განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001592097
საქმე N 1190/16წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16.01.2018 წელი ქ . ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ზუ---------–--–-ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ალ------------------ნი
მამის სახელი: ედ--------
დაბადებული: 2--12.1992 წელი
პირადი ნომერი: 6---------3
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: სა–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
მისამართი: ქ.ბათუმი, ფრი---------–--–-------------------------
ბრალდებულის ადვოკატი: მზ-----------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით) (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 171060916007
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2016 წლის 06 სექტემბერს, ქ.ბათუმში, მე--------–--------------ში მდებარე მაღაზიაში, ალ------------------ნი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა სხვადასხვა დასახელების სიგარეტს, ტკბილეულს, ლუდს და წვენს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით
2.1. საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნო-------------ემ განაცხადა, რომ ამის შვილებს აქვთ სადღეღამისო მაღაზია შპს ,,ი-----’’, რომელიც მდებარეობს გა------------------ში, ოფიციალურად ეკუთვნის მის შვილს ინ--------------ეს, არის მათი ოჯახის მაღაზია და შვილებთან ერთად მუშაობს იქ. 2016 წლის 6 სექტემბერს მაღაზიიდან იყო გასული, ვინაიდან მას არ აქვს მობილური ტელეფონი, მისი მეუღლის ტელეფონზე დაურეკა მისმა შვილმა და თხოვა ჩასულიყო მაღაზიაში. როდესაც ჩავიდა, ჰკითხა აძლევდა თუ არა ვინმეს "ნისიად" მაღაზიიდან საქონელს, რადგან მისი შვილისთვის ბრალდებულს უთქვამს, რომ თითქოსდა მას ,,ბაბუ’’ იცნობდა და ნისიად აძლევდა საქონელს. ვინაიდან, არის ასაკიანი ადამიანი მას ყველა ეძახის ,,ბაბუს’’. მაღაზიის გვერდით მდებარე კაფე ,,ზ----ში’’ აჩვენეს იცნობდა თუ არა ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც თითქოსდა მისცა სხვადასხვა დასახელების საქონელი. ის დარჩა გაკვირვებული, ვინაიდან არ იცნობდა და მასთან არ ჰქონია არანაირი ურთიერთობა. მაღაზიიდან წაღებული იყო 70-80 ლარის ღირებულების საქონელი, ნაწილი იყო მოხმარებული, ნაწილი გამოართვეს და შეიტანეს მაღაზიაში. ახალგაზრდა ამბობდა რომ მოვიდოდა უფროსი და გადაიხდიდა თანხას, იმ დროს თან არ ჰქონდა; ზიანი 40 ლარის ოდენობით ღამით პოლიციის განყოფილებაში გადასცა; რაიმე სახით პრეტენზია არა აქვს; ზარალი ანაზღაურებულია (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი16.01.2018წ. 12:11 სთ-12:21 სთ);
2.2. მოწმე გუ-–----------–---ვმა განმარტა, რომ მუშაობს ქ.ბათუმში, ზვ------------------------------ში არსებულ კაფე-ბარ ,,ზ----ში’’ დამლაგებლად. 2016 წლის 06 სექტემბერს ის იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა თავის მოვალეობას. საღამოს კაფე-ბარში შევიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ზუსტი დრო არ ახსოვს. მათ დაიწყეს მაღაზიიდან შეტანილი ლუდის დალევა, რამოდენიმე ხანში კი ისევ უკან გავიდნენ, მაგრამ მათგან ერთ-ერთმა სუსტი აღნაგობის პიროვნებამ თქვა, რომ კაფე-ბარ ,,ზ----ში’’ მომუშავეებს უნდა ვცე პატივიო და რამოდენიმე წუთში კაფეში შემოიტანა შოკოლადები, დასალევი წვენი, შამპანიური და კიდევ რაღაცეები. აღნიშნულმა პიროვნებამ დაიწყო ამპარტავნობა და ის ამბობდა, რომ პატივისცემის ნიშნად აპირებდა გარედან შემოტანილი შოკოლადების დარიგებას, რა დროსაც კაფეში შევიდა გვერდით N--ში მდებარე მაღაზიაში მომუშავე ქალბატონი ინ------ და მამამისი ნოდარი, რომლებმაც უთხრეს, რომ ფული გადაეხადა ან დაებრუნებინა მათი პროდუქტი, რაც მოტყუებით წაიღო მაღაზიიდან. მაშინვე ის ორი ახალგაზრდა გავიდა გარეთ და აპირებდნენ გაქცევას, მათ უკან გაჰყვნენ ინ------ და ნოდარი. ახალგაზრდებმა ტაქსში ჩაალაგეს დარჩენილი პროდუქტები, მაგრამ ნოდარი არ აძლევდა მათ წასვლის საშუალებას და პროდუქტების ნაწილი გამოართვა. კაფე-ბარ ,,ზ----ში’’ დარიგებული შოკოლადები, შამპანიური და ნატურალური წვენი დაცვის თანამშრომელმა თორნიკემ მიუტანა ინ------ს. მათ მაღაზიიდან წამოუღია 70 ლარის საქონელი და თანხას არ იხდიდა (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 19.09.2017წ; 15:28 სთ-15:46 სთ);
2.3. მოწმის სახით დაკითხვისას თო-------------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ქ.ბათუმში, ზვ------------------------------ში არსებულ კაფე-ბარ ,,ზ----ში’’ დაცვის თანამშრომლად. 2016 წლის 06 სექტემბერს ის იმყოფებოდა სამსახურში კაფე-ბარ ,,ზ----ში’’და ასრულებდა თავის მოვალეობას, სადაც დაახლოებით 19:15 საათისთვის შევიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც რამოდენიმე ხანში ისევ უკან გავიდნენ, მაგრამ მათგან ერთ-ერთმა სუსტი აღნაგობის პიროვნებამ თქვა, რომ კაფე-ბარ ,,ზ----ში’’ მომუშავე გოგონებს უნდა ვეცე პატივიო და რამოდენიმე წუთში კაფეში შეიტანა შოკოლადები, დასალევი წვენი, შამპანიური და კიდევ რაღაცეები. აღნიშნულმა პიროვნებამ დაიწყო კაფეში ამპარტავნობა და გოგონებზე გაარშიყება, რა დროსაც კაფეში შევიდა გვერდით N--ში მდებარე მაღაზიაში მომუშავე ქალბატონი ინ------ და მამამისი ნოდარი, რომლებმაც უთხრეს, რომ ფული გადაეხადა ან დაებრუნებინა მათი პროდუქტი, რაც მოტყუებით წაიღო მაღაზიიდან. მაშინვე ის ორი ახალგაზრდა გავიდა გარეთ და აპირებდნენ გაქცევას, მათ უკან გაჰყვნენ ინ------ და ნოდარი. ახალგაზრდებმა ტაქსში ჩაალაგეს დარჩენილი პროდუქტები, მაგრამ ნოდარი არ აძლევდა მათ წასვლის საშუალებას და პროდუქტების ნაწილი გამოართვა. კაფე-ბარ ,,ზ----ში’’ დარიგებული ბანბანერკები, შოკოლადები, შამპანური და ნატურალური წვენი მან მიუტანა ინ------ს. მათ მაღაზიიდან წამოუღიათ 70 ლარის საქონელი და ფულს არ იხდიდნენ (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 04.05.2017წ; 11:07 სთ-11:20 სთ)
2.4. საქმის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გამოსაკვლევ დანარჩენ მტკიცებულებებზე მხარეები შეთანხმდნენ და დაცვის მხარის შუამდგომლობით ისინი მიჩნეული იქნა უდავოდ;
2.5. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის, როგორც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს წარმოადგენს სხვისი უძრავი ან მოძრავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია. ობიექტური მხრივ, თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს, ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რაც თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. ამიტომაცაა, რომ მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში და სწორედ ეს ზემოაღნიშნული ურთიერთდაკავშირებული აქტები შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშნებს. თაღლითობის დროს გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თაღლითობა ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითსხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას. ამ დროს აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ასევე აუცილებელია დადგინდეს ბრალდებულის მხრიდან მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა აღნიშნული ქმედების განხორციელებაში. თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი – მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ხოლო მისი შეცდომაში შეყვანა შეიძლება განხორციელდეს წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზეც, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით: ინ--------------ის და ირემა ირემაძის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ბრალდებული ალ------------------ნი მაღაზიაში მყოფ პირებს გაეცნო ირ---–--------ის სახელითა და გვარით, რომ მუშაობდა იქვე ბათუმიპორტში, იცნობდა იქ მომუშავე მამაკაცი მას და ხშირდა გაჰქონდა საქონელი ე.წ. "ნისიად", რამაც გამოიწვია ის მოქმედება, რომ მას საქონელი გადასცეს და დართეს ნება აეღო ნისტვის სასურველი პროდუქტი; მას შემდეგ, რაც ნო-------------ემ განაცხადა, რომ არ იცნობდა იმ ახალგაზრდას, მოითხოვეს თანხის გადახდა, რაზეც უარი განუცხადა და მათ პირდებოდა, რომ მოვიდოდა მისი უფროსი და გადაიხდიდა; ასევე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ის ცდილობდა თავის დაღწევას და გაქცევას თანხის გადახდის გარეშე, პოლიციის თანამშრომლების მოსვლის შემდეგ დადგინდა რომ ის იყო არა ირ---–--------ე, არამედ ალ------------------ნი (იხ გამოკითხვის ოქმები ს.ფ.5-11);
თაღლითობის დროს ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ, რაც დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. მოწმეების ჩვენებებით, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანს ,,სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით“ და ასევე თაღლითობის სუბიექტურ მხარეს - განზრახვას, რომ პირს გათვითცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა; კონკრეტულ შემთხვევაში ზიანი მიადგა სავაჭრო ობიექტს, რომელიც წარმოადგენდა ოჯახის ერთობლივ საკუთრებას, ვინაიდან ბრალდებულის მიერ მაღაზიის მფლობელების შეცდომაში შეყვანით პროქდუქტის ანაზღაურებაზე მოთხოვნა იარსებებდა ვინმე ირ---–--------ის მიმართ, რომლის ვინაობაც გაურკვეველია;
ამდენად, საქმის განხილვისას გამოკვლეული და ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (გუ-–-----------–--------------------------–---–ის, თო-------------–--ის, ინ--------------ის ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ალ------------------ნმა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით - დამტკიცებულად მიიჩნია, ალ------------------ნის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული, მხარეთა მიერ შეთანხმებული და საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ალ------------------ნს ჰქონდა განზრახვა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა ნო-------------ის მაღაზიაში სხვადასხვა დასახელების ნივთებს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
3.3. მოცემულ საქმეში მტკიცებულებების ანალიზით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის; ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ალ------------------ნმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2016 წლის 06 სექტემბერს, ქ.ბათუმში, მე--------–--------------ში მდებარე მაღაზიაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა რა სხვადასხვა დასახელების სიგარეტს, ტკბილეულს, ლუდს და წვენს - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 ბრალდებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
ალექსანდრე მინასიანს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით), ვინაიდან
განხორციელებული ცვლილების თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 180-ე მუხლში ცვლილება შევიდა სასჯელის ნაწილში, კერძოდ 2018 წლის 01 იანვრიდან სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახე და ზომაა ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე ანუ დაემატა სასჯელის სახე და ზომა შინაპატიმრობის სახით;
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. შესაბამისად ალ------------------ნს სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით;
5.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ზემოთაღნიშნული ფაქტიური გარემოებების მხედველობაში მიღებით, ალ------------------ნს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
სასამართლო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს ჩადენილი ქმდების ხასიათს, შედეგს, მიყენებულ ზიანს; დაზარალებულს რაიმე სახით პრეტენზია არ გააჩნია, ზიანი ანაზღაურებულია;
ამდენად, ალ------------------ნის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ალ------------------ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
ალ------------------ნის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე