გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.01.2018
საქმის ნომერი
190310017001928995
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-111-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.01.2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე

მოსარჩელე: ფ--------- ბ---------ი,მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველო;

წარმომადგენელი: ა---- ჩ--------ი, გი------ მ-------–---–ი,დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელე მოითხოვს სსიპ მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს/სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 09 მარტის №MIA917-------- სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 03 აპრილის MIA617-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და მოპასუხისთვის სატრანსპორტო საშუალების ,,გ--------", შასის ნომერი - 2----, ძრავის ნომერი - 3--65 მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის დავალებას.

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოსი სამსახურის უფროსის 2017 წლის 09 მარტის №MIA917-------- სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისთვის მოეთხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა. მოსარჩელის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 03 აპრილის MIA617-------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი ინტერესია სატრანსპორტო საშუალება ,,გ--------" საკუთრების რეგისტრაცია. 1951 წლიდან აღნიშნული ავტომანქანა უსარგებლოდ დგას ეზოში, წარმოადგენს ოჯახის საკუთრებას, რომლის სრულფასოვნად ფლობისათვის და განკარგვისათვის საჭიროა საკუთრებაში დარეგისტრირება, ახალი სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეთა წარმომადგენლმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

წერილობითი შესაგებლის შინაარსიდან გამომდინარე, მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, ,,გ--------" მარკის (შასის ნომერი - 2----; ძრავის ნომერი - 3--65) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტოში ინფორმაცია აღრიცხული არ არის. ფ--------- ბ---------ის მოთხოვნა წარმოადგენს პირველადი რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნას, თუმცა მის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მე-11 მუხლით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა არ წარმოადგენს მითითებული სატრანსპორტო საშუალებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციით განსაზღვრულ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს და შესაბამისად, მომსახურების სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს დაეკმაყოფილებინა ფ--------- ბ---------ის ადმინისტრაციული საჩივარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ფ--------- ბ---------მა 2017 წლის 07 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს უფროსს ,,გ--------" მარკის (შასის ნომერი - 2----; ძრავის ნომერი - 3--65) ავტომანქანის რეგისტრაციის მოთხოვნით. მოსარჩელე ავტომანქანის რეგისტრაციას მოითხოვდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 ნოემბრის №49/6/1/1/2-0------1 სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის საფუძველზე. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 09 მარტის MIA 917-------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ავტომანქანის რეგისტრაციაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოეთხოვა ინსტრუქციით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი (ს. ფ. 1-9);

- დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 41-49, 62-70);

- განცხადება (ს.ფ. 102);

-სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 ნოემბრის №49/6/1/1/2-0------1 სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს. ფ. 26);

- სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 09 მარტის MIA 917-------- გადაწყვეტილება ( ს.ფ. 14-15; 104-105)

 

3.1.2. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 09 მარტის MIA 917-------- გადაწყვეტილება, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმისტრაციული წესით, რაც სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 03 აპრილის MIA 617-------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება ინფორმაცია, ,,გ--------" მარკის (შასის ნომერი - 2----; ძრავის ნომერი - 3--65) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ფ--------- ბ---------ის მოთხოვნა წარმოადგენს პირველადი რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნას, თუმცა მის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მე-11 მუხლით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოდგენილა, ხოლო სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა არ წარმოადგენს მითითებული სატრანსპორტო საშუალებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციით განსაზღვრულ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამდასტურებელ დოკუმენტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 03 აპრილის MIA 617-------- გადაწყვეტილება (ს. ფ. 94-96);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 09 მარტის №MIA 917-------- და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 03 აპრილის №MIA 617-------- გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს ფ--------- ბ---------ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ფ--------- ბ---------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვარის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ N150 ბრძანება;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მათი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.” ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

შესაბამისად, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 09 მარტის MIA 917-------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ავტომანქანის რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოეთხოვა ინსტრუქციით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა.

 

სიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 09 მარტის MIA 917-------- გადაწყვეტილება, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმისტრაციული წესით, რაც სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 03 აპრილის MIA 617-------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება ინფორმაცია, ,,გ--------" მარკის (შასის ნომერი - 2----; ძრავის ნომერი - 3--65) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ფ--------- ბ---------ის მოთხოვნა წარმოადგენს პირველადი რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნას, თუმცა მის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მე-11 მუხლით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოდგენილა, ხოლო სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა არ წარმოადგენს მითითებული სატრანსპორტო საშუალებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციით განსაზღვრულ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამდასტურებელ დოკუმენტს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის მესამე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, პირველადი რეგისტრაცია ეს არის მესაკუთრის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში დადგენილი წესით პირველადი დარეგისტრირება (აღრიცხვაზე აყვანა). ამავე ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პირველად რეგისტრაციისათვის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს: ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; გ) დათვალიერების აქტი; დ) განცხადება (დანართი 2); ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ვ) შიდა ტრანზიტი, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპოტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 ნოემბრის №49/6/1/1/2-0------1 სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის შინაარსით დადგენილია, რომ ,,გ--------" (შასის ნომერი - 2----; ძრავის ნომერი - 3--65) მარკის ავტომანქანა რეგისტრირებული არ არის და ფ--------- ბ---------ის მოთხოვნა წარმოადგენს პირველადი რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნას.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მიერ მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია განხორციელდება, თუ საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება: ა) სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ან დამოწმებული: ა.ა) სააღრიცხვო ბარათით, სარეგისტრაციო ჩანაწერით, ტრანსპორტის სარეგისტაციო მოწმობით ან/და ტექნიკური ტალონით; ა.ბ) ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ა.გ) ერთობლივი განცხადებით (დანართი N1) ; ა.დ) უფლების გადაცემის ბარათით (მექანიკური სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად წარმოდგენის შემთხვევაში); ა.ე) ამ ინსტრუქციის მე–40 მუხლით განსაზღვრული წესით დამოწმებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით; ბ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი, გამოცემული ან/და დამოწმებული: ბ.ა) სასამართლო აქტით; ბ.ბ) გადაწყვეტილებით; ბ.გ) განკარგულებით; ბ.დ) ბრძანებით; ბ.ე) აუქციონის ოქმით; ბ.ვ) საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ დადებული გარიგებით; ბ.ზ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული/გამოცემული დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირზე დაბრუნება; ბ.თ) მიღება–ჩაბარების აქტით; ბ.ი) სასაქონლო დეკლარაციით; ბ.კ) საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი სხვა სამართლებრივი აქტით; გ) საკუთრების უფლების წარმოშობის ამსახველი ნოტარიუსის მიერ გაცემული ან დამოწმებული სანოტარო აქტით; დ) რეგისტრირებული გირავნობისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის და 283–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის განხორციელების თაობაზე, მოგირავნის განცხადებითა და გირავნობის ხელშეკრულებით; ე) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაცემული დოკუმენტით; ვ) გაკოტრების მმართველის ან ლიკვიდატორის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი ან/და გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტით; ზ) ქარხანა–დამამზადებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ინვოისით ან/და მიღება–ჩაბარების აქტით; თ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატის შეძენასთან დაკავშირებით სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა–ანგარიშით. ი) სააგენტოში რეგისტრირებული ლიზინგის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების: ი.ა) სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ლიზინგის მიმღების განცხადებითა და ლიზინგის ხელშეკრულებით, რომლითაც დასტურდება ლიზინგის მიმღების უფლება ლიზინგის საგნის სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შესახებ; ი.ბ) საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.ე“ ქვეპუნქტებით, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით.

 

მითითებული ბრძანების 25-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ: ა) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი რეგისტრაციის განხორციელებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდავა; გ) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურები; დ) რეგისტრაცია მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა ან არ იქნა წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები; ე) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტებით ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ვერ დგინდება ამ წესის მე-8 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები; ვ) ვალდებულების მქონე დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს დაკარგული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით აღდგენას; ზ) დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს ამ ინსტრუქციით მასზე დაკისრებული უფლებამოვალეობების შეუსრულებას; თ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ფ--------- ბ---------ი ,,გ--------" მარკის (შასის ნომერი - 2----; ძრავის ნომერი - 3--65) ავტომანქანის რეგისტრაციას მოითხოვდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 ნოემბრის №49/6/1/1/2-0------1 სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის საფუძველზე. მის მიერ სხვა რაიმე დოკუმენტი რომელიც ავტომანქანის საკუთრების უფლების შეძენას დაადასტურებდა მოსარჩელეს არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლოში არ წარმოუდგენია. მის მიერ ასევე არ წარმოდგენილა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას რეგისტრაციას ექვემდებარება შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შედეგად გაიცემა რეგისტრაციის მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები) რომლის უფლებამოსილებასაც მე-6 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახორციელებს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვარის N150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის მესამე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად რეგისტრაცია – არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, აღრიცხვიდან მოხსნა, სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, დადგენილი წესით სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა.

 

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელემ მოპასუხე სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვერ წარუდგინა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო მის მიერ წარდგენილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 ნოემბრის №49/6/1/1/2-0------1 სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა არ წარმოადგენს ავტოსატრანპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზ, მასში უბრალოდ ასახულია ავტომანქანის უფლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ და თავად სარეგისტრაციოდ წარდგენილ ავტომანქანის რეგისტრაციაზე სააგენტოს ინფორმაცია არ გააჩნია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 09 მარტის MIA 917-------- გადაწყვეტილებით სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს ავტომანქანის რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოეთხოვა ინსტრუქციით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა. ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად არ ჩათვალა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტად ვინაიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის 25-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი გამორიცხავს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას, თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდავა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გამოიკვლია ყველა მნიშვნელობის მქონე გარემოება, ამასთან დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. შესაბამისად არ არსებობს სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 09 მარტის MIA 917-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფ--------- ბ---------ის სარჩელი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალურ ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 09 მარტის MIA 917-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა და კანონიერად იქნა მიჩნეული სასამართლოს მიერ, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 03 აპრილის MIA617-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ--------- ბ---------ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციულის საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფ--------- ბ---------ის სარჩელი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალურ ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 09 მარტის MIA 917-------- რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 03 აპრილის MIA617-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნა კანონიერად სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარე 2017 წლის 08 ნოემბერს, 20 დეკემბერს და 2018 წლის 04 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხის შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით, რომლის მეორე ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 368-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ფ--------- ბ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ;

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი