განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/857-17 (№08818-9178-1)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
19.12.2017 წელი ქუთაისი
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნანა გაბედავა
ბრალდების მხარე
პროკურორი: დ----- ც-------ე
დაცვის მხარე
ბრალდებული: თ-------- მ--–------ის ძე მ---------–ი
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ხო--ს რაიო--, სოფელი პ--------------–-
მცხოვრები: ქ. ო--, ვ-–----–----–-ს N26
სხდომის სახე ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი
- ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.---–-------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, „ტ----------–-----------------“ ფირმის პოლიციის სამსახურებრივ ავტომობილში, საქართველოს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ო--ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა თ-------- მ---------–მა, შურისძიების მოტივით, ლ---- კ-------ეს მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და თავის არეში, რითაც ლ---- კ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2017 წლის 17 ნოემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ თ-------- მ---------–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს თ-------- მ---------–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, თ-------- მ---------–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ლ---- კ-------ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეთა: ზ---- კ------–--ისა და ა---------– ხ-----–--ის გამოკითხვის ოქმებით; ავტომობილის დათვალიერების ოქმით; ამოღების ოქმითა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით; სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, თავად თ-------- მ---------–ის გამოკითხვის ოქმით, შეტყობინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
თ-------- მ---------–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ-------- მ---------–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: თ-------- მ---------–მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; არ არის ნასამართლევი ან/და შემჩნეული სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში, შესაბამისად, მისი წარსული ცხოვრება მის კანონმორჩილებაზე მიუთითებს; მან მოუბოდიშა დაზარალებულს და შეურიგდა მას, რომელიც თანახმაა ბრალდებულის მიმართ გავრცელდეს კანო--თ გათვალისწინებული ყველა შეღავათი.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სამართლიანი ზომით დანიშვნით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-28--ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ-------- მ---------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
თ-------- მ---------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღო--სძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 ნოემბრის განჩინებით თ-------- მ---------–ის მიმართ აღკვეთის ღო--სძიების სახით შეფარდებული 2000 (ორია თასი) ლარის ოდენობით გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად ჟ---–----- ლ------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - მდებარე ქალაქი ო--, ზ------ ქ--------ის ქუჩა (ყოფილი ს----–---ს ქუჩა) №8-/ ქალაქი ო--, ქუჩა ვ-–----–----–-ს ქუჩა №-- (საკადასტრო კოდი №8-----------) - 2000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
მსჯავრდებულ თ-------- მ---------–ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანო--ერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- ოპერატიული ავტომობილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ,,01’’ CD-R დისკზე - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- ლ---- კ-------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში მოთავსებული მუყაოს კოლოფში; ოპერატიული ავტომობილის დათვალიერების დროს აღებული სისხლის ნიმუში 02 (ორი) ცალ პაკეტად, რაც ინახება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს.
- ე.წ ,,ჩიხოლი’’ 01 (ერთ) პაკეტად, რაც ინახება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს მის კანო--ერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- ლ---- კ-------ისგან ამოღებული პერანგი ,,01’’ (ერთ) პაკეტად, რაც ინახება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს ლ---- კ-------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი შედის კანო--ერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე