განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/311-17წ. 15 იანვარი, 2018 წელი ქ. ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------- ა---–---–---–-
დაცვის მხარე - ბრალდებული - ზ------ ა------–---–- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 3-.0--1--- წელს, პ/ნ 1---------- რეგისტრირებული და მცხოვრები ბ----------- რაიონი სოფ.ჭ---------;
ადვოკატი - კ------- ა-------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 21 ნოემბერს ქ.ბ---------–- გ-------–---–-- ქ.N---ში საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე ზ------ ა------–---–- დანის გამოყენებით დაემუქრა დას ქ------- ა------–---–- და ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რაც ქ------- ა------–---–-- აღიქვა რელურად და გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდებულმა ზ------ ა------–---–-- აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ქ------- ა------–---–-ს მოწმისა და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენება,ზ------ ა------–---–-ს ჩვენება, მოწმეთა დ----- ბ-–-----, თ---------- გ--–-–---–--, ნ---- ხ------ გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები. მტკიცებულებათა ჩამონათვალი დამტკიცდა სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომის დროს, როგორც უდაო სახის მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა ზ------ ა------–---–-ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულ ზ------ ა------–---–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები
ზ------ ა------–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (ბრალდებული ნასამართლევია ოჯახური დანაშაულის გამო)
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მხედველობაში მიღებით ბრალდებულს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის მიერ წარსულში დაზარალებულთან მიმართებაში განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს. მიუხედავად სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ კანონით გათვალისწინებული ღონისძიების არაერთხელ გატარებისა, ბრალდებულის მხრიდან კვლავ ადგილი აქვს ქ------- ა------–---–-ს მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტს. ამჟამადაც დაზარალებულთან იმყოფება კონფლიქტურ დამოკიდებულებაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამჟამად დანიშნული სასჯელი გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთიერი მტკიცებულება - ზ------ ა------–---–-საგან ამოღებული დანა, რომელიც ინახება შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადეგნილი წესით.
- 2 ცალი სიდი დისკი რომელიც ერთვის საქმეს შენახული იქნას საქმის შესახევის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------ ა------–---–- (პ/№1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით.
2. ზ------ ა------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავებიდან 2017 წლის 21 ნოემბრიდან.
3. ზ------ ა------–---–-საგან ამოღებული დანა, რომელიც ინახება შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადეგნილი წესით.
- 2 ცალი CD დისკი რომელიც ერთვის საქმეს შენახული იქნას საქმის შესახევის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი