გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.01.2018
საქმის ნომერი
020310117002052555
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №02031011-002052555 (3/1-9-1-)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 იანვარი, 2--8 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელეები: ას---------–-ია, სალ---------–-ია, მო--------ლაია, თა---------–-ია, თე-----------–აია

წარმომადგენელი - იო---------–ია

 

მოპასუხეები: 1. ს-------------------------------–-----------------------–---------------–---------

წარმომადგენელი - რო------------–-–ხია

 

2.ლე---------------ია, 3.ნე-–-----------ნია, 4.ბო-------------ია, 5.ზა------------ია, 6.თა-------------ია, 7.ნუ-----------ია

 

მესამე პირები: 1.არუ–--------–--ა, 2.ნატ------–--ნია, 3.მედ---------–აია

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოსარჩელეების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოსარჩელეების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში ს-------------------------------–----------------------------------------–--------------ის 05.07.2--- წლის რეგისტრაციის შესახებ №882-------22-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.2. მოსარჩელეების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში ს-------------------------------–----------------------------------------–--------------ის 13.07.2--- წლის რეგისტრაციის შესახებ №88---------7-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3.მესამე პირების პოზიცია

 

3.1.მესამე პირები არუ–--------–--ა, ნატ------–--ნია და მედ---------–აია დაეთანხმნენ სარჩელს.

 

4.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1.მოსარჩელეები და მოპასუხე ფიზიკური პირები ცხოვრობენ ზუ--------------–----–---------------ლ გან--------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 10.01.2----–-–--------------–--------------------

 

4.1.2.ას---------–-იას მეუღლე - გი-–---------–--ა გარდაიცვალა 2--- წლის 18 მარტს, ზუ--------------–----–---------------ლ გან--------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-გარდაცვალების მოწმობა №2------0162;

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 10.01.2----–-–--------------–--------------------

 

4.1.3.გი-–---------–--ა და არუ–--------–--ა არიან ძმები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 10.01.2----–-–--------------–--------------------

 

4.1.4.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 06.06.2--- წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არუ–--------–--ას, ნატ------–--ნიას და მედ---------–აიას სარჩელი მოპასუხე ს-------------------------------–-----------------------–---------------–---------ს და მესამე პირების - ლე---------------იას, ნე-–-----------ნიას, ბო-------------იას, ზა------------იას, თა-------------იას და ნუ-----------იას მიმართ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელე არუ–--------–--ას, ნატ------–--ნიას და მედ---------–აიას მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი წინამდებარე სარჩელით სადავოდ გამხდარი, მოპასუხე ფიზიკური პირების სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ ზუგდ-------------------–--------------ის 05.07.2--- წლის №882-------22-03 გადაწყვეტილება და 13.07.2--- წლის №88---------7-03 გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოპასუხე მარეგისტრირებელმა ორგანომ არასწორად დაადგინა მართლზომიერ მფლობელად მესამე პირები ლე---------------ია, ნე-–-----------ნია, ბო-------------ია, ზა------------ია, თა-------------ია და ნუ-----------ია, რამდენადაც ისინი არასდროს ახორციელებდნენ მიწის ნაკვეთის მფლობელობას. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ჰყავს თვითნებური მფლობელი სხვა პირები მოსარჩელეების სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სასამართლოს გადაწყვეტილება;

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 05.10.2--- წლის და 07.11.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1.საქართველოს ეროვნული არქივის სამეგრელოს რეგიონული არქივიდან 30.08.2--- წელს მიღებული დოკუმენტაციის, ასევე, 09.06.2--- წელს გაცემული №AA2----------04 საარქივო ცნობის საფუძველზე გილ-------------------------–-იას კომლის შესახებ მოპოვებულია შემდეგი ინფორმაცია:

 

Ø სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცული ზუ-------------------------ლი გ------------ საკრებულოს 1986-1990 წლების (ცვლილებები ნაწარმოებია 1995 წლის ჩათვლით) საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გულ-------------------------–-ია. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან შემდეგი წევრები:

 

ას---------–-----------–-----ლაია - მეუღლე; სალ--------–------------–------–აია - შვილი; მონ-------–------------–-----ლაია - შვილი; თამ-------–------------–------–აია - შვილი და თეი---------–-------------ლაია - შვილი.

 

ზუ-------------------------ლ გ------------ საკრებულოს 1986-1990 წლების (ცვლილებები ნაწარმოებია 1995 წლის ჩათვლით) საკომლო წიგნში 1986-1990 წლებში კომლს ერიცხება მიწის ფართობი 0,5 ჰა.

 

ზუ-------------------------ლ გ------------ საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში 1995-2000 წლებში კომლს ერიცხება მიწის ფართობი 1,25 ჰა.

 

ზუ-------------------------ლ გ------------ საკრებულოს 2001-2005 წლების საკომლო წიგნში (ცვლილებები ნაწარმოებია 2006 წლის ჩათვლით) 2001-2003 წლებში კომლს ერიცხება მიწის ფართობი ასევე 1,25 ჰექტარის ოდენობით.

 

სამეგრელოს რეგიონული არქივის №34------8 წერილის თანახმად, ზუ-------------------------ლი გ------------ საკრებულოს 1980-1985 საკომლო წიგნები, შერჩევისა და მიზომვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მოსარჩელე მხარისათვის მიწის ნაკვეთის მიზომვის აქტები, მიწის გადასახადის გადამხდელთა სია და მიწის გადასახადის გადამხდელთა ქვითრები სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცვაზე არ არის შესული.

 

საქმის განხილვით დადგენილია, რომ საარქივო მონაცემებით მოსარჩელე მხარის სახელზე აღრიცხული 1,25 ჰა მიწის ნაკვეთში შედის სადავო მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს მდინარე ენ------------------ს მიმდებარედ და მას 1980-იანი წლებიდან მხოლოდ მოსარჩელე მხარე ფლობს, მის მიერ აღნიშნული პერიოდიდან მიწის ნაკვეთზე გაშენებულია თხილნარი, რომლითაც დღემდე სარგებლობს (იღებს მოსავალს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, მოპასუხე ფიზიკური პირების შესაგებელი;

-30.08.2--- წელს საქართველოს ეროვნული არქივის სამეგრელოს რეგიონული არქივის მიერ საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია;

-09.06.2--- წელს გაცემული საარქივო ცნობა;

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 05.10.2--- წლის, 07.11.2--- წლის და 10.01.2----–-–--------------–--------------------

 

4.2.2.დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე დავობს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 06.06.2--- წლის გადაწყვეტილების შესაბამისად, არუ–--------–--ას, ნატ------–--ნიას და მედ---------–აიას ზუ-------------------------ლ გან--------ში თვითნებურ მფლობელობაში არსებული მიწის ნავეთის მომიჯნავედ, მდებარე 5472 კვ.მ. მდებარე მიწის ნაკვეთზე, რისი რეგისტრაციის მოთხოვნით ას---------–-იამ, როგორც მართლზომიერმა მფლობელმა 12.06.2--- წელს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს (ზუგდ-------------------–--------------ს). განცხადებას დაერთო 09.06.2--- წელს გაცემული №AA2----------04 საარქივო ცნობა და აზომვითი ნახაზი.

 

ს-------------------------------–-----------------------–---------------–---------ს 2--- წლის 16 ივნისის №88---------8-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაშია რეგისტრირებულ მონაცემებთან, საჯარო რეესტრში №43.--------- და №43.29.41.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან.

 

სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი გახდა, რომ მითთებული საკადასტრო კოდებით სადავო მიწის ნაკვეთები საქართველოს ეროვნული არქივის 30/06/2--- წლის №AA2-------70-03 და 07/07/2--- №AA20------40-03 საარქივო ცნობების საფუძველზე დარეგისტრირდა მოპასუხე ფიზიკური პირების საკუთრებად.

 

სამეგრელოს რეგიონული არქივის №34------8 წერილის თანახმად, ზუ-------------------------ლი გ------------ საკრებულოს 1980-1985 საკომლო წიგნები, შერჩევისა და მიზომვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მოპასუხე ფიზიკური პირებისათვის მიწის ნაკვეთის მიზომვის აქტები, მიწის გადასახადის გადამხდელთა სია და მიწის გადასახადის გადამხდელთა ქვითრები სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცვაზე არ არის შესული.

 

ს-------------------------------–-----------------------–---------------–---------ს 2--- წლის 03 აგვისტოს №88---------8-10 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ას---------–-იას უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე ამავე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მისი მოპასუხე ფიზიკურ პირებთან დავის არსებობისა და ნოტარიუსთან მედიაციის შეწყვეტის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, მოპასუხე ფიზიკური პირების შესაგებელი;

-ას---------–-იას განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების მასალები;

-მოპასუხე ფიზიკური პირების განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების მასალები;

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 10.01.2----–-–--------------–--------------------

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი; „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილება; „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება; სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი; 2007 წლის 15 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი.

 

7.სამართლებრივი შეფასება

 

7.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2.სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მისი შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული აქტების კანონიერების შემოწმების აღძვრის უფლების მქონე პირის ცნება განსაზღვრულია საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტით, რომლითაც კანონმდებლის მიერ დადგინდა, რომ დაინტერესებული პირია ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება. ამ ნორმის შინაარსს ავსებს იმავე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც სარეგისტრაციო დოკუმენტად მიჩნეულია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს ზუგდიდის არქივის მიერ 09.06.2--- წელს გაცემულ №AA2----------04 საარქივო ცნობაზე. აქვე მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ მოპასუხე ფიზიკურ პირებს საჯარო რეესტრში სადავო აქტებით საკუთრების უფლება აღრიცხული აქვს ასევე საარქივო ცნობების საფუძველზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად გამოსაკვლევია გარკვეული გარემოებები, კერძოდ, როდესაც მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას აცხადებს ორი მხარე, უნდა დადგინდეს არის თუ არა მოსარჩელისათვის განკუთვნილი და საჯარო რეესტრში მოპასუხისათვის საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი იდენტური, რომელი მხარე ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, რომელ მათგანს გააჩნდა სადავო მიწის ნაკვეთზე უპირატესი სამართლებრივი უფლება და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილება მიღებულია თუ არა საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე.

 

როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხე ფიზიკური პირების საკუთრების უფლებისადმი ინტერესი უძრავ ქონებაზე აგებულია საარქივო ცნობებზე. 30.08.2--- წელს სამეგრელოს ეროვნული არქივიდან საქმეზე მიღებული №34------8 წერილის შინაარსი მიუთითებს საკომლო ურთიერთობაზე. ამ კუთხით თავდაპირველად ყურადსაღებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება წარმოადგენდა კომლის წევრთა თანასაკუთრებას. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებასთან ერთად არსებობა შეწყვიტა საკოლმეურნეო კომლმაც და მასზე გავრცელდა სანივთო სამართლებრივი ნორმები, რაც მოქმედებდა იმ დროისათვის ან მიღებულ იქნა შემდგომში. შესაბამისად, ვინაიდან, საკოლმეურნეო კომლის ქონება წარმოადგენდა კომლის წევრთა თანასაკუთრებას, კომლის ქონება ჩაითვალა იმ პირთა თანასაკუთრებად, რომლებიც მითითებული ნორმატიული აქტების მიღებამდე რეგისტრირებული იყვნენ ამ კომლის წევრებად (იხ. საქმე Nას-139-132-10, 10 ივნისი, 2--0 წელი).

 

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, მიწების გაცემას ახდენდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებდა რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწების რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდებოდა სანოტარო წესით და რეგისტრირდებოდა მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში.

 

კონკრეტულ ვითარებაში, დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარე და მოპასუხე ფიზიკური პირები ცხოვრობენ ზუ--------------–----–---------------ლ გან--------ში. მართალია 30.08.2--- წელს საქართველოს ეროვნული არქივიდან საქმეზე შემოსული №34------8 წერილით ირკვევა, რომ ზუ-------------------------ლი გ------------ საკრებულოს შერჩევისა და მიზომვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მოსარჩელე მხარისა და მოპასუხე ფიზიკური პირებისათვის მიწის ნაკვეთის მიზომვის აქტები, მიწის გადასახადის გადამხდელთა სია და მიწის გადასახადის გადამხდელთა ქვითრები სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცვაზე არ არის შესული, თუმცა საქმეზე არსებულ სხვა მტკიცებულებებათა ერთობლიობით დადგენილია სადავო ნივთის მხოლოდ მოსარჩელე მხარისათვის მიკუთვნების ფაქტი. უპირველესად აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულია გარემოება მასზედ, რომ იგი სადავო მიწის ნაკვეთს ფლობს წლების განმავლობაში, რაც სადავოდ არ გაუხდიათ მოპასუხე ფიზიკურ პირებს. ასეთ ვითარებაში, ყურადსაღებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი, რომლითაც ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამდენად, მოპასუხე ფიზიკური პირებისაგან მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის აღიარება სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი არსებითი წინაპირობაა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეთა და მოპასუხე ფიზიკურ პირთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები იდენტური არ არის. ლე---------------იამ, ნე-–-----------ნიამ, ბო-------------იამ, ზა------------იამ, თა-------------იამ და ნუ-----------იამ აზომეს არა თავისი კომლის თანასაკუთრებაში, არამედ მოსარჩელეების კომლის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რითაც ფაქტიურად საჯარო რეესტრში რეგისტრაციით მოპასუხე ფიზიკური პირების თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელე მხარის კომლის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი. გამომდინარე აქედან, მოპასუხე ფიზიკურმა პირებმა საჯარო რეესტრში წარადგინეს აზომვითი ნახაზი არასწორი კოორდინატებით. აღნიშნული დასტურდება არა მხოლოდ მოპასუხე ფიზიკური პირების ზემოაღნიშნული აღიარებით, არამედ ასევე საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მეზობლების მახ-------------------------–------------–---–------–-იას ჩვენებებით, რომელთა ერთობლიობით სასამართლოსათვის ნათელი გახდა, რომ მდინარე ენ------------------ს მიმდებარედ არსებული სადავო მიწის ნაკვეთი, წლების განმავლობაში, იყო გილ----------–---ს და მისი ძმის - არუ–--------–--ას მფლობელობაში, მათი მხრიდან, 1980-იანი წლებიდან თავდაპირველად გაშენდა საღორე, მერე დარგეს თუთის ხე, ხოლო შემდგომ გილ----------–---მ გააშენა თხილნარი, რომლითაც დღემდე სარგებლობს მისი ოჯახი, იღებს მოსავალს. მოწმეებმა აჩვენეს, რომ მოპასუხე ფიზიკურ პირებს სადავო მიწის ნაკვეთთან შემხებლობა არ ჰქონიათ, გასულ პერიოდში მიწის ნაკვეთი სადავო არ ყოფილა.

 

აღნიშნულის გარდა, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მოპასუხეებისაგან მისაკუთრების მცდელობას ადასტურებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 06.06.2--- წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, უდავოა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული მოსარჩელე არუ–--------–--ა არის ას---------–-იას მაზლი (მეუღლის ძმა). როგორც ზემოთ აღინიშნა საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ მდი-------------ის მიმდებარედ მიწის ნაკვეთით 1980-იანი წლებიდან სარგებლობდნენ ძმები არუ–--------–--ა და გილ----------–--- (ას---------–-იას მეუღლე). მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილებები შეეხო, როგორც მოსარჩელე ას---------–-იას, სალ---------–-იას, მო--------ლაიას, თა---------–-იას და თე-----------–აიას საკუთრების უფლებას, ისე არუ–--------–--ას და მისი ოჯახის წევრების ნატ------–--ნიამ და მედ---------–აიას მიწის ნაკვეთებზე მფლობელობას. ამან განაპირობა ამ უკანასკნელთა მხრიდან მოპასუხე ს-------------------------------–-----------------------–---------------–---------ს და მესამე პირების - ლე---------------იას, ნე-–-----------ნიას, ბო-------------იას, ზა------------იას, თა-------------იას და ნუ-----------იას მიმართ სარჩელის აღძვრა, რისი განხილვის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მარეგისტრირებელმა ორგანომ არასწორად დაადგინა მართლზომიერ მფლობელად ლე---------------ია, ნე-–-----------ნია, ბო-------------ია, ზა------------ია, თა-------------ია და ნუ-----------ია, რამდენადაც ისინი არასდროს ახორციელებდნენ მიწის ნაკვეთის მფლობელობას. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ჰყავს თვითნებური მფლობელი სხვა პირები, კერძოდ, მოსარჩელე არუ–--------–--ას, ნატ------–--ნიამ და მედ---------–აიას სახით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებით არუ–--------–--ას, ნატ------–--ნიას და მედ---------–აიას სარჩელი დაკმაყოფილდა, სახელდობრ, მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი წინამდებარე სარჩელით სადავოდ ქცეული, მოპასუხე ფიზიკური პირების სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ ზუგდ-------------------–--------------ის 05.07.2--- წლის №882-------22-03 გადაწყვეტილება და 13.07.2--- წლის №88---------7-03 გადაწყვეტილება. სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება ლე---------------იას, ნე-–-----------ნიას, ბო-------------იას, ზა------------იას, თა-------------იას და ნუ-----------იას მხრიდან არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში, ანუ ისინი ფაქტიურად დაეთახმნენ სასამართლოს შეფასებებს, რაც უკვე წინამდებარე საქმეზე არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და იმ პირობებში, როდესაც ირკვევა, რომ მდი-------------ის მიმდებარედ წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთით სარგებლობდნენ ძმები არუ–--------–--ა და გილ----------–---, გავლენას ახდენს ას---------–-იას, სალ---------–-იას, მო--------ლაიას, თა---------–-იას და თე-----------–აიას სარჩელის შედეგზე, იმგვარად, რომ მიღებულ იქნეს მათი სასარგებლო გადაწყვეტილება.

 

7.3.ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის 41 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით; მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.

 

იმავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია საჯარო რეესტრის სტრუქტურა, რომლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა; უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა რეგისტრაცია. იგი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ერთ-ერთ საქმეზე (ბს---------------), გადაწყვეტილების თარიღი - 16.07.2--3) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებას, რომლითაც ,,საჯარო რეესტრი, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმხორციელებელი საჯარო დაწესებულება ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მის საქმიანობაზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უმნიშვნელოვანესი პრინციპები, მათ შორის, კანონიერებისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპები".

 

მოპასუხე ფიზიკური პირების მიერ საჯარო რეესტრში განაცხადის წარდგენისას მოქმედებდა 2007 წლის 15 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნეული იყო ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი.

 

აღნიშნული ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ ს-------------------------------–----------------------------------------–--------------ს მოპასუხე ფიზიკური პირების სახელზე სადავო უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის) რეგისტრაციამდე აუცილებლად უნდა გამოეკვლია და დაედგინა დასარეგისტრირებელი სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ სხვა პირის, კონკრეტულად კი ას---------–-იას, სალ---------–-იას, მო--------ლაიას, თა---------–-იას, თე-----------–აიას საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ რეესტრი ვალდებულია ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გამოიყენოს კანონით მინიჭებული ყველა საშუალება და ბერკეტი შეცდომების დაშვების თავიდან ასაცილებლად. ამ კუთხით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის დებულების თანახმად, იმ პირობებში, როდესაც არ მოიპოვება კომლისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის მიზომვის აქტები, მხოლოდ საარქივო ცნობით ანუ საკომლო წიგნიდან ამონაწერით, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების აღრიცხვა დაკავშირებულია ცდომილების დაშვების რისკებთან, რის გამოც აუცილებელია ამ დოკუმენტითა და საკადასტრო ზომვითი ნახაზით განსაზღვრული უძრავი ნივთისადმი დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) უშუალოდ შემხებლობის (მფლობელობა, სარგებლობა) დადგენა, რაც მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან არ განხორციელებულა.

 

განსახილველ ვითარებაში სახეზეა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 06.06.2--- წლის გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების მსგავსი შემთხვევა, კერძოდ, დადგენილია, რომ 05.07.2--- წლის №882-------22-03 გადაწყვეტილება და 13.07.2--- წლის №88---------7-03 გადაწყვეტილებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელებად, სამე-----–---------------–---------მა (ზუგდ-------------------–--------------მა) არასწორად მიიჩნია მოპასუხე ფიზიკური პირები, რამეთუ მათ სახელზე ისე დარეგისტრირდა სადავო მიწის ნაკვეთები, რომ ისინი მოპასუხე ფიზიკურ პირებს მფლობელობაში (სარგებლობაში) არ ჰქონიათ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-------------------------------–----------------------------------------–--------------ის მხრიდან მოპასუხე ფიზიკური პირების სახელზე რეგისტრაციის განხორციელების დროს დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ადმინისტრაციული აქტი მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციულ ორგანოს მართებს განსაკუთრებით ფრთხილად, კანონის შინაარსის და მიზნის, ცალკეულ ნორმათა არსის სწორი გაგებით შეეხონ საკუთრებას, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ იქნა დაცული. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს სზაკ-ის 96-ე მუხლის შინაარსიდან, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აქვე ყურადსაღებია, რომ ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

 

რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც იცავს კანონიერი ნდობის პრინციპი. თუმცა ამ პრინციპის საპირისპიროდ ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში ვხვდებით სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველობა კანონსა და სამართალს უნდა ექვემდებარებოდეს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უკანონო მოქმედებით დარღვეული კანონიერი მდგომარეობა აღადგინოს. კანონიერების პრინციპი რეგლამენტირებულია ზემოაღნიშნულ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილში, რასაც ცალსახად ცხადყოფს ამ ნორმის შინაარსი: ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“. სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერების პრინციპის დარღვევის დადგენის შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს კანონიერების პრინციპისა და კანონიერი ნდობის პრინციპის დაპირისპირების რეჟიმი და საბოლოოდ საკითხი უნდა გადაწყდეს 601 მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები ცხადყოფს, რომ მოპასუხე ფიზიკური პირების სახელზე რეგისტრაციის შესახებ რეესტრის მიერ გამოცემული სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად არღვევს მოსარჩელის კანონით დაცულ უფლებას 09.06.2--- წელს გაცემული №AA2----------04 საარქივო ცნობის საფუძველზე დაირეგისტრიროს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოპასუხე ფიზიკური პირების სახელზე ზუგდ-------------------–--------------ის მიერ მიღებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები.

 

8.საპროცესო ხარჯები

 

8.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ას---------–-იას, სალ---------–-იას, მო--------ლაიას, თა---------–-იას და თე-----------–აიას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1.მოსარჩელეების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში ბათილად იქნეს ს-------------------------------–----------------------------------------–--------------ის 05.07.2--- წლის №882-------22-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;

 

1.2.მოსარჩელეების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში ბათილად იქნეს ს-------------------------------–----------------------------------------–--------------ის 13.07.2--- წლის №88---------7-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;

 

2.მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელთა მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა