.05.2016 წლით, ხოლო 4 ვიდეო ფაილი დათარიღებულია 31.05.2016 წლით. დათვალიერებისას ე-––------–---მა განმარტა, რომ დისკზე ჩაწერილია მის მიერ 2016 წლის 29 აპრილს, 2016 წლის 10 მაისს და 2016 წლის 31 მაისს თ-----------------–--ის მიწის ნაკვეთზე მისვლის და იქ განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც მან გადაიღო თავისი SAMSUNG – GALAX A5-ის ფირმის მობილური ტელეფონით და შემდეგ გადაიტანა წარმოდგენილ დისკზე. დისკზე ჩაწერილი ვიდეოფაილების დათვალიერების დროს თარჯიმან კ----------------ის მიერ ეთარგმნა ვიდეოფაილებში ჯ----–-------------ის საუბარი, რომელიც ასახე წინამდებარე ოქმში. 2016 წლის 29 აპრილს გადაღებულ ვიდეოფაილებში აღბეჭდილია, რომ თ-----------------–--ის მიწის ნაკვეთზე ბალახს ძოვს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, შემდეგ ის გამოყავს მის მეპატრონეს ადგილზე კი მოდის ჯ----–-------------ი და იწყებს იმის მტკიცებას, რომ მიწის ნაკვეთი არის მისი საკუთრება და შეურაცხყოფას აყენებს პოლიციის თანამშრომლებს. 2016 წლის 10 მაისის ვიდეოჩანაწერებში ფიქსირდება, მინდორი, სადაც იმყოფება ჯ----–-------------ი, რომელიც მიუხედავად პოლიციელების თხოვნისა, ხმამაღლა ესაუბრება პოლიციის თანამშრომლებს და განმარტავს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის მისი საკუთრება. მას ამ მიწაზე გააჩნია ყველანაირი საბუთი, ხოლო პოლიციელის მოთხოვნაზე წარმოადგინოს საბუთები განყოფილებაში, ჯ----–-------------ი განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი არ არის პოლიციის ქვემდებარე და განაგრძობს ხმამაღალ საუბარს პოლიციის მუშაკებთან იმ მოტივით, რომ მიწის ნაკვეთი არის მისი საკუთრება. ამასთან. განმარტავს, რომ 15 დეკემბრის შემდეგ აღნიშნული საკითხი არ არის პოლიციის ქვემდებარე და მოითხოვს რომ საქმე განიხილოს პროკურატურამ. ამ დროს მინდორში მუშაობს ტექნიკა, კერძოდ ტრაქტორი. ჯ----–-------------ი კი ხმამაღალი ტონით საუბრობს პოლიციელებთან და განმარტავს რომ ტრაქტორები (სახ/ნომ რით N------ მან მოიყვანა მინდორში და მისი დაკვეთით ხდება მინდვრის დახვნა, ასევე განმარტავს, რომ მოხნულია 11 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და შემდეგ დანარჩენ ნაწილსაც დახნავს, საუბრისას ჯ----–-------------ი ახსენებს ვინმე კ-----–--ეს და განმარტავს, რომ კ-----–--ემ იგი მოატყუა, რომ კ-----–--ე არ ცხადდება სასამართლოში, ასევე განმარტავს, რომ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არის ,,ბანდიტების კანტორიდან“ გაცემული, რადგან მისი აზრით, კანონით ასე თუ პიროვნება სარგებლობს მიწის ნაკვეთით თხუთმეტი წელი , ავტომატურად მიწა არის მისი საკუთრება და მას აღნიშნულ მიწას ვერავინ ვერ ჩამოართმევს. 2016 წლის 10 მაისის ჩანაწერებში ასევე აღბეჭდილია, რომ უბნის ინსპექტორ გამომძიებელი ე-––------–---ი ესაუბრება ხალხს, მინდორში (სოფელ ჯ-------ის მოსახლეობას) უეცრად იქვე ადგილზე მოდის ჯ----–-------------ი, რამოდენიმე თანასოფლელთან ერთად იმყოფება მინდორში საუბრობს პოლიციის მუშაკთან, (ინსპექტორ გამომძიებელთან ე-––------–---თან) და განმარტავს რომ, იქ მინდორში მყოფი ხალხი არიან უბრალოდ მაყურებლები (ჯ----–---ის გულშემატკივრები) და თვალს ადევნებენ თუ როგორ ხნავს ტრაქტორი მინდორს. ჯ----–-------------ი ასევე ახსენებს ვინმე ნუკრის და განმარტავს, რომ ნუკრის თავს დააჭერინებს გენერალურ ინსპექციას. ჯ----–-------------ი აღელვებულ მდგომარეობაში ხშირად იმეორებს მიწა ჩემი საკუთრება არისო და ხალხს ეკითხება თქვენთვის მიწა ხომ არ მომიყიდიაო, იქ მყოფები განმარტავენ, რომ უბრალოდ იმყოფებიან მინდორში, ამ დროს კი აღნიშნულ მინდორში მუშაობს ტექნიკა. დისკზე ჩაწერილ 2016 წლის 31 მაისის ვიდეოჩანაწერებში ფიქსირდება დახნულ მდგომარეობაში მყოფი მიწის ნაკვეთი. კადრში ასევე ჩანს სოფელ ჯ-------აში მცხოვრები ჯ----–-------------ი, რომელიც საუბრობს, რომ მიწა რომელიც დახნულია არის მისი საკუთრება და ტრაქტორი მოიყვანა თავად მან, კადრში ასევე ჩანს ტრაქტორი სახელმწიფო ნომრით QQ 122. ტრაქტორთან დგას მემანქანე (ინდოეთის მოქალაქე, საუბრისას ჯ----–-------------ი ვიღაცას ესაუბრება მობილური ტელეფონით და ტელეფონში განუმარტავს, რომ მიწის დასახნავად ის შეუთანხმდა მას 70 ლარად (იმ პიროვნებას ვისაც ტელეფონით ელაპარაკა) ჯ----–-------------ი სისტემატურად იმეორებს, რომ მიწა არის მისი საკუთრება და მან მოიყვანა ტრაქტორი მიწის დასახნავად.

 

ბრალდებულმა ჯ----–-------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მანა თ-----------------–--ესთან 5 წლის ვადით დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის პირობები მას არ დაურღვევია და თ-------–--ისათვის გადახდილი აქვს 20 ათასი აშშ დოლარი. დოლარის კურსის მკვეთრი მატების გამო, ფიქსირებული კურსის მიხედვით შესთავაზა მას ვალის დაფარვა და შეთანხმდნენ, რომ 29 ოქტომბრამდე არ გადაიხდიდა პროცენტს. ამის შემდეგ, მან ნოტარიუსს მიმართა გაეცა საარსრულებო ფურცელი და მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი აუქციონის გზით შეიძინა ისევ თ-------–--ემ. ვინაიდან ხელშეკრულების პირობები თავად დაზარალებულმა დაარღვია, მან დავის გადასაწყვეტად მიმართა სასამართლოს და სასამართლოს გადაწყვეტილებით თ-----------------–--ეს აეკრძალა მიწის ნაკვეთის გაყიდვა. მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრში თ-----------------–--ე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მხოლოდ მას შემდეგ უნდა დარეგისტრირებულიყო, რაც სასამართლო დაასრულებდა საქმის განხილვას, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, თ-----------------–--ე არ ითვლება მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, მიუხედავად ამისა, მან გაყიდა მიწის ნაკვეთი, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. ვინაიდან დღემდე დაობს სასამართლოში როგორც საჯარო რეესტრის ჩანაწერთან, ისე თ-----------------–--ესთან სადავო მიწის ნაკვეთტან დაკავშირებით, თვლის, რომ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, თავად არის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და კანონიერად ამოშავებდა მიწის ნაკვეთს.

 

მოცემულ საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტების სისწორე.

 

2016 წლის 19 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით: შსს გ---------------------–--------------–-----–--–-------ას განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ-------------–---–ის, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელ ს------------–---ის მონაწილეობით ხმამაღლა წაკითხულ იქნა ე-––------–---ის მიერ 2016 წლის 19 ივნისს მოწმის სახით მოწოდებული ინფორმაცია, რის შემდეგაც დაიწყო საგამოძიებო ექსპერიმენტი, მოწმე ე-––------–---ის ჩვენების ადგილზე შემოწმებისა და რეალური ფაქტის აღდგენის მიზნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე ზემოაღნიშნული პირები სამსახურეობრივ ა/მანქანით გავიდნენ ,,ტოიოტა ჰაილუქაში” შსს ლ--–--------- განყოფილებიდან სოფელ ჯ-------ის მიმართულებით, სოფელ ჯ-------ის მიმართულებით გავიდნენ ასფალტირებული საავტომობილო გზით, სოფლის შესასვლელამდე მანძილი 3 (სამი) კილომეტრი გზა გააგრძელეს (სასაზღვრო-სექტორისკენ) სოფელ ჯ-------ის ბოლოში არსებული მინდვრებისკენ საძოვრებისკენ 4 კმ. 900 მეტრში მთავრდება სოფლის დასახლება, ხოლო სახლთან ჩაუხვიეს მარჯვნივ მინდვრებისკენ ,ასფალტირებული გზიდან მარჯვნივ გადავიდნენ, მოხრეშილი გზის საფარზე, მიემართებოდნენ მინდვრებისაკენ, გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს არის სარწყავი არხი. 5 კმ. 500 მეტრის გავლის შემდეგ, გზის მარჯვენა მხარს ა/მანქანით 5 კმ. 500 მეტრის გავლისას ე----–---მა მიუთითა მინდვრებზე, რომელთა გარკვეული ნაწილი დახნულია. ე----–---მა განმარტა რომ ეს სწორედ ის მინდვრებია რომელზეც ჯ----–-------------მა შეიყვანა ტრაქტორები და ამუშავებდა მიწას.

 

მოწმე დ-------------–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს გ---------------------–--------------–-----–--–-------ას განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2016 წლის 29 აპრილს ინსპექტორ-გამომძიებელ ე-––------–---თან ერთად გამოცხადდნენ სოფელ ჯ-------აში ჯ----–-------------თან. ის დაბარებული იყო პროკურატურაში, რაზეც რამოდენიმე სატელეფონო შეტყობინება იყო განხორციელებული, მაგრამ არ ცხადდებოდა. მივიდნენ სოფელ ჯ-------აში და ნახეს რომ სადაო ადგილზე აძოვებდნენ საქონელს. კასუმოვი იყო ეს პიროვნება. კასუმოვმა განაცხადა რომ მიწა ჯ----–-------------მა მიაქირავა მას. 15 წუთში მ--------ი გამოცხადდა და განაცხადა რომ მიწა იყო სადავო და ჯერ ჯერობით ეკუთვნოდა მას. ე-––------–---მა ტელეფონით ჩაიწერა ლაპარაკი ჯ----–-------------თან. გია გაჩეჩილაძესთან და ლ-–------–--–-–---–თან აქვს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ მოძრაობდნენ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე და სადავო მიწაზე დაინახეს რომ თიბავდნენ. ჯ----–---მა განაცხადა რომ მიწა კი იყო სადაო, მაგრამ ჯერ ჯერობით მას ეკუთვნოდა.

 

მოწმე ხვიჩა ნიკოლიშვილმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს გ--------ის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელად. 2016 წლის 10 მაისს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ლ--–--------- განყოფილებაში. უფროსს ნ----------–---ეს დაურეკა უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ე-––------–---მა და უთხრა, რომ ჯ-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მინდორში ტრაქტორები ხნავდნენ მიწას. წავიდნენ ამ შეტყობინებაზე და დახვდათ ჯ----–-------------ი, რომელიც ხელმღვანელობდა ამ ყველაფერს და უთხრეს რომ წარმოედგინა დოკუმენტები, რომ ეს მიწა ეკუთვნოდა მას. ის აგრესიულად მიმართავდა მათ. ე-––-------–---ი იღებდა ამას ვიდეოკამერით. ასევე ჯ----–-------------თან ერთად იმყოფებოდა მისი შვილიც. ჯ----–---ი ამბობდ რომ კ-----–--ე იყო თაღლითი და მიწა ეკუთვნოდა მას.

 

მოწმე გ---------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელად. გასული წლის 8 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში დილიდან პატრულირებდნენ ჯ-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაინახეს ჯ----–-------------ი ტერიტორიაზე იდგა და მის წინ მუშაობდა კომბაინი. იცოდა რომ ჯ----–---ს მიწასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები. გააჩერეს მანქანა, ჩამოვიდნენ და ჰკითხა იყო თუ არა ეს ის მიწები, რომელზეც პრობლემა ჰქონდა, მან უთხრა რომ ეს ის მიწები იყო. შეეკითხა მ--------ს წინააღმდეგი ხომ არ იქნებოდა ვიდეოთი გადაეღო, ის დათანხმდა და მობილური ტელეფონით გადაიღო. მ--------ი აცხადებდა რომ ეს ტერიტორიები ეკუთვნოდა მას და შეეძლო მიწის დამუშავება. მივიდა განყოფილებაში, დაწერა პატაკი, ეს ვიდეო გადაიტანა დივიდი დისკზე და წარუდგინა გამომძიებელს. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ლ-–------–--–-–---–ი და დ-------------–---ი.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ლ-–------–--–-–---–მა.

 

მოწმე ს------------–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის 19 ივნისს საექსპერიმენტო ჯგუფთან ა--–---ე, ვ--–---ი, გ-----–---–თან ერთად გავიდნენ ჯ-------ის ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად ე-––------–---ის ჩვენების შემოწმების მიზნით. ვ--–---მა რა ადგილიც მიუთითათ, იმ ადგილზე იყო მოხნული, რაც დააფიქსირეს ოქმში.

 

მოწმე ნ-----------–---ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს გ--------ის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. პატაკით დაეწერა ჯ----------ის საქმე, ვინაიდან დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა მოწმეები, დისკები აქვს დათვალიერებული, საგამოძიებო ექსპერიმენტი აქვს ჩატარებული ე-––-------–---თან და თითქმის ყველა საგამოძიებო მოქმედება მისი ჩატარებულია. ვ--–---ის ჩვენების დაზუსტება მოხდა საგამოძიებო ექსპერიმენტით. ადგილზე რომ ჩავიდნენ ნაკვეთი იყო დახნული. ამ საქმეზე საქმის კურსში იყო და შეხვედრა ჰქონდა კ-----–--ესთან და ჯ----–-------------თანაც. მ--------ი აცხადებდა რომ ნაკვეთი მისი იყო და ვერავინ დაუშლიდა იქ შესვლას. 4 ფაქტი აქვს ვიდეოში დათვალიერებული, ერთია მოქალაქე რომ აძოვებს საქონელს აღნიშნულ მიწაზე, მეორე ტრაქტორები რომ იყვნენ ასეთი ორი ფაქტი იყო და კომბაინი იყო თივას თიბავდა. დაინიშნა ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, შესაბამისად ექსპერტს გაეგზავნა დადგენილება, რომელშიც მითითებული იყო მიწის საკადასტრო კოდი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ექსპერტი თვითონ მიიყვანა ადგილზე, ექსპერტ ჰქონდა ჯიპიარესი და აზომა მიწა. დადგინდა რომ მიწა ეკუთვნოდა კ-----–--ეს

 

მოწმე ე-––------–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წელ მუშაობდა ლ--–--------- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2016 წლის მარტის თვეში პოლიციაში განცხადება შეიტანა თ-----------------–--ემ, რომელიც აცხადებდა რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის სარგებლობაში ხელს უშლიდა ამ ნაკვეთის ყოფილი მფლობელი ჯ----–-------------ი. შედგა შესაბამისი ოქმი კ-----–--ესთან და შემდგომ ტელეფონის საშუალებით რამდენჯერმე დაიბარეს ჯ----–-------------ი და არ ცხადდებოდა. 29 აპრილს თვითონ და თ-------------–---ი მივიდნენ ჯ----–---თან სახლში, სადაც დახვდათ მისი ვაჟი რამინ მ--------ი. შვილმა უთხრათ რომ ჯ----–---ი მინდორში იყო წასული და ტელეფონი სახლში ჰქონდა დარჩენილი. წავიდნენ მინდორში და ნახეს საქონელი, ე-–--- მ--------ი იყო იქ და უთხრათ რომ ეს მიწა ჯ----–---ისგან ჰქონდა ნაქირავები. მალევე მივიდა მ--------ი და უთხრათ რომ ეს მიწა მისი იყო კანონიერად, ეს ყველაფერი გადაიღო მობილური ტელეფონით. მაისის თვეში კიდევ დაინახა რომ მიწას ამუშავებდნენ ტრაქტორები, ადგილზე დახვდა ჯ----–---ი. შპს-ს ტრაქტორები იყვნენ. ისინი აცხადებდნენ რომ ტ--–-------------ვმა მიიყვანათ. მ--------ი ისევ აცხადებდა რომ მიწის ნაკვეთი მისი იყო. ამ დროს მარტო იყო, დაურეკა უფროსს ნ----------–---ეს და ისაც მივიდა. 31 მაისს შემოვლაზე იყო ჯ-------აში გ---------------–--ესთან ერთად და ნახეს რომ მიწაზე ტრაქტორებით მუშაობდენ ინდოელები, ისინი ამბობდნენ რომ ჯ----–-------------მა დაუძახათ და თითო ჰექტარზე 70 ლარს იღებდნენ. ადგილზე მივიდა მ--------ი და ისევ იძახდა რომ მიწა მისი იყო, აღნიშნულის გადაღებაც მოახდინა. ნ----------–---ემ დაიწყო გამოძიება და გადაღებული რაც ჰქონდა გადასცა მას.

 

მოწმე დ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობდა გ--------ის რაიონ სოფელ ლ--–--------- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლად და მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც ჩატარდა ე-––------–---ის მოწმის სახით მითითებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

ჯ----–-------------ის მხრიდან ტრაქტორის შეყვანის და მიწის დამუშავების ფაქტი დაადასტურეს მოწმეებმა.

 

მოწმე გ---------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბავშვობიდან იცნობს ჯ----–---ს. 2015 წელის მაისში მოხნეს მიწა და შემდეგ მოსავალი აიღეს. ცოცხის გასაკეთებელი მცენარე უნდა დაეთესათ. ჯ----–---თან მივიდა და უთხრა რომ თუ კიდევ იქნებოდა საჭირო მიწის დამუშავება დაამუშავებინებდა. 2016 წელს აღარ გაუგრძელებიათ მიწის დამუშავება. რომ მივიდა იმ მიწაზე, ორი ტრაქტორი მუშაობდა და ტ--–-------------ვიც იქ იყო. მივიდა იმ ადგილზე და უთხრათ რომ იმ მიწის დამუშავება თავად სურდა. ტრაქტორი მიწას ხნავდა. ჯ----–---თან ლაპარაკი აღარ ჰქონია. ი-–-----თან ერთად იყო მისული მიწის ნაკვეთზე.

 

მოწმე მ----------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წელს ჯ----–-------------ის მიწის ნაკვეთი ჰქონდა ქირით აღებული. მარტში დაამუშავა მიწა, მოსავალი რომ აიღო ქირა გადაუხადა. 2016 წლის თებერვალში მ--------მა განაცხადა რომ მიწის დამუშავება ისევ შეეძლოთ. დასამუშავებლად რომ მივიდა მაისის თვეში პოლიცია დახვდათ. ვაუჩერების გადაცემა მოხდა ტრაქტორისტებზე. პოლიციამ უთხრათ რომ მიწა პრობლემური იყო. პოლიცია რომ მივიდა არ იცის ჯ----–---ი იყო თუ არა იქ. მიწის ქირის საფასური იყი 300 ლარი.

 

მოწმე ი-–----------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ჯ----–-------------ისგან 2015 წელს ჰქონდა მიწა ნაქირავები ერთი ჰექტარი. მეორედ აღარ უქირავებია მიწა. ჯ----–---მა უთხრათ, რომ თუ მიწა დასამუშავებელი იქნებოდა, ისევ დაამუშავებინებდათ. შემდეგ დაინახა რომ ამ მიწაზე მუშაობდა ტრაქტორი, რომ მივიდა უბნის ინსპექტორმა თქვა რომ მიწა პრობლემური იყო. ვაუჩერი გადასცა ტრაქტორებს. მიწა რომელზეც ტრაქტორები იდგნენ ჯ----–---ის იყო. რომ დაინახა ტრაქტორი ამუშავებდა იმიტომ მივიდა. პოლიციაში დაკითხვაზე ერთხელ იყო მისული.

 

მოწმე კ---–---------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წელს ჯ----–-------------ისგან ნაქირავები ჰქონდა მიწის ნაკვეთი. 500 თუ 600 ლარი გადაუხადა ქირის საფასური. ჯ----–-------------მა უთხრა რომ თუ მიწა ისევ დასამუშავებელი იქნებოდა შეეძლო დაემუშავებინა. 2016 წელს დაინახა რომ ორი ტრაქტორი მუშაობდა მიწის ნაკვეთზე. ტრაქტორთან იყო ტ--–-------------ვი. ტრაქტორს გადასცეს ერთი ცალი ვაუჩერი. პოლიცია მივიდა და უთხრათ რომ მიწა იყო პრობლემური და მისი დამუშავება არ შეიძლებოდა.

 

მოწმე ი-–-------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულის მიწის ნაკვეთი ჰქონდა აღებული იჯარით სოფელ ჯ-------აში, მათი შეთანხმების მიხედვით ერთი წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ნაკვეთი მის სარგებლობაში. მარტში ჰქონდა აღებული მეორე მარტამდე. 9 ჰექტარი იყო ჯამში და 4500 ლარზე იყვნენ შეთანხმებულები. 9 სული საქონელი ჰყავდა ჯ----–-------------ის ტერიტორიაზე გაჩერებული. 2015 წლის მარტში შეუშვა საქონელი. 2016 წლის მარტში უმთავრდებოდა მოლაპარაკების ვადა. თანხა მთლიანად გადაუხადა 2015 წელს. 2016 წლის მარტში შეთანხმების ვადა რომ გაუვიდა ჯ----–---ს სთხოვა მაისამდე შეეშვა საქონელი და ჯ----–---იც დათანხმდა, ამაში თანხა არ გადაუხდია. 29 აპრილს პოლიციელებმა საქონელი გამოურეკეს.

 

მოწმე ბ---–-------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2014 წელს მუშაობდა გ---------ში პენალი ფარმაში. ამ კომპანიას აქვს მიწა და ამუშავებენ, ასევე აქირავებენ ტრაქტორებს. 2016 წლის მაისის თვეში ფირმაში მივიდა ადამიანი და უთხრათ რომ სჭირდებოდა ტრაქტორი, ეს პიროვნება მივიდა თეთრი მანქანით. ჩაიწერა ნომერი, დაურეკა სამ დღეში და უთხრა რომ სჭირდებოდა ტრაქტორი, მან უთხრა რომ მიწა უნდა ენახათ შესაძლებელი იყო თუ არა ამ ტრაქტორით მიწის დამუშავება. ეს ადამიანი დაელოდა სოფელ ჯ-------აში და წაიყვანა მიწის სანახავად. მიწა ორად იყო გაყოფილი და მხოლოდ ერთი ნაწილი აჩვენა. მეორე დღეს ჯ----–---მა დაურეკა და უთხრა რომ ფული ჰქონდა და მისულიყო. კამელ სინგი მისი მეგობარი გააგზავნა მეორე დღეს ტრაქტორთან ერთად. საათ ნახევარში დაურეკა ამ მეგობარმა და უთხრა, რომ პოლიცია იყო მისული იმ ადგილას ტრაქტორს ფოტოები გადაუღო და უთხრა თვითონ ბ---–-------იც მისულიყო. რომ მივიდა პოლიცია უკვე წასული დახვდა. უთხრეს რომ მისულიყო პოლიციაში, იქ მისულს დაუსვეს კითხვები რა მოხდა, რატომ მოხდა და ა.შ. ამ ფაქტის შემდეგ ჯ----–---მა კიდევ დაურეკა სამჯერ და მიწის დამუშავებას სთხოვდა. მიწა აღარ დაუმუშავებია. სოფელ ჯ-------ასთან ხიდს რომ გადაკვეთავ იქ მდებარეობს ეს მიწის ნაკვეთი.

 

მოწმე რ----–----------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი ბიძაა. 2016 წლის მარტში ვაუჩერები მისცეს. ეხებოდა მიწის ნაკვეთებს. მის სახელზეც მივიდა და ჯ----–---მა სთხოვა მომოციო. მიწის ნაკვეთი აქვს, რომელსაც არ ამუშავებს და ბრალდებულმა სთხოვა დასამუშავებლად მიეცა. ვაუჩერი სამი იყო და სამივე მისცა. პოლიციელებმა ჰკითხეს მან მისცა თუ არა ნამდვილად ვაუჩერი და დაკითხეს. არ მიუყიდია ისე მისცა, ბიძამისია და იმიტომ. არ იცის გამოიყენა თუ არა მიწის ნაკვეთები, არ იცის რამდენი მიწის ნაკვეთი აქვს.

 

მოწმე ტ--–-------------ვმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბიძაშვილმა ჯ----–-------------მა სთხოვა ენახა ტრაქტორის მძღოლები მიწის დასამუშავებლად. მან ნახა და შეუშვეს ტრაქტორები მიწის დასამუშავებლად. ტრაქტორის მძღოლებს თვითონ აჩვენა დასამუშავებელი მიწა. მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ჯ----–---ს, სულ ორი ტრაქტორი შეიყვანეს. საღამომდე იმუშავეს, მიწა მოხნეს, შემდეგ მივიდა პოლიცია. თვითონ ჯ----–---ი მიწის ნაკვეთის დამუშავებას ესწრებოდა. აჩვენებდა მიწის საზღვრებს, თუ რომელი მიწა უნდა მოეხნათ. თვითონ იყო, ჯ----–---ი, ტრაქტორისტები და საღამოს პოლიციელებიც მივიდნენ. პოლიციელები რომ მივიდნენ ჯ----–---ს დაელაპარაკნენ. ჯ----–---ი ამბობდა რომ მიწის ნაკვეთი მისი იყო. არ იცოდა მიწა სადაო რომ იყო. 2016 წლის 10 მაისს ხდებოდა ეს.

 

მოწმე ჯ----–--- ტ------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შპს მექანიზაციაში ტრაქტორისტად, ვაუჩერებით ამუშავებენ მიწის ნაკვეთებს. მასთან მივიდა 06 მანქანით ვინმე ტ--–---ი და უთხრა რომ მიწის ნაკვეთი ჰქონდა დასამუშავებელი და მან ჰკითხა თუ ჰქონდა ვაუჩერი. შემდეგ ტ--–-------------ვმა მიიყვანა და აჩვენა მიწა რომელიც უნდა დაემუშავებინათ. მანაქანაში ტ--–---ი მარტო იჯდა. საღამოს მივიდნენ და უთხრეს რომ გაჩერებულიყვნენ, შემდეგ მივიდა ჯ----–---ი და უთხრათ რომ ნაკვეთი მისი იყო და გაეგრძელებინათ მუშაობა. შუადღემდე მარტო ამუშავებდა მიწას, მერე ვიღაც შალვაც მივიდა. პოლიცია რომ მივიდა უთხრათ რომ მუშაობა აღარ გაეგრძელებინათ, ჯ----–---მა პოლიციელებთან თანდასწრებით თქვა რომ მიწა მისი იყო და გაეგრძელებინათ მუშაობა. ჯ----–---ის შვილიც იქ იყო. თავიდან ერთი პოლიციელი მივიდა, მერე ორნი მივიდნენ. მერე მივიდნენ საპატრულოში და ჩვენება მისცეს.

 

მოწმე ნ---------–-----მა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ მუშაობს შპს მეჰანიზაციაში, ხნავენ მიწებს ტექნიკით. 2016 წლის 10 მაისს დაურეკათ ვინმე ტ--–---ამ და უთხრა რომ ჰქონდა მიწა დასახნავი ვაუჩერებზე და შეთანხმდნენ რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს. შეხვდნენ და ტ--–---ამ მიწის სანახავად წაიყვანა და დაიწყეს მუშაობა. სამუშაოს შესრულების დროს დაახლოებით 5 საათზე მივიდა პოლიცია და ჰკითხათ ვის მიწას ხნავდნენ, დაასრულეს ხვნა და წავიდნენ. ჯერ ერთი პოლიციელი იყო მერე ორნი მივიდნენ. პოლიციელებმა უთხრეს რომ დალოდებოდნენ და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად.

 

2016 წლის 24 ივნისის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით: გ--------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის ნ-----------–---ის მიერ მითითებული გ--------ის რაიონში, სოფელ ჯ-------აში ჯ----–-------------ის მიერ დამუშავებული (მოხნილი) მიწის ნაკვეთი მდებარეობს N--. 1--0--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (იხ. დანართი N1), რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით თ-----------------–--ის საკუთრებაშია.

 

აღნიშნული დასკვნის ირგვლივ დაიკითხა სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--------------------ი, რომელმაც განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული იყო ტექნიკური ექსპერტიზა, კერძოდ დასმული იყო შეკითხვა თუ ვის საკუთრებას წარმოადგენდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მეორე კითხვა იყო თუ რა იყო აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი. აღნიშნულზე გაიგზავნა სისხლის სამართლის საქმე, გაეცნო მას, დაუკავშირდა გამომძიებელს და გავიდნენ აღნიშნულ ნაკვეთზე. ობიექტზე ტერიტორიის დათვალიერების დროს გამომძიებლის მიერ მითითებული იყო დამუშავებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რომელიც მისი განცხადებით იყო ჯ----–-------------ის მიერ დამუშავებული. შემდგომში მოხდა ჯიპიესის მეშვეობით დამუშავებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, შემდგომ აღნიშნული მონაცემები შეტანილ იქნა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან და დადგინდა რომ აღნიშნული დამუშავებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა N 81--0---- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც დასკვნის გაცემის პერიოდში თ-----------------–--ის საკუთრებაში იყო. ორი ნაკვეთი იყო და მათ შორის იყო სივრცე, რომელიც დამუშავებული არ იყო. დამუშავებული ერთი ნაკვეთი იყო.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სხვისი ბინა ან სხვა მფლობელობა, რომელიც შეიძლება იყოს სხვა ტიპის საკუთრება გარდა ბინისა. უკანონო შეღწევა გულისხმობს ფართის მესაკუთრის ან მფლობელის ნების გარეშე შესვლას. არავის არ აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში ან სხვა მფლობელობაში, მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ. ქმედების საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა. მიწის ნაკვეთი ასევე წარმოადგენს სხვის მფლობელობას.

 

ჯ----–-------------ის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, სასამართლოს მიერ დადგენილი რომელი ფაქტობრივი გარემოება შეესაბამება სსკ-ს 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას და რომელი მტკიცებულება ადასტურებს უშუალოდ მის მიერ ამ ქმედების ჩადენას.

 

საქმეზე, მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებამდე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოშობილი სადავო გარემოებების ფარგლები და განმარტოს თუ რა სახის წინააღმდეგობაა ჯ----–-------------ის პოზიციასა და საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს შორის:

 

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, დადგენილია საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიხედვით მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლო გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს ჯ----–-------------ის მიერ სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას და არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლითაც სადაო მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა თ-------აზ კ----–--ეს, არ უნდა მიიჩნიოს სწორად, ვინაიდან ნამდვილი მესაკუთრის ვინაობა დადგინდება საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც შეტანილია საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ჩვენება და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის საჯარო რეესტრის მონაცემებთან, ვინაიდან 2016 წლის 9 მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო კოდი 8--1--0--1--, გ----------------------------–-----------აში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა თ-----------------–--ე. 2016 წლის 9 მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო კოდი 8--1--0--1-- გ----------------------------–-----------აში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა თ-----------------–--ე. 2016 წლის 5 იანვარს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე განხორციელდა მოვალე ჯ----–-------------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: გ---------ი, სოფელი ჯ-------ა, მიწის ნაკვეთის ფართი 3------ კვ.მ, ს/კ 8--1--0--1-- რეალიზაცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ქონება, დღეის მდგომარეობით წარმოადგენს თ-----------------–--ის საკუთრებას და სსკ-ს 160-ე მუხლის მიზნებისთვის აღნიშნულ მიწის ნაკვეთში ჯ----–-------------ის შესვლა წარმოადგენს მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლას, რომელიც არღვევს სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.

 

გამოკვლეული მტკიცებულეებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სრულყოფილად აცნობიერებს, რომ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულია თ-----------------–--ის სახელზე, თუმცა არ ეთანხმება მას. მხოლოდ მისი პოზიცია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ თ-----------------–--ე მხოლოდ მას შემდეგ უნდა ჩაითვალოს, როდესაც ამას სასამართლო დაადგენს, მანამდე კი მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება მას არ უნდა შეეზღუდოს, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ამ გარემოებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა.

 

აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ, არანაირი ინფორმაცია ბრალდებულის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ირგვლივ, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოების შესახებ, სასამართლოში არ წარმოდგენილა. სასამართლომ აღნიშნულის შესახებ მხოლოდ ბრალდებულის ზეპირი განმარტებები მოისმინა და ასეთი დავების რეალურად განხილვისა და გადაწყვეტის შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ თ-----------------–--ე მიწის ნაკვეთს უკანონოდ ფლობდა, შესაბამისად საჯარო რეესტრში მისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა ბათილად ჩაითვლება, ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს მოცემული გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა. სასამართლოს მიერ, სისხლის სამართლის საქმის განხილვის მთელი პერიოდის მანძილზე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ითვლება თ-----------------–--ე.

 

რაც შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობასა და უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენის მიმართ მომწესრიგებელი ნორმების არაკონსტიტუციურობის საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული გადაწყვეტილება არ ვრცელდება განსახილველ საქმეზე, ვინაიდან თ-----------------–--ემ მიწის ნაკვეთი შეიძინა არა მისი მესაკუთრისაგან, არამედ აუქციონის გზით სააღსრულებო ფურცლის გაცემის შედეგად და მასზე არ ვრცელდება კეთილსინდისიერი შემძენის ნორმატიული შინაარსი.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ჯ----–-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისთვის ჯ----–-------------ის მიმართ ჯარიმის სახით სასჯელის დანიშვნა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის, იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

ამდენად, ჯ----–-------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ჯ----–-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ----–-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.

 

2. ჯ----–-------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. საქმეზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე