განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2018
საქმის ნომერი
270139618002258549
დავის ტიპი
18 - 362 1
თარიღი
16.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3-18 (270139618002258549)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ

ანა კვირტიას მდივნობით

 

პროკურორ - ილ------------ს,ბრალდებულ - ბე--------------ს და

ადვოკატ - გო---–------------ს

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილ------------ს შუამდგომლობა

 

ბრალდებულ ბე--------------ს მიმართ

დაბადების თარიღი: 04-------5 წელი,პირადი ნომერი: 62--------5,საქართველოს მოქალაქე,დაოჯახებული,მისამართი: ზუ--------------–----–----------------–---------ა

 

სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ ბე--------------მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შენახვა-გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 23 დეკემბერს, ბე-------------- თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილდებოდა წა-–--------------------------–--–-ის ტერიტორიაზე და ინახავდა რუსეთის ფედერაციაში 2010 წლის 15 ივლისს გაცემულ ყალბ მართვის მოწმობას N7---------6, რა დროსაც იგი შეჩერებულ იქნა წა-–-------------------–--------------–-----–-ის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ, რომლებსაც წარუდგინა აღნიშნული ყალბი მართვის მოწმობა.

 

2018 წლის 15 იანვარს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილ------------ს, ბრალდებულ ბე--------------ს და ადვოკატ გო---–------------ს შორის.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული ბე-------------- აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებული ბე-------------- აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.

 

ბრალდებული ბე-------------- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

პროკურორი ილ------------ შუამდგომლობს ბე--------------ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:

 

ბრალდებული ბე-------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება - საქმეზე ამოღებული ყალბი მართვის მოწმობა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ბე--------------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გო---–------------ დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.

 

ბე--------------ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

-გუ--------------–-ას გამოკითხვის ოქმი, ალ--------------–-–-ას გამოკითხვის ოქმი,, ამოღების ოქმი, ნიმუშის აღების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - ყალბი მართვის მოწმობა, გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბე--------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

ბე--------------ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

ბე--------------ს მიმართ მიზანშეწონილია საქართველოს სსკ-ს 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმის გამოყენება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).

 

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილ------------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილ------------ს, ბრალდებულ ბე--------------სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - გო---–------------ს შორის;

 

ბრალდებული ბე-------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება - საქმეზე ამოღებული ყალბი მართვის მოწმობა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

განაჩენი გადაეგზავნოთ მხარებს და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ბე--------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ბე--------------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილვევლმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა