განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100117002140894
საქმე #1/230-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2018 წელი ქ.ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი
სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზა--- ცქ--------ა,დაცვის მხარე:
ბრალდებული - აბ--– ალ---ი (დაბადებული - 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი ყიზლაჯლო.
ადვოკატი - სულეიმან ისმაილოვი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
თარჯიმანი - ნა--–- იბ---------ა
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 26 სექტემბერს დაახლოებით 16:00 საათზე აბ--– ალ---მა მარნეულის რაიონის სოფელ ყიზლაჯლოში ზა------ იუ--------ს საცხოვრებელ სახლში, თავის მეუღლეს სო-- ბა--------ას თავში ჩაარტყა ჯოხი, რის შედეგადაც მან განიცადა ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა და---რალებულის და მოწმეების ჩვენება, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებ--– მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - აბ--– ალ---ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია აბ--– ალ---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობ--–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ აბ--– ალ---ის მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ ყიზლაჯლოში ზა------ იუ--------ს საცხოვრებელ სახლში, აბ--– ალ---ის მიერ თავის მეუღლე სო-- ბა--------ას მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულებები: და---რალებულ - სო-- ბა--------ას და მოწმე ზა------ იუ--------ს გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.
2.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.
2.4. საქართველოს შიდა კანონმდებლობიდან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული პრეცედენტებიდან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს გამოძიების ეტაპზე შედგენილი და---რალებულისა და მოწმე ზა------ იუ--------ს გამოკითხვის ოქმები და საფუძვლად დაუდოს აბ--– ალ---ის მიერ სო-- ბა--------ას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის დადგენას.
2.5.. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს სხდომაზე გამოკვლეული თითოეული მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:
2.6. მოწმე ხ------- ბა-------ემ (მარნეულის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელი) სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და სასამართლოს განუმარტა საგამოძიებო მოქმედებების, მოწმე სო-- ბა--------ას, გუ--- იუ-------ას, ზა------ იუ--------ს, ბრალდებულ აბ--– ალ---ის გამოკითხვის დროს მიღებული ინფორმაციის თაობაზე.
2.8. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
2.9. დადგენილია, რომ მოწმე გუ--- იუ-------ა არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, მან დატოვა საქართველოს საზღვრები და იმყოფება საზღვარგარეთ, შესაბამისად მისი ჩვენება გამოქვეყვებული იქნა სასამართლო სხდომაზე, რომლის თანახმადაც იგი ოჯახთან ერტად ცხოვრობს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქ.ბაქოში, 2016 წლის 26 სექტემბერს სტუმრად იმყოფებოდა ბებიასთან ზა------ იუსუბოვასთან დაახლოებით 16:00 საათზე მათთან ყვირილით მივიდა მისი ბიძის აბ--– ალ---ის მეუღლე სო-- ბა--------ა, რომელიც აბ--– ალ---ს ეკითხებოდა თუ სად იყო ,,ვაიფაის" მოდემი. სო-- ბა--------ას ხელში ჯოხი ეჭირა და იქნევდა თუმცა არავისთვის არ დაურტყამს. სო--ს მისვილს გამო აბ--– ალ---ი გაბრაზდა, წამოდგა სავარძლიდან და ხელი უჯიკა სო--ს, სო-- ეზოში დავარდა, იატაკის ჯოხი გვერდით ეგდო. სო-- ბა--------ამ ხელში აიღო ეზოში დაყრილი ქვიშა და აბ--–ის მიმართულებით ისროლა, ქვიშა აბ--–ს სხეულზე მოხვდა. აბ--–მა აიღო იატაკის ჯოხი და და სო--ს მიმართულებით წავიდა. სო-- ბა--------ა ჭიშკრის მიმართულებით გაიქცა, მას დაეწია აბ--–ი და იატაკის ჯოხი ჩაარტყა თავში. სო-- ბა--------ა ქუჩაში გავიდა, გაიგო, რომ სასწრაფო მოვიდა და ის წაიყვანეს.
2.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 ოქტომბრის #5005801217 დასკვნის თანახმად (ექსპერტი გი------ ოქ-----–---–ი):
- წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მო--ცემებით სო-- ბა--------ა 26.09.2017 წელს მიღებული ტრავმასთან დაკავშირებით სტაციო--რულად მკურნალობდა 26.09.2017 წლამდე და დაუდგინდა: თავის ტვინის შერყევა, ნახეთქი ჭრილობა მარჯვნივ შუბლ თხემის არეში, მარცხნივ გულმკერდის წინა წედაპირზე ნაჭდევი. დაზიანებები განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2.11. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიყენა დუმილის უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება. საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, ბრალდებულის მიერ დუმილის უფლებით სარგებლობა ვერ იქნება გამოყენებული მის წინააღმდეგ და ვერ შეფასდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ იგი ეთანხმება მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობას მის მისერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით.
2.12. აბ--– ალ---ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - გუ--- რა---------ას და ხ------- ბა-------ის ჩვენებებს, სტაციო--რული პაციენტის სამედიცინო ბარათის ასლს, 2017 წლის 26 სექტემბერს პაციენტ სო-- ბა--------ას სახელზე გახსნილ ისტორიის ასლს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №5005801217 დასკვნას.
2.13. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
2.15. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან.
2.16. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
2.17. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ასევე მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.2. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, დადგენილია, რომ და---რალებული სო-- ბა--------ა არის ბრალდებულ აბ--– ალ---ის მეუღლე. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობ--–ი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობ--–ი, მამობ--–ი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.3. ამდენად, ბრალდებული აბ--– ალ---ი და და---რალებული სო-- ბა--------ა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.
3.4. სასამართლო ასევე განმარტავას, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტეტამტურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით და---რალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
3.5. მოცემულ შემთხვევაში მოწმე - გუ--- რა---------ას, ხ------- ბა-------ის ჩვენებით, სტაციო--რული პაციენტის სამედიცინო ბარათის ასლით, 2017 წლის 26 სექტემბერს პაციენტ სო-- ბა--------ას სახელზე გახსნილ ისტორიის ასლით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №5005801217 დასკვნით, დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბრალდებულმა აბ--– ალ---მა მეუღლის-სო-- ბა--------ას მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ: თავში ჩაარტყა ჯოხი, რის შედეგადაც მან განიცადა ტკივილი. შესაბამისად, აბ--– ალ---ის ქმედებით სო-- ბა--------ასს მიადგა ფიზიკური სახის ზიანი.
3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.7. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდადებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა, მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
3.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ აბ--– ალ---მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსო--ლური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
4.5. მოცემულ შემთხვევაში, აბ--– ალ---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.6. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, არის თვითდასაქმებული, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის ყველაზე მკაცრის ზომის - თავისუფლების აღკვეთის - გამოყენება, მიზანშეუწონელია, ვინაიდან, სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე - საზოგადეობისათვის სასარგებლო შრომა - ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ამოცანებს. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და აბ--– ალ---ის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
5. ნივთმტკიცების, აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:
აბ--– ალ---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, იატაკის ჯოხი, რომელიც ინახება მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით, სსკ-ის 44-ე, 62-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აბ--– ალ---ი ცნობ--– იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აბ--– ალ---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 26 სექტემბრიდან - 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.
3. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულ აბ--– ალ---ს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განუსაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. აბ--– ალ---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
5. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, იატაკის ჯოხი, რომელიც ინახება მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბ--–ისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ჯემალ კოპალიანი