გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
211210017002076347-2/047-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
29 დეკემბერი, 2017 წელი ქ.ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი მოსამართლე ადიგენის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი ვარლამ თაბაგარი
მოსარჩელე - ც-–---------------–---–-
წარმომადგენელი - ი---------------–---–-
მოპასუხე - ო---------------–---–-
მოპასუხე - სს ,,ფ---------- ს----------–--“
წარმომადგენელი - გ---------------–---–-
დავის საგანი: ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
განთავისუფლდეს ყადაღისაგან ს--–-------------- სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 13 ივლისს შედგენილი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი „გენერალ ტექნიკი“, მუქი ნაცრისფერი 01 ცალი; 2. სამეული ნაჭრის, ყავისფერი 01 ცალი; 3. კომპიუტერი, შავი ფერის 01 ცალი, ა) ქეისი „ელჯი“, ბ) მონიტორი „ფილიფსი“, გ) კლავიატურა; 4. კომპიუტერის მაგიდა, შუშის ზედაპირით, შავი ფერის 01 ცალი; 5. კომოდი ყავისფერი, 6 უჯრიანი 01 ცალი; 6. სარეცხი მანქანა „ელჯი“, ვერცხლისფერი 01 ცალი; 7. ზალის კედელი, ყავისფერი 7 ნაჭრიანი 01 ცალი; 8. სამეული ნაჭრის, ყავისფერი, ყვავილების ორნამენტებით 01 ცალი.
მოსარჩელე ც-–--------------–---–მა თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ცხოვრობს ა-------ს რაიონის სოფელ შ---–-----ში, სადაც მის ოჯახს გააჩნია უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი, ხოლო აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში არსებული მოძრავი ნივთების გარკვეული ნაწილი წარმოადგენს მის საკუთრებას. მისი მეუღლის ო---------------–---–-ს ვალის გადახდევინების უზრუნველსაყოფად (კრედიტორის, სს ,,ფ---------- ს----------–--ს“, მიმართ ეკისრება დავალიანების 6536 ლარის გადახდა), 2017 წლის 13 ივლისს ს--–-------------- სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული იქნა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთები.
მოსარჩელის განმარტებით მისი მამა ცხოვრობდა ბ----------ს რაიონი, სოფელ დ----ში, სადაც გააჩნდა უძრავი ქონება და მასში განთავსებული მოძრავი ნივთები, მისი გარდაცვალების შემდგომ, აღნიშნულ სახლში არსებული მოძრავი ნივთები წამოიღო ა-------ს რაიონი, სოფელ შ---–-----ში, სწორედ ეს ნივთები ირიცხება დაყადაღების აქტში, კერძოდ: ტელევიზორი, კომოდი, ზალის კედელი, სარეცხი მანქანა და ნაჭრის სამეული (დაყადაღების აქტში მე-10 და მე-2 ნომრად მითითებული). ხოლო დაყადაღების აქტში მითითებული კომპიუტერი და კომპიუტერის მაგიდა, შეიძინა 2014 წელს ქალაქ ა---––---ში. სადაოდ ქცეული მოძრავი ნივთების შეძენაში არანაირი წვლილი არ შეუტანია ო----------------–---–ს.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ც-–--------------–---–მა ასევე განმარტა, რომ ტელევიზორი, რომელიც შეიძინეს 2004 წელს, წამოიღო დ----იდან მამამისის სახლიდან, სამეული ნაჭრის მამამ უყიდა 2005 წელს ა---––---ში, კომპიუტერი მისმა შვილმა გ-------- იყიდა, რომელმაც გაზარდა ბებიის ნაჩუქარი კვიცი, გაყიდა და იყიდა კომპიუტერი 2010 წელს მაგიდის ჩათვლით, კომოდი ძველი 3 წლის წინ წამოიღო მამის სახლიდან, სარეცხი მანქანა წამოიღო მამისაგან დაახლოებით 2013 ან 2014 წელში, „ზალის“ კედელი და სამეული უყიდა მამამ ერთად, ქ. ა---––---ში, რომელიც სახლში ამუტანა ე-----------–----–---–მა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე – სს ,,ფ---------- ს----------–--მ“ შესაგებელში ც-–--------------–---–ის სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება მისი საკუთრების უფლება დაყადაღებულ ნივთებზე. მისი მფლობელი ო---------------–---–- უნდა ჩაითვალოს ამ ნივთის მესაკუთრედ და არ უნდა მოხდეს აღნიშნული ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება.
სასამართლოს სხდომაზე სს ,,ფ---------- ს----------–--ს“ წარმომადგენელმა გ---------------–---–მა განმარტა, რომ მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა დაყადაღებულ ნივთზე მისი საკუთრების უფლება, ხოლო მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და გაურკვევლია, ამიტომ ითხოვა სასამართლომ ც-–--------------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრას.
2.2. მოპასუხე ო---------------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ სამზარეულო და მაცივარი მისია, 2011 წლის აგისტოდან 2012 წლის აპრილამდე იყო ციხეში, გაყიდა ავტომანქანები და სხვა ნივთები სახლიდან და გადაიხადა ვალები, სარჩელი ცნო და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ც-–--------------–---–ის საცხოვრებელი ადგილია ა-------ს რაიონი, სოფელ შ---–-----ი. მოსარჩელე ც-–--------------–---–ი არის მოპასუხე ო---------------–---–-ს მეუღლე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას. სხდომის ოქმის CD დისკი);
3.1.2. ს--–-------------- სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე ო---------------–---–-ს (პ/ნ 0----------) მიმართ, სადაც მოვალეს წარმოადგენს ო---------------–---–-, ხოლო კრედიტორს სს ,,ფ---------- ს----------–--“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას. სხდომის ოქმის CD დისკი);
-2017 წლის 13 ივლისის ს--–-------------- სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ---------------–---–-ს მიერ შედგენილი აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ს.ფ.17-20).
3.1.3. ო---------------–---–-ს დავალიანების იძულებით აღსრულების მიზნით ს--–-------------- სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ---------------–---–-ს მიერ 2017 წლის 13 ივლისს ა-------ს რაიონი სოფელ შ---–-----ში ც-–--------------–---–ის (პ/ნ 1----------) თანდასწრებით აღწერილი და დაყადაღებული იქნა მოვალის კუთვნილი ქონება: ტელევიზორი „გენერალ ტექნიკი“, მუქი ნაცრისფერი 01 ცალი; სამეული ნაჭრის, ყავისფერი 01 ცალი; კომპიუტერი, შავი ფერის 01 ცალი, ა) ქეისი „ელჯი“, ბ) მონიტორი „ფილიფსი“, გ) კლავიატურა; კომპიუტერის მაგიდა, შუშის ზედაპირით, შავი ფერის 01 ცალი; კომოდი ყავისფერი, 6 უჯრიანი 01 ცალი; მაცივარი „სამსუნგის“ ფირმის ორკამერიანი ნაცრისფერი 01 ცალი; სარეცხი მანქანა „ელჯი“, ვერცხლისფერი 01 ცალი; სამზარეულოს ავეჯი, მუქი ყავისფერი 6 ნაჭრიანი 01 ცალი; ზალის კედელი, ყავისფერი 7 ნაჭრიანი 01 ცალი; სამეული ნაჭრის, ყავისფერი, ყვავილების ორნამენტებით 01 ცალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 13 ივლისის ს--–-------------- სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ---------------–---–-ს მიერ შედგენილი აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ს.ფ.17-20).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ც-–--------------–---–ის განმარტებას, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ს--–-------------- სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ---------------–---–-ს მიერ 2017 წლის 13 ივლისს, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, აღწერილი და დაყადაღებული ტელევიზორი „გენერალ ტექნიკი“, მუქი ნაცრისფერი 01 ცალი; სამეული ნაჭრის, ყავისფერი 01 ცალი; კომპიუტერი, შავი ფერის 01 ცალი, ა) ქეისი „ელჯი“, ბ) მონიტორი „ფილიფსი“, გ) კლავიატურა; კომპიუტერის მაგიდა, შუშის ზედაპირით, შავი ფერის 01 ცალი; კომოდი ყავისფერი, 6 უჯრიანი 01 ცალი; სარეცხი მანქანა „ელჯი“, ვერცხლისფერი 01 ცალი; ზალის კედელი, ყავისფერი 7 ნაჭრიანი 01 ცალი; სამეული ნაჭრის, ყავისფერი, ყვავილების ორნამენტებით 01 ცალი წარმოადგენს მის საკუთრებას, რომ აღნიშნული ნივთები არ წარმოადგენს ო---------------–---–-ს საკუთრებას.
მოცემულ შემთხვევაში ძირითადი სადაო საკითხია აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების ნაწილის საკუთრების საკითხი. დასახელებული ნივთების მესაკუთრედ ყოფნის პრეტენზიას აცხადებს ც-–--------------–---–ი. განმარტავს, რომ დაყადაღებული ქონების ნაწილი მისი საკუთრებაა, რომელიც შეიძინა თვითონ, ნაწილი წამოიღო მამის სახლიდან, რასაც არ ეთანხმება სს ,,ფ---------- ს----------–--ს“ წარმომადგენელი.
სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად და გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, რომელიც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოძრავი ნივთების კუთვნილება უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე თავის სარჩელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად შემოიფარგლა სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით, მოწმეების ჯ-----–-----------–---–-ს, გ-----------------–---–-ს, ე-----------–----–---–ის და მ-------------–---–-ს ჩვენებებით, აღნიშნული არ წარმოადგენს დაყადაღების აქტში მითითებული ტელევიზორის „გენერალ ტექნიკი“, მუქი ნაცრისფერი 01 ცალი; სამეულის ნაჭრის, ყავისფერი 01 ცალი; კომპიუტერის, შავი ფერის 01 ცალი, ა) ქეისის „ელჯი“, ბ) მონიტორის „ფილიფსი“, გ) კლავიატურის; კომპიუტერის მაგიდის, შუშის ზედაპირით, შავი ფერის 01 ცალი; კომოდის ყავისფერი, 6 უჯრიანი 01 ცალი; სარეცხი მანქანის „ელჯი“, ვერცხლისფერი 01 ცალი; ზალის კედელის, ყავისფერი 7 ნაჭრიანი 01 ცალი; სამეულის ნაჭრის, ყავისფერი, ყვავილების ორნამენტებით 01 ცალი, მოსარჩელის საკუთრებად მიჩნევისათვის ვარგის მტკიცებულებას, ვინაიდან ასეთ ვითარებაში მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა ამტკიცოს სადავო ნივთებზე მისი საკუთრების უფლების არსებობა.
სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მხოლოდ მოწმეებად მოწვეული პირების ჩვენება საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს სადავო გარემოების დასადგენად, რადგან აღნიშნული მოწმეებმა სადავო ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დადასტურებისას სარწმუნოდ და თანმიმდევრულად ვერ მიუთითეს ამის თაობაზე, მათი ჩვენებები ზოგადი, არაფრისმთქმელი, წინააღმდეგობრივი და გაურკვეველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოსარჩელე აცხადებს, რომ დაყადაღებული ქონების ნაწილი წარმოადგენს მის საკუთრებას. ხოლო მოპასუხე მხარე მოსარჩელის მოთხოვნის გასაქარწყლებლად უთითებს იმ ფაქტზე, რომ დაყადაღებული ქონება არის ო---------------–---–-ს საკუთრება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. (მაგალითად, პირის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, კანონის თანახმად, შეიძლება დადგინდეს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებით-საჯარო რეესტრის ამონაწერით). მოძრავ ნივთებთან მიმართებით პირის უფლების დადგენა მხოლოდ რაიმე კონკრეტული სახის მტკიცებულებით კანონით დადგენილი არ არის.
მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმე ჯ-----–-----------–---–-ს ჩვენების თანახმად, დ----იდან წამოიღეს კომოდი, გარდერობები, კიდევ იყო კომპიუტერი, სხვა ნივთების წამოღება ზუსტად არ ახსოვს.
მოწმე გ-----------------–---–-ს ჩვენებით კომპიუტერი არის მისი, ბებიამ უყიდა კვიცი, გაზარდა, გაყიდა და იყიდა კომპიუტერი ა---––---ში, წელი ზუსტად არ ახსოვს, დ----იდან პაპის სახლიდან ე-----------–----–---–ის ავტომანქანით წამოიღეს სხვადასხვა ნივთები, სარეცხის მანქანა, „კედელი“.
მოწმე მ-------------–---–-ს ჩვენებით დივან კრესლო და „სტენკა“ იყიდეს ერთად, თვითონ „კუხნა“ იყიდა ქ. ახალციხეში 2005 წელში წამოიღეს კ-–----–---–-ს ავტომანქანით, მამამ უყიდა ც-–--------------–---–ს, მამაც იქ იყო, მამის სახლიდან დ----იდან წამოიღო სკამები, ჭურჭელი, ავეჯი არ წამოუღია.
მოწმე ე-----------–----–---–ის ჩვენებით ო----------------–---–მა სთხოვა სიმამრი მჩუქნის ნივთებსო და ახალციხიდან და დ----იდან ამოუტანა „სპალნა“ დივან კრესლო, „სტენკა“, როდის იყო, წელი ზუსტად არ ახსოვს.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მტკიცებულებათა ერთობლიობით შეფასების შემდეგ სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაყადაღებული ქონება ტელევიზორი „გენერალ ტექნიკი“, მუქი ნაცრისფერი 01 ცალი; სამეული ნაჭრის, ყავისფერი 01 ცალი; კომპიუტერი, შავი ფერის 01 ცალი, ა) ქეისი „ელჯი“, ბ) მონიტორი „ფილიფსი“, გ) კლავიატურა; კომპიუტერის მაგიდა, შუშის ზედაპირით, შავი ფერის 01 ცალი; კომოდი ყავისფერი, 6 უჯრიანი 01 ცალი; სარეცხი მანქანა „ელჯი“, ვერცხლისფერი 01 ცალი; ზალის კედელი, ყავისფერი 7 ნაჭრიანი 01 ცალი; სამეული ნაჭრის, ყავისფერი, ყვავილების ორნამენტებით 01 ცალი, ისინი არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ვინაიდან მოსარჩელის მიერ დასახლებულ ნივთებზე საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოდგენილა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ც-–--------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება:
6.1 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
6.2 ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის (ყადაღის საგანი) პირველი პუნქტის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი.
ამდენად, ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მოვალის კუთვნილი ნივთების რეალიზაციის გზით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე.
6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.
განსახილველ შემთხვევაში ყადაღადადებული ნივთები განთავსებულია იმ საცხოვრებელ სახლში, რომელიც წარმოადგენს ც-–--------------–---–ის და ო---------------–---–-ს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. ამდენად, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები (მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები) სასამართლოს მიერ არ იქნა მიჩნეულ სარწმუნოდ, რადგან სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო ნივთები არ წარმოადგენს ც-–--------------–---–ის საკუთრებას, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ც-–--------------–---–მა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლო სხდომაზე ვერ დაადასტურა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ს--–-------------- სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ---------------–---–-ს მიერ 2017 წლის 13 ივლისს, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული ტელევიზორი „გენერალ ტექნიკი“, მუქი ნაცრისფერი 01 ცალი; სამეული ნაჭრის, ყავისფერი 01 ცალი; კომპიუტერი, შავი ფერის 01 ცალი, ა) ქეისი „ელჯი“, ბ) მონიტორი „ფილიფსი“, გ) კლავიატურა; კომპიუტერის მაგიდა, შუშის ზედაპირით, შავი ფერის 01 ცალი; კომოდი ყავისფერი, 6 უჯრიანი 01 ცალი; სარეცხი მანქანა „ელჯი“, ვერცხლისფერი 01 ცალი; ზალის კედელი, ყავისფერი 7 ნაჭრიანი 01 ცალი; სამეული ნაჭრის, ყავისფერი, ყვავილების ორნამენტებით 01 ცალი, არის მისი საკუთრება, რაც აღნიშნული ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ც-–--------------–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ც-–--------------–---–ის სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ადიგენის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 07 სექტემბრის N211210017002076347-2/047-17წ განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ს--–-------------- სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის გ---------------–---–-ს მიერ დაყადაღებული ნივთების რეალიზაცია.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ც-–---------------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 07 სექტემბრის N211210017002076347 -2/047-17წ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ს--–-------------- სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის გ---------------–---–-ს მიერ 2017 წლის 13 ივლისს ა-------ს რაიონი სოფელ შ---–-----ში დაყადაღებული მოძრავი ნივთების რეალიზაცია, გაუქმდეს.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი