განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/9---17 (№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 იანვარი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი
სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და------ ვა-----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მე---- მუ-----ის ძე ო----ი - დაბადებული 1--- წლის 0- ო----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ძო----–---–ის ქუჩა N-
ადვოკატი - კო-- სო----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 273-ე მუხლი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
მე---- ო----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 12 ნოემბერს ქუთაისში, ძო----–---–ის ქუჩა N--ში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში მე---- ო----მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე - თე---- ო----ზე, კერძოდ მოქაჩა თმებში, დაზარალებულმა აღნიშნული ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მე---- ო----მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: მე---- ო----ი 2017 წლის 03 ოქტომბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ნასამართლევია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის. 2017 წლის 12 ნოემბერს ქუთაისში, მას კვლავ დაუდგინდა „ამფეტამინის და მეტამფეტამნის“ მოხმარების ფაქტი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულის დაკავების ოქმი; დაზარალებულ თე---- ო----ის ჩვენება; მოწმეების: გუ----- გვ-------ის და ნო------ ჭო-–--ის გამოკითხვის ოქმები; ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; 2017 წლის 03 ოქტომბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი; ცნობა იმერეთის სააღსრულებლო ბიუროდან; მოწმე გუ---- გვ-------ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე ვე------ შვ--------ის გამოკითხვის ოქმი და სხვ.) ერთობლიო-- მე---- ო----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელო--.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, რომ მე---- ო----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მე---- ო----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე---- ო----ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მე---- ო----ის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა, საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მე---- ო----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ მე---- ო----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.
მე---- ო----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 05 იანვრის ჩათვლით და 2017 წლის 12 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით და საბოლოოდ მე---- ო----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ მე---- ო----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით და ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდეს მე---- ო----ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა და მე---- ო----ი განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც დაევალოს აღნიშნული სასჯელის ღონისძიების აღსრულება და მასზე კონტროლი.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი