განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002223599
საქმე N1-1112/17წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18.01.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გე-–-------ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: არ--------–----ძე
მამის სახელი: ვლ---------
დაბადებული: 2--01.1993 წელი
პირადი ნომერი: 6---------6
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–--ი
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არ მქონე
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ.ბათუმი, პუ–--------------------
ადვოკატი - ზვ-------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება); (2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქცია)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 075040917004
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 04 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, რკინიგზის სადგურ ,,ბათუმი ცენტრალის’’ მიმდებარედ მოძრაობდა რა არ--------–----ძე ,,A----ის’’ მარკის, სახ. ნომრით Y-------- ავტომანქანით, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 11-ის მოთხოვნები და შეეჯახა ,,O----------ას’’ მარკის სახ. ნომრით S-------- ავტომანქანას და ქვეითად მოსიარულე ირ------–--ნს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა
ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება
2.1 მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 09 იანვრის წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3 თავად ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2017 წლის 04 სექტემბერს, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, რის გამოც, შეეჯახა ,,O----------ას’’ მარკის სახ. ნომრით S-------- ავტომანქანას და ქვეითად მოსიარულე ირ------–--ნს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. შემთხვევა მოუვიდა დაუდევრობით, ავტომანქანა არ წარმოადგენდა მის საკუთრებას და დროებით ინათხოვრა, სამუხრუჭე სისტემა როგორც აღმოჩნდა არ იყო გამართულ მდგომარეობაში; დაზარალებულს ირ------–--ნს გაუწია დახმარება, აუნაზღაურა მკურნალობის ხარჯები, უკრაინაში ტრანსპორტირების ხარჯებიც გაიღო, სპეციალური თვითმფრინაცით მოუხდა მისი გამგზავრება, შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის მძღოლს ზა-------------ძეს შეუძინა ახალი ავტომანქანა და აცერთ მათგანს დღეის მდგომარეობით პრეტენზია არა გააჩნია; თავად სწავლობს თურქეთის რესპუბლიკაში და სურს სწავლა კვლავ გააგრძელოს, რისთვისაც სასამართლოს თხოვს გამოიყენოს სასჯელის ისეთი სახე რაც ხელს არ შეუშლის სასწავლებლად ქვეყნის დატოვებაში; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 18.01.2018წ)
2.4 ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №-2----- 30.11.2017წ დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ არ--------–----ძის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 11-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ზა-------------ძეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, ვინაიდან მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება. (იხ დასკვნა ს.ფ.24)
2.5 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0--------, 07.11.2017წ დადგენილია, რომ თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, ირ------–--ნა მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მკურნალობას გადიოდა შპს უნიმედი აჭარა ბათუმი რეფერალურ საავადმყოფოში 2017 წლის 04 სექტემბრიდან. დიაგნოზი: მარცხენა ტაბუხის ფოსოს ნამსხვროვანი მოტეხილობა, საჯდომი და ბოქვენის ძვლის ნამსხვროვანი მოტეხილობა, მარცხენა ლატერალური გოჯის ღია ნამსხვროვანი მოტეხილობა, მწვავე ანემია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტრავმული შოკი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (იხ დასკვნა ს.ფ.33)
2.6 სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N ს-------, 12.10.2017წ, დადგენილია, რომ წარმოდგენილ ავტომობილებზე აღნიშნული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილების რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის.
ავტომობილების საჭით მართვის მექანიზმები და სამუხრუჭე სისტემები გამართულ მდგომარეობაშია. (იხ დასკვნა ს.ფ.16-17)
2.7 ქიმიურ ექსპერტიზის დასკვნით N0--------, 04.09.2017, დადგენილია, რომ არ--------–----ძე კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ, საანალიზოდ აღებულ ბიოლოგიური მასალის (შარდი) იმუნოქიმიური სტრიპტესტებით შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებებზე: მორფინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, მეტადონის მეტაბოლიტი, ტრამადოლი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კოდეინი, ჰეროინი, დეზომორფინი, ბუპრენორფინი, მეთადონი, კოკაინი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, მიღებულია უარყოფითი შედეგი. (იხ დასკვნა ს.ფ.44)
2.8 ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნით ბრალდებული იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში (იხ. დასკვნა ს.ფ.43) ;
2.9 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების: ზა-------------ძის, ვა---–---–--ნის ჩვენებები. დაზარალებულის ჩვენება და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კახაბერ არ--------–----ძემ ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა არ--------–----ძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2017 წლის 04 სექტემბერს ავტომობილის მართვისას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, რა დროსაც, ირ------–--ნმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული აღიარებს და იანანიებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
არ--------–----ძეს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით (2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქციით), ვინაიდან
განხორციელებული ცვლილების თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 276-ე მუხლში ცვლილება შევიდა სასჯელის ნაწილში, კერძოდ 276-ე მუხლის მესამე ნაწილი 2018 წკლის 01 იანვრამდე სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ხოლო 2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქციით - ქმედება ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სასჯელის სახე - თავისუფლების შეზღუდვა ამ ნაწილით ამჟამად მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული არ არის;
არ--------–----ძეს დანაშაული ჩადენილი აქვს 2017 წლის 04 სექტემბერს ;
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. შესაბამისად არ--------–----ძეს სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით - ამჟამად (2018 წლის 01 იანვრიდან) მოქმედი რედაქციით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებულ არ--------–----ძეს წარსულში ნასამართლობა არა აქვს; ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილს; მან დაზარალებულს გაუწია დახმარება, სრულად გაიღო მკურნალბის ხარჯები, დაზარალებული არ არის საქართველოს მოქალაქე და უზრუნვლეყო მისი უკრაინაში სპეციალური მარშრუტით გადაფრენა; დაზარალებული საქმეში არსებული გამოკითხვის ოქმით განმარტავს, რომ მას ბრალდებულის მიმართ არა აქვს პრეტენზია და თანახმაა მასზედ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, მათ შორის გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება ან განრიდებული იქნეს;
ბრალდებულმა, როგორც საქმის განხილვისას განმარტა, ასევე ზიანი აუნაზღაურა მეორე ავტომანქანის მძღოლს - ზა-------------ძეს. მას შეუძინა ახალი ავტომობილი და რაიმე სახის პრეტენზია მის მიმართ არ გააჩნია;
ასევე საქმის განხილვისას ბრალდებულის განმარტებით ის სწავლობს თურქეთის რესპუბლიკაში და სურვილი აქვს სწავლა გააგრძელოს ; მას გათვითცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაული და სურს მომავალში გააგრძელოს სრულფასოვნად ცხოვრება;
გარდა ზემოთაღნიშნული გარემოებებისა, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ არ--------–----ძის მიერ ჩადენილი ქმედება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების და არც პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებშიც; გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებული ამ პერიოდის განმავლობაში რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში მხილებული არ არის;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ--------–----ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, არ--------–----ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა ზ/მითითებული გარემოებების და ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს:
,,A----ის’’ მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით Y-------- და ,,O----------ას’’ მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით S--------, რომლებიც განთავსებულია შპს „ბ-------------“-ის სადგომზე,საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ავტომანქანები უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული არ--------–----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ არ--------–----ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ,,A----ის’’ მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით Y--------, რომელიც განთავსებულია შპს „ბ-------------“-ის სადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ,,O----------ას’’ მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით S--------, რომელიც განთავსებულია შპს „ბ-------------“-ის სადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და შპს ,,ბ--------------’’ - ის ადმინისტრაციას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე