გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.01.2018
საქმის ნომერი
030210017001985853
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
26.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N030210017001985853

N2/590-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 დეკემბერი 2017 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

მოსარჩელე სს „ვ-----------------------“

წარმომადგენელი თ------–--–--–---–ი

მოპასუხე ფ-------–----------ია

წარმომადგენელი ი--–----------–--–-ვა

დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1.ფ-------–----------იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას სს „ვ------------------------“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ნ-----–----------------------------, საკადასტრო კოდი: 0-.0-.1--6--.0-.0-- და სს „ვ------------------------“ უძრავი ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

1.2.სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

1.3.ფ-------–----------იას სს „ვ------------------------“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 120 ლარისა და ამონაწერის განახლების საფასურის 11 ლარის გადახდა.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

2010 წლის 15 სექტემბრიდან უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ფოთი, ნ-----–-------------------, საკადასტრო კოდი: 0-.0-.1--6--.0-.0--, სს „ვ------------------------“ საკუთრებაში ირიცხება. სს „ვ------------------------“ კუთვნილ უძრავ ნივთს საკადასტრო კოდი: 0-.0-.1--6--.0-.0-- შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ფ-------–----------ია. ფ-------–----------ია არის უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 0-.0-.1--6--.0-.0-- ყოფილი მესაკუთრე, რომელსაც იპოთეკით დატვირთული ჰქონდა უძრავი ქონება სს "ვ------------------------" სასრგებლოდ. სს "ვ-----------------------მ" აღსრულების ეროვნული ბიუროს N09/10-66; 22.08.20-0 წლის განკარგულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ნ-----–----------------------------.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.სს "ვ-----------------------მ" აღსრულების ეროვნული ბიუროს N09/10-66; 22.08.2010 წლის განკარგულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ნ-----–----------------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-21.06.2017 წელს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სს „ვ------------------------“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ფ-------–----------იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ უნდა იქნას სს „ვ------------------------“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ნ-----–----------------------------, საკადასტრო კოდი: 0-.0-.1--6--.0-.0-- და სს „ვ------------------------“ უძრავი ქონება უნდა გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

ფ-------–----------იას სს „ვ------------------------“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამონაწერის განახლების საფასურის 11 ლარის გადახდა.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვლებლივ აღსასრულებლად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძლველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისულფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი, თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

 

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს საასრჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, საამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ფ-------–----------იამ მოსარჩელის სს „ვ------------------------“ სარჩელი ცნო.

 

მდენად, საასმართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახ. ბაჟის გადახადისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ფ-------–----------იამ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო, ამდენად მხარეები მთლიანად უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სს „ვ------------------------“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება N5, სახ. ბაჟის გადახდის თარიღი: 22 ივნისი 2017 წელი).

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1.სს „ვ------------------------“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2.ფ-------–----------იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას სს „ვ------------------------“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ნ-----–----------------------------, საკადასტრო კოდი: 0-.0-.1--6--.0-.0-- და სს „ვ------------------------“ უძრავი ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

3.ფ-------–----------იას სს „ვ------------------------“ სასარგებლოდ დაეკისროს ამონაწერის განახლების საფასურის 11 ლარის გადახდა.

4.სს „ვ------------------------“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 120 ლარი (საგადასახადო დავალება N5, სახ. ბაჟის გადახდის თარიღი: 22 ივნისი 2017 წელი).

 

5. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვლებლივ აღსასრულებლად.

 

6. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.N3) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე