გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.01.2018
საქმის ნომერი
190310017002063503
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-212-17 გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.01.2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე

მოსარჩელე - ს---- ს---------ი,მოპასუხეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური,წარმომადგენელი - შ------- ბ----–-–---–ი,მესამე პირი: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო,წარმომადგენელი - მ----- ლ--------,დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 10 მაისის №8820173----9-03, 2017 წლის 29 მაისის №8820173----9-06, 2017 წლის 9 ივნისის №8820173----9-10 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, 2017 წლის 11 ივლისის №8820173----9-11 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივლისის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასა და ახალი აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოხდება უძრავი ნივთის რეგისტრაცია.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2017 წლის 03 მაისს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს და №1--- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოითხოვა უძრავი ქონების რეგისტრაცია. კერძოდ, გარდაბანი, სოფელი ყ--------–არში, 1100 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. მოპასუხე მხარის მიერ მიღებული იქნა სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებები, ხოლო 2017 წლის 11 ივლისს სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. აღნიშნული მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის სააგენტოში, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

 

2. 1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 03 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №8820173----9 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ს---- ს---------მა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ--------–არში მდებარე 1100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია; დაინტერესებულმა პირმა წარადგინა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები) და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2017 წლის 10 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8820173----9-03 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან №1----- (10.05.2017) წერილით გამოითხოვა მოქალაქე ს---- ს---------ის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, 2007 წლამდე მდგომარეობით, და გადაწყვეტილებას მიიღებდა აღნიშნულ წერილზე პასუხების მიღებისთანავე; 2017 წლის 22 მაისს დაინტერესებულმა პირმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა გარდაბნის რაიონის აგთაკლიის საკრებულოს მიერ 2002 წლის 5 აპრილს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №1---;

 

მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ 2017 წლის 29 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის №15-----2 წერილის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის ყ--------–არის საკრებულოს სოფელ ყ--------–არის 1997-2001 (რეკვიზიტები შევსებულია 2006 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ს--------- იგბაილ ორუჯ ოგლი. კომლის წევრები არიან ს---------ა სუიაბანი (რთულად იკითხება) გაშამ კიზი - ცოლი, ს--------- ს---- იგბაილ (დოკუმენტში ასეა) ოგლი - შვილი. საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი არ ფიქსირდება. ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის აღ-----–იის საკრებულოს სოფელ ყ--------–არის 1986-1995 წლების (რეკვიზიტები შევსებულია 1996 წლის ჩათვლით) საკომლო წიგნებში ს---- იგბაის (იგბაილ ოღლი) ძე ს---------ის კომლის შემადგენლობისა და კომლზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა. გარდაბნის რაიონის ყ--------–არის საკრებულოს სოფელ ყ--------–არის 2007 წლის საკომლო წიგნები, 1992-2007 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწების ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები, მებაღის წიგნაკები), მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) სიები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული არ არის; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის №21-02-1/81164 წერილის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ყ--------–არის საკრებულოში მდებარე უძრავ ნივთთან დაკავშირებით დაცულია 2002 - 2007 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები, მაგრამ ამ სიებში ი----– ორ-----ს ძე ს---------ი არ ფიქსირდება, ხოლო 17 მაისის №21-02-1/71225 წერილის თანახმად, ზემოაღნიშნულ სიებში არც ს---- ი----–ის ძე ს---------ი ფიქსირდება; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 24 ნოემბრის №04/6337 წერილის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია დედნის ან სათანადო წესით დამოწმებული ასლის სახით დაცული არ არის. კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის ასლების მოპოვების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა მიმართოს საქართველოს ეროვნულ არქივს. მიწის განაწილების სია, მებაღეობის სია (მიმაგრების ტალონი), საგადასახადო სია და სხვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაცული არ არის; 2017 წლის 09 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8820173----9-10 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან №1----- (10.05.2017) წერილით გამოითხოვა მოქალაქე ს---- იგბაის ძე ს---------ის (დაბ. 06.06.1987 წ.) კომლის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის), მასზე რიცხული ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია, 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით. №15-----2, №21-02-1/71225 და №21-02-1/81164 წერილებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ დაინტერესებული პირის კომლის სახელზე რიცხული ქონება არ მოიძებნა, შესაბამისად, დოკუმენტაციის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადასაგზავნად დამატებით წარსადგენი იყო თანხმობა, განცხადების სახით; 2017 წლის 11 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8820173----9-11 გადაწყვეტილება, ვინაიდან დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ წარადგინა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია;

 

მოპასუხე ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი აკმაყოფილებს მისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ იგი არ წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონის შესაბამისად გამოცემულ დოკუმენტს, ვინაიდან გაცემულია კანონით დადგენილი ვადის, ანუ 1999 წლის 1 თებერვლის შემდგომ. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავს ურთიერთშეუსაბამო მონაცემს, კერძოდ, აქტის გაცემის თარიღად მითითებულია 2002 წლის 05 აპრილი, როცა აღნიშნული აქტის საფუძვლად მითითებულია 2002 წლის 18 აპრილის № 14 დადგენილება (ოქმი №4); რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8820173----9-10 (09.06.2017) გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8820173----9-10 (09.06.2017) გადაწყვეტილება კანონიერი იყო და ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ამიტომ 2017 წლის 13 ივლისს მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N2----- გადაწყვეტილება.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია:

 

მესამე პირის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მათლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია რის გამოც მოპასუხე მხარემ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამასთან მესამე პირის წარმომადგენელი უთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულია მიწის რეფორმის დასრულების შემდგომ, რაც გამორიცხავს საკუთრების უფლების რეგისტრაციის დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2002 წლის 5 აპრილის №1--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით, ი----– ს---------ს გარდაბნის რაიონის სოფელ აღ-----–იას საკრებულის მიწის რეფორმის კომისიის მიერ, 2002 წლის 18 აპრილის №14 დადგენილების საფუძველზე გამოეყო 0,11 ჰა ფართის მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონი, სოფელ ყ--------–არში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2002 წლის 5 აპრილის №1--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (ს. ფ. 31; 144);

3.1.2. მოსარჩელემ 2017 წლის 03 მაისს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გარდაბანი, სოფელ ყ--------–არში მდებარე მიწის ნაკვეთის უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით; განცხადებას უფლების დამდგენი დოკუმენტი არ ერთვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადების მიღების ბარათი (ს. ფ. 117-118);

 

3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 10 მაისის №8820173----9-03 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 10 მაისს №1----- მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ ,,საქართველოს ეროვნული არქივიდან" და სსიპ ,,შემოსავლების სამსახურიდან", ხოლო სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა 2017 წლის 10 მაისის №1----- მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მას თავად შეუძლია დამატებით წარადგინოს უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2017 წლის 29 მაისის №8820173----9-06 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება გადავადდა დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის სრულად დაბრუნებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის №8820173----9-03 გადაწყვეტილება (ს. ფ. 125);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 მაისის №8820173----9-06 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება (ს. ფ. 132);

 

3.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 ივნისის №8820173----9-10 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეს განემარტა, რომ 2017 წლის 10 მაისის №1----- წერილით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ს---- ს---------ის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, თუმცა ირკვევა, რომ დაინტერესებული პირის კომლის სახელზე რიცხული ქონება არ მოიძებნა. შესაბამისად, დოკუმენტაციის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადასაგზავნად დამატებით წარსადგენია თანხმობა განცხადების სახით. 2017 წლის 11 ივლისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №8820173----9-11 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადატურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 ივნისის №8820173----9-10 გადაწყვეტილება (ს. ფ. 137);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 ივლისის №8820173----9-11 გადაწყვეტილება (ს. ფ. 138);

 

3.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 ივნისის №8820173----9-10 გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივლისის №2----- გადაწყვეტილებით ს---- ს---------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ განცხადებას დართული №1--- მიღება-ჩაბარების აქტი, არ წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონის შესაბამისად გაცემულ დოკუმენტს, რადგან გაცემულია 1999 წლის შემდგომ. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავს ურთიერთშეუსაბამო მონაცემს, კერძოდ, აქტის გაცემის თარიღად მითითებულია 2002 წლის 05 აპრილი, როცა აღნიშნული აქტის საფუძვლად მითითებულია 2002 წლის 18 აპრილის №14 დადგენილება (ოქმი №4)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივლისის №2----- გადაწყვეტილება (ს. ფ. 147-153);

 

4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივლისის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი მიიჩნია არაუფლებამოსილი პირის მიერ გაცემულად, თუმცა მასალები არ გადაუგზავნია საგამოძიებო ორგანოში სიყალბის დასადგენად; ადმინისტრაციული ორგანოდან არ გამოუთხოვია №1--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველი, მაშინ როდესაც ხსენებული დოკუმენტის გაცემულია 2002 წლის 05 აპრილს, ხოლო საფუძველს წარმოადგენს სოფელი აღ-----–იის საკრებულოს 2002 წლის 18 აპრილის №14 დადგენილება, ოქმი №4.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, მოპასუხეს არ შეუმოწმებია დოკუმენტის ნამდვილობა, არ გამოუთხოვია მტკიცებულებები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია; ,,საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №148 დადგენილება;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 10 მაისის №8820173----9-03, 2017 წლის 29 მაისის №8820173----9-06 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის, 2017 წლის 9 ივნისის №8820173----9-10, 2017 წლის 11 ივლისის №8820173----9-11 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და 2017 წლის 13 ივლისის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს და აყენებს თუ არა ისინი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ'' ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ'' ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ'' ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამასთან, რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მისი საფუძვლები, მათ შორის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, რომლის მე-18 მუხლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ" და ,,თ1" ქვეპუნქტების თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში;

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 03 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთის მდებარე გარდაბანი, სოფელ ყ--------–არში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა ს---- ს---------მა რომელმაც განცხადებას დაურთო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 10 მაისის №8820173----9-03 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს მოეთხოვა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან განემარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან" და სსიპ ,,შემოსავლების სამსახურიდან" გამოითხოვა ინფორმაცია ს---- ს---------ის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლამდე მდგომარეობით. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 17 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით წარედგინა ი----– ს---------ის სახელზე გაცემული №1--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. სასანართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე უძრავი ნივთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციას მოითხოვდა 2002 წლის 5 აპრილის №1--- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლის გაცემის საფუძვლად მითითებულია 2002 წლის 18 აპრილის №14 დადგენილება.

 

,,საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 22 თებერვლის №148 დადგენილების თანახმად, საქართველოში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო სამეურნეო დანიშნულების რეფორმა, რომელიც შეეხო საკომლო, საბაღე, სოფლად და ქალაქად მცხოვრებ პირთა სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს. დასახელებული დადგენილებით განისაზღვრა მიწის ნაკვეთების კონკრეტულ სუბიექტებზე გადაცემის წესი/პირობები ფართობებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით. მითითებული დადგენილების მე-10 მუხლის შესაბამისად, ნაკვეთების ადგილზე გამიჯვნის შემდგომ თითოეულ პიროვნებაზე დგება ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი 5 ცალად, რომელსაც ხელს აწერენ სოფილის გამგეობისა და მეურნეობის/სასოფლო-სამეურნეო საწარმოს/ხელმძღვანელი. აგრეთვე რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის განყოფილების უფროსი, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელი და მიწის მიმღები პირი დადგენილი წესის მიხედვით. მიღება-ჩაბარების აქტის თითო ეგზემპლარი ეძლევათ მიწის მიმღებ მოქალაქეს, სოფლის გამგეობას /გამგებელს/, მიწის გამყოფი რაიონის გამგეობას, ,,საქქალაქაგროსერვისის" და საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესუსრებისა და მიწის კადასტრის კომიტეტს.

 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები ცხადდება მათ კერძო საკუთრებად და მათ მიმართ შესაბამისად გამოიყენება კანონი ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ". კომლებს (ოჯახებს), რომელთაც ამ დადგენილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით ეკუთვნით მიწის ნაკვეთი, მაგრამ ის დადგენილი წესებით და ოდენობით არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცეთ და შესაბამისი დოკუმენტაცია გაფორმდეს 1999 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 1998 წლის დეკემბერში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების შესაბამისი დოკუმენტაცია გაფორმდეს 1999 წლის 1 თებერვლამდე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ყურადღება არ გამახვილებულა იმ გარემოებაზე, რომ 2002 წლის 05 აპრილის №1--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, ი----– ს---------ს გარდაბნის რაიონის სოფელ აღ-----–იას საკრებულის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გამოეყო 0,11 ჰა მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონი, სოფელ ყ--------–არში, წარმოადგენდა თუ არა კანონის საფუძველზე უფლებამოსილი პირის მიერ უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს. მოპასუხე მხარეს ადმინისტრაციული ორგანოდან ასევე არ გამოუთხოვია №1--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველი, მაშინ როდესაც ხსენებული დოკუმენტის გაცემულია 2002 წლის 05 აპრილს, ხოლო საფუძველს წარმოადგენს სოფელი აღ-----–იის საკრებულოს 2002 წლის 18 აპრილის №14 დადგენილება, ოქმი №4.

სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების მიღებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე 2002 წლის 5 აპრილს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოითხოვდა უძრავი ნივთის რეგისტრაციას, რომლის საფუძველიც სოფელი აღ-----–იის საკრებულოს 2002 წლის 18 აპრილის №14 დადგენილება და №4 ოქმია, ადმინისტრაციულმა ორგანომ „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ" და ,,თ1" ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე არ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები არ გადაუგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. A საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 09 ივნისის №8820173----9-10 სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. (ს. ფ. 139-141) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივლისის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ იმ საფუძვლით, რომ №8820173----9 განცხადებას დართული №1--- მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონის შესაბამისად გამოცემულ დოკუმენტს, რადგან გამოცემულია 1999 წლის 01 თებერვლის შემდეგ, ამასთან მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავს, ურთიერთშეუსაბამო მონაცემებს, კერძოდ აქტის გაცემის თარირად მითითებული 2002 წლის 05 აპრილი, როცა აღნიშნული აქტის საფუძვლად მითითებულია 2002 წლის 18 აპრილის №14 დადგენილება, ოქმი №4. სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივლისის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, მოპასუხის მიერ ყურადღება არ გამახვილებულა იმ გარემოებაზე, რომ 2002 წლის 05 აპრილის №1--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, ი----– ს---------ს გარდაბნის რაიონის სოფელ აღ-----–იას საკრებულის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გამოეყო 0,11 ჰა მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონი, სოფელ ყ--------–არში, წარმოადგენდა თუ არა კანონის საფუძველზე უფლებამოსილი პირის მიერ უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს. მოპასუხე მხარეს ადმინისტრაციული ორგანოდან ასევე არ გამოუთხოვია №1--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველი, მაშინ როდესაც ხსენებული დოკუმენტის გაცემულია 2002 წლის 05 აპრილს, ხოლო საფუძველს წარმოადგენს სოფელი აღ-----–იის საკრებულოს 2002 წლის 18 აპრილის №4 დადგენილება, ოქმი №4. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არქვიდან არ გამოუთხოვია ინფორმაცია რეგისტრაციის საფუძვლის, 2002 წლის 05 აპრილის №1--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის არქივში დაცვის შესახებ; ადმინისტრაციულ ორგანოს „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ" და ,,თ1" ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე არ შეუჩერებია სარეგისტრაციო წარმოება სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნის საფუძვლით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ხელახლა, კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა კანონის მოთხოვნათა დაცვით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განიხილოს და იმსჯელოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შესახებ. 8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რის გამოც, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

გადაწყვიტა:

 

1. ს---- ს---------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივლისის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შესაფების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი;

 

3. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ს---- ს---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით ( ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი