განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
01010011-0020-581-
საქმე N1-618/1-
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
11 ოქტომბერი, 201- წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე
პროკურორი - ბ---–----–ი მ–------ე
ბრალდებული: გ--- ზ----ე
მამის სახელი: დ------
პირადი ნომერი: 5----------
დაბადების თარიღი: 2--0-.1--- წელი
მოქალაქეობა: ს----------–----------–---
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
საცხოვრებელი ადგილის მისამართი: წ---–----------------–------–------
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3---ე მუხლის პირველი ნაწილი.
[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]
1. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ--- ზ----ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
201- წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 1---- საათზე, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. ბათუმში, ჭ--------- ქუჩაზე შეჩერებული იქნა ა/მანქანა ფორდ-ტრანზიტი სახ. N---------, რომელსაც მართავდა გ--- ზ----ე. მან აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს წარუდგინა რუსეთის ფედერაციაში დამზადებული N I------------- ყალბი მართვის მოწმობა.
ბრალდებულმა გ--- ზ----ემ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
გ--- ზ----ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით:
ა) მოწმე ჯ------- ჯ---------- განაცხადა, რომ მუშაობს აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 201- წლის 15 აგვისტოს მეწყვილე მ----- ქ-----------თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 1---- საათზე, ქ. ბათუმში, ჭ--------- ქუჩაზე, გზაზე დაბრკოლების შექმნისათვის მათ მიერ შეჩერებული იქნა ა/მანქანა ფორდ-ტრანზიტი, რომლის მძღოლმა წარმოადგინა ა/მანქანის ტექ-პასპორტი და რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, რომელიც სპეციალურ მონაცემთა ბაზაში არ იყო აღირიცხული და ვიზუალურად განსხვავდებოდა რუსეთის ფედერაციაში გაცემული მსგავსი დოკუმენტებისაგან. ამასთან, 201- წლის მაისის თვეში მძღოლს გამოწერილი ქონდა საჯარიმო ქვითარი მართვის უფლების გარეშე ა/მანქანის მართვისათვის, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ მართვის მოწმობა შესაძლებელია ყოფილიყო ყალბი და აღნიშნულის თაობაზე აცნობეს ხელმძღვანელობას და სამორიგეო ნაწილს.
ბ) მოწმე რ-------- ვ-–------მ განაცხადა, რომ მუშაობს აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. გ--- ზ----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა პატრულ-ინსპექტორები, ჩაატარა გ--- ზ----ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობის დათვალიერება, დანიშნა ტექნიკური ექსპერტიზა და გამოითხოვა ინფორმაცია ინტერპოლის ეროვნული ბიუროდან.
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წერილით (M---- 1- 0-------- 1--0-.1-) დასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების მიერ, 1--- წლის 2- მარტს დაბადებული გ--- ზ----ის სახელზე მოქმედი მართვის მოწმობა არ გაცემულა.
დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარი ექსპერტის ნ---- ბ---–----ის ჩვენებით და დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზით (ექსპერტის დასკვნა N--------) დასტურდება, რომ გ--- ზ----ის სახელზე დამზადებული მართვის მოწმობა სერიითა და ნომრით I------------, დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ გააჩნია ნამდვილი დოკუმენტის მახასიათებელი ნიშნები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--- ზ----ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3---ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3---ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (გ--- ზ----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია), ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მას კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და სამი შვილი და თვლის, რომ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, გ--- ზ----ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3---ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის არასაპატიმრო სახე - ჯარიმა.
3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-2-0-ე, 2-8-ე-2-9-ე, 271-ე-274-ე, 277-ე- 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--- ზ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3---ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 30 აგვისტოს განჩინებით, გ--- ზ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. ნივთმტკიცება - ყალბი მართვის მოწმობა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი