განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100117002152064
№1-256/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16.01.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
პროკურორი - ა---- მ------ია
ბრალდებული - გ--- მ----–--ე
ადვოკატი - ე---–--- მ-------ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №173180917004
ბრალდებულ გ--- მ----–--ის მიმართ
მამის სახელი: ნ------
დაბადების ადგილი: ხელვაჩაური
დაბადებული: 23.03.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი გ---------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.გ--- მ----–--ემ 2017 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განთიადში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ქონებრივ დავასთან დაკავშირებით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა ოჯახის წევრის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, ჟ--–---- ქა------ის მიმართ, რის გამოც ჟ--–---- ქა------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
გ--- მ----–--ემ 2017 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქონებრივ დავასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განთიადში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, სახრახნისის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრებს ჟ--–---- ქა------ეს და შვილს თ----- მ----–--ეს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. გ--- მ----–--ემ განმარტა, რომ ჟ--–---- ქა------ეს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
5. დაზარალებულმა ჟ--–---- ქა------ემ განაცხადა, რომ მისმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ, გ--- მ----–--ემ მას მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა გ--- მ----–--ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ჟ--–---- ქა------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
8. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).
9. დაზარალებულმა ჟ--–---- ქა------ემ განაცხადა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე გ--- მ----–--ე 2017 წლის 28 აგვისტოს, სახრახნისის გამოყენებით მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.
10. დაზარალებულმა თ----- მ----–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 28 აგვისტოს, სახრახნისის გამოყენებით მას მამა, გ--- მ----–--ე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, და მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა გ--- მ----–--ემ განახორციელა ოჯახის წევრების არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ჟ--–---- ქა------ის და შვილის თ----- მ----–--ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).
სამართლებრივი შეფასება:
12. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--- მ----–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.;
ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
13. გ--- მ----–--ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
14.გ--- მ----–--ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
15. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--- მ----–--ეს, რომელიც არ არის ნასამართლევი პირი, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“
პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცილებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
16. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ და ზომად გ--- მ----–--ეს საბოლოოდ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, შეამცირებს გ--- მ----–--ის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული გ--- მ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით .
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად გ--- მ----–--ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.
2.გაუქმდეს მსჯავრდებულ გ--- მ----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა.
3. მსჯავრდებული გ--- მ----–--ის დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. გ--- მ----–--ეს სასჯელის მოხდილ ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 16 იანვრის ჩათვლით.
5.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი