განაჩენი

სისხლის სამართლის 15.01.2018
საქმის ნომერი
080100117002161906
დავის ტიპი
108
თარიღი
15.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/843-2017წ. (N057130817002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

30.11.2017 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნანა გაბედავა

სხდომის სახე ღია

ბრალდების მხარე

 

პროკურორები - დ----- ს-----ია და თ----- მ---ია

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული: გ------ გ------ე

მამის სახელი: ბ------ი

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

დაბადების ადგილი: ქუთაისი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–---------------

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

მცხოვრები: ქ. ბაღდათი, ხ--–------------------ ქ. N1

 

ადვოკატი - ვ--–---ი კ-------–---ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111108-ე მუხლი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ გ------ გ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------ გ------ე 1976 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა 1--- წელს დაბადებულ თ----- ბ-----–---–თან, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა ქ. ბაღდათში ს----–----------------- ქუჩის N1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ 4 შვილი, რომელთაგან ერთი, 1--- წელს დაბადებული გ---- გ------ე დაბადებიდანვე არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. ამ პერიოდიდან გ------ გ------ეს დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა მეუღლესთან, რადგან მისი აზრით გ---- გ------ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა განაპირობა ორსულობის პერიოდში თ----- ბ-----–---–ის მიერ საკუთარი თავის არასათანადოდ მოვლამ და ალკოჰოლური სასმელების სისტემატურად მიღებამ; ამ და სხვა საყოფაცხვრებო საკითხების გარდა, გ------ გ------ეს მეუღლესთან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა იმიტომაც, რომ გააჩნდა ეჭვი მეუღლის მხრიდან მისი შესაძლო ღალატის შესახებ. დასახელებული მიზეზების გამო, 2017 წლის 13 აგვისტოს, განაწყენებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, გ------ გ------ემ გადაწყვიტა თავისი მეუღლის მოკვლა სახლში არსებული სანადირო თოფის გამოყენებით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იმავე დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე გ------ გ------ემ ქ. ბაღდათში, თ----- მ----ს ქუჩის N15-ში მდებარე თავის სახელოსნოდან წამოიღო სანადირო თოფისათვის განკუთვნილი 16 მმ კალიბრის ერთი ვაზნა, დაბრუნდა სახლში, თავის შვილის, ჯ---- გ------ის საძინებელ ოთახში დაეუფლა ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებულ, ,,იჟ - კ“ მოდელის NY48071, 16 მმ კალიბრის ერთლულიან სანადირო თოფს, მოათავსა მასში ზემოხსენებული ვაზნა და დაელოდა ხელსაყრელ მომენტს მეუღლის მიმართულებით გასროლის განსახორციელებლად. დაახლოებით 19:00 საათზე, როცა გ---- და მ--–---- გ------ეების საძინებელ ოთახში მყოფი თ----- ბ-----–---–ი დადგა ზურგით სამზარეულოში გასასვლელი ღია კარის მიმართ, გ------ გ------ემ სამზარეულო ოთახიდან, დაახლოებით 5 მეტრის მანძილიდან, სანადირო თოფიდან დამიზნებით გაისროლა თ----- ბ-----–---–ის მიმართულებით, რის შედეგად ამ უკანასკნელს გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ ბეჭის ხაზზე მიაყენა შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა. მიღებული მძიმე ჭრილობის გამო, თ----- ბ-----–---–ი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო გ------ გ------ემ დანაშაულის იარაღი დადო სამზარეულო ოთახში შესასვლელი კარის უკან, ხოლო შემდეგ 20:10 საათზე ბრალის აღიარებით გამოცხადდა ბაღდათის შს რაიონულ სამმართველოში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------ გ------ემ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2017 წლის 17 ნოემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ------ გ------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს გ------ გ------ემ დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები აღიარა სრულად, წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 13 აგვისტოს ის იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილზე, სადაც მან ვაზნა ჩაიდო ჯიბეში და გამოვიდა, რის შემდეგაც მივიდა სახლში, მან იცოდა იარაღის ზუსტი ადგილსამყოფელი, ეს იარაღი მის სახელზე არ იყო რეგისტრირებული, მაგრამ ვის სახელზეა რეგისტრირებული მისთვის არ არის ცნობილი. შევიდა იმ ოთახში, სადაც ერთლულიანი თოფი ინახებოდა, და გამოიტანა იარაღი, შემდეგ შევიდა სამზარეულო ოთახში, საიდანაც მან მოახდინა გასროლა, ამ ოთახს პირდაპირ ესაზღვრებოდა საძინებელი ოთახი, ბუხრიანი ოთახი, სადაც იმყოფებოდნენ მისი შვილი გ---- გ------ე და მისი მეუღლე თ----- ბ-----–---–ი, ამ უკანასკნელს სახე ფანჯრისკენ ჰქონდა მიბრუნებული, გ------ გ------ესა და მის მეუღლეს შორის მანძილი იყო დაახლოებით 5 მეტრი, რა მანძილიდანაც მან მოახდინა იარაღის გასროლა მეუღლის მიმართულებით, ამ დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, გარდა მისი ავადმყოფი შვილისა, გ---- გ------ისა. თოფის გასროლის შემდეგ მაშინვე შემოტრიალდა გავიდა გარეთ, იქ მიყუდებულ ფიცრებში ჩააგდო თოფი და ბრალის აღიარებით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში. მოწმემ დანაშაულის ჩადენის მოტივთან დაკავშირებით განმარტა, რომ იგი განაწყენებული იყო მეუღლეზე, რადგანაც მან გაიგო, რომ მისი მეუღლე მეგობრობდა ერთ ქალთან და მასთან ხშირად დადიოდა, რის გამოც ეჩხუბა და მასთან სიარული აუკრძალა, რაზედაც მისმა მეუღლემ უპასუხა, „გაჩერდი თუ არა, შენს თავს დავაბრედიებ იმასო“, რის საფუძველზეც იეჭვიანა მეუღლეზე. გარდა ამისა, იგი მეუღლეზე განაწყენებული იყო ბავშვის გამო, მისი მეუღლე „ბავშვს“ ცუდად უვლიდა, როცა რამეს გაუკეთებდა მერე წყევლიდა და უდიერად მიმართავდა. მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, შვილებთანაც მოსდიოდა ჩხუბი, ერთ-ერეთმა შვილმა ის წააქცია და სცემა, რის გამოც ის ოჯახში თავს დამცირებულად გრძნობდა და ოჯახისგან განცალკევებით ცხოვრობდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშაკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, გ------ გ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა სასამართლოსათვის ბრალდებულის მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა ჯ---- გ------ის, ნ---- გ------ის, გ-- გ----------ის, მ--–---- გ------ის, კ---- კ-------–--ის, ხ---- ე-----ს, ზ---- მ-------ის, გ-------– ბ--–-------ის, ა------- გ---–--ის, შ--- ფ-----ის, ბ---- თ---------ის, მ----- მ----------ის, ი----- მ------–---–ის, ლ---- ჩ-------ის, რ----- ბ------ს, ნ-----–---- ა----–--ის, ნ-----–- თ--------–---–ის, ნ---–- ხ-------–---–ის, მ--–---- თ---------ის, რ----- ს----------ის, ი----- გ---–--ის, რ--- ფ-----ის, თ---------- ხ-------–---–ის, ვ-–- კ-------ის, რ----- გ---–--ის, მ--- თ--------–---–ის გამოკითხვის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ფოტოილუსტრაციით; დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; ნიმუშების აღების ოქმებით, ამოღების ოქმებით და შესაბამისი სასამართლო განჩინებებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ფოტოილუსტრაციით; დათალიერების ოქმებით; გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; გ------ გ------ის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N005190117 დასკვნით; ნარკოლოგიური ექსპერტიზის N8----- დასკვნით; ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით; ბალისტიკური ექსპერტიზის N1---/ბ დასკვნით; ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის N65/ფ დასკვნით; ქიმიური ექსპერტიზის N2--/რან დასკვნით; ნასამართლობის ცნობით; მომსახურების სააგენტოს ცნობით; ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ცნობით; შეტყობინებებით; საგამოძიებო დავალებით და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ მიერ გაცემული ცნობით ბრალდებული ამ დაწესებულებაში აღრიცხვაზე არ იმყოფება. ასევე, მხარეები ბრალდებულის ფსიქიკური შერაცხადობის საკითხს სადავოდ არ ხდიან(ტ.2. ს.ფ.16. სასამართლო სხდომის ოქმი). ზემოაღნიშნული უდავო გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად სასამართლოს არ აქვს არავითარი საფუძველი ივარაუდოს, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა გ------ გ------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, იარაღის გამოყენებით წარმოადგენს პასუხსიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს სასჯელის დანიშვნის დროს.

 

ხოლო საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებანი, მსჯავრდებულს სასჯელი შეიძლება დაენიშნოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით, კერძოდ, შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის არაუმეტეს სამი მეოთხედისა, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 11 წელსა და 3 თვეს.

 

ზემოაღნიშნული კანონისმიერი განმარტებიდან გამომდინარე, ბრალდებულ გ------ გ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელს გარემოებას წარმოადგენს ბრალის აღიარებით გამოცხადება და გამოძიებასთან თანამშრომლობა, თუმცა სსკ-ის 54-ე მუხლის გამოყენებით ვერ დაენიშნება სასჯელი, ვინაიდან სახეზეა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები: დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, კერძოდ მეუღლის მიმართ, იარაღის გამოყენებით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს (უმძიმესი შედეგი ადამიანის გარდაცვალების სახით), დამნაშავის პიროვნებას (არის 83 წლის, არაკრიმინალური წარსულის მქონე, მშრომელი ადმიანი), მის წარსულსა და ოჯახურ მდგომარეობას (პირველად არის სამართალში), პოსტდანაშაულებრივ მოქმედებებსა და პასუხისმგებლობის გრძნობის ხარისხს დამდგარი უმძიმესი შედეგისადმი (ბრალის აღიარებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და ითანამშრომლა გამოძიებასთან).

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულს უნდა დენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციის უდაბლეს ზღვართან მიახლოებული სასჯელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 2---293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------ გ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ------ გ------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 13 აგვისტოდან.

 

გ------ გ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

-- შემთხვევის ადგილის დათალიერებისას ამოღებული ერთი ცალი მასრა; მინის ნამსხვრევები; მოთეთრო ფილტრიანი სიგარეტი პირველის ნამწვი; მკრთალი მოყავისფრო ფერის ლაქების ნიმუში; ოთახში შესასვლელი კარებიდან 2,5 მეტრში, დაახლოებით ოთახის შუა ნაწილში, იატაკზე არსებული მრგვალი ფორმის მოწითალო სისხლის მაგვარი ლაქის ნიმუში; გვამის ზურგით მიყრდნობის ადგილიდან, კედლიდან აღებული სისხლის მაგვარი ლაქების ნიმუში; სისხლის გუბედან აღებული სისხლის ნიმუში; ორფრთიანი ხის გარების სხვადასხვა ადგილიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები; მეტალოპლასტმასის ფანჯრის გარეთა მხრიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები; ამავე ფანჯრის შიგნითა მხრიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები; ბრალდებულ გ------ გ------ისაგან აღებული: მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდების ნიმუში; ნერწყვის ნიმუში; თავის თმის ნიმუშები; მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ანაბეჭდები, გადატანილი დაქტილობარათზე; მ--–---- და ჯ---- გ------ეებისაგან აღებული ნერწყვის ნიმუშები და მარჯვენა და მარცხენა ხელებიდან აღებული ანაბეჭდები, გადატანილი დაქტილობარათზე; გარდაცვლილ თ----- ბ-----–---–ის გვამისაგან აღებული: მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდის ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუშები, თავის თმის ნიმუშები, სისხლის ნიმუში; მარჯვენა და მარცხენა ხელის ნაღჭის ნიმუშები ერთ დაქტილობარათზე; გარდაცვლილ თ----- ბ-----–---–ის გვამისაგან ამოღებული საფანტის მარცვლები და კონტეინერი, რაც ინახება იმერეთის,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - განადგურდეს.

 

გ------ გ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი; ტელეფონის დამმუხტველი; მოყავისფრო ყდიანი პატარა ბლოკნოტი; პლასტმასის სავარცხელი; ლითონის საკიდზე აცმული გასაღები; გ------ სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და ლიბერთი ბანკის პლასტიკური ბარათი; პსპ აფთიაქის პლასტიკური ბარათი და ფულადი თანხა 179 ლარი და 40 თეთრი; ბრალდებულ გ------ გ------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს გ------ გ------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

მ--–---- გ------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რაც ინახება იმერეთის , რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მ--–---- გ------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

გ---- გ------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რაც ინახება იმერეთის , რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს გ---- გ------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ, ჯ----ს გ------ის სახელზე რეგისტრირებულ ერთლულიან სანადირო თოფს, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - როგორც დანაშაულის იარაღს, სსსკ-ის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად გაუკეთდეს საპროცესო კონფისკაცია.

 

გარდაცვლილ თ----- ბ-----–---–ისაგნ ამოღებული ტანსაცმელები, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მ--–---- გ------ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

მოთეთრო ნაჭრის ფარდა; ერთი მოთეთრო და ერთი მოყავისფრო ფერის ფარდა; მოშავო - მოთეთრო ტარიანი საოჯახო დანა; გამჭვირვალე მინებიანი სათალე, ლეიბის მოცისფრო ფერის შალითა, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.

 

- შემთხვევის ადგილის, თ----- ბ-----–---–ის გვამის დათალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაციები გადატანილი 03 ცალ CD-R დისკზე დისკზე, - რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე