განაჩენი

სისხლის სამართლის 12.01.2018
საქმის ნომერი
190100117002212971
თარიღი
12.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-646-17

(№012231117001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 იანვარი 2018 წელი ქ. რ--------

 

რ--------ს საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ლუკა გამყრელიძე

დაცვის მხარე: ბრალდებული - ე-----–---------–--ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: გ----------------------------–-------------ი და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. რ---------------------------------------------------.

 

ადვოკატი - გიორგი მჭედლიძე

 

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 21:20 საათზე, ქ. რ----------------------------------------- მდებარე ბინაში, ნ-----------–--ის შეტყობინების საფუძველზე, რომლის მიხედვით, ბინაში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, მივიდნენ შსს რ--------ს საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლები - გ----------------ძე, გ------------------–---–ი და გ------------–----ე, რომლებსაც ბინის წინ დახვდათ ე-----–---------–--ე, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა მამასთან გ-----------–--ესთან. პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს სიტუაციაში გარკვევა და ე-----–---------–--ეს მოუწოდეს შეეწყვიტა გინება, რა დროსაც ე-----–---------–--ემ პოლიციის თანამშრომლებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით გაუწია წინააღმდეგობა, რაც გამოიხატა მასში, რომ არ დაემოჩილა მათ მოთხოვნას შეეწყვიტა გინება, პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის არეში გ----------------ძეს, ხოლო გ------------------–---–ს მუშტი დაარტყა ცხვირის არეში. თ----------------–--ის დარტყმების შედეგად გ------------------–---–მა და გ----------------ძემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს დაზიანებები.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

 

სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 21:20 საათზე, ქ. რ----------------------------------------- მდებარე ბინაში, ნ-----------–--ის შეტყობინების საფუძველზე, რომლის მიხედვით, ბინაში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, მივიდნენ შსს რ--------ს საქალაქო სამმართველოს პ------–------------–---- თანამშრომლები - გ----------------ძე, გ------------------–---–ი და გ------------–----ე, რომლებსაც ბინის წინ დახვდათ ე-----–---------–--ე, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა მამასთან გ-----------–--ესთან. პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს სიტუაციაში გარკვევა და ე-----–---------–--ეს მოუწოდეს შეეწყვიტა გინება, რა დროსაც ე-----–---------–--ემ პოლიციის თანამშრომლებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით გაუწია წინააღმდეგობა, რაც გამოიხატა მასში, რომ არ დაემოჩილა მათ მოთხოვნას შეეწყვიტა გინება, პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის არეში გ----------------ძეს, ხოლო გ------------------–---–ს მუშტი დაარტყა ცხვირის არეში. თ----------------–--ის დარტყმების შედეგად გ------------------–---–მა და გ----------------ძემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს დაზიანებები. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ე-----–---------–--ის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ე-----–---------–--ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

 

მოცემული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება მოქმედების ჩადენისთანავე, ე.ი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდეგობის გაწევის ანდა მისი იძულების მომენტიდან.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

 

აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს ხელისუფლების წარმომადგენლის - პოლიციელის პირადი უსაფრთხოება. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით განსახილველ შემთხვევაში გამოიხატა კანონიერი საფუძვლით - პოლიციის თანამშრომლის მოწოდებამ წესრიგის დაცვისკენ გააღიზიანა მალხაზ კიპაროიძე და პოლიციის თანამშრომელს, როგორც ფიზიკური ძალის გამოყენებით, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში. სასამართლო განმარტავს რომ, პოლიციის თანამშრომელთა სწორ, გამართულ მუშაობაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული სახელმწიფოში კანონიერების, მართლწესრიგის განმტკიცება, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა და თითოეული მოქალაქის უფლებათა დაცვა. შესაბამისად, ყველა ასეთ დანაშაულებრივ ხელყოფაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შემშლელ პირს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ მიხეილ კიპაროიძეს, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს ე-----–---------–--ის მხრიდან მისთის წარდგენილი ბრალდების აღიარებას და ცადენილი ქმედების მონანიებას.

 

ე-----–---------–--ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით - სასჯელის სახით აწესებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით ე-----–---------–--ეს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და მისთვის სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ე-----–---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები -

 

გ------------------–---–ის ტანსაცმელი, გ----------------ძის ტანსაცმელი, ე-----–---------–--ის ტანსაცმელი (გადაგზავნილია შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველოში საექსპერტო კვლევის მიზნით) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მათ მფლობელებს კანონით დადგენილი წესით.

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის კვლები ერთ პაკეტად, გ----------------ძის სისხლის ნიმუში, გ------------------–---–ის სისხლის ნიმუში (გადაგზავნილია შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველოში საექსპერტო კვლევის მიზნით) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე-----–---------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

2. ე-----–---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან-2017 წლის 23 ნოემბრიდან.

 

3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

 

_ გ------------------–---–ის ტანსაცმელი, გ----------------ძის ტანსაცმელი, ე-----–---------–--ის ტანსაცმელი (გადაგზავნილია შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველოში საექსპერტო კვლევის მიზნით) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მათ მფლობელებს კანონით დადგენილი წესით.

 

_ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის კვლები ერთ პაკეტად, გ----------------ძის სისხლის ნიმუში, გ------------------–---–ის სისხლის ნიმუში (გადაგზავნილია შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველოში საექსპერტო კვლევის მიზნით) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რ--------ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი