განაჩენი

სისხლის სამართლის 11.01.2018
საქმის ნომერი
150100117002246362
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 2 ბ
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100117002246362

საქმე # 1/33-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 იანვარი, 201- წელი ქ.ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი ეთერ მაღრაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი ვ----–-------

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: და------–--------------------ი (დაბადებული 1--- წლის 03 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------, დაოჯახებული, მცხოვრები ქ.ნ----–------, ე------- ქუჩა#1-)

 

ადვოკატი: პ------------–-–---–-

თარჯიმანი: გ--–----------------–-–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ქ.ნ----–------ში, ე------- ქუჩა# 1--ში მცხოვრები დ---------------- თანაცხოვრების პერიოდში სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თავის მეუღლეს ლ--------------–---ს, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც მას აყენებდა ფიზიკურ შეურაცყოფას, მათ შორის 2017 წლის მარტის დასაწყისში, 2017 წლის 10 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე სახლში ყოფნისას, მორიგი კომფლიქტის დროს დ---------------მა კვლავ მიაყენა შეურაცყოფა უცენზურო სიტყვებით, თმებიდან მოქაჩა, ხელზე მოუჭირა. დ----------------ს ქმედებებით ლ--------------–---მა განიცადა დამცირება, ტანჯვა, ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. დ----------------ს მიერ მეუღლის ლ--------------–---ისათვის უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფისა და მისი ცემის ფაქტს ესწრებოდა მათი ცხრა წლის ქალიშვილი ა-----------–---ი.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

1. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. დ---------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა, დამცირება და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 11--ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლოს დასკვნა, დ----------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ლ--------------–---ის დაკითხვის ოქმს, მოწმეეთა ა-----------–---ის, ა-----------------ის, ლ---–--------–---ის დაკითვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლოს განჩინებას შემაკავებელი ორდერის დამტკიცების თაობაზე და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია დ----------------ს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ---------------მა ჩაიდინა ძალადობა ლ--------------–---ის მიმართ, მათი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ’’გამამტყუნებელ განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებით ერთობლიობა’’. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და დ----------------ს მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

4.1.დ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

4.2. დ----------------ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

5.1. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასამართლოს მიაჩნია, დ----------------ს სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

6.1. დ----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ---------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. დ----------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გირაო დღეის მდგომარეობით უზრუნველყოფილი არ არის.

 

3. სასჯელის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს.

 

4. განაჩენის დამოწმებული ასლები ცნობისათვის დადგენილ ვადაში გადაეცეს საქართველოს სსსკ-ის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს.

 

5. განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის II ნაწილით განსაზღვრული პირების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა შეწყალების შესახებ.

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან