განაჩენი

სისხლის სამართლის 11.01.2018
საქმის ნომერი
080100117001979917
დავის ტიპი
108
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/507-2017წ. (N088130317001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

04.12.2017 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნანა გაბედავა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორები - რ----- თ--------ია, თ----- მ---ია

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული: ა-–---------- ა-----ე

მამის სახელი: ტ--------ი

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

დაბადების ადგილი: ქუთაისი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

მცხოვრები: ჭიათურის რაიონი ს------–---------

 

ადვოკატი - ო----- რ-----ე

 

სხდომის სახე ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ა-–---------- ა-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 13 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, ჭიათურის რაიონის სოფელ მერევში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ნაგებობაში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა-–---------- ა-----ემ, განაწყენებულმა იმით, რომ მისი სიძე (ქალიშვილის მეუღლე) ს----- ნ------ე აპირებდა თავის საცხოვრებელ სახლში წაეყვანა სიდედრი (ა-–---------- ა-----ის მეუღლე) თ--–---- ა-----ე, ურთიერთშელაპარაკების დროს, დაახლოებით ორი მეტრი მანძილიდან, თავისი კუთვნილი სანადირო თოფიდან ერთჯერადი გასროლით ს----- ნ------ეს კისრისა და სახის მარჯვენა არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რის შედეგად ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა-–---------- ა-----ემ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მოწმე დ------–--- ა-----ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 13 მარტს, ახალი დაღამებული იყო, როდესაც მეზობლიდან წამოვიდა შინისაკენ. სახლთან მიახლოებულმა დაუძახა ტ--------იჩს, იგივე ა-–----------(ა-–---–-) ა-----ეს. ჭიშკართან ხმაური შემოესმა, შეაღო კარი და შევიდა. ეზოში დახვდნენ ა-–---–-, მისი სიძე ს-----ა და ჯ------(ჯ----–--ს-----ას შვილი). ისინი ,,კუხნასთან“ ახლოს, სიბნელეში იდგნენ, რაღაცაზე კამათობდნენ. რაზე იყო კამათი ყურადღება არ მიუქცევია. ამ დროს ს----- ნ------ემ ა-–----------ს ხელი ჰკრა, ‘’კუხნის’’ კარებთან სიტყვებით - ‘’შედი შიგნიო’’ და ისიც შევიდა. მალე ს-----ა გამოვიდა და გარედან დაუძახა - ‘’გაჩერდი, ნუ ბუზღუნებ თუ არა შემოვალ მანდო’’. ‘’შემოხვალ და გესვრიო’’ – დაუძახა ა-–----------მ. იგი ს-----ას ეუბნებოდა, რომ არ შესულიყო, თორემ ა-–---–- ესროდა. ს-----ა ამბობდა, რომ არ ესროდა და მაინც შევიდა ‘’კუხნაში’’, სადაც ა-–---------- იყო, თავადაც შეჰყვა - შეეშინდა მართლა არ ესროლა. ოთახში პატარა მაგიდა იყო, ერთ მხარეს ს-----ა იდგა, მეორე მხარეს - ა-–---–- და თოფი ჰქონდა ხელში - იღლიაში, ლულა ს-----ასკენ იყო მიმართული. მოწმემ განმარტა, რომ ა-–---–- აღელვებული იყო და სთხოვა არ ესროლა. ამ დროს სულ 2 მეტრის დიამეტრში იდგნენ, სამკუთხედად, ა-–---–-, ს-----ა და თავად. გასროლამდე რაიმე შეხლა-შემოხლა ან მსგავსი არ ყოფილა. ა-–---–-მ ისროლა და სახის არეში მოხვედრილმა ტყვიამ მაღლა ააგდო ს-----ა. სროლის შემდეგ ა-–---–-მ რა მოიმოქმედა არ იცის, არც მისი ნათქვამი გაუგონია რაიმე. გარეთ გაიქცა დახმარების სათხოვნელად და დაიწყო ყვირილი დასახმარებლად. დახმარების სათხოვნელად რომ გამოვიდა, ჯ------ მაშინ შევიდა იმ ოთახში. შემდეგ იქ რა მოხდა არ იცის. მხოლოდ ჯ------ს მონაყოლ ინფორმაციას ფლობს, რომლის მიხედვითაც ის რომ შევიდა, იარაღი ბაბუას გადახსნილი ჰქონდა, იღებდა ჰილზს და მეორეს დებდა. ჯ------მ წაართვა თოფი, გარეთ გამოიტანა და ხეზე შემოარტყა. ეს იყო ერთლულიანი სანადირო თოფი. კედელზე ეკიდა შესანახი სეიფი და კეტავდა ხოლმე იქ ,,კუხნაში“. მომხდარის შემდეგ, ა-–---–-ს ოჯახის წევრებიდან გახდა ცნობილი, რომ ს-----ას დაურეკეს, ცუდადაა თ--–---- და წაიყვანე ან წამალი ამოუტანეო, რის გამოც ს-----ა და ჯ------ იყვნენ ტაქსით ამოსული სოფელში თ--–----ს წასაყვანად. მოწმის განმარტებით ა-–---–-ს და თ--–----ს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ა-–---–- ცოტა ,,კაპრიზნი’’ კაცი იყო და ღვინო ,,ამჩატებდა“. (იხ. სხდომის ოქმი).

 

მოწმე ჯ----–- ნ------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ დედამისს შ------- ა-----ეს დაურეკა ბებიამ თ--–---- ა-----ემ, რომ იყო გაციებული და ჰქონდა სიცხე. აქედან გამომდინარე, მამამ ს----- ნ------ემ გადაწყვიტა წასულიყო და გადაეტანა წამლები თ--–----სათვის. მამამისმა გამოიძახა ახლობლის ტაქსი სოფელ მერევში წასასვლელად, სოფლებს შორის მანძილი დაახლოებით 4 კილომეტრია. დანიშნულების ადგილზე მისულებს ბებია თ--–---- სახლში არ დახვდათ, მხოლოდ ბაბუა ა-–---------- იყო წამოწოლილი ‘’კუხნა’’ სახლში საწოლზე, რომელიც იყო გაღიზიანებული. ტაქსი გარეთ ჭიშკართან ელოდებოდათ. მან ივარაუდა, რომ ბებია შეიძლება ყოფილიყო ა-–----------ს ძმისშვილის ე-----–- ა-----ის ოჯახში, რაც ასევე აცნობა ს----- ნ------ეს, რის შემდეგაც მამამისი წავიდა ბებიის წამოსაყვანად და თ--–---- გამოუშვა სახლში მოსამზადებლად, რათა წაეყვანათ სოფელ შუქრუთში. სახლში დაბრუნებულმა ბებიამ დაიწყო მომზადება, ს-----ი კი ე-----–- ა-----ის ოჯახში დარჩა. იმ დროს სანამ თ--–---- მეორე სახლში იყო და ემზადებოდა წასასვლელად, ა-–---------- ისევ გაღიზიანებული იყო და ცდილობდა მის დამშვიდებას. თუმცა უშედეგოდ - ა-–---------- ვერ დააწყნარა. მას შემდეგ, რაც ა-–----------მ შეიტყო, რომ ს-----ს გარეთ ტაქსი ელოდებოდა, აღნიშნულზე კიდევ უფრო გაღიზიანდა და დაუწყო კამათი ტაქსის მძღოლს: ,,ვერავის ვერ წაიყვან აქედან და წადი დროზეო’’. ამჯერად ტაქსი განერიდა და ჭიშკრიდან მოშორებით დაელოდა მათ. ამ დროს მოვიდა ს----- ნ------ე, რომელმაც ვერ მოითმინა ა-–----------ს ეს ქმედება, რადგანაც ტაქსის მძღოლი მისი ახლობელი იყო, ა-–----------ს მოჰკიდა მკლავში ხელი და წაიყვანა სახლში, დაახლოებით 6-7 მეტრის მანძილზე, ძალის გამოყენებით. ა-–---------- ყვიროდა და აგრესიით გამოირჩეოდა, შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი. ს-----ამ შეიყვანა ა-–---------- ე.წ კუხნაში და ხელის კვრით დააგდო საწოლზე, თვითონ კი გამოვიდა გარეთ. აღნიშნული ვერ მოითმინა ა-–----------მ, წამოხტა ფეხზე სიტყვებით - ,,ახლა მე ვიცი რასაც ვიზამო’’. მისი ვარაუდით თოფზე უნდა წასულიყო. ამ ხმაურზე დ------–--- ა-----ე მივიდა კართან და ა-–----------ს დაუძახა ,,მოიცა ტ--------იჩ, მე ვარ, რას აკეთებ, მართლა არ ისროლოო’’, სხვა კამათს დ------–---ი არ შესწრებია. ს-----მა შეასწრო დ------–---ს ოთახში, დ------–---იც მიჰყვა უკან და 3-4 წამში გაისმა თოფის გასროლის ხმა, ამ დროს ოთახში დ------–--- ა-----ე, ს----- ნ------ე და ა-–---------- ა-----ე იმყოფებოდნენ. თავად ამ ფაქტს არ ესწრებოდა, ხმა გაიგონა დ------–---ის - ,,რა ქენი ტ--------იჩ, კაცი მოკალიო’’, ხმის გაგონებისთანავე შევარდა ოთახში, კართან ა-–---------- იდგა, ზღურბლიდან დაახლოებით 10-15 სანტიმეტრით შიგნით, თოფი რომელიც ცალპირიანი იყო გადახსნილი ჰქონდა, ტყვიას იღებდა და მეორე ვაზნას დებდა, რომელიც თოფთან ერთად ეჭირა ხელში, თან თქვა - ,,ეს ერთი და ახლა მეორეო’’, სხვა აღარაფერი უთქვამს, მან ძალით წაართვა ა-–----------ს თოფი, დაარტყა კიდევაც, ა-–---------- გარეთ გავარდა. თავად კი მამასთან, ს----- ნ------ესთან მივიდა, რომელსაც სახის არეში მარჯვენა მხარეს ჰქონდა დაზიანება, გარშემო სისხლით იყო სავსე ადგილი, პულსი გაუსინჯა, მაჯის ცემა არ აღენიშნებოდა, არც საძილე არტერია მუშაობდა. მასთან მივიდა ე-----–- ა-----ე, დარეკეს სასწრაფოში, რომელიც დაახლოებით 15-20 წუთში მივიდა, თუმცა, ს----- ნ------ე გარდაცვლილი დახვდა. მოწმის გადმოცემით, თოფი ე.წ კუხნა ოთახში შესასვლელში, მარჯვენა მხარეს ვაზნებთან ერთად ინახებოდა, რომელიც ა-–----------ს საწოლიდან დაახლოებით 3 მეტრი მანძილით იყო დაშორებული. ბაბუამისი სიმთვრალეში მეუღლის თ--–---- ა-----ის მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მისივე განმარტებით, წართმეული თოფი სიბრაზისაგან კიბეზე დაარტყა და გადაამტვრია. (იხ. სხდომის ოქმი).

 

მოწმე ე-----–- ა-----ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მისი ბიძა, ა-–---------- ა-----ე ცხოვრობს მის მეზობლად 30 მეტრის მოშორებით, ერთი მოსახლის გამოტოვებით. შემთხვევის დღეს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, მასთან სტუმრად იმყოფებოდა ა-–---------- ა-----ის სიძე ს-----ი ნ------ე. ის ვახშამზე მიიწვიეს და დალიეს 4-4 ჭიქა ღვინო, მისვლისთანავე ს-----მა მათთან მყოფ მის სიდედრს თ--–----ს უთხრა მომზადებულიყო წასასვლელად, ვინაიდან მას სიცხე ჰქონდა, გაციებული იყო და ს-----ი მის წასაყვანად, შვილთან ერთად, ტაქსით იყო ამოსული. ს-----ი ჩვეულებრივ კარგ განწყობაზე იყო, რაიმე უთანხმოების შესახებ საუბარი არ ჰქონიათ. დაახლოებით 10-15 წუთში ს-----ი წავიდა და 5-10 წუთის შემდეგ ა-–---------- ა-----ის სახლიდან გაიგონა თოფის გასროლის ხმა. ის გადავიდა ბიძის სახლში, სადაც მხოლოდ დაჭრილი ს----- ნ------ე და მისი ვაჟი ჯ----–- იყვნენ. მან მაშინვე დაურეკა ბიძაშვილს რ----- ა-----ეს და სთხოვა სასწრაფო გამოეგზავნა. ა-–---------- ა-----ე მას შემთხვევის ადგილზე არ უნახავს და ჯ----–-საგან გაიგო, რომ ს----- ნ------ეს სანადირო თოფიდან ესროლა ა-–---------- ა-----ემ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იმ საღამოს მასთან მყოფი ა-–---------- ა-----ის მეუღლისაგან იცოდა, რომ ა-–---------- ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა(იხ. სხდომის ოქმი).

 

მოწმე თ--–---- ა-----ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მას ა-–---------- ა-----ესთან აკავშირებდა 53 წლიანი ქორწინება. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი სიმთვრალე ჰქონდა და გინება იცოდა ხოლმე, სიფხიზლეში მაქსიმალურად ცდილობდა გამოესწორებია დანაშაული, ყოველთვის წუხდა სიმთვრალეში განხორციელებული ქმედების გამო. ა-–---------- ა-----ეს უყვარდა ნადირობა, ჰქონდა თოფი და ნადირობიდან დაბრუნებული ვაზნას არ ტოვებდა შიგ, ყოველთვის იღებდა და ისე ინახავდა ,,კუხნა სახლში“. შემთხვევის დღეს ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთში მცხოვრები მისი სიძე (ქალიშვილის ქმარი) ს----- ნ------ე ავიდა სოფელში, შვილ ჯ------სთან ერთად, რადგან ავად იყო და თავისთან უნდა წაეყვანა, ის მოსამზადებლად ძირითად სახლში გაუშვა, ხოლო ს-----ი ,,კუხნაში“ დარჩა. ცოტა ხნის შემდეგ მან თოფის ხმა გაიგონა, რის შემდეგაც სახლიდან გამოვარდა და დაინახა ა-–----------, რომელიც გარბოდა და იძახდა ,,უი, ეს რა დამემართაო’’. ამ დროს ჯ------მ გამოიტანა თოფი და დაამტვრია. სხვა დამატებით ინფორმაციას მომხდარზე არ ფლობს, არ იცის თუ რა მოხდა მის მეუღლესა და სიძეს შორის. სიძე-სიმამრს ერთმანეთი უყვარდათ და პატივს სცემდნენ. (იხ. სხდომის ოქმი)

 

მოწმე თ----- ც--–------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ რომ მას ჰყავს ოპელის მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რომლითაც ემსახურება მგზავრებს ქალაქ ჭიათურაში. მისი განმარტებით, იგი და გარდაცვლილი ს----- ნ------ე ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ სამსახურიდან გამომდინარე. შემთხვევის დღეს ს----- ნ------ემ დაურეკა მას ტელეფონზე, სთხოვა ასულიყო მასთან სოფელ შუქრუთში, რათა სოფელ მერევიდან წამოეყვანათ მისი სიდედრი, რომელიც შეუძლოდ იმყოფებოდა. მან ს-----ი და მისი შვილი მიიყვანა მერევში და მანქანა სახლთან ახლოს დააყენა, 20-25 წუთის შემდეგ უცხო მამაკაცი მივიდა მანქანასთან და ჰკითხა თუ ვის ელოდებოდა, რაზეც მან განუმარტა, რომ ს----- ნ------ეს ელოდებოდა, რაზეც მამაკაცმა მუქარით განუცხადა: ,,არავინ ს-----ა არ ვიცი მე, დაქოქე მანქანა და წადი, თორემ დაგიმტვრევო’’. აღნიშნული მუქარის შემდეგ მან მანქანა მოშორებით დააყენა და იქ განაგრძო ლოდინი. რამდენიმე წუთში სასწრაფო და პატრული შენიშნა, რის შემდეგადაც ა-–---------- ა-----ის სახლის ეზოში შეკრებილი ხალხისაგან შეიტყო ს----- ნოძაძის მოკვლის შესახებ (იხ. სხდომის ოქმი).

 

მოწმე მ------- ა-----ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მომხდარის დროს საღამოს 8-დან 9 საათამდე პერიოდში, ის იმყოფებოდა, თავის სახლში. ხმაურზე, რომელიც მას ესმოდა მისი მოსაზღვრე სახლიდან, გამოვიდა აივანზე, რა დროსაც დაინახა სახლიდან როგორ გამოვიდა ა-–---------- და დაადგა გრძელ ბილიკს, რომელიც საუბნო გზას უერთდება და მის სახლთან გადის. ამ დროს თავადაც გავიდა ეზოში და ჭიშკართან მისულმა დამწუხრებულ ა-–----------ს ჰკითხა, რა ხდებოდა, რაზედაც ა-–----------მ უპასუხა: ‘’კაცი მოვკალი - ჩემი სიძე ს-----ი, ცუდად ვარო, წყალი დამალევინეო,... თავი უნდა მოვიკლაო’’, ამის შემდეგ ა-–---------- გამოაცილა ქუჩამდე, რომელმაც გზა განაგრძო(იხ. სხდომის ოქმი).

 

მოწმე ა-–---------- მ--------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბადრაგირებას უწევდა ა-–---------- ა-----ეს, რა დროსაც მან თავისი სახლის სამზარეულოს შენობაში მიუთითა თუ როგორ აიღო შესასვლელი კარებიდან მარჯვნივ არსებული იარაღის შესანახი ლითონის საცავის ქვემოთ მიყუდებული სანადირო თოფი ხელში, იქვე კარებზე ჩამოკიდებული სავაზნედან ამოიღო ვაზნა, მოათავსა თოფში, რა დროსაც მისი სიძე ’’ეცა ლულაში და დაუწყო გამოწევა’’. ამ დროს გავარდა თოფი. აღწერილი გარემოებები თანხვედრაშია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან(იხ. სხდომის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. ს.ფ.91-94 ).

 

საქმეში წარმოდგენილი, უდავოდ ცნობილი, გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N001553417 დასკვნის თანახმად ს----- ნ------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა განვითარებული სახისა და კისრის მიდამოს ცეცხლნასროლი ჭრილობით დაზიანებული მარჯვენა გარეთა და შიგნითა საძილე არტერიებიდან გარეგანი სისხლდენის შედეგად. ს----- ნ------ის გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სახის და კისრის მიდამოს ცეცხლნასროლი ჭრილობა - შესავალი ხვრელით ნიკაპის მიდამოში ცენტრალურად, სახისა და კისრის მარჯვენა ნახევრის, ქვედა ყბის ძვლების (მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობები), ენის, მარჯვენა გარეთა და შიგნითა საძილე არტერიების, მათი სანათურების სრული დაზიანებით, ჭრილობის არხის დასაწყის ნაწილში ალისფერი სისხლჩაქცევებით - განვითარებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის (ჭურვების, საფანტის) გასროლის შედეგად, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან, მარჯვნიდან - მარცხნივ. სროლა ნაწარმოები უნდა იყოს ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონაში. ( ს.ფ. 255-263).

 

საქმეში წარმოდგენილი,უდავოდ ცნობილი, ა-–---------- ა-----ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N001466517 დასკვნის თანახმად 14.03.2017წ. 12:09 – 12:23 სთ ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ა-–---------- ა-----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. შესამოწმებელის გადმოცემით, 2017 წლის 13 მარტს დაახლოებით 21 საათზე ჭიათურის რაიონის სოფელ მერევში თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა თავის სიძესთან ს----- ნ------ესთან და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ის. მის სხეულზე არსებული დაზიანებები კი მიაყენა შვილიშვილმა ჯ----– ნ------ემ შემთხვევის დღეს(ს.ფ. 167-169).

 

საქმეში წარმოდგენილი, უდავოდ ცნობილი, ა-–---------- ა-----ის ამბულატორიული და სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად ა-–---------- ა-----ე ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ა-–---------- ა-----ე ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნოებიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა-–---------- ა-----ეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ა-–---------- ა-----ე რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ა-–---------- ა-----ე იძულებით და არანებაყოფლობით სტაციონარულ დახმარებას არ საჭიროებს. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების და გამოსაკვლევ პირთან გასაუბრებისას გადმოცემული შინაარსის მიხედვით ფსიქოლოგიური ექსპერტიზის მიერ განსახილველ სიტუაციაში სუბიექტის ქმედებაში არ ვლინდება ფიზიოლოგიური აფექტის ფაზათა დამახასიათებელი სტრუქტურული ნიშან-თვისებები. სუბიექტის ქმედება არ ვითარდება ფიზიოლოგიური აფექტის დამახასიათებელი დინამიკით. ა-–---------- ა-----ე დანაშაულის ჩადენის მომენტში არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში(იხ. ტ. I სქ.ფ. 204-209, 226-234). ექსპერტებთან გასაუბრებისას ა-–---------- ა-----ე შემდეგნაირად აღწერს მომხდარს: ‘’ერთი ბოთლი ღვინის ნასვამი ვიყავი, მე და ჩემს ცოლს მოგვივიდა შელაპარეკება, მერე სიძე მოვიდა და წავიყვანო, მე ვუთხარი ვერ წაიყვან და ამას მოჰყვა ყველაფერი, თოფი ავიღე და დავტენე შეშინების მიზნით, მაგრამ არ შეეშინდა, ხელი მომიკიდა და გამივარდა’’(ს.ფ.206), ‘’არ უნდა მომსვლოდა ეს ამბავი მე; ძალიან მიყვარდა და ჩემს სიძესაც ძალიან ვუყვარდი; ერთმანეთს პატივს ვცემდით და რატომ მოხდა ეხლაც ვერ გამიგია; ალბათ სიმთვრალის და ამაყი ხასიათის ბრალია’’(ს.ფ.229), ‘’არ ვიცი რატომ მოხდა; რომ გავნერვიულდები, მიჭირს თავის შეკავება, მერე ვიცი ბევრი ჯავრი; ნეტავი მის მაგივრად მე მოვმკვდარიყავი; ეს თოფი საიდან და რაფერ გამივარდა არ ვიცი’’(ს.ფ. 230).

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, ა-–---------- ა-----ის მიმართ შერაცხული ბრალდება ასევე დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულის უფლებამონაცვლის შ------- ა-----ის, მოწმეების რ----- ა-----ის და თენგიზ გეწაძის დაკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოილუსტრაციით; ბრალდებულ ა-–---------- ა-----ის დაკავების ოქმით; ა-–---------- ა-----ის ტანსაცმელების დათვალიერების ოქმით; ა-–---------- ა-----ისაგან ნიმუშების აღების ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ა-–---------- ა-----ის მონაწილეობით, ფოტოილუსტრაციით; ს----- ნ------ის გვამის დათვალიერების ოქმით ფოტოილუსტრაციით; ს----- ნ------ის გვამისგან კანის ნახჭის ნიმუშის აღების ოქმით; ს----- ნ------ის გვამისაგან ფრჩხილების, თმის, ანაწმენდების და სისხლის ნიმუშის აღების ოქმით; ბიოლოგიური ექსპერტიზის N003002917 დასკვნით; ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N002182417 დასკვნით; სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0003039717 დასკვნით; შეტყობინებებით და საქმეზე დართული საგნებითა და ნივთებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლოს შეფასებით, დამაჯერებლობასაა მოკლებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან წინააღმდეგობაში მოდის დაცვის მხარის პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში ა-–---------- ა-----ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, საქმეში მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის გამო, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული, ურთიერთშეთავსებადი და სარწმუნო მტკიცებულებების ანალიზი სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას.

 

განზრახ მკვლელობა:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ანუ განზრახ მკვლელობა ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს სხვისთვის მართლსაწინააღმდეგოდ და განზრახ სიცოცხლის მოსპობას, აუცილებელია ბრალდებულის მხრიდან მართლსაწინააღმდეგობის და ბრალეულობის დადგენა ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში. განზრახ მკვლელობის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილია მოქმედებით ან უმოქმედობით და ამავე დროს უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მისი არსებობისათვის აუცილებელია, რომ დამნაშავის ქმედება დროში წინ უსწრებდეს სიკვდილს, იყოს მისი აუცილებელი პირობა და მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უცილობლად უნდა გამოიწვიოს სიკვდილი. ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვის ფორმით; ასევე, ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ აღნიშნული მუხლი პირს ბრალად შეერაცხოს, უნდა არსებობდეს მისი მხრიდან მოქმედება ან უმოქმედობა და ამავე დროს უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, მნიშვნელოვანია დადგინდეს მოტივი და მიზანი და აღნიშნული ჩადენილი უნდა იყოს განზრახ - პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვის ფორმით, ესე იგი პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას; ან პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სსკ-ის 111 -ე მუხლის თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ხოლო ამავე მუხლის შენიშნვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება სიძე.

 

სასამართლოში გამოკვლეულ საკმარის მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერება და განსახილველი შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგიურ, ლოგიკურ ჯაჭვში შეფასება საფუძველია იმისა, რომ სასამართლოს დაედგინა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.

 

ქმედების სსკ-ის 108-ე მუხლით(განზრახ მკვლელობა) კვალიფიკაციისათვის აუცილებელი არაა, რომ დანაშაული წინასწარ იყოს დაგეგმილი და სავსებით შესაძლებელია, რომ მკვლელობის განზრახვის უეცრად წარმოშობისთანავე დაუყოვნებლივ განახორციელოს პირმა ქმედება(მკვლელობის აქტი).

 

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობის დროს, ყურადღება უნდა მიექცეს კონფლიქტის წარმოშობის ყველა გარემოებას: დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მასში მონაწილეთა ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დაწყებული დანაშაულის დამთავრებამდე და მის დასრულების შემდგომ და ა.შ. ამასთან, დადგენილი უნდა იქნეს ხომ არ არის მკვლელობა ჩადენილი უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე(აფექტი) ან აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ასევე, ხომ არ არის სიცოცხლე მოსპობილი გაუფრთხილებლობით.

 

თავად ბრალდებულის და ასევე, სასამართლოზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ა-–---------- ა-----ე მომხდარი ფაქტის დროს იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, მისივე გადმოცემით სულ მცირე 4 ჭიქა(ჩვენებებით) და მაქსიმუმ 1 ბოთლამდე(ექსპერტებთან გასაუბრებით) ღვინო ჰქონდა დალეული, რაც საკმარის ზეგავლენას მოახდენდა ასაკოვან მამაკაცზე და მნიშვნელოვანი გამაღიზიანებელი ფაქტების არსებობისას გაუიოლებდა შურისძიების მოტივით საპასუხოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

 

მოწმეთა ე-----–- ა-----ის და თ--–---- ა-----ის ჩვენებებზე დაყრდნობით, სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გარდაცვალებამდე ს----- ნ------ეც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ როგორც ბრალდებული, ისე დაზარალებული კონფლიქტური სიტუაციის განვითარების საწყისი სტადიიდან დანაშაულებრივი შემთხვევის მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის განვითარებამდე, იმყოფებოდნენ ალკოჰოლურ თრობის ქვეშ, რაც ეჭვს არ იწვევს, რომ მეტ სითამამეს შესძენდა მათ ქცევებს და იქნებოდა კონფლიქტური სიტუაციის აქტიური ფაზის განვითარების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორი.

 

სხდომაზე დაკითხული მოწმეების, თ--–---- ა-----ის, ჯ----– ნ------ის, თ----- ც--–------ის და შ------- ა-----ის ჩვენებებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს ს----- ნ------ე, ჯ----– ნ------ესთან ერთად ტაქსით მივიდა სოფელ მერევში, სიდედრის - თ--–---- ა-----ის სოფელ შუქრუთში წასაყვანად, რათა თავისთან ჰყოლოდა გამოჯანმრთელებამდე. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა ბრალდებულს და კატეგორიულად მოითხოვდა სიძისაგან, რომ სიდედრის თავის საცხოვრებელ სახლში წაყვანის განზრახვაზე აეღო ხელი, ხოლო ს----- ნ------ისაგან უარის მიღების შემდეგ მათ შორის მოხდა საკმაოდ მწვავე ურთიერთშელაპარაკება. კერძოდ:

 

მოწმე თ----- ც--–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც ს----- ნ------ეს ელოდებოდა, რათა სიდედრთან ერთად წაეყვანა სოფელ შუქრუთში, მასთან მივიდა ა-–---------- ა-----ე და მუქარის ტონით მოუწოდა დაეტოვებინა მისი სახლის მიმდებარე ტერიტორია, თორემ დაუმტვრევდა ავტომანქანას.

 

მოწმე ჯ----– ნ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–---------- ა-----ის მიერ ტაქსის მძღოლთან გამოხატული ქცევით განაწყენებულმა ს----- ნ------ემ ხელის მოკიდებით, ძალდატანებით წაიყვანა იგი და შეიყვანა ე.წ. ,,კუხნაში“, სადაც ხელის კვრით დააგდო საწოლზე და მოუწოდა დამშვიდებისაკენ, რაც ასევე, დადგენილია მოწმე დ------–--- ა-----ის ჩვენებითაც, რომელიც შეესწრო მოცემულ მომენტს. დ------–--- ა-----ე აღნიშნულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე განმარტავს, რომ ა-–---------- ე.წ. ,,კუხნიდან“ ემუქრებოდა ს-----ს არ შესულიყო სახლში თორემ ესროდა მისი კუთვნილი სანადირო თოფიდან, რაც ყურად არ იღო ს-----მა და ორი მეტრის მანძილზე მიუახლოვდა, რის შემდეგაც მისკენ მიმართული თოფის ლულიდან გასროლის შედეგად ს----- ნ------ე გადავარდა უკან რამოდენიმე მეტრით და გასროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

 

დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ბრალდებულის ხელში არსებული სანადირო თოფიდან გასროლით მოკვდა ს----- ნ------ე, მაგრამ უარყოფს მკველობის განზრახვის არსებობას. კერძოდ, ბრალდებული ა-–---------- ა-----ე აჩვენებს, რომ შემთხვევის დღეს სამუშაოდან დაბრუნებული საღამოს მეზობლად მცხოვრებმა ზ-------- ა-----ემ მიიპატიჟა ვახშამზე, სადაც 4 ჭიქა ღვინო დალია და წავიდა სახლში. ცოლმა უთხრა ავად ვარ და შუქრუთში უნდა წავიდეო. მან დაუშალა წასვლა და ურჩია ნათესავთან გადასულიყო. ამ დროს მოვიდა შუქრუთში მცხოვრები მისი სიძე ს----- ნ------ე და შვილიშვილი ჯ----–-, უთხრეს თ--–---- უნდა წაეყავნათ. მან უთხრა, რომ თ--–---- ნათესავთან იყო გადასული, თან აუხსნა, რომ არ იყო საჭირო მისი წასვლა სახლიდან, რადგან წამალს სახლშიც დალევდა. ს-----ა წავიდა თ--–----ს მოსაყვანად, ხოლო თვითონ გავიდა გარეთ და შებინდებულში ჭიშკართან შენიშნა ტაქსი. შეკითხვაზე, თუ ვის უცდიდა მის სახლთან, მძღოლმა უპასუხა, რომ ს-----ას ელოდებოდა, რომელსაც სიდედრი მიჰყავდა. მან უთხრა, რომ წასულიყო მისი სახლიდან და ისიც წავიდა. ამ დროს მოვიდნენ მისი მეუღლე და ს-----ა, რომელიც შეეკითხა - ტაქსი სად წავიდაო. უპასუხა, რომ თავად გაუშვა ტაქსი. ამაზე გაბრაზებულმა მისმა სიძემ ჯიკავ-ჯიკავით შეიყვანა ‘’კუხნაში’’, დაახლოებით 8-9 მეტრი. ამაზე თვითონაც გაბრაზდა და უსაყვედურა სიძეს, რომელმაც უთხრა მეტს გიზამო და გავიდა კუხნიდან. მან თოფი აიღო შესაშინებლად, რომელიც ცარიელი ეგონა და დაიძახა - ‘’არ მოხვიდე თუ არა გესვრიო’’, ამ დროს დ------–--- ა-----ე შემოვიდა, ‘’რა გაყვირებთო’’ - უთხრა მათ, იმავდროულად შემოვიდა ს-----აც სიტყვებით - ‘’მე გაყვირებთ თქვენ კარგადო’’ და წამოიწია თოფისკენ, სწვდა ლულაში თოფის წართმევის მიზნით, რა დროსაც თოფი გავარდა და წაიქცა ს-----ა, ისე რომ მას სასხლეტისთვის თითი არ გამოუკრავს, არც თოფის ჩამკეტი გამოუწევია და არც ვაზნა ჩაუდევს თოფში. ამ თოფს ფლობს 1981 წლიდან, სპეციალურ კედელზე ჩამოკიდებულ ლითონის საცავში ინახავდა ყოველთვის ვაზნის გარეშე. ვინ ჩადო ვაზნა მასში არ იცის, ვარაუდობს, რომ მისმა შვილიშვილმა ჯ----–-მ მოუტანა ამ მდგომარეობაში, დაახლოებით 2 კვირის წინ, როდესაც მისგან ნანათხოვარი თოფი დაუბრუნა. გასროლის შემდეგ თოფი დააგდო ძირს და თქვა - ‘’ეს რა მომივიდაო’’ და წავიდა მ-------ი ა-----ესთან. ა-–---------- ა-----ე დასმულ შეკითხვაზე ცალსახად განმარტავს, რომ გასროლამდე მისი სიძე არც დამუქრებია და არც რაიმე იარაღი ეკავა ხელში, რომლიდანაც საფრთხეს იგრძნობდა (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე:

 

1. სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კატეგორიულად არის გამორიცხული ბრალდებულის ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში ყოფნა დანაშაულის ჩადენის მომენტში.

 

2. სასამართლო ასევე გამორიცხავს მკვლელობის ჩადენას აუცილებელი მდგომარეობის ფარგლების გადაცილების მდგომარეობაში, ვინაიდან, დანაშაულის ჩადენამდე მცირე ხნით ადრე მსხვერპლის მიერ განხორციელებული ქმედება - ბრალდებულის მისი ნების საწინააღმდეგოდ შეყვანა სამზარეულო ოთახში და მისი საწოლზე დაგდება, ვერ იქნება მიჩნეული ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებად, რომელიც აუცილებელი მოგერიების ფარგლების მდგომარეობას წარმოშობდა, მით უფრო, რომ ამ ქმედების შემდეგ დაზარალებულმა დატოვა ოთახი და თოფის გასროლის მომენტში მისგან უკვე არანაირი საფრთხე არ მოდიოდა. ეს გარემოება დაადასტურა თავად ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზეც: ‘’გასროლამდე მისი სიძე არც დამუქრებია და არც რაიმე იარაღი ეკავა ხელში’’, რომლიდანაც საფრთხეს იგრძნობდა. ერთადერთი ‘’საფრთხე’’, რაც შეეძლო ევარაუდა ბრალდებულს გასროლის მომენტში, ეს იყო მის მიერ მართლსაწინააღმდეგო მუქარის განხორციელების პროცესში, პოტენციური მსხვერპლის მიმართულებით მომარჯვებული სანადირო თოფის წართმევა, რაც საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით, ვერ შეფასდება არამართლზომიერ ქმედებად, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა. შესაბამისად, ა-–---------- ნ------ე არანაირი აუცილებელი მოგერიების ან მისი ფარგლების გადაცილების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

 

3. ამასთან, ბრალდებულის ვერსია გაუფრთხილებელი გასროლის შესახებ, რომ თითქოს თოფი საბრძოლო მდგომარეობაში არ მოუყვანია, ვაზნა მასში არ მოუთავსებია, სასხლეტისთვის თითი არ გამოუკრავს და რომ საერთოდ თითქოს შვილიშვილს მოეტანოს და დაედოს თოფი მის ოთახში სასროლ მდგომარეობაში, ან რომ გასროლის წინ სიძემ სტაცა ხელი თოფის ლულაში, რამაც მისი ნებისაგან დამოუკიდებლად გამოიწვია გასროლა, არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებებით. კერძოდ: 1) შემთხვევის უშუალო თვითმხილველი მოწმის დ------–--- ა-----ის ჩვენებით არ დასტურდება, რომ გასროლის მომენტში ს----- ნ------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თოფის ლულაში ხელის მოკიდების და თოფის წართმევის მცდელობის ფაქტს; 2) საქმის არსებითი განხილვის დროს უდავოდ ცნობილი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითაც გამოსაკვლევად წარდგენილ თოფზე ხელის თითის კვლები დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოვლინდა(ს.ფ.222-223). 3) როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ისე ექსპერტ ფსიქიატრებთან გასაუბრებისას ბრალდებული, მართალია, არ აღიარებდა თოფის განზრახ გასროლის ფაქტს, მაგრამ ყოველთვის მკაფიოდ აღნიშნავდა, რომ ვაზნა კარებზე ჩამოკიდებული სავაზნედან ამოიღო და თავად მოათავსა თოფის ლულაში. 4) დანაშაულის ჩადენის იარაღი - საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ერთლულიანი სანადირო თოფი დადგენილია, რომ 1981 წლიდან იმყოფებოდა ბრალდებულის კანონიერ მფლობელობაში და ბრალდებულს შესისხლხორცებული ჰქონდა როგორც მასთან მოპყრობის, ისე მისი შენახვის წესები. ის ადასტურებს, რომ თოფს ყოველთვის ინახავდა დაუმუხტავად. ასეთ მდგომარეობაში მყოფი იარაღი კი, ბუნებრივია, ვაზნის ჩადების გარეშე, ჩამკეტის გაწევისა და სასხლეტის გამოკვრის გარეშე(ეს მოქმედებები თვით ბრალდებულის ჩვენებით აუცილებელი იყო ამ კონკრეტული თოფიდან გასროლის საწარმოებლად) თავისით არ გავარდებოდა. აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებულიც კი ახსნას ვერ უძებნის ამ ფაქტს. 5) ჯ----– ნ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გასროლის ხმის გაგონებისთანავე შევარდა ოთახში, კართან ა-–---------- იდგა, ზღურბლიდან დაახლოებით 10-15 სანტიმეტრით შიგნით, თოფი რომელიც ცალპირიანი იყო გადახსნილი ჰქონდა, ტყვიას იღებდა და მეორე ვაზნას დებდა, რომელიც თოფთან ერთად ეჭირა ხელში, თან თქვა - ,,ეს ერთი და ახლა მეორეო’’, სხვა აღარაფერი უთქვამს, მან ძალით წაართვა ა-–----------ს თოფი, რა დროსაც დაარტყა კიდევაც.

 

სასამართლო კრიტიკულად აფასებს ამ მოწმის ჩვენებას, რომელიც დ------–--- ა-----ისგან განსხვავებით ვერ იქნება ნეიტრალური, ვინაიდან ის არის გარდაცვლილის შვილი და შესაბამისად, დაინტერესებულია საქმის შედეგით, თუმცა, მის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები ძირითადად თანხვედრაში სხვა მტკიცებულებებთანაც, რაც ამ ჩვენების სანდოობაზე მიუთითებს. კერძოდ, გასროლის შემდეგ განვითარებული მოვლენების აღწერისას წინააღმდეგობაა მოწმისა და ბრალდებულის ჩვენებებს შორის. ბრალდებული ჩვენებაში მიუთითებს, რომ გასროლის შემდეგ თოფი ძირს დააგდო და მეზობელთან წავიდა. მოწმე ჯ----– ა-----ე კი განმარტავს, რომ ‘’ბაბუამისს თოფი გადახსნილი ჰქონდა, ტყვიას იღებდა და მეორე ვაზნას დებდა, რომელიც თოფთან ერთად ეჭირა ხელში, მან ძალით წაართვა ა-–----------ს თოფი, რა დროსაც დაარტყა კიდევაც’’. ამასთან, სასამართლო სამედიცინო ექსპერტთან გასაუბრებისას(უდავო მტკიცებულებებაა), ბრალდებულმა მის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობის მიზეზად მიუთითა, რომ ეს დაზიანებები მისმა შვილიშვილმა მიაყენა, რაც საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მხოლოდ თოფის წართმევის მომენტში შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს ფაქტი კი თავის მხრივ ეჭვის ქვეშ აყენებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ გასროლისთანავე თოფი ძირს დააგდო და მეზობელთან წავიდა. ამასთან, სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს ჯ----– ა-----ის ჩვენებას, კერძოდ, იმ ნაწილში, რომ ბრალდებულმა თოფის გასროლის შემდეგ წარმოთქვა სიტყვები: ‘’ეს ერთი, ახლა მეორეო’’. ვინაიდან ამ ნაწილში მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია, კერძოდ, ამ სიტყვებს არ ადასტურებს დ------–--- ა-----ე, რომელმაც უფრო გაიხსენა ბრალდებულის ნაჩვენები - ‘’ეს რა მომივიდაო’’, ანალოგიურად აღწერს ბრალდებულის მეუღლეც მის სიტყვებს - ,,უი, ეს რა დამემართაო’’. სასამართლო განმარტავს, რომ სინანულის გამომხატველი შინაარსის სიტყვების წარმოთქმა ბრალდებულის მხრიდან მკვლელობის აქტის ჩადენის შემდეგ, მისი დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი არ გამორიცხავს ბრალდებულის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენას, ვინაიდან ნათელია, რომ მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გააზრებისთანავე ა-–---------- ა-----ემ ძლიერ განიცადა მისი ქმედებით გამოწვეული საზარელი შედეგი: გარდაცვლილი სიძე, დაქვრივებული შვილი, დაობლებული მათი შვილები, რაც ბუნებრივია სანანებელი გაუხდებოდა მას მთელ თავის ცხოვრებაში.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პოზიცია, თითქოს მას განზრახ არ მოუკლავს ს----- ნ------ე, გამოწვეულია არა იმდენად პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით, არამედ - არანაკლებ - ბრალდებულის მცდელობით, დაარწმუნოს მისივე ახლობლები და საკუთარი თავიც კი, რომ მისი შვილის ქმარი შემთხვევით შემოაკვდა. ამის დასტურია ბრალდებულის სიტყვებიც, რომ მას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია და არ უნდა სიძის მკვლელის სახელით ჩავიდეს სამარეში.

 

ამდენად, განხილული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად არ არსებობს არანაირი საფუძველი ვარაუდისა, რომ ბრალდებულ ა-–---------- ა-----ეს ს----- ნ------ის მიერ თოფის წართმევის მცდელობით(ლულაში ხელის ჩაჭიდებით) გამოწვეულ ურთიერთჭიდილში უნებლიედ გაუვარდა თოფი.

 

ამასთან, დანაშაულის ჩადენის მოტივი, ბრალდებულისა და დაზარალებულის ქცევა, კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დაწყებული დანაშაულის დამთავრებამდე და მისი დასრულების შემდგომ, საერთოდ, მოვლენათა განვითარების დინამიკა სასამართლოს არწმუნებს, რომ ბრალდებული გაღიზიანებული იყო ერთი მხრივ მეუღლის სახლიდან დროებით წასვლის გადაწყვეტილებისა და მისი სახლში მარტო დატოვების გამო, ამას დაემატა სიძის ქმედება, როცა სამზარეულო სახლში მისი ნების საწინააღმდეგოდ ჯიკავ-ჯიკავით შეიყვანა და ბოლოს, მას შემდეგ რაც თოფი აიღო ხელში და დაემუქრა ს----- ნ------ეს ‘’შემოხვალ და გესვრიო’’ და ის მაინც შემოვიდა, მან იგრძნო განიარაღების საშიშროება. სამივე აღნიშნულმა ფაქტორმა, რასაც თან ერთვოდა ალკოჰოლის ზეგავლენა, კუმულაციურად წარმოშვა მასში მკვლელობის უეცარი განზრახვა, რათა სამაგიერო მიეზღო სიძის მხრიდან მისი ღირსების შემლახავი(ბრალდებულის აზრით) ქმედებების გამო.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შემთხვევის დროს არც ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ს----- ნ------ის მოქმედება იყო სრულად მართლზომიერი და უწყინარი, ადგილი ჰქონდა ერთგვარი იძულებითი ხასიათის ქმედებას ა-–---------- ა-----ის მიმართ, როცა ის ძალის გამოყენებით შეიყვანა სამზარეულოში და დააგდო საწოლზე. ასევე, ზედმეტად რისკიანი იყო ს----- ნ------ის ქმედება, როცა მეტად გაღიზიანებული ბრალდებულის გაფრთხილების მიუხედავად ‘’არ შემოხვიდე თუ არა გესვრიო’’, მაინც შევიდა სამზარეულოში, თუმცა ამ ვიქტიმურ ქმედებებს ობიექტურად არ მიუღწევია იმ დონისთვის, რომ ბრალდებულზე განხორციელებულ ან მოსალოდნელ თავდასხმად ან თუნდაც ისეთ მძიმე შეურაცხყოფად მიგვეჩნია, რომელიც აფექტის მდგომარეობას წარმოშობდა.

 

დაცვის მხარის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი განზრახ მკვლელობის უარსაყოფად არის ის, რომ წარმოუდგენელია ბრალდებულს დაზარალებულის - მისი საყვარელი და საპატივცემული ადამიანის სიძის მოკვლის სურვილი გასჩენოდა. სასამართლო მართლაც დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს პატივს ცემდნენ და აფასებდნენ. თუმცა, უდავო ფაქტია, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფთ მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, რაც იმ დონეზე გამწვავდა, რომ ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი სანადირო თოფით მთელი სერიოზულობით დაემუქრა დაზარალებულს რომ არ შესულიყო ოთახში თუ არა ესროდა. რეალური საფრთხის შემცველ მუქარაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ დ------–--- ა-----ე ჯერ ურჩევდა დაზარალებულს, არ შესულიყო ა-–---------- ა-----ის ოთახში, რადგან მართლა არ ესროლა, ხოლო მისი შესვლისთანავე მიმართა ბრალდებულს - ‘’არ ესროლო ტ--------იჩ’’. ამ მდგომარეობამდე მისული ადამიანიდან კი სულაც არ არის წარმოუდგენელი, რომ წამოყენებული პირობის შეუსრულებლობისას ის თავის მუქარას სისრულეში მოიყვანდა.

 

ბრალდებულ ა-–---------- ა-----ის ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მისაცემად სასამართლო მხედველობაში იღებს მის ქცევას უშუალოდ დანაშაულის ჩადენის წინ, დანაშაულის ჩასადენად მის მიერ გამოყენებულ საშუალებას - იარაღს - სანადირო თოფს, მიყენებული დაზიანების განლაგებას, ლოკალიზაციას, ხარისხს და სიმძიმეს, დამდგარ შედეგს და სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი ბრალდების მხარის მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–---------- ა-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო მოქმედება.

 

შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, იარაღის გამოყენებით წარმოადგენს პასუხსიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს სასჯელის დანიშვნის დროს.

 

ზემოაღნიშნული კანონისმიერი განმარტებიდან გამომდინარე, ბრალდებულ ა-–---------- ა-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია ის რომ, დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, კერძოდ სიძის მიმართ, იარაღის გამოყენებით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს(უმძიმესი შედეგი ადამიანის გარდაცვალების სახით), დამნაშავის პიროვნებას (ხასიათდება დადებითად, არის 76 წლის ასაკს გადაცილებული), მის წარსულსა და ოჯახურ მდგომარეობას (პირველად არის სამართალში, ჰყავს ასაკოვანი მეუღლე), ჯანმრთელობას, პოსტდანაშაულებრივ მოქმედებებსა და პასუხისმგებლობის გრძნობის ხარისხს დამდგარი უმძიმესი შედეგისადმი (ჩადენილის შემდეგ განიცდიდა სინანულს და შეწუხებას დამდგარი შედეგის გამო). დანაშაულის ჩადენა გარკვეულწილად განაპირობა მსხვერპლის წინდაუხედავმა მოქმედებებმა.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასმართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულს უნდა დენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციის უდაბლეს ზღვართან მიახლოებული სასჯელი.

 

სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულის იარაღის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ხოლო, დანაშაულის იარაღის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის იარაღი და მისი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–---------- ა-----ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს - დანაშაულის იარაღის - მის საკუთრებაში არსებული ერთლულიანი სანადირო თოფის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–---------- ა-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას თავის საკუთრებაში არსებული, გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანაშაულის იარაღი - ერთლულიანი სანადირო თოფი და სავაზნე, მასში არსებული 24 ცალი დაუმუხტავი ჰილზით.

 

ა-–---------- ა-----ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2017 წლის 13 მარტიდან.

 

ა-–---------- ა-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

-- ერთი ცალი მასრა; ასევე, სანადირო თოფის მოშავო ფერის შალითა; მცირე ზომის ლითონის ნაწილაკები; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის ლაქები, მცირე ზომის ცილინდრული ფორმის ელემენტი; გარდაცვლილ ს----- ნ------ის გვამის დათვალიერებისას, გვამის ჭრილობიდან ამოღებული 07 (შვიდი) ცალი მოშავო ფერის ლითონის უცხო სხეული, გარდაცვლილ ს----- ნ------ის გვამიდან აღებული ხელის ფრჩხილის ნიმუშები, ხელის კანის ნახჭის ანაბეჭდების ნიმუში, სისხლის ნიმუში, ხელის ანაწმენდების ნიმუშები; ბრალდებულ ა-–---------- ა-----ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის ფრჩხილების ნიმუშები, ხელის კანის ნახჭის ანაბეჭდების ნიმუში, ხელის ანაწმენდების ნიმუშები, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა NIG0173947 გაცემული ა-–---------- ა-----ის სახელზე, რაც ინახება იმერეთის,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - განადგურდეს.

 

ს----- ნ------ის გვამის დათვალიერებისას ამოღებული საფულე და პირადი ნივთები, გარდაცვლილ ს----- ნ------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს შ------- ა-----ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

მოშაო ფერის ნაქსოვი ქუდი; ადამიანის კბილები და მისი მსგავსი ფრაგმენტები; საწოლის ღია მონაცრისფრო გადასაფარებელი; მოწითალო ფერის მოთეთრო ორნამენტებიანი შალის გადასაფარებელი; საწოლის მოთეთრო-მოყვითალო ფერის გადასაფარებელი მოვარდისფრო ორნამენტებით; მოყავისფრო და მოვარდისფრო ფერის ორნამენტებიანი გადასაფარებელი; მოცისფრო ფერის პერანგი და მუქი ფერის სვიტერი; ქვითრის ფურცელი; ტელევიზორის პულტი და ერთი ცალი ელემენტი, ტელევიზორის მოშავო ფერის პულტი, რაც ინახება იმერეთის , რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.

 

ბრალდებულ ა-–---------- ა-----ისაგან ამოღებული ტანთცმული ტანსაცმელი - დაუბრუნდეს ა-–---------- ა-----ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე