განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100116001219496
#1/10-16 (--------------
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 იანვარი 2018 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------------–--ე - დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თელავი, ქ--------–--------------------------;
ბრალდებული - ზ-----------–--ე - დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თელავი, ქ--------–--------------------------
ბრალდებული - დ----------–--ე - დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თელავი, ქ--------–--------------------------
ადვოკატი - მურად პოპიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ელი ნაწილი,სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2015 წლის 28 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ ჯ-------ში არსებულ უ----------–---–ის საოჯახო მარანში ქეიფობდნენ უ----------–---–ი, გ------------–--ე, დ----------–--ე, ზ-----------–--ე, ზ-----------------ე და ზ-----------------–---–ი. სუფრის მსვლელობის დროს, დაახლოებით 22:00 საათზე გ------------–--ე თავის მცირეწლოვან ძმისშვილს ე-----–------–--ესთან ერთდ გავიდა მარნის ეზოდან და შევიდა იქვე, საავტომობილო გზის მოპირდაპირე არსებულ სოფელ ჯ-------ის სკვერში. სკვერში ყოფნისას გ------------–--ეს შეკამათება მოუხდა იქვე მყოფ გ-------------------–---–თან და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს. ჩხუბის შემდეგ გ------------–--ე დაბრუნდა მარანში და თანამესუფრეებს უთხრა მომხდარის შესახებ. ხსენებულის გაგებაზე, გ------------–--ე და მისი თანამესუფრეები, უ----------–---–ის გარდა გავიდნენ გზაზე, სადაც ნახეს გ-------------------–---–ი და მისი მეგობარი გ---------------–---–ი. გ------------–--ემ, დ----------–--ემ, ზ-----------–--ემ და ზ-----------------–---–მა ორივეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მომხდარის შესახებ შეიტყო გ-------------------–---–ის მამამ ტ------–------------–---–მა , რომელიც სიტუაციაში გარკვევის მიზნით მივიდა კონფლიქტის ადგილზე. გ------------–--ემ, დ----------–--ემ, ზ-----------–--ემ და ზ----------------–---–მა იქ მისულ ტ------–------------–---–საც მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცემეს ხელებითა და ფეხებით. ცემის დროს ტ------–------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2015 წლის 28 აგვისტოს, დაახლოვებით21:45 საათზე, სოფელ ნაფარეულის მხრიდან თელავი ყვარლის დამაკავშირებეი გზის მიმართულებით მოძრაობდა ,,მესედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით T------, რომელსაც მართავდა გ------------–--ე. ხსენებული ავტომობილით გ------------–--ეს თელავის რაიონულ საავადმყოფოში მიჰყავდა 2015 წლის 28 აგვისტოს სოფელ ჯუღანში ჩხუბის დროს გ-------------------–---–ის მიერ დანით დაჭრილი ზ-----------------–---–ი. მოძრაობისას მძღოლმა გ------------–--ემ ვერ უზრუნველყო თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის უსაფრთხო მოძრაობა, გადაკვეთა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, გადავიდა გვერდულზე და შეეჯახა მოჭრილი ხის ძირს. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გ------------–--ემ და ზ-----------------ემ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები, ხოლო მცირეწლოვანმა ე-----–------–--ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და სხვ.) ერთობლიობა გ------------–--ის, დ----------–--ისა და ზ-----------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს მას უკუძალა არ გააჩნია.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებული იყო ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიცია იდენტური შინაარსით გადავიდა 126-ე მუხლის პირველ ნაწილში, თუმცა ამ დანაშაულისათვის დამძიმდა სასჯელი, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია - 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუთმეტ თვემდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გ------------–--ის, ზ-----------–--ისა და დ----------–--ის მიერ ქმედება ჩადენილია 2016 წლის 14 დეკემბრამდე. სისხლის სამართლის კოდექსის 2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია აუარესებს ბრალდებულთა მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს, შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და გ------------–--ის, ზ-----------–--ისა და დ----------–--ის ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------------–--ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობისნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილით, ასევე ცემა, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ხოლო ზ-----------–--ემ და დ----------–--ემ ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ-----------–--ის, გ------------–--ისა და დ----------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მათ არ გააჩნიათ.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
ზემოაღნიშნულთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------------–--ეს, ზ-----------–--ესა და დ----------–--ეს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით; მასვე დამატებითი სასჯელის სახედ საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ------------–--ეს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
გ------------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ზ-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ზ-----------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
დ----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
დ----------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ------------–--ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გ------------–--ის ავტომობილი, გ------------–--ის ტანსაცმელი, ზ-----------------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, სისხლის კვლები, მიკრონაწილაკები, ავტომობილიდან ამოღებული ობიექტები, სისხლის ნიმუშები და ბიოლოგიური მასალა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზვიად შარაძე