განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-658-17
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 იანვარი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ანა ადეიშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ-----–-------------–--ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------------------ში;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით - ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდებული - ზ----------–-–---–ი, დაბადებული 1-----–-–-------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------------ში;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით - ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლი - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.
ადვოკატი - ეკატერინე ხუციშვილი
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ნ-----–-------------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი
2017 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 00:20 საათზე, ქ-----------–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ-----–-------------–--ემ გაშლილი ხელის რამდენიმეჯერ დარტყმით ცემა ბ-----------------ი, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და რასაც შედეგად მოჰყვა მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ნ-----–-------------–--ესთან ერთად ბ-----------------ს სცემდა ზ----------–-–---–ი და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები. მათი ქმედებების შედეგადაც ბ-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც შედეგად მოჰყვა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ზ----------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:
2017 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 00:20 საათზე, ქ-----------–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ----------–-–---–მა გაშლილი ხელის და ფეხების რამოდენიმეჯერ დარტყმით ცემა ბ-----------------ი, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და რასაც შედეგად მოჰყვა მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ზ----------–-–---–თან ერთად ბ-----------------ს სცემდა ნ-----–-------------–--ე და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები. მათი ქმედებების შედეგადაც ბ-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც შედეგად მოჰყვა მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ასევე, 2017 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 00:20 საათზე, ქ-----------–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ----------–-–---–მა გაშლილი ხელი განზრახ ძლიერად ჩაარტყა მარჯვენა მხარში მ---------–------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დარტყის შედეგად მ---------–------–---–მა ვერ შეინარჩუნა წონასწორობა უკან-უკან წავიდა და დაეცა მარჯვენა მხარეს ხელზე, რითაც მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.
ნ-----–-------------–--ის და ზ----------–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: (შეტყობინებები: N---------------------------------------------------------, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები თანდართული ფოტოსურათებით (20.09.2017), (02.11.2017); ავადმყოფობის ისტორიის ამოღების ოქმი თანდართული ისტორიით (27.09.2017); ბ-----------------ის, დ----------------------–--------–------–---–--------------–------–---–-------–----------–---–------------–--–---–---–---------------------------------------–---------------------------ის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები N--------------------- და საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა),2017 წლის 26 დეკემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი, თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ ნ-----–-------------–--ემ გაშლილი ხელის რამდენიმეჯერ დარტყმით ცემა ბ-----------------ი, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და რასაც შედეგად მოჰყვა მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ნ-----–-------------–--ესთან ერთად ბ-----------------ს სცემდა ზ----------–-–---–ი და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები. მათი ქმედებების შედეგადაც ბ-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც შედეგად მოჰყვა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ----------–-–---–მა გაშლილი ხელის და ფეხების რამოდენიმეჯერ დარტყმით ცემა ბ-----------------ი, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და რასაც შედეგად მოჰყვა მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ზ----------–-–---–თან ერთად ბ-----------------ს სცემდა ნ-----–-------------–--ე და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები. მათი ქმედებების შედეგადაც ბ-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც შედეგად მოჰყვა მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ასევე, 2017 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 00:20 საათზე, ქ-----------–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ----------–-–---–მა გაშლილი ხელი განზრახ ძლიერად ჩაარტყა მარჯვენა მხარში მ---------–------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დარტყის შედეგად მ---------–------–---–მა ვერ შეინარჩუნა წონასწორობა უკან-უკან წავიდა და დაეცა მარჯვენა მხარეს ხელზე, რითაც მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ნ-----–-------------–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ასევე ზ----------–-–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულების ნ-----–-------------–--ის და ზ----------–-–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას ან ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა.
ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.
აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.
აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ცემა ჯგუფურად, აქ მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოება, რომ ძალადობა არის განხორციელებული ჯგუფის მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებაში გაუფრთხილებლობით.
განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება: ა) ქმედებაში (მოქმედებაში ან უმოქმედობაში), ბ) დამდგარ შედეგში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სსკ-ის 124-ე მუხლი გაუფრთხილებელი დანაშაულია, რაც თავის თავში გულისხმობს წინდახედულობის ნორმის დარღვევას
აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულის ნ-----–-------------–--ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და გულწრფელი მონანიება, მისი მისწრაფება შეურიგდეს დაზარალებულს და აანაზღაუროს ზიანი. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, ხასიათდება როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, აქვს მუდმივი სამსახური, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
ბრალდებულის ზ----------–-–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და გულწრფელი მონანიება, მისი მისწრაფება შეურიგდეს დაზარალებულს და აანაზღაუროს ზიანი. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, ხასიათდება როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, აქვს მუდმივი სამსახური, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს მეუღლე და არასრულწოვანი შვილები.
ნ-----–-------------–--ის და ზ----------–-–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით (მოქმედი რედაქცია), ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლი (მოქმედი რედაქცია), ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებაში გაუფრთხილებლობით - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით ნ-----–-------------–--ეს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ცემაში ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რაც იქნება ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
ბრალდებულ ზ-----------–-–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით კერძოდ: ცემაში ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის კერძოდ: როგორც სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილით, ასევე 124-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 126-ე მუხლის მუხლის 11 ნაწილით ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე კოდექსის 124-ე მუხლით - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის. დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შსაბამისად ზ----------–-–---–ისთვის სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს სსკ-ის 124-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ნ-----–-------------–--ის და ზ----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–-------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ზ----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით - ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით - ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ზ----------–-–---–ს განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. ნ-----–-------------–--ის და ზ----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დუბრუნდეს მის შემტან პირებს კანონით დადგენილი წესით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი