განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117001855919
საქმე #1/247-17 (№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30ნოემბერი2017წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი
სხდომის მდივანი თეონა ჯიქია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---- ზ-------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გო----- თა-----ს ძე ყუ---–---–ი - დაბადებული 19-- წლის 0- ია-----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ბაღდათი, სოფელი ვა--–---
ადვოკატი - მა----ა იო---–---ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 111 -151-ე მუხლი, სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 01 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე ქუთაისში დ------–-----–-- ქუჩა N1------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გო----- ყუ---–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე ნ---- სა-----ეზე (რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი კეფის არეში). ძალადობის შედეგად ნ---- სა-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2016 წლის 01 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე ნ---- სა-----ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის დროს გო----- ყუ---–---–მა ასევე განახორციელა მუქარა. კერძოდ ნ---- სა-----ეს დაემუქრა სიცოცხლის ხელყოფით. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ვინაიდან გო----- ყუ---–---–ი იყო აგრესიული და ამასთან ნ---- სა-----ის ინფორმაციით მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი).
2017 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქუთაისში, ა----–-----–-- გამზირი N1------ში განთავსებულ საცხოვრებელ ბინაში გო----- ყუ---–---–მა იძალადა გ-- ჭრ--–-–---–ზე (სახეში გაარტყა ხელი). ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა გო----- ყუ---–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და აჩვენა, რომ ის და მისი მეუღლე ნ---- სა-----ე 2012 წელს განქორწინდნენ, მაგრამ მიუხედავად განქორწინებისა, ხშირად ერთად იმყოფებოდნენ და ოჯახსაც შეძლებისდაგვარად სისტემატურად ეხმარებოდა. 2016 წლის 01 დეკემბერს, სამსახურიდან დაბრუნებულმა, თავის მეუღლეს გარკვეული თანხა დაუტოვა და მისივე თხოვნით მაღაზიაში ჩავიდა მეუღლის ვალის გასასტუმრებლად, სადაც გამყიდველთან გაარკვია, რომ მის მეუღლეს ვალი გასტუმრებული ჰქონდა და მისგან დამატებით უნდოდა თანხის გამორთმევა. აღნიშნულზე განაწყენებული ბინაში ავიდა და დაიწყო ხელჩანთაში ნივთების ჩალაგება, რადგან სახლიდან წამოსვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ამ დროს შეკამათება მოუვიდა მეუღლესთან, რომელსაც მართლაც აგინა, მაგრამ ხელით არ შეხებია. აღნიშნული კონფლიქტის გამო მოვიდა პატრული, რომელსაც ნ---- მოუყვა, რომ მან სცემა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის პირველ განყოფილებაში, სადაც უთხრეს, რომ ცოლის ცემისა და შეურაცხმყოფის გამო მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. გაუჩხრიკეს ჩანთა, ეძებდნენ იარაღს, რომელიც არ აღმოაჩნდა, ხოლო მისი ჩანთა დღემდე პოლიციაშია. აღნიშნულთან დაკავშირებით მას სასამართლომ გირაო დააკისრა 3000 ლარის ოდენობით, რომელიც გადაიხადა და შესაბამისად აგრძელებდა ცხოვრებას. ბრალდებულის განმარტებით, მას ასევე ჰქონდა შემაკავებელი ორდერი და ერთი თვის განმავლობაში მეუღლესთან მიახლოება ეკრძალებოდა, როდესაც გავიდა ერთთვიანი ვადა გადაწყვიტა ბავშვები ენახა და 2017 წლის 08 თებერვალს მივიდა ბინაში. მას არავინ გამოხედა და კვლავ ქუჩაში დაბრუნდა, რა დროსაც ტელეფონზე მოუვიდა შეტყობინება „გეგონე სახლში არ ვიყავიო“, რის შემდეგ დაურეკა ნ----ს და უთხრა „ცეცხლი გიკიდიათ და გარეთ არ უნდა გამოიხედოთო?“. რაზედაც ნ----მ უპასუხა „ცეცხლი გიკიდიათ შენ და დედაშენსო..“, იგი სახლში შებრუნდა, სადაც ნ----სთან ერთად ბიძამისი და ბებიამისი იმყოფებოდნენ. ნ---- ირონიულად იღიმებოდა. მას ნ----ს ბიძამ გ--მ უთხრა „ბიჭო შენ რით ვერ ისვენებო?“, მან გ--ს უპასუხა, რომ ამ საქმეში არ ჩარეულიყო, მას გ--მ საყელოში მოჰკიდა ხელი და საყელო თავზე გადმოაფარა. გ--მ დააგდო იგი და ზემოდან დააწვა, შემდეგ ცხვირზეც მოუჭირა ხელი, რის გამოც სისხლი წასკდა, ხოლო მისმა მეუღლემ ზურგში ქუსლი ჩაარტყა. ამის შემდეგ ნ----მ პატრულში დარეკა, როდესაც პატრული მოვიდა, მას გადაუტრიალეს ხელები, გამოიყვანეს გარეთ და სიბნელეში კიბეზე დააგორეს და თან უთხრეს, რომ სადაც უნდა იქ წასულიყო და ეჩივლა. შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის პირველ განყოფილებაში, შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც დაზიანების გამო არ მიიღეს, წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება, გადაუღეს რენტგენი და მოტეხილ თითზე დაადეს თაბაშირი. მთელი ღამე გაატარა საავადმყოფოში, რის შემდეგ წაიყვანეს სასამართლოში და გაუფორმეს შემაკავებელი ორდერი, შემდეგ კი გირაო შეეფარდა.
ბრალდებულის განმარტებით ნ----მ მას პროვოკაცია მოუწყო, მას წინასწარ ჰქონდა პოლიციაში დარეკილი და ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. მის მიმართ პოლიციელების ძალადობის ფაქტზე გენერალურ ინსპექციას მიწერა და პატრულის ორივე თანამშრომელზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
დაზარალებულმა ნ---- სა-----ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ გო----- ყუ---–---–თან ქორწინებაში იმყოფებოდა 2009 წლიდან 2012 წლამდე, ჰყავთ 2 შვილი, დღეს ისინი განქორწინებულები არიან. დაზარალებულის განმარტებით, ვიდრე 2016 წლის 01 დეკემბერს კონფლიქტი მოხდებოდა, დაახლოებით ერთი კვირით ადრე ისინი შერიგებულები იყვნენ და ერთად ცხოვრობდნენ. ერთად ცხოვრების პერიოდში გო-----ს ეჭვიანობის გამო ხშირად ჩხუბობდნენ. იგი სისტემატურად ეძებდა მის „საყვარლებს“, ხან საწოლის ქვეშ, ხან აბანოში. ყოველი ასეთი შემთხვევა მთავრდებოდა მისი ცემით ბავშვებისა და მეზობლების თანდასწრებით. აშინებდა და ემუქრებოდა იარაღით, ერთხელ გარედან კარებიც კი ჩაუკეტა. მას ჰქონდა მუქი ოქროსფერი იარაღი, რითაც ემუქრებოდა, რომ „სიცოცხლეს დაუმთავრებდა“, ყოველივე ამის გამო მისი შვილები არიან მუდმივ სტრესში და მათ ფსიქოლოგიც კი დაჭირდათ. დაზარალებულის განმარტებით 01 დეკემბერის ინციდენტი და ცემა, რომელსაც მეზობლები შეესწრნენ მოხდა საღამოს საათებში. გო----- იყო ნასვამ მდგომარეობაში, მიიმწყვდია იგი კუთხეში და დაუწყო ცემა. სცემდა, როგორც ხელებით, ისე ფეხებით. ერთი დარტყმა მოხვდა კეფის არეში, რისგანაც განიცადა ძლიერი ტკივილი. ამ ყველაფერს ხედავდნენ ბავშვებიც. ერთ-ერთი მათგანი ეხვეწებოდა ცემა შეეწყვიტა და დედისათვის თავი დაენებებინა, მაგრამ იგი მათ წივილ-კივილს ყურადღებას არ აქცევდა. გო-----მ აბაზანის ჭერიდან ჩამოიღო შენახული იარაღი, რომელსაც 01 დეკემბრამდე ინახავდა და იარაღის გამოყენებით დაუწყო ჩხუბი. იგი იარაღს აბაზანაში, მეტალო პლასტმასსა და კედელს შორის ინახავდა. ჩხუბის დროს, როგორც კი მიეცა საშუალება მაშინვე მოკიდა ბავშვებს ხელი და გავიდა მეზობელ ას----თან, რომელიც მისი კარის მეზობელია.
დაზარალებულმა ასევე აჩვენა, რომ 2017 წლის 08 დეკემბერს მომხდარი ფაქტი მის ბიძას გ-- ჭრ--–-–---–ს ეხება. დაახლოებით ღამის პირველ საათზე მათ კარზე მოესმა ბრახუნის ხმა, მოსული იყო მთვრალი გო----- ყუ---–---–ი, რომელსაც კარი არ გაუღეს. გარკვეული ხნის შემდეგ ტელეფონზე დაურეკა „სად ხართ, სად აგდიხართ, რატომ არ აქცევთ სახლს ყურადღებას, ხანძარიაო..“, ამის შემდეგ 15-20 წუთის შემდეგ მობრუნდა და დააკაკუნა, ამჯერად კარი გაუღეს. შემოსვლისთანავე მოუქნია ხელი დასარტყმელად, რომელიც მოხვდა მის ბიძას გ-- ჭრ--–-–---–ს, რომელმაც შემდგომ შებოჭა გო----- და ხელის განძრევის საშუალება არ მისცა. ამ დროს სრულიად შემთხვევით ცხვირი მიარტყა გ--ს მუხლზე და წამოუვიდა სისხლი, რაზეც პროვოცირებდა ხან „გ--მ დამარტყა“, ხან „ნ----მ დამარტყაო“. როდესაც პატრული გამოიძახა, მათ “ძაღლებს” ეძახდა, თქვენც ნ----სნაირები ხართ, ამას რომ იცავთო. დაზარალებულის განმარტებით მან გო-----ს საუბარი ჩაიწერა, რომელიც პოლიციაში აქვს წარდგენილი.
მოწმე გი------ ხუ--–--ემ აჩვენა, რომ 2016 წლის 01 დეკემბერს, პოლიციაში შესული ძალადობასთან დაკავშირებული განცხადების საფუძველზე, გამოცხადდა ქ.ქუთაისში დ----- ა----–-----–-- N1---ში არსებულ ბინაში, სადაც დახვდათ დაზარალებული ნ---- სა-----ე და ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. დაზარალებულმა გამოკითხვის დროს განაცხადა, რომ მას გო----- ყუ---–---–მა ბავშვებისა და მეზობლის თანდასწრებით მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულმა ასევე განუცხადათ, რომ მას გო----- ყუ---–---–ი დაემუქრა იარაღით, რის შედეგადაც გო----- ყუ---–---–ს მისივე თანხმობით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, მაგრამ იარაღი არ აღმოაჩნდა. მოხდა მისი დაკავება, დაკავების დროს გო----- ყუ---–---–ს მათთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
მოწმე ნო----- ჭუ-–-----ემ აჩვენა, რომ ის მუშაობს საპატრულო პოლიციაში, 2016 წლის 01 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც საღამოს დაახლოებით 7 საათისათვის შეტყობინების საფუძველზე გაემართნენ ქ.ქუთაისში, დ----- ა----–-----–-- N1---ში არსებულ საცხოვრებელ კორპუსში, ბინაში მათ დახვდათ დაზარალებული ნ---- სა-----ე, რომელიც პოლიციელებს მოუყვა და განუცხადა, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ გო----- ყუ---–---–მა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. გო----- ყუ---–---–მა მათი თანდასწრებით მიაყენა მეუღლეს შეურაცხმყოფა და დაემუქრა მას. ხოლო, რაც შეეხება ბრალდებულის მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმას, შეურაცხმყოფას ან აგრესიას ადგილი არ ჰქონია.
მოწმე გ-- ჭრ--–-–---–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ნ---- სა-----ის ბიძაა და ნ---- სა-----ე მისი დის შვილია. 2017 წლის 08 თებერვალს, ქ.ქუთაისში, ა----–-----–-- გამზირზე N1---ში, მისი დისშვილის ბინაში, სადაც იმ მომენტისათვის დედის ავადმყოფობის გამო იმყოფებოდა, ღამით დაახლოებით 01 საათზე კარზე გაისმა კაკუნის ხმა. ნ----მ თქვა, რომ “როგორი ძლიერ ნასვამიაო“ და კარი არ გაუღო. იგი წავიდა, მაგრამ დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, კვლავ, მობრუნდა და კარზე ძლიერად დაიწყო კაკუნი, თან იძახდა, რომ კარი გაეღოთ. ნ---- იძულებული გახდა კარი გაეღო. გო-----მ შემოსვლისთანავე ნ----ს აგრესიულად დაუწყო ჩხუბი და სიტყვიერი შეურაცხმყოფა მიაყენა მას, მის მიმართვაზე, რომ დამშვიდებულიყო საპასუხოდ შეაგინა და მიაძახა „შენ ვინღა გეკითხება შენი დედაო......“ და ხელი დაარტყა ერთჯერ სახის არეში მარჯვენა მხარეს, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი. გო----- მობრუნდა და უნდოდა ნ----სათვისათვის დაერტყა, რისი საშუალებაც მან არ მისცა და შებოჭა იგი. გო----- ცდილობდა მისი შებოჭვისაგან თავის განთავისუფლებას და ნ----სათვის ფიზიკური შეურაცხმყოფის მიყენებას, მაგრამ ვერ ახერხებდა. როგორც ჩანს ამ გაწევ-გამოწევის დროს მან ცხვირზე მიიღო დაზიანება, რის შესახებაც პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ კარებს მიარტყა. გო----- იყო ნასვამი და იქცეოდა არაადეკვატურად. ამ დროს ნ----ს მცირეწლოვანი შვილები იყვნენ ბინაში, მაგრამ ჩხუბის ფაქტი არ დაუნახავთ, რადგან მეორე ოთახში იყვნენ და მხოლოდ მათი ტირილის ხმა ისმოდა. ხოლო რაც შეეხება დედამისს, ის ავადმყოფობის გამო იწვა და არ იცის მომხდარი დაინახა თუ არა.
მოწმე გი------ გი------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, პატრულ-ინსპექტორად. ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც ღამის 2 საათზე, 112-დან შემოუვიდათ შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. გაემართნენ აღნიშნულ მისამართზე დ----- ა----–-----–-- გამზირზე N1---ში, მე-6 სართულზე, სადაც დახვდათ როგორც ბრალდებული გო----- ყუ---–---–ი, ასევე დაზარალებული ნ---- სა-----ე. გო-----ს ცხვირზე აღენიშნებოდა ნაკაწრი, რომელიც მისივე განმარტებით კარზე მირტყმით დაიზიანა. ნ---- სა-----ემ განუცხადა, რომ გო----- ყუ---–---–ი მათ ხშირად აწიოკებდა, რის გამოც მასზე შემაკავებელი ორდერიც იყო გაცემული, მას უნდოდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, მაგრამ მისი ქმედება ბიძამისმა აღკვეთა. როდესაც ნ---- ახსნა-განმარტებებს აძლევდა პოლიციელებს, გო----- ყუ---–---–ი გახდა აგრესიული, ნ---- სა-----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ემუქრებოდა მას. მოწმის განმარტებით მათ სამხრე კამერები ჩართული ჰქონდათ. ბინაში შესვლიდან ბოლომდე და გო----- ყუ---–---–ისათვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
მოწმე ვლ-------- ცი–--–---–მა სასამართლოს უჩვენა, რომ იგი 2011 წლიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. მისი განმარტებით 2017 წლის 08 თებერვალს ოჯახურ ძალადობაზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ.ქუთაისში, დ----- ა----–-----–-- N1---ში, იქ დახვდათ ბრალდებული გო----- ყუ---–---–ი, მისი მეუღლე ნ---- სა-----ე, მეუღლის ბიძა გ-- ჭრ--–-–---–ი, ბებია და 2 მცირეწლოვანი ბავშვი. გო----- ყუ---–---–ს ემჩნეოდა მცირე დაზიანება, რომელიც მისი განმარტებით კარებზე შეჯახებისაგან მიიღო. გ-- ჭრ--–-–---–მა განუმარტათ, რომ გო----- ყუ---–---–მა ნ---- სა-----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცდილობდა ფიზიკური შეურაცხმყოფის მიყენებასაც, მაგრამ აღნიშნული ქმედებისაგან ნ---- მან დაიცვა. სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით გო----- ყუ---–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მოწმემ აჩვენა, რომ მათი მისვლის შემდგომ გო----- შეეცადა წასულიყო, მაგრამ რადგანაც იგი გამოსაკითხი იყო ბინიდან წასვლის უფლება არ მისცეს. მოწმის განმარტებით, მათ გო----- ყუ---–---–ისათვის არავითარი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ხოლო მის კიბეზე დაგორების ფაქტს საერთოდ გამორიცხავს. მისივე განმარტებით, მათ სამხრე კამერები ჩართული ჰქონდათ და ვიდეოფირები გო----- ყუ---–---–ის განცხადების საფუძველზე გათხოვილი აქვს გენერალურ ინსპექციას.
მოწმე ლ------ ჭრ--–-–---–მა, სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ გო----- ყუ---–---–ი მისი სიძეა, შვილიშვილის ქმარი. 2017 წლის 08 თებერვალს იგი შეუძლოდ იყო და იწვა, რადგან ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. ახალი ჩაძინებული იყო, როდესაც მოესმა გო-----ს გინებისა და უწმაწური სიტყვების ხმა. ამ დროს გაიგონა დარტყმის ხმაც, ესმოდა „დარტყმა არ გაბედოო“. მან დაინახა, რომ მის შვილს გ-- ჭრ--–-–---–ს გო----- ყუ---–---–ი ჰყავდა შებოჭილი და არ აძლევდა საშუალებას ნ----სათვის ხელი დაერტყა. გო----- აგინებდა ცოლს და მიიწევდა მისკენ, რის საშუალებასაც გ-- არ აძლევდა, გო----- პატრულის მოსვლის შემდეგაც არ ჩერდებოდა და კვლავ აგრძელებდა ნ----ს მიმართ გინებას. მან შეამჩნია, რომ გო-----ს ცხვირიდან მოდიოდა სისხლი. როგორც ჩანს, მან შებოჭვის დროს გ-- ჭრ--–-–---–ს მუხლზე დაარტყა ცხვირი. მან პატრულს ჯერ უთხრა, რომ კარებს დავეჯახეო, შემდეგ გ--მ დამარტყაო, ბოლოს კი უთხრა, რომ თითქოს ნ----მ დაარტყა.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ გამოძიების დაწყების თარიღია 2016 წლის 01 დეკემბერი. დანაშაულის გარემოებები: 2016 წლის 01 დეკემბერს, ქ.ქუთაისში ა----–----–-- გამზირზე N1---ში, ნ---- სა-----ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ გო----- ყუ---–---–მა.
2017 წლის 08 თებერვალს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ქუთაისში, დ----- ა----–-----–-- გამზირზე N1-- ბინაში. ბინა ეკუთვნის ნ---- სა-----ეს. იგი მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსის პირველი სადარბაზოს მე-6 სართულზე. ბინის შესასვლელი კარები რკინის მასალისაა. ბინაში ერთი მეტრის შემდეგ განთავსებულია ტელევიზორის დასადგამი მაგიდა, რომელზეც დევს შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი, რომლის გვერდით დგას ყავისფერი სავარძელი, შემდეგ კი თეთრი ფერის გაზის ღუმელი. იატაკი დაგებულია ხის პარკეტით, რომელზეც გადაფარებულია ყვავილებიანი ხალიჩა. ნ---- სა-----ის განმარტებით სწორედ ამ ადგილას მოხდა გვიან ღამით კონფლიქტი და სწორედ ამ ადგილას გაარტყა სახეში ხელი მისმა ყოფილმა მეუღლემ გო----- ყუ---–---–მა მის ბიძას გ-- ჭრ--–-–---–ს.
2017 წლის 08 თებერვლის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ნ---- სა-----ის მიერ წარმოდგენილ იქნა მობილური ტელეფონ „ლენოვო“-ში ასახული სატელეფონო ჩანაწერები, რითაც დასტურდება, რომ გო----- ყუ---–---–ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მას და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. აღნიშნული ჩანაწერები გადატანილ იქნა დისკზე, რომელიც მოთავსდა მუყაოს კონვერტში და დაილუქა.
სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას. აღნიშნული დაკავშირებულია ადამიანის სხეულზე დარტყმასთან ან სხვა ძალადობასთან, რასაც თან სდევს დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა და განეკუთვნება ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას.
აღნისნული ქმედება ძალადობრივი ხასიათისაა და იწვევს საკმაოდ მძაფრი ფიზიკური ტკივილის შეგრძნებას, ზოგჯერ სხეულზე რჩება დაზიანებათა კვალი, თუმცა შედეგად არ მოჰყვება მსუბუქი დაზიანებაც კი. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობაში არსებულ აუცილებელ ნიშნებს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენა, დანაშაულებრივი შედეგის დადგომა ტკივილის სახით და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ამ ქმედებასა და შედეგს შორის.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდებული გო----- ყუ---–---–ის ბრალდება შეიცავს მის ძალადობრივ ქმედებას, მის ყოფილ მეუღლეზე არასრულწლოვნის თანდასწრებით. აღნიშნულ ქმედებაში იკვეთება გო----- ყუ---–---–ის ნება-სურვილი ძალადობრივი ქმედებით ოჯახის წევრს მიაყენოს ფიზიკური ტკივილი, რაც უშუალოდ მიმართულია განძრახი დანაშაულის ჩასადენად არასრულწლოვნის თანდასწრებით და აშკარად მოიცავს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა აუცილებელ ნიშანს.
დაზარალებული ნ---- სა-----ის სარწმუნო და დამაჯერებელი ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 01 დეკემბერს „ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გო-----მ მიიმწყვდია კუთხეში და სცემა როგორც ხელებით, ასევე ფეხებით“. ერთი დარტყმა მოხვდა კეფის არეში, რითაც განიცადა ძლიერი ტკივილი. ამ ყველაფერს ხედავდნენ ბავშვები. ერთ-ერთი მათგანი ეხვეწებოდა „დედისათვის თავი დაენებებინა და ნუ სცემდა მას“. ნ---- სა-----ის ცემის ფაქტი დასტურდება პოლიციის თანამშრომლების გი------ ხუ--–--ისა და ნო----- ჭუ-–-----ის ჩვენებებით, რომლითაც სასამართლოში ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს მომხდარი ფაქტი და განაცხადეს, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს, ქ.ქუთაისში, ა----–-----–-- N 1------ში გამოძახებით მისულებს დახვდათ დაზარალებული ნ---- სა-----ე, რომელმაც განუცხადათ, რომ მას ბავშვების თანდასწრებით სცემა მისმა ყოფილმა მეუღლემ გო----- ყუ---–---–მა და იარაღის გამოყენებით დაემუქრა. პოლიციელების განცხადებით გო----- ყუ---–---–ი მათი თანდასწრებითაც აგრძელებდა ნ---- სა-----ის გინებას და შეურაცხყოფას.
ნ---- სა-----ის განმარტებით, გო----- ყუ---–---–ს ჰქონდა მუქი ოქროსფერი იარაღი, რითაც ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ „სიცოცხლეს დაუმთავრებდა“. იგი იარაღს აბაზანაში მეტალო პლასტმასსა და კედელს შორის ინახავდა. აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს პოლიციელებმა გი------ ხუ--–--ემ და ნო----- ჭუ-–-----ემ და განმარტეს, რომ გო----- ყუ---–---–ი მათი თანდასწრებითაც აგრძელებდა ნ---- სა-----ის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი სიტყვების წარმოთქმას.
სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 151-ე მუხლის განსაზღვრება მოიცავს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან უჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული გო----- ყუ---–---–ი ნ---- სა-----ეს ემუქრება კონკრეტული ძალადობით-სიცოცხლის მოსპობით, მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, მუქარის ადრესატს აუცილებლად გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგანაც, მისივე განმარტებით, ამ ყოველივეს წინ უძღოდა მეუღლის მხრიდან სისტემატური ძალდაობა, ცემა და მუქარა მის მიმართ. ყოველივე კი შესაბამისად არ გამორიცხავდა აღნიშნული მუქარის რეალურად შესრულების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გო----- ყუ---–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე ნ---- სა-----ეზე (დაარტყა ხელი კეფის არეში), რის შედეგადაც ნ---- სა-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. მანვე ოჯახური ძალადობის დროს განახორციელა მუქარა და ნ---- სა-----ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან, გო----- ყუ---–---–ი იქცეოდა აგრესიულად და დაზარალებულის განმარტებით მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.
რაც შეეხება ძალადობას, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, სასამართლო მომხდარ ქმედებას სათანადო შეფასებას აძლევს და განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ორი ხერხი: ცემა და სხვაგვარი ძალადობა. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერჯერად ძალმომრეობით აქტში, ხელის დარტყმა სახის არეში ან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული დარტყმასთან. აქაც აუცილებელია მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ამდენად განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის.
როგორც ცემის, ისე სხვაგვარი ძალადობისათვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი.
აღნიშნულ განმარტებას სრულიად შეესაბამება მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედება დაზარალებულ გ-- ჭრ--–-–---–ის მიმართ, რომელიც თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ „გო-----მ შემოსვლისთანავე ნ----ს აგრესიულად დაუწყო საუბარი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ჩემს მიმართვაზე, რომ დამშვიდებულიყო, საპასუხოდ შემაგინა და მომმართა „შენ ვინღა გეკითხება შენი დედაო.... და ხელი დამარტყა ერთჯერ სახის არეში მარჯვენა მხარეს, რა დროსაც ვიგრძენი რეალური ტკივილი“.
აღნიშნულს ადასტურებს იქ მყოფი ნ---- სა-----ე თავის ჩვენებაში და განმარტავს, რომ „შემოსვლისთანავე გო-----მ ხელი მოუქნია დასარტყმელად, რომელიც გ-- ჭრ--–-–---–ს მოხვდა“, ამ ფაქტს ასევე ადასტურებენ პატრულ-ინსპექტორები გი------ გი------ე და ვლ-------- ცი–--–---–ი, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მათი მისვლის შემდეგაც აგრძელებდა გო----- ყუ---–---–ი აგრესიულ ქმედებებს ოჯახის წევრების მიმართ.
გარდა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებისა, ფარულ აუდიო ჩანაწერში ერთმნიშვნელოვნად დასტურდება გო----- ყუ---–---–ის მიერ შეურაცხყოფის, აგრესიის და მუქარის შემცველი ფრაზები, რომლებიც მიმართულია როგორც მეუღლის, ასევე ოჯახის სხვა წევრთა მისამართით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ გო----- ყუ---–---–ის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგანაც მისი განმარტება მომხდარი ფაქტის შესახებ არა არის დამაჯერებელი, მოკლებულია რეალობას და სწორად ვერ ასახავს მოვლენათა რეალურ სურათს. ბრალდებული შეეცადა მის მიერ მიცემული ჩვენებით განევითარებინა დაუჯერებელი, უსაფუძვლო ვერსია, რეალურად მომხდარი ფაქტის საპირისპიროდ.
სასამართლო მთლიანად იზიარებს და აღნიშნავს დაზარალებულების ნ---- სა-----ის, გ-- ჭრ--–-–---–ის, როგორც უშუალოდ, მთელი ამ კონფლიქტების თვითმხილველი პირების ჩვენებებს და მიაჩნია, რომ ისინი თანმიმდევრულად კონკრეტული ფაქტების დადასტურებითა და აღწერით ლოგიკურად და ზუსტად გადმოსცემენ და სწორად აღნიშნავენ იმ გარემოებებს, რაც აღნიშნული შემთხვევების დაწყებას, განვითარებას და დასრულებას ახლდა თან. თან ზუსტად უთითებენ ბრალდებულის კონკრეტულ ქმედებაზე მათთან კონფლიქტისა და დაპირისპირების დროს.
სასამართლო სხდომაზე რიგი მტკიცებულებებისა არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის გო----- ყუ---–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, მოწმე ას---- ონ----ს ჩვენებით, მობილური ტელეფონის, სამედიცინო ბარათის, CD დისკის დათვალიერების, ასევე აუდიო ჩანაწერის დათვალიერებისას და სატელეფონო საუბრების მოსმენის შედეგად მიღებული მტკიცებულებებითა და მათთან დაკავშირებული საპროცესო დოკუმენტებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გო----- ყუ---–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით.
მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 111-151 მუხლით.
ასევე ჩაიდინა ძალადობა(ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სამართლებრივი შეფასება
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, გონივრულ ეჭვის მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულ გო----- ყუ---–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-151 მუხლით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობისათვის.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობებს, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას აქცევს იმ გარემოებებს, რაც საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლითაა გათვალისწინებული, კერძოდ მის მიმართ შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დამნაშავის პიროვნებას, ასაკს, მისი ოჯახურ მდგომარეობას და მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ სასჯელის მიზნის მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და მის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის, კერძოდ თავისუფლების აღკვეთის 01 (ერთი) წლის ვადით განსაზღვრა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გო----- ყუ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111 -151-ე მუხლით, სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
სსკ-ის 111-151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ გო----- ყუ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
გაუქმდეს გო----- ყუ---–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა.
გო----- ყუ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 მარტიდან.
გო----- ყუ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 01 დეკემბრიდან - 2016 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ზურგჩანთა, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია ნ---- სა-----ის მობილური ტელეფონიდან გადმოწერილი აუდიო ფაილი; CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი