განაჩენი

სისხლის სამართლის 20.01.2018
საქმის ნომერი
120100117002206344
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
20.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

ს----------–--ს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/287-17წ. 1- იანვარი, 20-8 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ი---- იაკობაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - კ------- ლ---–---–-;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ა---------– ბ------- - ს----------–--ს მოქალაქე, დაბ. 0-.1-.1---წელს, პ/ნ 0---------- მცხოვრები ა-------- რაიონი, სოფ.პ--------------.

ადვოკატი - ნ-------- ს--------–---–-;

 

კვალიფიკაცია: ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6--ე მუხლის მე-2 ანწილის,,ბ" ქ/პ-ით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

20-7 წლის 2- ოქტომბერს დაახლოებით 18:00 საათზე ა---------– ბ-------მ მისსავე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ი--- ბ-------ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით გენდერული დისკრიმინაციის მოტივით -კერძოდ ქალმა არ უნდა იმუშაოს და უნდა იყოს სახლში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა, კერძოდ, იატაკის საწმენდი ჯოხი რამოდენიმეჯერ დაარტყა ტანის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

სამართლებრივი შეფასება

ბრალდებულმა ა---------– ბ-------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ი--- ბ-------ს მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, ა---------– ბ-------ს ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმი,არასრულწლოვანი გ------- ბ-------ს გამოკითხვის ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები. მტკიცებულებათა ჩამონათვალი დამტკიცდა სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომის დროს, როგორც სადაო მტკიცებულებანი, თუმცა საქმის არსებითი განხილვის სხდომისას მხარეებმა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადაო არ გახადეს.

 

ს----------–--ს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა ა---------– ბ-------ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6--ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები

ა---------– ბ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს ს----------–--ს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მი---ნს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალი---ციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ა---------– ბ-------ს ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მხედველობაში მიღებით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოსახდელად სასამართლო დაადგენს გამოსაცდელ ვადას, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა---------– ბ-------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა ს----------–--ს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა---------– ბ------- (პ/№ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ ს----------–--ს სსკ-ის 1-6--ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს ერთი წელი.

2. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 20-7 წლის 30 ოქტომბრიდან 20-7 წლის 0- ნოემბრის ჩათვლით.

- ავთანილ ბ-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ ი---- ბ-------ს (პ/№0----------) საკუთრებაში არსებულ 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, მდებარე: ა-------- რაიონი, სოფელ ქ----- ე-----––- „ს-------------“, სარეგისტრაციო ზონა - ა-------, კოდი – 6-, სექტორი - ბ---–-------- – 0-, კვარტალი - 2-, ნაკვეთის - 1--, ფართობი (დაზუსტებული) 2100.00 კვ.მ. - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ფარგლებში; (სასამართლოს 20-7 წლის 31 ოქტომბრის N1-/006-17 განჩინება).

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” ს----------–--ს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი