განაჩენი

სისხლის სამართლის 13.01.2018
საქმის ნომერი
120100117002159292
დავის ტიპი
276 7 , 276 1
თარიღი
13.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №17002159292-1/251-17w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

09 იანვარი 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ოთ-------------ე

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – პ----- მ--------ს-ძე გ--–------, დაბადებული 1--- წლის 12 თ--------–ს, პირადი #5----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ---------- ე--------–---–------;

 

ადვოკატი - იუ---------------

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილი;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

პ----- გ--–------ 2017 წლის 13 აგვისტოს დაახლოებით 13:30 საათზე ქ.ბორჯომში გოგირდის აბანოებიდან პლატოს მიმართულებით მოძრაობდა იამაჰა-რინოს მარკის კვადროციკლით, კვადროციკლში მასთან ერთად წინ მარჯვენა სავარძელზე მძღოლის გვერდით იჯდა ა-–--------- ტ--–--–, უკანა სავარძელში ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იჯდნენ მარცხენა მხარეს ე---–----- ბ------–- და მარჯვენა მხარეს ა-–--------- ო------,პ-----გ--–------მ ვერ უზრუნველყო კვადროციკლის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები აღმართზე უკან დაუგორდა კვადროციკლი, გადავიდა სავალი ნაწილიდან მარცხენა მხარეს და გადავარდა ფერდობზე. გადავარდნის შედეგად მგზავრი ო------ ა-–--------- ადგილზევე გარდაიცვალა, ტ--–--– ა-–--------- სავადმყოფოში გარდაიცვალა, ე---–----- ბ------–-მ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო თავად პ----- გ--–------მ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.ქმედების სამართლებრივი აღწერა;

 

პ----- გ--–------მ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

2017 წლის 15 აგვისტოს კვადროციკლი ,,YAMAHA RHINO 700 SI’’-ზე გაცემული 77/ა-85/სტ ავტოტექნიკური და სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: წარმოდგენილ კვადროციკლზე არსებული დაზიანებები მექანიკურია და დამახასიათებელია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. წარმოდგენილი კვადროციკლის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. კვადროციკლის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით გამოსაკვლევი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეჯახებამდე ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იყო და ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს მისი ტექნიკური გაუმართაობები არ წარმოადგენს. სს საქმის მასალებში არსებული ტექნიკური მახასიათებლებიდან და კვადროციკლის ძარის სახურავის მარცხენა საყრდენზე არსებული ფირნიშის მიხედვით, წარმოდგენილი კვადროციკლი ,,YAMAHA RNINO 700 SI’’ სარეგისტრაციო NA------ მიეკუთვნება სატრანსპორტო მექანიკურ საშუალებას, რომელიც აღჭურვილია 2 კაციანი სავარძლით, ხოლო კვადროციკლის უკანა საბარგულზე დამატებითი ორი სავარძელი დამონტაჟებულია კუსტალურად. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კვადროციკლი ,,YAMAHA RHINO 700 SI’’ სარეგისტრაციო NA-------ის მძღოლ პ----- გ--–-----ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 2 მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.

 

ტომი 1; ს.ფ 226-231;

 

პ----- გ--–-----ის ჩვენება რომლის თანახმად 2017 წლის 13 აგვისტოს დაახლოებით 13:30 საათზე ქ. ბორჯომში კვადროციკლით იმყოფებოდა პლატოს ტერიტორაზე, რა დროსაც მასთან მივიდნენ არაბი ტურისტები, ერთი საშუალო ასაკის მამაკაცი, ორი ქალბატონი და 5 ბავშვი, რომელთაც სურდათ გოგირდის აბანოებზე ჩასვლა რაზეც დათანხმდა. ყველას თავის კვადროციკლზე ვერ დატევდა ამის გამო იქვე მყოფ ე-–------ შ-----–-–---–ს უთხრა, რომ წამოყოლდა თავისი კვადროციკლი ,,იამაჰა გრიზლით’’, მის გვერდით კვადროციკლში დაჯდა არაბი მამაკაცი, ხოლო უკანა სავარძელში მოთავსდა ორი ქალბატონი, რომელთაც კალთაში ეჯინათ ორი პატარა ბავშვი, 3 ბიჭი კი ე-–------ შ-----–-–---–ის კვადროციკლში მოთავსდა, ისინი გაემართნენ გოგირდის აბანოების მიმართულებით, პლატოზე არსებულ მონასტერთან მარჯვნივ გადაუხვიეს ტყის მასივში შემავალ გზაზე, რომელიც იყო უსწორმასწორო, ქვიშიანი ზედაპირით და საკმაოდ დამრეცი,დაახლოებით 30 წუთში უკან დაბრუნდნენ თავის კვადროციკლს ის მართავდა, გვერდით ისევ არაბი მამაკაცი ეჯდა, ხოლო უკანა სავარძლებში ორი ქალბატონი ორ პატარა ბავშვთან ერთად. გაიარეს მდინარე ბორჯომულა, შეუყვნენ აღმართს და დაახლოებით 100 მეტრის გავლის შემდეგ მისი კვადროციკლი ქვიან გზაზე უცბად დაბუქსავდა, იმავდროულად გაიგონა კვადროციკლის უკანა ხიდიდან მჭახე ხმა, რის შემდეგაც კვადროციკლი სწრაფად დაეშვა უკან, კვადროციკლი უმართავი გახდა და იქვე დაახლოებით 2-3 მეტრის გავლის შემდეგ გადავიდა გზიდან, რის შედეგაც გადავარდნენ გზის დაბლა არსებულ დამრეც ფერდობზე, მომხდარი ფაქტის შედეგად გონება დაკარგა, როდესაც გონზე მოვიდა დაინახა რომ იქვე ხეზე შეჯახებული და გადაბრუნებული იყო კვადროციკლი, რომელსაც წინა მხარე გზის მხარეს ჰქონდა მიმართული, თავად მარცხენა საბურავის წინ იწვა, მარჯვენა მხარეს კი არაბი მამაკაცი იმყოფებოდა რომელსაც გონება ჰქონდა დაკარგული, ხოლო ქალბატონები და ბავშვები კი მის ზემოთ ფერდობზე იმყოფებოდნენ.

 

ტომი 1; ს.ფ 115-120;

 

ე-–------ შ-----–-–---–ის ჩვენება რომლის თანახმად 2017 წლის 13 აგვისტოს იმყოფებოდა ქ.ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე კუთვნილი კვადროციკლით, რა დროსაც მასთან მივიდა მისი მეგობარი პ----- გ--–------ და უთხრა, რომ არაბ ტურისტებს უნდოდათ გოგორდის აბანოებამდე გასეირნება მათ თავის კვადროციკლში ვერ დატევდა და ისიც გაჰყოლოდა, არაბი მამაკაცი პ----- გ--–-----ის კვადროციკლში დაჯდა პ-----ს გვერდით, ხოლო უკან პატარა საბარგულში მოწყობილ ორ სავარძელში ქალბატონები დასხდნენ და მათ პატარა ბავშვები ჩაიჯინეს კალთაში, მის კვადროციკლში კი სამი ბიჭი დაჯდა, რის შემდეგაც გაემართნენ გოგირდის აბანოების მიმართულებით, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუხვიეს, საიდანაც ტყის მასივში ჩადის გზა გოგირდის აბანოებამდე, აღნიშნული გზა არის უსწორმასწორო ქვიშიანი ზედაპირით და საკმაოდ დამრეცი, პლატოდან გოგირდის მიმართულებით დაღმართია. ადგილზე დაახლოებით 20 წუთში მივიდნენ და დაახლოებით 30 წუთში წამოვიდნენ უკან, ისევ იგივე შემადგენლობით პ----- გ--–-----ის კვადროციკლში მის გვერდით ისევ არაბი მამაკაცი დაჯდა, უკანა სავარძლებში ქალბატონები მოთავსდნენ და ორი პატარა ბავშვი ჩაიჯინეს კალთაში, კვადროციკლს პ----- გ--–------ მართავდა, რომელიც მის წინ მიდიოდა, გაიარეს მდინარე ბორჯომულა და აუყვნენ აღმართს, დაახლოებით 100 მეტრის გავლის შემდეგ დაინახა, რომ პ----- გ--–------ს კვადროციკლი ქვიანი ზედაპირის მქონე გზაზე დაუბუქსავდა, უკან დაგორდა და დაახლოებით სამი მეტრის გავლის შემდეგ გადავიდა გზიდან ქვემოთ მდინარე ბორჯომულას მხარეს არსებულ დამრეც ფერდობზე, სადაც კვადროციკლი ამობრუნდა და ტრიალით დაეშვა ქვემოთ, კვადროციკლის ტრიალის დროს უკან მჯდომი ქალბატონები და ორი პატარა ბავშვი გადმოცვივდნენ, ხოლო კვადროციკლი მდინარის ნაპირამდე ჩავიდა ტრიალით და იქ ნაძვის დიდ ხეს და მის ძირში არსებულ ქვის ლოდს შეეჯახა და გაჩერდა. კვადროციკლიდან დაახლოებით 10 და 15 მეტრის დაშორებით იწვნენ ქალბატონები, რომელთაც გონება დაკარგული ჰქონდათ, მათგან ცოტა ზემოთ კი პატარა ბავშვები იყვნენ ძირს დავარდნილები რომლებიც ტიროდნენ, იგი კვადროციკლის მხარეს გაიქცა და დაინახა რომ კვადროციკლი მდინარისკენ უკანა მხარით იყო მარჯვენა მხარეს გადაბრუნებული. მის ქვეშ მოყოლილი იყო არაბი მამაკაცი, პ----- გ--–------ კი მეორე მხარეს კვადროციკლიდან დაახლოებით ორი მეტრის დაშორებით იყო ძირს დავარდნილი.

ტომი 1; ს.ფ 35-38;89-90;

 

ბ------–- ე---–-----ს ჩვენება რომლის თანახმად მუშაობდა ტ--–--– ა-–---------ს ოჯახში მოახლედ, 2017 წლის აგვისტოს თვეში ტ--–--– ა-–---------, მისი მეუღლე ო----- ა-–--------- და მათი შვილები იმყოფებოდნენ ქ.ბორჯომში დასასვენებლად, 2017 წლის 13 აგვისტოს ქ.ბორჯომში ტ--–--– ა-–--------მა დაიქირავა ორი კვადროციკლი, ერთში მძღოლის გვერდით თავად დაჯდა უკან კი მოთავსდნენ ის და ო----- ა-–---------, რომელთაც კალთაში ეჯინათ ბავშვები, დანარჩენი მათთან მყოფი ბიჭები კი მეორე კვადროციკლით წამოვიდნენ გოგირდის აბანოების მიმართულებით უკან ბრუნდებოდნენ რა დროსაც აღმართზე კვადროციკლი გზიდან გადავარადა, რის შემდეგაც არაფერი არ ახსოვს.

 

ტომი 1; ს.ფ 24-26;

 

ა-–---–---- ტ--–--– დ---- ა-–---------ს, ფ----- ტ--–--– დ----ს ა-–---------ს და დ--- ტ--–--– დ---ს ა-–---------ს ჩვენებები რომლის თანახმად 2017 წლის 13 აგვისტოს იმყოფებოდნენ ქ.ბორჯომში მშობლებთან, დედმამიშვილებთან და მოახლე ქალბატონთან ერთად, იქვე შენიშნეს რომ იდგა იამაჰა-რინოს მარკის, წითელი ფერის კვადროციკლი რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო რომ ჩასულიყვნენ გოგირდის აბანოებზე, კვადროციკლის მძღოლთან შეთანხმდნენ, რომ მძღოლი ჩაიყვანდა მათ გოგირდის აბანოებზე და შემდეგ ისევ ამოიყვანდა, თუმცა ყველა ერთად ვერ დაეტეოდნენ, ამიტომ წითელი კვადროციკლის მძღოლმა დაუძახა მეორე კვადროციკლის მძღოლს და შეთანხმდნენ რომ გადანაწილდებოდნენ, ტ--–--– ა-–--------- დაჯდა წითელი ფერის კვადროციკლის მძღოლის გვერძე წინა მარჯვენა სკამზე, მის უკან კვადროციკლზე დამონტაჟებულ ორ სკამზე დასხდნენ ო------ ა-–--------- და ე---–----- ბ------–-, რომლებმაც ჩაისვეს მათი პატარა ძმები კალთაში, ხოლო თავად მოთავსდნენ მეორე შედარებით პატარა ზომის კვადროციკლზე მძღოლის უკან, ისინი გაემართნენ ტყის მასივით დამრეც ფერდობზე, ჩავიდნენ გოგირდის აბანოებზე სადაც იბანავეს და დაბრუნდნენ უკან, წითელი ფერის კვადროციკლი მოძრაობდა ნელა, რადგან გზა იყო ქვიანი, სიარულისას წითელი ფერის კვადროციკლი ავიდა მარჯვენა მხარეს ფერდობზე დაბუქსავდა და უცბად წამოვიდა უკანა სვლით, გადავიდა გვერძე მარცხენა მხარეს გზიდან და გადავარდა დამრეც ფერდობზე, რის შემდეგაც დაიწყო კოტრიალი და კოტრიალით ჩავიდა ქვემოთ, სადაც შეეჯახა გადაბრუნებულ მდგომარეობაში ქვას და გაჩერდა, მანამ კვადროციკლი კოტრიალს დაიწყებდა ბავშვები გადმოაგდეს კვადროციკლიდან, ხოლო დანარჩენები გადმოცვივდნენ, რაც შეეხება ტ--–--– ა-–--------ს ის მოჰყვა გადაბრუნებული კვადროციკლის ქვეშ, იქვე შორიახლოს იწვა მიწაზე მძღოლიც, დაშავებულები სასწრაფოდ გადაყვანილი იქნენ საავადმყოფოში.

 

ტომი 1; ს.ფ 121-123;126-128;130-132;

 

გ------- გ----------ის და პ------ გ----------ის ჩვენებები რომლის თანახმად 2017 წლის 13 აგვისტოს იმყოფებოდნენ ქ.ბორჯომში გოგირდის აბანოების მიმდებარედ, რა დროსაც დაინახეს რომ გოგირდის აბანოების მხრიდან გამოვიდა ორი კვადროციკლი ერთი შედარებით დიდი მეორე შედარებით პატარა ზომის, წინ მიდიოდა შედარებით დიდი კვადროციკლი მძღოლის გვერდზე იჯდა მამაკაცი, ხოლო უკანა მხარეს ორი ქალბატონი რომლებსაც ხელში ეკავათ მცირეწლოვანი ბავშვები, დიდი ზომის კვადროციკლს უკან მიჰყვებოდა პატარა ზომის კვადროციკლი, სადაც მძღოლის გარდა სამი პატარა ბავშვი ისხდა, კვადროციკლები ადიოდნენ დამრეც ფერდობზე რომელი გზაც იყო ტყის მასივში, ასვლისას წინ მიმავალი დიდი კვადროციკლი დაბუქსავდა, უკან დაგორდა ცერებულად და დაახლოებით სამი მეტრის გავლის შემდეგ გადავიდა გზიდან ქვემოთ მდინარე ბორჯომულას მხარეს არსებულ დამრეც ფერდობზე, სადაც კვადროციკლი ამობრუნდა და ტრიალით დაეშვა ქვემოთ, კვადროციკლის ტრიალის დროს დაინახეს რომ უკან მჯდომი ქალბატონები და ორი პატარა ბავშვი გადმოცვივდა კვადროციკლიდან, ხოლო თვითონ კვადროციკლი მდინარის ნაპირამდე ჩავიდა ტრიალით და იქ ნაძვის დიდ ხესთან არსებულ დიდ ლოდს შეეჯახა და გაჩერდა. კვადროციკლიდან 10 და 15 მეტრის დაშორებით იწვნენ ძირს ქალბატონები, რომელთაც გონება ჰქონდათ დაკარგული, მათგან ცოტა ზემოთ კი პატარა ბავშვები იყვნენ ძირს დავარდნილები და ტიროდნენ. კვადროციკლი მდინარისკენ უკანა მხარით იყო გადაბრუნებული და მის ქვეშ მოყოლილი იყო არაბი მამაკაცი, კვადროციკლის მძღოლი კი იქვე კვადროციკლიდან 2 მეტრის დაშორებით იყო ძირს დავარდნილი.

ტომი 1; ს.ფ 94-96;97-97;

 

2017 წლის 21 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N453/05/9-4 რომლის თანახმად შპს ,,ჯე-------------–-’’ ბ----------ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N3498-ისა და სს ,,სა-----–-----------------–---------’’ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N8055 -ის მიხედვით ბ------–- ე---–-----ს აღენიშნებოდა წელის L4-L5 მალების მარჯვენა განივი მორჩების მოტეხილობა; თავის ტვინის შერყევა; მრავლობითი ექსკორაციები სხეულზე. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო.

 

ტომი 2; ს.ფ 207-210;

 

2017 წლის 29 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N457/05/9-4 რომლის თანახმად შპს ,,ჯე-------------–-’’ ბ----------ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N3499-ის მიხედვით ფ----- ა-–---------ს აღენიშნებოდა ნაკვეთის არასისხლმდენი ჭრილობა თავის არეში, მრავლობითი ექსკორაციები სხეულზე. აღნიშნული ნაკვეთის ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო ექსკორაციები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით. აღნიშნული დაზიანებები ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ტომი 2; ს.ფ 228-230;

 

2017 წლის 29 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N456/05/9-4 რომლის თანახმად შპს ,,ჯე-------------–-’’ ბ----------ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N3501-ის მიხედვით მ-–--- ა-–-------ის აღენიშნებოდა ექსკორაციები სხეულზე. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

ტომი 2; ს.ფ 232-233;

 

2017 წლის 23 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N004833617 რომლის თანახმად, ტ--–--– დ---- ა-–---------ს სიკვდილის მიზეზია ქალას ღრუსა და ტვინის ნივთიერებაში დიფუზური სისხლჩაქცევა, თავის ტვინის შეშუპება, ღეროს დისლოკაცია და ჩაჭედვა კეფის დიდ ხვრელში, განვითარებული ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით სიკვდილი დადგა 19.08.17წ 12:00 სთ, გვამის გამოკვლევის მონაცემები არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ დროს. ტ--–--–ა დ---- ა-–---------ს გვამის გამოკვლევისას აღინიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: სხეულის ბლაგვი ტრავმა, თავის ქალას რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე თხემ-საფეთქელ-კეფის მიდამოში მარცხნივ მუქი მოწითალო ფერის დიფუზური სისხლჩაქცევა, ორივე საფეთქლის კუნთში სისხლჩაქცევები თავის ტვინის ორივე ჰემისფეროს კეფის მიდამოში რბილ გარსებში და ტვინის ნივთიერებაში მუქი ფერის დიფუზური სისხლჩაქცევები, მარჯვენა ბეჭის ძვლის მოტეხილობა, მარჯვნივ I-IV-V-VI ნეკნების მოტეხილობა -ბეჭის ხაზზე, II-III ნეკნების მოტეხილობა -ლავიწშუა და ბეჭის ხაზებზე. მარცხნივ. 1 და III ნეკნების მოტეხილობა - ლავიწშუა ხაზზე. მოტეხილობათა შესაბამისად ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილებში დიფუზური ხასიათის სისხლჩაქცევები, ნეკნთაშუა კუნთების, სისხლძარღვების, ნერვების და კედლის ამყოლი პლევრის ფურცლების დაზიანებით; ორივე ფილტვზე მოტეხილი ნეკნების შესაბამისად და მარჯვენა ფილტვზე მოტეხილი ბეჭის ძვლის შესაბამისად მუქი მოწითალო ფერის დიფუზური სისხლჩაქცევები. წელის II-III-IV მალების მარჯვენა განივი მორჩების მოტეხილობა, მარცხენა ტაბუხის ფოსოს უკანა და ზედა კიდის მოტეხილობა. მოტეხილობათა შესაბამისად ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის დიფუზური სისხლჩაქცევები. თავის და მარჯვენა იდაყვის სახსრის მიდამოში დაჟეჟილი ჭრილობები, სხეულზე ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები. (სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით მარცხენა ბარძაყის ძვლის თავის სრული ამოვარდნილობა). მარჯვენა და მარცხენა პარკუჭის წინა კედელზე ეპირკადიუმზე მუქი მოწითალო ფერის კეროვანი სისხლჩაქცევები. თავის და მარჯვენა იდაყვის სახსრის მიდამოში დაჟეჟლი ჭღილობები. სხეულზე ნაჭდევები და სისხლნჟღენთები. (სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით მარცხენა ბარძაყის ძვლის თავის სრული ამოვარდნილობა).მარჯვენა და მარცხენა პარკუჭის წინა კედელზე ეპირკადიუმზე მუქი მოწითალო ფერის კეროვანი სისხლცაქცევები. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, განეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და არიან პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან.

 

ტომი 2; ს.ფ 266-277;

 

2017 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N39/05/9-1 რომლის თანახმად, 1. ო------ ა-–---------ს გვამს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა ქალას ღრუში, მარცხენა ძუძუს ხაზზე V-VI-VII-VIII ნეკნების, მარჯვენა ძუძუს ხაზზე III-IV-V-VI და მარჯვენა უკანა აქსილარულ ხაზზე VI-VII-VIII ნეკნების მოტეხილობა, ვრცელი სისხლჩაქცევებით ორივე პარანეფრალურ არეებში და თირკმელებში, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია სიკვდილამდე უახლოეს მომენტში. 2.ო----- ა-–---------ს სიკვდილის მიზეზია სისხლჩაქცევა ქალას ღრუში ქალატვინის დახურული ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არა ნაკლებ 2-4 საათისა და არა უმეტეს 12-14 საათისა; 3.სისხლის ქიმიური გამოკვლევით მასში ალკოჰოლური არ აღმოჩნდა;

 

ტომი 2; ს.ფ 259-265;

 

2017 წლის 09 ოქტომბერს ბიოლოგიურ (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N005783217 დასკვნის თანახმად, პაკეტი წარწერით; ,,გ--–-----ის სისხლის ნიმუში’’ მოთავსებული სისხლის (ობ N26), მიეკუთვნება 0 (I) ჯგუფს, Rh+ რეზუს ფაქტორს;

 

პაკეტი, წარწერით: ,,ბ------–-ს სისხლის ნიმუში’’ მოთავსებული სისხლის (ობ.N27) მიეკუთვნება 0 (I) ჯგუფს, Rh+რეზუს ფაქტორს;

 

პაკეტში წარწერით; ,,ა-–---------ს სისხლის ნიმუში’’ მოთავსებული სისხლი (ობ N28) მიეკუთვნება B (III) ჯგუფს, Rh+რეზუს ფაქტორს;

 

-პაკეტში წარწერით; ,,საქ. შსს ბ----------ს რაიონული სამმ. დეტექტივ გამომძიებელ ნი----–----------–--–---–ი ,,პ----- გ--–-----ის მაისური’’ 020130817001 თ. გო--------- რეგ. N10-------- მოთავსებულ ნაცირსფერი მოკლესახლოებიანი მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1-4), წარმოადგენს 0(I) ჯგუფის Rh+ რეზუს ფაქტორის ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის პ----- გ--–------ს (ობ. N26);

 

პაკეტში, წარწერით; ,,საქ. შსს ბ----------ს რაიონული სამმ. დეტექტივ-გამომძ. ნი----–---------–--–---–ი ,,მწვანე ფერის შორტი და ნაცრისფერი მაისური ... ა-–--------- ტ--–--– დ----ს ტანსაცმელი’’ 020130817001 თ.გო--------- რეგ. N10--------’’ მოთავსებულ ნაცრისფერ ქსოვილის ფრაგმენტებზე სავარაუდოდ მაისურზე (ობ. N5,6) და მწვანე ფერის შორტზე (ობ. N7-10) არსებული მოწითალო- მოყავისფრო ფერის ლაქები, წარმოადგენს B (III) ჯგუფის, Rh+ რეზუს ფაქტორის ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–-------- ტ--–--– დ----ს (ობ. N28);

 

პაკეტში წარწერით: ,,საქ. შსს ბ----------ს რაიონული სამმ. დეტექტივ-გამომძ. ნი----–---------–--–---–ი ე---–---- ბ------–-ს ტანსაცმელი’’ 020130817001 თ. გო--------- რეგ. N10-------- მოთავსებულ მოყვითალო მოყავისფრო შარფზე (ობ. N11) შავ და თეთრ ზოლებიან ქსოვილის ფრაგმენტზე სავარაუდოდ მაისურზე (ობ. N12) და შავი ფერის ქსოვილის დიდ ფრაგმენტზე სავარაუდოდ კაბაზე (ობ. N14) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები წარმოადგენს 0(I) ჯგუფის, Rh+ რეზუს ფაქტორის ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ე---–---- ბ------–-ს (ობ . N27), ამავე ფრაგმენტზე არსებული მოყავისფრო ნადები (ობ. N13) სისხლს არ წარმოადგენს.

 

პაკეტში წარწერით: ,,საქ. შსს ბ----------ს რაიონული სამმ. დეტექტივ-გამომძ. ნი----–----------–--–---–ი ,,ერთი ცალი მუქი ფერის სპორტული შარვალი FCi 509020020130817001 თ. გო--------- რეგ. N10-------- მოთავსებულ მუქი ლურჯი ფერის სპორტულ შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N15.16.17) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის პ----- გ--–------ს (ობ N26);

 

პაკეტში წარწერით; ,,საქ. შსს ბ----------ს რაიონული სამმ.დეტექტივ-გამომძ. ნი----–----------–--–---–ი ,,ო----- ა-–---------ს ტანსაცმელი’’ 020130817001 თ. გოგიბერიძის რეგ. N10-------- მოთავსებულ შავი ფერის ბიუსტჰალტერზე (ობ. N18,19) , მწვანე ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე სავარაუდოდ მაისურზე (ობ. N20), შავი ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე (ობ. N21,22) და შავი ფერის ქსოვილის დიდ ფრაგმენტზე სავარაუდოდ კაბაზე (ობ. N24,25) არსებული მოყავისფრო ლაქები, წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და განსხვავდება ე---–---- ბ------–-ს (ობ.N27) გენეტიკური პროფილისაგან, ამავე ფრაგმენტზე არსებული მოყავისფრო ნადები (ობ N23) სისხლს არ წარმოადგენს.

 

ტომი 3; ს.ფ 60-68;

 

2017 წლის 26 ოქტომბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N006258917 დასკვნა, რომლის თანახმად 1 (3) ფუთებზე არსებული წარწერის და დადგენილების ფაბულის მიხედვით ექსპერტიზაზე წარმოდგენილ: ო----- ა-–---------ს ტანსაცმელიდან (კაბა, მაისური, უთათებო ელასტიური წელწინდა - ე.წ. ,,ელასტიკი’’ და აზღუდი) ( FCI 439336), მხოლოდ კაბაზე, წინა გულმკერდის მიდამოში და აზღუდზე მარცხენა ბუდის ქვედა კიდეში არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია: კაბაზე ხევით და კვალდამტოვ ობიექტთან დინამიური კონტაქტის (ხახუნის) შედეგად, ხოლო აზღუდზე კი რღვევით).

 

ტ--–--– ა-–---------ს ტანსაცმელზე (მაისური, მოკლეტოტებიანი შარვალი ე.წ. ,,შორტი’’) (FCI 459209), საერთო ექსპლუატაციური ცვეთის ფონზე, მხოლოდ მოკლეტოტებიან შარვალზე - ე.წ. ,,შორტზე’’ უბის და საჯდომის მიდამოში, ასევე მარცხენა ტოტის ვერტიკალურ ნაკერებზე, არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია რღვევით, ხევით და კვალდამტოვ ობიექტთან დინამიური კონტაქტის (ხახუნის) შედეგად.

 

ე---–----- ბ------–-ს ტანსაცმლიდან (კაბა, მაისური, ყელსახვევი - ე.წ. ,,შარფი’’) (FCI 459208), მხოლოდ კაბაზე იღლიების მიდამოში და მარჯვენა მხრის ჰორიზონტალურ ნაკერთან, ასევე ყელსახვევზე - ე.წ. ,,შარფზე’’ არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია: მაისურზე ხევით, ხოლო კაბაზე როგორც ხევით, ასევე რღვევით;

 

პ----- გ--–-----ის მაისურს (FCI 459210) და ლურჯი ფერის სპორტულ შარვალს (FCI 5090) საერთო ექსპლუატაციური ცვეთის ფონზე, გარდა საექსპერტოდ საჭირო ამონაჭრების, მათზე დაზიანება არ აღინიშნება.

 

ტომი 3; ს.ფ 33-43;

 

2017 წლის 06 ნოემბრის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N006304517 დასკვნის თანახმად, 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით ,,...მიკრონაწილაკები ოთხ ცალ დაქტილოფირზე...’’ მოთავსებულ სპეც.წებოვან ფირფიტებზე წარწერებით:

 

,,წინა მარჯვენა სავარძლიდან’’აღინიშნება მოშავო ფერის ვისკოზას ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში წარწერით: ,,...ო----- ა-–---------ს ტანსაცმელი...’’მოთავსებული ე.წ. ,,ელასტიკის’’ ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

 

,,მძღოლის სავარძლიდან’’ და ,,უკანა მარჯვენა სავარძლიდან’’ აღინიშნება მოლურჯო - მორუხო ფერის მოიისფრო ფერში გადასვლით პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში წარწერით: ,,... სპორტული შარვალი...’’მოთავსებული შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

 

სპეც. წებოვან ფირფიტებზე წარწერით: ,,მძღოლის სავარძლიდან’’, ,,წინა მარჯვენა სავარძლიდან’’, ,,უკანა მარჯვენა სავარძლიდან’’ და ,,უკანა მარცხენა სავარძლიდან ‘’ არ აღინიშნება პაკეტში წარწერით ,,...ა-–--------- ტ--–--–ა დ----ს ტანსაცმელი’’;

 

მოთავსებული შორტის, მაისურის; ,,პაკეტში წარწერით ,,...პ----- გ--–-----ის მაისური...’’ მოთავსებული მაისურის და პაკეტში წარწერით ,,...ე---–---- ბ------–-ს ტანსაცმელი...’’ მოთავსებული; შარფის, კაბის და მაისურის ქსოვილების ნართის შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები.

 

ტომი 3; ს.ფ 44-53;

 

პ----- გ--–-----ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ მოწმეთა გ------- ბაკაშვილის, ლე-–--------–---–-- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული ავტოსაგზაო შემთხვევის სქემითა და ფოტოილუსტრაციით, ამოღების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, დაზარალებულების უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ დადგენილებებით, პ----- გ--–-----ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

4.ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

4.1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

4.2.სასამართლოაღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა,რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანურამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.4.საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.5. მოცემულ დანაშაულში პირის ბრალეულობის დადგენა დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებასთან, რომელიც ერთის მხრივ დაადასტურებდა პირის ქმედების მართლწინააღდეგობას, ამასთან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას.

 

4.6.სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რაც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, უტყუარად დასტურდება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილის ობიექტურ შემადგენლობას იძლევა.

 

4.7. სასამართლო მიუთითებს, რომ პ----- გ--–-----ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედება გარდა მის მიერ ბრალის აღიარებისა, დასტურდება ისეთი ურთიერთ შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით როგორიცაა, მოწმეთა ბ------–- ე---–-----ს, პ----- გ--–-----ის, ე-–------ შ-----–-–---–ის, ა-–---–---- ტ--–--– დ---- ა-–---------ს, ფ----- ტ--–--– დ----ს ა-–---------ს და დ--- ტ--–--– დ---ს ა-–---------ს, გ------- გ----------ის და პ------ გ----------ის ჩვენებებით, კომპლექსური ავტოტექნიკური და სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

4.8. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.8. მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას და ადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომ პ----- გ--–------მ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

5. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

5.1.პ----- გ--–------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

6. სასჯელის დასაბუთება:

 

6.1. პ----- გ--–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

6.2.პ----- გ--–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება და მონანიება.

 

6.3.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პ----- გ--–------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ პ----- გ--–------ ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის სანქციის ფარგლებში დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 წლისა და 06 თვის ვადით, მასვე ჩამოერთვას საქმიანობის უფლება კერძოდ 03 წლის ვადით ჩამოერთვას ავტომობილის მართვის უფლება, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს პ----- გ--–-----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.პ----- გ--–------ (პ/ნ 5----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის სანქციის ფარგლებში დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 წელი და 06 თვე;

 

მასვე ჩამოერთვას საქმიანობის უფლება, კერძოდ 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტომობილის მართვის უფლება;

 

2.პ----- გ--–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2017 წლის 14 აგვისტოდან;

 

3.პ----- გ--–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს;

 

4.სისხლის სამართლის №020130817001 საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - სატრანსპორტო საშუალება ,,YAMAHA’’ ორი სავარძლით, რომელიც ინახება ქ.ახალციხეში შპს ,,ავ---’’-ს სპეცავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

-სატრანსპორტო საშუალება ,,YAMAHA’’-ს სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ინახება შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

-პ----- გ--–-----ის, ო----- ა-–---------ს, ტ--–--– ა-–---------ს და ე---–----- ბ------–-ს ტანსაცმელი, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

მიკრონაწილაკები რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

-შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი 1 ცალი DVD დისკით, რომელიც ერთვის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი