გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #081310017002195150
საქმე #3/2-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
შესავალი ნაწილი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე სოფიო გაგნიძე
სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი
მოსარჩელე- სო–---–--------------------------------------------------–--------------–---------–--–--------------–------------–--ა
მოსარჩელის წარმომადგენელი - თა-------–------ი
მოპასუხე- ნა----------------ე
დავის საგანი: ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე ნა----------------ეს (პ/ნ 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (გადამხდელის ანგარიში GE 24 NB 03 30 100 200 165 022, სახაზინო კოდი 30 200 99 21, მიმღები- ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური) დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძველი:
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის წალკის რაიონულ განყოფილებას, 2017 წლის 22 ივნისის № 04/40701 კორესპონდენციის საფუძველზე, წარმოებაში აქვს წალკის მუნიციპალიტეტი, სოფ. სამებაში მცხოვრები ნა----------------ის (პ/ნ.5----------) საქმე, რომელიც ეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად აღებული საარსებო შემწეობის უკან დაბრუნებას. ნა----------------ის ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში (დახმარების დანიშვნის თარიღი – 17/07/2015) და სარეიტინგო ქულა შეადგენდა: 58,490-ს რაზეც, საქართველოს მთავრობის დადგენილების(№145, 28.07.2006 წ) მე-6 მუხლის 3-ე პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი, ითვალისწინებს - სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილ, საარსებო შემწეობის მიღებას შემდეგი, განსაზღვრული, ოდენობით: ოჯახის ყველა წევრზე - 40 ლარი. სოციალური დახმარების დანიშვნის ფორმის შევსებისას, ოჯახი გაეცნო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი და 2-ე პუნქტებით გათვალისწინებულ უფლება/მოვალეობებს და მათი დარღვევის შემთხვევაში გამოწვეულ შედეგებს. აღნიშნული ფაქტი დასტურდება სოციალური დახმარების დანიშვნის განცხადებაზე ნა----------------ის ხელმოწერით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 ივნისის № 04/40701 კორესპონდენციით და მასზე თანდართული სიით, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ სოციალური დახმარების მიმღებ ნა----------------ის ოჯახის წევრებს - გუ-–-------------------ს (პ/ნ.5----------) შემოსავლების სამსახურის მიერ, დაუფიქსირდა შემოსავალი, ხოლო აღნიშნული ინფორმაციის განუცხადებლობის გამო, ცენტრალიზებულად შეუწყდათ საარსებო შემწეობის ჩარიცხვა და წარმოეშვათ პასუხისმგებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, აანაზღაურონ ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანი, კერძოდ ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის - 80 ლარის უკან დაბრუნება. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი, ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, რაც გულნაზი საგინაძის ოჯახის მხრიდან არ მომხდარა. აღნიშნული ოჯახი არ წარმოადგენს საარსებო შემწეობის მიმღებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე შეუძლებელია, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ზედმეტად გაცემული თანხის უკან დაბრუნება. ამავე დადგენილების მე-9 პრიმა მუხლის ,,ბ" პუნქტის თანახმად - ,,თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად". აღნიშნულზე ოჯახს გაეგზავნა გაფრთხილება/შეტყობინებები, რასაც არავითარი შედეგი არ მოჰყოლია (წარმოდგენილია - გაფრთხილება/შეტყობინებები). აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ აღძრული იქნა სარჩელი და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაგებელი და არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე;
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2015 წლის 17 ივლისს სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონულ განყოფილებას სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართა ნა----------------ემ და ითხოვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი ოჯახისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამასთან ერთად განაცხადა, რომ იღებენ ვალდებულებას დაუყოვნებლივ აცნობონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში ცვლილების და/ან იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს მათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თამარ ბერიძის 2015 წლის 17 ივლისის განცხადება, ს.ფ.23.
3.2. ნა----------------ის ოჯახს 2015 წლის 17 ივლისიდან დანიშნული ჰქონდა სოციალური დახმარება. მათი ოჯახი შედგება ორი წევრისაგან: ნა----------------ე, გუ-–-------------------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება, ს.ფ 24;
3.3. 2017 წლის 22 ივნისის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს №04/40701 წერილით გაეგზავნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების მონაცემები, რომლებსაც სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე მოპოვებული აქვთ საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება და ამავე დროს: 4. რომელთა წევრ(ებ)საც შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი და არ აცნობეს სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, ცენტრალიზებულად შეუწყდათ რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.
და დაევალათ:.. 3. მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წერილობით აცნობოთ ოჯახებს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (მიზეზის მითითებით) 2 კვირის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ, ოჯახი წარმოადგენს ცნობას შემოსავლების სამსახურიდან, რომ შემოსავალი არ მიუღია, რეგისტრაციის აღდგენის საკითხის განსახილველად წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.
10. განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების მიზნით, “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-181 მუხლის შესაბამისად.
11. შესასრულებელ სამუშაოზე რეაგირებასთან დაკავშირებით კონტროლი ევალება სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრების, აჭარის ავტონომიურირესპუბლიკის ფილიალისა და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსებს.
აღნიშნულ წერილს ერთვის შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია, რომ გუ-–-------------------ს დაუფიქსირდა შემოსავალი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 ივნისის #04/40701 წერილი, ს.ფ. 17-22.
3.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილების 2017 წლის 31 ივლისის 04-14-04/856 წერილით ნა----------------ეს ეცნობა, რომ სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ, კერძოდ მისი ოჯახის წევრს გუ-–-------------------ს პ/ნ 5----------, 2017 წლის აპრილსა და მაისში დაერიცხა ხელფასი, რომლის შესახებაც მათ არ აცნობეს სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონულ განყოფილებას დადგენილ ვადაში. მათთვის ცნობილია, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თმათმა ოჯახმა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის მიზნით, განაცხადის შევსებისას და სააგენტოში ჩაბარებისას, რიგ სხვა ვალდებულებებთან ერთად, დაადასტურა თანახმობა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ, სააგენტოსათვის ეცნობებინა ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. მათი ოჯახის მხრიდან, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ადგილი აქვს ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) არასწორად გაცემას, რაც, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, განაპირობებს სააგენტოს გადაწყვეტილებას, დაგაკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება. თქვენი ოჯახის მხრიდან დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს 80 ლარს. ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, ეთხოვათ ერთი თვის ვადაში, გამოცხადდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონულ განყოფილებაში. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი, კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, დაეხმარებათ ამ ვალდებულების შესრულებისათვის მათთვის მისაღები, ოპტიმალური პირობების განსაზღვრაში და გაუწევთ საჭირო კონსულტაციას. ისინი უფლებამოსილი არიან სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში გამოცხადების გარეშე, იმავე ვადაში, აღადგინონ არასწორად მიღებული თანხა და წარმოადგინონ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ ფლობენ ზემოაღნიშნულისაგან განსხვავებული ინფორმაციის დამადასტურებელ დოკუმენტურ მტკიცებულებებს, რაც განაპირობებს მათი ოჯახის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ცვლილებას, ეთხოვათ, წარმოუდგინოთ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს. ეცნობათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების სადავოდ ქცევა შეუძლიათ ადმინისტრაციული საჩივრით, სააგენტოს ცენტრალურ აპარატში ქ. (თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N.144) ან სასარჩელო განცხადებით სასამართლოში (ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N11).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების 2017 წლის 21 ივლისის წერილი, ს.ფ. 26-27.
3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილების 2017 წლის 07 სექტემბრის #04-14-04/1022 წერილით ნა----------------ეს განმეორებით ეცნობა, სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ, კერძოდ მისი ოჯახის წევრს გუ-–-------------------ს პ/ნ 5---------- დაერიცხა ხელფასი, რომლის შესახებაც თქვენ არ აცნობეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დადგენილ ვადაში. აღნიშნული ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუცხადებლობის გამო, მათ ოჯახს წარმოეშვა პასუხისმგებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, აანაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანი, რაც შეადგენს 80.00 ლარს. ვალდებულების დარღვევისა და პასუხისმგებლობის წარმოშობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მათ გაფრთხილება გამოგეგზავნათ სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილების მიერ 2017 წლის 31 ივლისს N04-14-04/856 წერილით. ამ გაფრთხილებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის გამო, განმეორებით შეატყობინეს წარმოშობილი ვალდებულება, აღადგინოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არასწორად მიღებული 80.00 ლარი არა უგვიანეს 2017 წლის 10 ოქტომბრამდე. ამ შეტყობინებაში მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მიმართავს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს. აღნიშნული გადაწყვეტილების სადავოდ ქცევა შეუძლიათ ადმინისტრაციული საჩივრით, სააგენტოს ცენტრალურ აპარატში (თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N144) ან სასარჩელო განცხადებით სასამართლოში(ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N11).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილების 2017 წლის 07 სექტემბრის წერილი, ს.ფ. 28-29.
3.6. სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის მაია იოსელიანის 2017 წლის 08 ნოემბრის #351 მოხსენებითი ბარათის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გადმოგზავნილი 2017 წლის 19 მაისის #04/31982 და 2017 წლის 22 ივნისის # 04/40701 წერილებით დაევალათ ეცნობებინათ ოჯახებისათვის, რომელთა წევრებსაც შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი და არ აცნობეს სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ორი კვირის განმავლობაში. ოჯახებისათვის ზედმეტად დარიცხული თანხები 2017 წლის 3 ივლისს ელექტრონული ფაილის სახით სოციალური მომსახურების სააგენტოში საკანცელარიო პროგრამაში ,,MOZILA FIREBOX", ს.ს ,,ლიბერთი ბანკიდან " 2017 წლის ივლისის თვეში სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე უკან დასაბრუნებელი თანხების რეესტრით გამოითხოვეს ანგარიშზე არსებული ზედმეტად დარიცხული თანხები შემდეგ ოჯახებზე: 2.0------------თანხის მიმღები პირი ნა----------------ე პ/ნ 5----------. ბენეფიციარის ანგარიშზე თანხა არ აღმოჩნდა, შემდგომ ამისა გაიგზავნა მოქალაქეებთან გაფრთხილებები და შეტყობინებები. ს/კ 0------------ უფლებამოსილ პირს ნა----------------ეს პ/ნ 5---------- გაფრთხილება გაეგზავნა წერილით N04-14-04/856 31 ივლისს, რომელიც ოჯახს არ ჩაბარდა გზავნილი განყოფილებაში დაბრუნდა 04.08.2017 წ ჩაუბარებლობის მიზეზი არ არის დაფიქსირებული. ხოლო შეტყობინება გაიგზავნა N04-14-04/1022 2017 წლის 7 სექტემბერს 08.09.2017წ . სადავო თანხაა 80.00 ლარი.(სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე დასაბრუნებელია 2017 წლის მაისის თვის ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობა).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის მაია იოსელიანის მოხსენებითი ბარათი, ს.ფ. 30.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე, 991-ე მუხლები, ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის” მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადაც განსაზღვრულია ოჯახის უფლება-მოვალეობანი განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების, ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;
ამავე დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ არ შეასრულა მისი ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულება და არ აცნობა მოსარჩელეს, რომ შეიცვალა მათი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა, ნა----------------ის ოჯახის წევრი გუ-–------------------- დასაქმდა და მან მიიღო შემოსავალი, აღნიშნულით კი დაარღვია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 გადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნები. ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომ შემოსავალი არ მიუღია. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობით ნა----------------ის ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა სოციალური დახმარება 80 ლარი. ასევე, დადგენილია, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია. იგი პროცესზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში, ხოლო 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხემ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ზედმეტად მიიღო სოციალური დახმარება 80,00 (ორასსამოცი) ლარის ოდენობით, კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე შეძენილი კი, ზემოხსენებული ნორმის თანახმად, შემძენისაგან უკან დაბრუნებას ექვემდებარება.
ზემოაღნიშნული ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, ნა----------------ე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სო–---–-------------------------------------------------–--------------–---------–--–--------------–------------–--ის სარჩელი ნა----------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ნა----------------ეს (პ/ნ 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (გადამხდელის ანგარიში GE 24 NB 03 30 100 200 165 022, სახაზინო კოდი 30 200 99 21, მიმღები- ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური) დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდა.
3. მხარეები განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) წალკის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. წალკა, 25 მარტის ქ. 66) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე სოფიო გაგნიძე