განაჩენი

სისხლის სამართლის 11.01.2018
საქმის ნომერი
820100117002137482
დავის ტიპი
300 2 , 300
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100117002137482

№1- 252/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11.01.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

 

პროკურორი - ა---- მ------ია

ბრალდებული - თ----- ბ-----ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №173250917002

 

ბრალდებულ თ----- ბ-----ის მიმართ

მამის სახელი: ნ--------

დაბადებული: 02.10.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

პირადი ნომ----: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ტექნიკური

ნასამართლობის არ მქონე,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ა----- ქ. №26

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300-ე მუხლის მესამე ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. თ----- ბ-----ემ, 2017 წლის 25 სექტემბერს, გონიოს დასახლებაში, აკრძალულ ადგილას-მდინარე ჭოროხის კალაპოტში, აკრძალული იარაღის - თევზის საჭერი ე.წ. სახლართი ბადეებით, მოახდინა უკანონო თევზჭერა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

უკანონო თევზჭერა, ესე იგი, აკრძალული იარაღით თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ ადგილას.

 

2 მოწმის სახით დაკითხულმა ო--------------ემ და რ----- ს-----ემ განმარტეს, რომ მუშაოებენ გარემოს დაცვის ზედამხედვებობის დეპარტამენტში. 2017 წლის 25 სექტემბერს ისინი ახორციელებდნენ მდინარე ჭოროხის სანაპიროს დათვალიერებას, რა დროსაც ახალსოფლის ტერიტორიაზე მათ შენიშნეს მდინარე ჭოროხში დაგებული ე.წ. "სახლართი ბადე" და მდინარეში ბადესთან მყოფი, წელს ზევით შიშველი, მათთვის უცნობი თ----- ბ-----ე, რომელიც მათ დანახვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსთხოვეს მათთან მისვლა, გადავიდა მდინარის მეორე ნაპირზე და გაიქცა, თუმცა სახლართი ბადის, სანაპიროზე დატოვებული მობილური ტელეფონის, მაისურის და სიგარეტების წაღება ვერ შეძლო.

 

3. საქმეზე დართული ამოცნობის ოქმების თანახმად ო--------------ემ და რ----- ს-----ემ, საგამოძიებო მოქმედების დროს, თ----- ბ-----ე ამოიცნეს, როგორც ის პირი, რომელიც მდინარე ჭოროხში, 2017 წლის 25 სექტემბერს, ახორციელებდა სახლართი ბადით თევზჭერას.

 

4. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, თ----- ბ-----ემ ითნამშრომლა გამოძიებასთან და მიუთითა ადგილი სადაც დატოვა მაისური და ტელეფონი, ასევე ის ადგილი, სადაც გაბმულ სახლართ ბადეში ამოწმებდა თევზის დაჭერას გარემოსდაცვითი სამსახურის მუშაკების მისვლის დროს.

 

5. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილების მეოთხე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია თევზჭერა, გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძოდ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა (შავწყალა), ხიფსთა (თეთრწყალა), ააფსთა (ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური (ენგურის ჰიდროელექტრო სადგურამდე), ხობი, რიონი (რიონის ჰიდროელექტრო სადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში;

 

6. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ თ----- ბ-----ის მიერ თევზჭერა ხორციელდებოდა აკრძალულ ადგილას, მდინარე ჭოროხზე.

7. საქმეზე დართული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ნივთიერი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მდინარე ჭოროხში სათევზაოდ გამოყენებული ბადეები წარმოადგენს სახლართ ბადეებს, ერთი 35 მეტრის, ხოლო მეორე 100 მეტრის სიგრძის.

 

8.საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილების მეექვსე მუხლის ,,ე.ა” ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია თევზჭერა სახლართი ბადის გამოყენებით - სამოყვარულო და სპორტული (არალიცენზირებადი) თევზჭერისას.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ თევზჭერა ხორციელდებოდა აკრძალული სახლართი ბადეებით.

 

9. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მართალია ბრალდებულმა სასამართლოს განუცხადა, რომ სახლართი ბადეები არ იყო მისი საკუთრება და ისინი მას არ გაუშლია მდინარეში, მაგრამ სასამართლოში წარმოდგენილი ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ სწორედ ბრალდებული თ----- ბ-----ე ცდილობდა აღნიშნული სახლართი ბადეებით დაჭერილი თევზის ამოღებას, შესაბამისად მიუხედავად იმისა, თუ ვისი საკუთრება იყო აღნიშნული სახლართი ბადეები, ან შეძლო თუ არა თ----- ბ-----ემ ხსენებული ბადეებით დაჭერილი თევზის ამოყვანა, მან მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა უკანონო თევზჭერა, ესე იგი, აკრძალული იარაღით- სახლართი ბადით, აკრძალულ ადგილას- მდინარე ჭოროხზე თევზჭერა, რადგან საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვისი საკუთება იყო აკრძალული იარაღი, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ თ----- ბ-----ე ცდილობდა აღნიშნული სახლართი ბადით დაჭერილი თევზის ამოყვანას, ხოლო ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და დანაშაული დამთავრებულია იმის მიუხედავად შეძლო თუ არა თ----- ბ-----ემ თევზისაჭერად აკრძალული სახლართი ბადით, თევზჭერისთვის აკრძალულ მდინარე ჭოროხში, თევზის დაჭერა.

 

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა თ----- ბ-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა უკანონო თევზჭერა, ესე იგი, აკრძალული იარაღით თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ ადგილას.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

11. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- ბ-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა უკანონო თევზჭერა, ესე იგი, აკრძალული იარაღით თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ ადგილას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300-ე მუხლის მესამე ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

12. თ----- ბ-----ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

13.თ----- ბ-----ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული (არის ნასამართლობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არ მქონე), გამოძიებასტან თანამშრომლობა და ზიანის არ არსებობა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

14.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თ----- ბ-----ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმის სახით, მინიმუმის ფარგლებში, რომელიც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს თ----- ბ-----ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელ გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ თ----- ბ-----ის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300-ე-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დადგენილი მაქსიმალური სასჯელის გამოყენების საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების პირობებშიც.

 

აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 268-269-ე, 271-ე, 272-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული თ----- ბ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2.გაუქმდეს თ----- ბ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება -გირაო და მოეხსნას ყადაღა გია ბ-----ის (პ/ნ 6----------), ვ-–-------- ბ-----ის (პ/ნ 6----------), თ----- ბ-----ის (პ/ნ 6----------), მ---- ბ-----ის (პ/ნ 6----------) და ც---- ბ-----ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ბათუმი, ახალისოფლის დასახლება, საკადასტრო კოდი №------------

 

3. საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ორი ერთეული სახლართი ბადე- შემდგომი განკარგვის მიზნით უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს, ხოლო ორი ერთეული სანთებელა, ორი ერთეული სიგარეტის კოლოფი, ერთი მაისური რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს მესაკუთრეს, ორი ცალი CD დისკი, დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

4.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი