განაჩენი

სისხლის სამართლის 09.01.2018
საქმის ნომერი
020100118002249594
დავის ტიპი
362 1
თარიღი
09.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 020100118002249594(1/8-2018)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 იანვარი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე -ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი-მარიამ თოდუას

პროკურორ-ნო-----------------

ადვოკატ- ზვ----------------

ბრალდებულ- გი--------------

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ზა-----–---–---- თანხმობით შემოსული სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ნო----------------- შუამდგომლობა

 

1.ბრალდებული: გი-------------- მიმართ

მამის სახელი: ვა-–------

დაბადებული: 16.02. 19-- წელს

პირადი ნომერი: 42---------

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. ფო-------------------------

რეგისტრირებული: ქ. ფო-------------------------

სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ გი-------------მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე ქ. ფო--–-------------------, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ფოთის საქალაქო განყოფილების თანამშრომლების მიერ შეჩერებული იქნა ,,B--”-მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით BU-------, რომელსაც მართავდა 19-- წელს დაბადებული გი-------------, რომელმაც წარმოადგინა 09.12.20-- წელს მის სახელზე გაცემული ყალბი უცხოური მართვის მოწმობა B----- კატეგორიებით, რომელიც მას შსს ერთიან მონაცემთა ბაზაში არ ერიცხებოდა.

 

2018 წლის 09 იანვარს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორ ნო----------------- ბრალდებულ გი-------------- და ადვოკატ ზვ---------------- შორის.

 

პროკურორი ნო--------–------- შუამდგომლობს გი-------------- მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს ბრალდებული გი------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნივთიერი მტკიცებულება, ყალბი მართვის მოწმობა № 13-------, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს.

გი------------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ზვ-----------–--- ეთანხმებიან საპროცესო შეთანხმების პირობებს და ითხოვენ მის დამტკიცებას.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ბრალდებულ გი-------------- წერილობითი განცხადებით და საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე მისი განმარტებით დავრწმუნდი, რომ ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს, სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების და მოსალოდნელი განაჩენის, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება, იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებული გი------------- აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.

 

ბრალდებულს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.

 

ბრალდებული გი------------- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია. (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).

 

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო. (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება. (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy )

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გი-------------- ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით:

 

ბრალდებულ გი-------------- აღიარებით.

 

2017 წლის 07 დეკემებრის ოქმით №13------- ყალბი მართვის მოწმობის დათვალიერების შესახებ. (ს.ფ.20,21)

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 13 დეკემბრის №14------- კომპლექსური (გრაფიკული და დოკუმენტის ტექნიკური) ექსპერტიზის დასკვნით. (ს.ფ. 28,30)

 

მოწმეების ავ--------–----–--------------------–---------ს გამოკითხვის ოქმებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიიჩნია, რომ ბრალდებულ გი-------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასაბუთებულია და დადასტურებულად მიაჩნია გი-------------- მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

გი-------------- მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

გი-------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გი-------------- მიმართ მიზანშეწონილია სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენება.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება,ნივთიერი მტკიცებულება, ყალბი მართვის მოწმობა №13-------, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე, 212-216-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-272-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ზა------–---–---- თანხმობით სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ნო----------------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2.დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ ნო-----------------, ბრალდებულ გი-------------- და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ზვ---------------- შორის.

 

3.ცნობილი იქნას დამნაშავედ გი------------- (პირადი ნომერი 42---------) საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გი-------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2018 წლის 09 იანვრის 17 საათი და 51 წუთიდან.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება, ყალბი მართვის მოწმობა №13-------, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს.

 

6. გი-------------- განემარტოს, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-e მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების გამოვლენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ

 

სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

9.განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე ნ. აკობია