განაჩენი

სისხლის სამართლის 25.01.2018
საქმის ნომერი
190100117002121035
თარიღი
25.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/486-17

( N012230917001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 იანვარი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მამია ფხაკაძემ

ბადრი ოთარაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნუგზარ მახათაძის,ბრალდებულ - ფ--------------------–-–---–ის,ადვოკატ - რ----------–---–ის,მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:

 

ფ---------------------------------–-–---–-------------------–-------–-–-------------------------------–----------–------------------------–----–----------–---------------------–---------------–-----------------------------------–---------------------------–--–-------------------------–----------------------------------------–------------------------------------–--–---–---------------------------–----–---------–--–-------–-------------–---------–------------–-------------------------–----------–--–--------------------.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 23 სექტემბერს, ქ.რუსთავში, ზ-----–--–---–-----------ში მცხოვრებ მ---------------–---–ს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისმა მეუღლემ, ფ--------------------–-–---–მა, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს მისცა შენიშვნა, თუ რატომ გაჰქონდა ავტოფარეხიდან ოჯახის კუთვნილი ნივთები, მცირეწლოვანი შვილების, 2----–-–----- ივნისს დაბადებული თ-------------------–-–---–ისა და 2----–-–---- ივნისს დაბადებული გ------------------–-–---–ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მ---------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად სხეულზე მრავლობითი ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 23 სექტემბერს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. ბარათი შედგენილია გამომძიებელ ხ-------------ის მიერ. ბარათის მიხედვით, 2017 წლის 23 სექტემბერს მ---------------–---–ს მეუღლემ ფ--------------------–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

(ტ.1. ს.ფ. 1)

 

სასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა პროკურორის 2017 წლის 6 დეკემბრის შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულიყო გამოძიების ეტაპზე დაზარალებულად ცნობილი მ---------------–---–ის მოწმის და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები, ვინაიდან პროკურორის მიერ წარმოდგენილი ცნობით, მ---------------–---–მა 2017 წლის 25 სექტემბერს დატოვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით და საქართველოში აღარ დაბრუნებულა, რაც შეუძლებელს ხდიდა დაზარალებული წარმოდგენილიყო სასამართლო სხდომაზე და დაკითხულიყო მხარეთა მონაწილეობით. წერილობით შუამდგომლობასთან ერთად, პროკურორმა წარმოადგინა მ---------------–---–ის მიერ საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ცნობა, დათარიღებული 2017 წლის 06 დეკემბრით. (ტ.2, ს.ფ. 150-153)

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მ-----------------–---–ის გამოძიებაში მოწმის სახით მიცემული ჩვენების მიხედვით, მ---------------–---–ი 5 წელია იმყოფება არაოფიციალურ ქორწინებაში ფ--------------------–-–---–თან. იგი, მეუღლესთან - ფ--------------------–-–---–თან და მცირეწლოვან შვილებთან: გ------ი და თ-------------------–-–---–ებთან ერთად, ქირით ცხოვრობდა ქ. რუსთავში, ზ------–-–---–-----------ში. 2017 წლის 23 სექტემბერს, მ---------------–---–ი მშობლებთან: ა--------------–---–თან, ეთერი გულაღაშვილთან და შვილებთან ერთად ბრუნდებოდა რაიონიდან ქ.რუსთავში. დაახლოებით 01:00 საათზე, როდესაც მოძრაობდნენ მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანიდან დაინახა მეუღლე ფ--------------------–-–---–ი, რომელსაც მათ მიერ ნაქირავები ავტოფარეხიდან გაჰქონდა ავტომანქანის ნაწილები. მოწმის განმარტებით, ფ---------ს შეხვედრისთანავე უთხრა, რომ დარეკავდა პოლიციაში და მოუყვებოდა ავტომანქანის ნაწილებზე. ფ---------თან ერთად ადგილზე იმყოფებოდა მისი ძმა გ------------------–-–---–ი. მ---------------–---–მა დაპირებისამებრ ტელეფონზე აკრიფა ნომერი 112, რაზეც ფ--------------------–-–---–ი გაბრაზდა, მივიდა მასთან და ხელი მოუჭირა ყელზე, რა დროსაც მ---------------–---–მა იგრძნო ტკივილი. მოწმის განმარტებით, ფ--------------------–-–---–ის მიერ მასზე ფიზიკური ძალადობისას იქვე იყვნენ მამა - ა--------------–---–ი და დედა - ე----------–----–---–ი, რომლებიც ცდილობდნენ, შეეჩერებინათ მოძალადე, თუმცა ფ--------------------–-–---–მა მაინც მოახერხა მისთვის მკლავებისა და ნიკაპის არეში დარტყმა. კონფლიქტის მიმდინარეობისას მ---------------–---–მა მოახერხა 112-ში დარეკვა და აღელვებისა და ნერვიულობის გამო, რადგან ვერ საუბრობდა და ხმაც კი დაკარგა, ოპერატორს გაუგებრად გადასცა, რომ ჰქონდა კონფლიქტი. მოწმის განმარტებით, იმ მიზნით, რომ თავი დაეხსნა ფ--------------------–-–---–ისგან, უკბინა მას ხელზე, სხვაგვარი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მისივე განმარტებით, ფ--------------------–-–---–ის მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტს ასევე შეესწრნენ მისი მცირეწლოვანი შვილები და განიცადეს მომხდარი.

 

მ---------------–---–მა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მიუთითა, რომ ფ--------------------–-–---–ის მხრიდან მის მიმართ ძალადობას ადგილი ჰქონდა 2017 წლის 21 სექტემბერს და ამ შემთხვევაშიც ძალადობას ესწრებოდნენ მათი მცირეწლოვანი შვილები. კონფლიქტის მიზეზი იყო ის, რომ ფ--------------------–-–---–ს სთხოვდა შვილებისათვის საარსებო ფულს. (ტ.1. ს.ფ. 4-6)

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მ----------------–---–ის გამოძიებაში დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებით, დასტურდება მის მიერ გამოძიებაში მოწმის სახით მიცემული ჩვენება. იგი განმარტავს, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს ფ--------------------–-–---–მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც ესწრებოდნენ მისი მშობლები და მცირეწლოვანი შვილები გ------ი და თ-------------------–-–---–ები. ძალადობა მცირეწლოვანმა ბავშვებმა მძაფრად აღიქვეს და გაუჭირდა მათი დაწყნარება. ამ შემთხვევაშიც მ---------------–---–ი მიუთითებს, რომ ძალადობის მიზეზი გახდა მისი შენიშვნა ფ--------------------–-–---–ისადმი, თუ რატომ გაჰქონდა ავტოფარეხიდან ოჯახის კუთვნილი ნივთები. მ---------------–---–ის განმარტებით, მისი მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. (ტ.1. ს.ფ 61-62)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა---------------–---–მა განმარტა, რომ მისი შვილი მ---------------–---–ი 6 წელია დაქორწინებულია ფ--------------------–-–---–ზე და ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი. ქორწინების პერიოდში არაერთხელ მოსვლიათ კონფლიქტი, რის გამოც შორდებოდნენ და შემდგომ ისევ რიგდებოდნენ. მისივე განმარტებით, ფ--------------------–-–---–ის მიმართ მ---------------–---–ზე ძალადობის გამო გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელი, თუმცა მაინც აპატიეს და ცოლ-ქმარი შერიგდნენ.

 

მოწმის ჩვენებით, 2017 წლის 21 სექტემბერს, მ---------------–---–სა და ფ--------------------–-–---–ს შორის მოხდა კონფლიქტი მათ საცხოვრებელ ბინაში ქ. რუსთავში, რისი მიზეზიც გახდა ფ--------------------–-–---–ის ეჭვიანობა მ---------------–---–ის მიმართ, რომ ჰყავდა საყვარელი, ვინაიდან ამ უკანასკნელს გზად ვიღაცამ აჩუქა ბროშურა. ამ კონფლიქტის შემსწრე გახდა თვითონ ა--------------–---–ი, რომელიც იმ დროს მათთან იმყოფებოდა. მოწმის ჩვენებით, მ---------------–---–სა და ფ--------------------–-–---–ს შორის სიტყვიერი კონფლიქტი არ გადაზრდილა ფიზიკურ ძალადობაში. ა--------------–---–ის თხოვნის მიუხედავად, რომ არ დაენგრია ოჯახი, ფ--------------------–-–---–ი მაინც წავიდა სახლიდან და დატოვა ოჯახი. მოწმის ჩვენებით, ფ--------------------–-–---–ის სახლიდან წასვლის შემდეგ მისი შვილი მ---------------–---–ი მცირეწლოვან შვილებთან ერთად წაიყვანა სოფელ კაკაბეთში, თავის საცხოვრებელ სახლში.

 

2017 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ა--------------–---–ი, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, მეუღლესთან - ე----------–----–---–თან, შვილთან - მ---------------–---–თან და მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად, ს------–----------დან გაემგზავრა ქ. რუსთავში, რათა დაეცალათ მ---------------–---–ის ნაქირავები ბინა და წაეღოთ მათი პირადი ნივთები. იმავე დღეს, დაახლოებით 00:00 საათზე, უახლოვდებოდნენ რა მ---------------–---–ის ნაქირავებ ბინას ქ. რუსთავში, შეამჩნიეს, რომ ფ--------------------–-–---–ი ავტოფარეხიდან ლითონის ნივთებს ტვირთავდა „მარშუტკის“ ტიპის „ფორდის“ მარკის ა/მანქანაში. ფ--------------------–-–---–ის დანახვისთანავე, მ---------------–---–მა მოითხოვა მანქანის გაჩერება. ა--------------–---–მა მისი კუთვნილი ავტომანქანა გააჩერა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაახლოებით სამი მეტრით გასცდა ფ--------- ობეთელაშვილის ნაქირავებ ავტოფარეხს და ავტომანქანას, რათა მის შვილს და სიძეს მისცემოდათ შესაძლებლობა განმარტოებით ესაუბრათ. მ---------------–---–ის ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ, ა--------------–---–მა გაიგონა, რომ მისი შვილი მიმართავდა ფ--------------------–-–---–ს ჩუმად, რატომ იპარავდა და ყიდდა ჯართს, ფული შვილებისთვის მოეხმარებინა, ამასთან მიმართა სიტყვებით, რომ იყო მატყუარა და არაკაცი. ჩხუბის დაწყება და პირველი დარტყმა ა--------------–---–ს არ დაუნახავს, თუმცა ესმოდა წივილ-კივილის ხმა და დაინახა, რომ ფ--------------------–-–---–ს თმებით ჰყავდა დაჭერილი მ---------------–---–ი და მუშტებით ცემდა თავისა და მხრების არეში. შვილის საშველად წასულმა ა--------------–---–მა დაინახა, რომ ავტომანქანაში, რომელშიც ფ--------------------–-–---–ი ტვირთავდა ლითონის ნივთებს, საჭესთან იჯდა მისი ძმა, რომელმაც ავტომანქანა გადააყენა (ავტოფარეხის მიმდებარე ტერიტორიიდან) უშუალოდ კონფლიქტის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით. თუმცა, ფ--------------------–-–---–ი განაგრძობდა მ---------------–---–ის ცემას და თან მიათრევდა ავტომანქანისკენ, სადაც მიიმწყვდია მანქანის კართან და სცემდა. ა--------------–---–მა სიკოჭლის გამო დროულად ვერ მოახერხა მიშველებოდა მის შვილს და გაეშველებინა. ა--------------–---–ის ჩვენებით, ფ--------------------–-–---–ის ძმა, რომელიც ავტომანქანის საჭესთან იჯდა და უყურებდა მიმდინარე მოვლენებს, არათუ ცდილობდა ძალადობის შეჩერებას, არამედ როცა ა--------------–---–ი მივიდა მოჩხუბარ ცოლქმართან და ცდილობდა მათ გაშველებას, სავარაუდოდ, სწორედ ავტომანქანის საჭესთან მჯდომმა ფ--------------------–-–---–ის ძმამ ჩაარტყა რაღაც საგანი თავის არეში, რის გამოც არსენ მენოგიშვილს მომდევნო დღეებში თვალზე სისხლჩაქცევა განუვითარდა.

 

მოწმის განმარტებით, ფ--------------------–-–---–ის მხრიდან მ---------------–---–ზე ძალადობას, რაც დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა და აღკვეთილ იქნა პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგ, ავტომანქანიდან უყურებდნენ მათი მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც ტიროდნენ და მისი მეუღლე ე----------–----–---–ი ცდილობდა მათ დამშვიდებას. ა--------------–---–მა დააზუსტა, რომ მ------ მენოგიშვილის მიერ ფ--------------------–-–---–ისთვის კბენის პროცესი არ დაუნახავს, ასევე არ დაადასტურა მ---------------–---–ის მიერ წარსულში თვითდაზიანებების მიყენების ფაქტები.

 

ა--------------–---–ის განმარტებით, მომხდარი ინციდენტის შემდეგ მ---------------–---–ი გაემგზავრა თურქეთში და მუშაობს ქარხანაში. (ტ.2. ს.ფ. 59-90)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხულმა ე----------–----–---–მა განმარტა, რომ ჰყავს შვილი მ---------------–---–ი, რომელიც 6 წელია დაქორწინებულია ფ--------------------–-–---–ზე. თანაცხოვრების პერიოდში მათ არაერთხელ ჰქონიათ კონფლიქტი, რის გამოც შორდებოდნენ, თუმცა შემდეგ ისევ რიგდებოდნენ. მოწმის განმარტებით, მეუღლეთა შორის კონფლიქტის მიზეზი იყო ფ--------------------–-–---–ის ეჭვიანობა მ---------------–---–ის მიმართ.

 

2017 წლის 23 სექტემბრის ფაქტთან დაკავშირებით, მოწმე ე----------–----–---–მა განმარტა, რომ ღამით, დაახლოებით 00:00 საათზე, მის მეუღლესთან-ა--------------–---–თან, შვილთან - მ---------------–---–თან და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ს------–----------დან ჩავიდა ქ. რუსთავში, სადაც მიუახლოვნდნენ რა მ---------------–---–ის ოჯახის დროებით საცხოვრებელ კორპუსს, მ---------------–---–მა შენიშნა ფ--------------------–-–---–ი და ამ უკანასკნელის ძმა გ------------------–-–---–ი, რომლებიც ავტოფარეხიდან ეზიდებოდნენ მანქანის ნაწილებს და ტვირთავდნენ ყვითელი ფერის „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსში. მ---------------–---–მა, საჭესთან მჯდომ ა--------------–---–ს მოსთხოვა გაეჩერებინა ავტომანქანა, რათა გაერკვია, თუ რა ხდებოდა. ავტომანქანის გაჩერებისთანავე მ---------------–---–ი გადავიდა მანქანიდან და ფ--------------------–-–---–ს ჰკითხა, თუ რატომ გაჰქონდა მანქანის ნაწილები გასაყიდად, რამაც გამოიწვია მეუღლეთა კამათი, რაც მალევე გადაიზარდა ჯაჯგურში. მოწმის განმარტებით, მან უშუალოდ დაინახა, ფ--------------------–-–---–ის მხრიდან მ---------------–---–ზე ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, სახეში დარტყმა და თმებში ჩაჭიდებით გათრევა. მისივე განმარტებით, ასევე დაინახა, რომ თმებში წვდომის შემდეგ მ---------------–---–მა ხელზე უკბინა ფ--------------------–-–---–ს. მოწმე ე----------–----–---–ის განმარტებით, ფ--------------------–-–---–ის მხრიდან მ---------------–---–ზე ძალადობას ავტომანქანიდან უყურებდნენ მათი მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც შიშისგან ტიროდნენ და უწევდა რა ბავშვების დამშვიდება, ვერ ახერხებდა შვილის დასახმარებლად მანქანიდან გადასვლას. მისივე განმარტებით, ღამის საათების და ცუდი ხილვადობის გამო, მისგან მოშორებით მიმდინარე კონფლიქტს ვეღარ ხედავდა და ესმოდა მხოლოდ ჩხუბის და ყვირილის ხმა. ფ--------------------–-–---–ის მხრიდან მ---------------–---–ზე განხორციელებულ ძალადობა გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთი და ესწრებოდნენ გასაშველებლად მისული მ---------------–---–ის მამა - ა--------------–---–ი და თვითონ ფ--------------------–-–---–ის ძმა გ------------------–-–---–ი, რომელიც იჯდა მიკროავტობუსის საჭესთან და ჩხუბში არ ჩარეულა.

(ტ.2. ს.ფ.90-121)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის 2017 წლის 23 სექტემბრის #005566017 დასკვნის მიხედვით, დადგენილია, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს, 11:30 საათზე მ---------------–---–ს ობიექტურად აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მარჯვენა ლოყის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევი მოწითალო ფერის მშრალი ფუფხით კანის დონეზე მაღლა, ზომით 2,7x0,2სმ; ასეთივე ხასითის ნაჭდევები აღენიშნებოდა: ნიკაპის მიდამოში ზომით 0,3x0,2სმ; კისრის შუა მესამედის წინა ზედაპირზე ზომით 1,2x0,1სმ; მკერდის ძვლის მიდამოში მეორე ნეკნის დონეზე ზომით 8,7x0,2სმ; და 3,9x0,2სმ; მარჯვენა დელტისებური მიდამოს წინა ზედაპირზე ზომით 1,3x0,3სმ; მარჯვენა მხრის ზედა მესამედის გარეთა ზედაპირზე ზომით 2,5x0,1სმ; და ქვედა მესამედის შუა ზედაპირზე 2,4x0,2სმ; მარცხენა მხრის შუა მესამედის შიგნითა ზედაპირზე აღენიშნებოდა მუქი მოწითალო - მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2,5x2,1სმ; ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა: შუბლის მიდამოში ზომით 2,1x2სმ; მარჯვენა მხრის შუა მესამედის წინა ზედაპირზე ზომით 3,5x2,8სმ. მარცხენა წინამხრის ზედა მესამედის წინა გარეთა ზედაპირზე აღენიშნებოდა მოვარდისფრო, მორბილო ნაწიბური სწორი კიდეებითა და წამახვილებული კუთხეებით, კანის დონეზე მაღლა, ზომით 3,2x0,4სმ; ასეთივე ხასიათის ნაწიბურები აღენიშნებოდა: მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედის უკანა ზედაპირზე ზომით 1,7x0,2სმ; მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედის უკანა ზედაპირზე ზომით 1,4x0,2სმ; მარცხენა წინამხრის შუა და ზედა მესამედის გარეთა და უკანა ზედაპირზე აღინიშნებოდა მოთეთრო ფერის თხელი მორბილო ნაწიბურები სწორი კიდეებითა და წამახვილებული კუთხეებით, კანის დონეზე, ზომით 3x0,2სმ; 1,2x0,2სმ; და 1,5x0,2სმ.

 

სამედიცინო ექსპერტის მიერ მ---------------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები შეფასდა შემდეგი სახით: მ---------------–---–ს 2017 წლის 23 სექტემბერს ობიექტური შემოწმებით აღენიშნება მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ნაკვეთი ჭრილობების შეხორცების შემდგომი ნაწიბურები ორივე ზედა კიდურის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მოქმედებით; დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს, ხოლო ნაწიბურები ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს (უფრო ძველია). (ტ.1. ს.ფ.51-53)

 

ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის 2017 წლის 23 სექტემბრის #005566417 დასკვნის მიხედვით, დადგენილია, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, შეზღუდული ხელოვნური განათების პირობებში ფ--------------------–-–---–ს ობიექტურად აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მარჯვენა წინამხრის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე აღენიშნება ნაჭდევი მოწითალო ფერის მშრალი ფუფხით კანის დონეზე ოდნავ მაღლა ზომით 1,7x1,4სმ. ხერხემლის მიდამოში დუნდულების მაღლა აღენიშნება სწორკიდეებიანი, მოთეთრო ფერის, მორბილო ნაწიბური კანის დონეზე ზომით 8,1x0,1სმ.

 

სამედიცინო ექსპერტის მიერ ფ--------------------–-–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები შეფასდა შემდეგი სახით: ფ--------------------–-–---–ს 2017 წლის 23 სექტემბერს, ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევი ზედა კიდურის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; ასევე აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობის შეხორცების შემდგომი ნაწიბურები წელის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით 1,5 წელზე მეტისაა. (ტ.1. ს.ფ.54-56)

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტმა ა-–-------------–---–მა სრულად დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და განმარტა, რომ მ---------------–---–ს 2017 წლის 23 სექტემბერს ობიექტური შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, რაც მიყენებული უნდა ყოფილიყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ასევე ნაკვეთი ჭრილობების შეხორცების შემდგომი ნაწიბურები ორივე ზედა კიდურის მიდამოში, რაც მიყენებული უნდა ყოფილიყო რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მოქმედებით. ექსპერტის შეფასებით დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს, ხოლო ნაწიბურები ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს, ვინაიდან უფრო ძველია.

 

ექსპერტმა ასევე დაადასტურა ამავე საქმეზე მის მიერ გაცემული მეორე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და განმარტა, რომ ფ--------------------–-–---–ს 2017 წლის 23 სექტემბერს ობიექტური შემოწმებისას აღენიშნება ნაჭდევი ზედა კიდურის მიდამოში, რაც მიყენებული უნდა ყოფილიყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მანვე განმარტა, რომ ფ--------------------–-–---–ს ასევე აღენიშნებოდა 1.5 წელზე მეტი ხანდაზმულობის ნაკვეთი ჭრილობის შეხორცების შემდგომი ნაწიბურები წელის მიდამოში, რაც მიყენებული უნდა ყოფილიყო რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით.

 

დამატებით დასმულ კითხვაზე - შეეძლო თუ არა დაზარალებულ მ---------------–---–ს სხეულზე არსებული დაზიანებები მიეღო თვითდაზიანების შედეგად? ექსპერტმა განმარტა, რომ აღნიშნულს ვერ გამორიცხავს და ვერც დაადასტურებს, ვინაიდან ეს საკითხი მის კომპეტენციას სცილდება და აღნიშნული წარმოადგენს კომპლექსური ექსპერტიზის უფლებამოსილებას. (ტ.2. ს.ფ.1-4-1-8)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ხ-------------ემ, განმარტა, რომ 2017 წლის სექტემბერში რუსთავის საქალაქო სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე მის მიერ დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში ჩაატარა რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა განცხადების ავტორი მ---------------–---–ი, უშუალო ფაქტის შემსწრე მოწმეები ა--------------–---–ი, ეთერი გულაღაშვილი და სხვა მოწმეები, ასევე დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები მ---------------–---–ის და ფ--------------------–-–---–ის მიმართ. გამოითხოვა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებებიდან, მოახდინა ბრალდებულის დაკავება და ბრალის წარდგენა. პროკურორის შეკითხვაზე დამატებით მოწმემ განმარტა, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება მის მიერ განხორციელდა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. (ტ.2. ს.ფ.156-159)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N01166071-49 და N01166071-18 დაბადების მოწმობებით დადაგენილია, რომ მ---------------–---–ს და ფ--------------------–-–---–ს ჰყავთ საერთო შვილები: 2015 წლის 08 ივნისს დაბადებული გ------------------–-–---–ი და 2----–-–----- ივნისს დაბადებული თ-------------------–-–---–ი. (ტ.1. სფ. 8-9)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სსიპ 112-ზე შესული N------- შეტყობინებით, დადგენილია, რომ 2017 წლის 23 სექტემბრის 01:16:20 საათზე, 01:17:49 საათზე, 01:17:53 საათზე, 01:17:56 საათზე და 01:18:28 საათზე მ---------------–---–ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრიდან 592122064 განხორციელდა შეტყობინება, რომლის მიხედვით: ქვემო ქართლში, ქ. რუსთავში, ზ------–--–---–----------3-ში სახეზეა ოჯახური კონფლიქტი/ძალადობა. შეტყობინების მიხედვით ოპერატორი ვარაუდობს, რომ ინიციატორი, ეჩხუბება ქმარს, საუბრობს არაკორექტულად და ნასვამია. (ტ.1. სფ. 2)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სსიპ 112-ზე შესული N2290540 შეტყობინებით, დადგენილია, რომ 2017 წლის 23 სექტემბრის 01:19:44 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრიდან 568624712 განხორციელდა შეტყობინება, რომლის მიხედვით: ქვემო ქართლში, ქ. რუსთავში, ზ------–--–---–----------50-თან შეტყობინების ინიციატორს ფ--------------------–-–---–ს მეუღლესთან აქვს კონფლიქტი. (ტ.1. სფ. 3)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის N3-58-17 გადაწყვეტილებით, ფ-------------------–-–---–ი ცნობილი იქნა მოძალადედ, ხოლო მ---------------–---–ი ძალადობის მსხვერპლად და დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც, მოძალადე ფ--------------------–-–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან მ---------------–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.(ტ.1. ს.ფ.45-48)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 აპრილის N4-176-17 დადგენილებით, ფ--------------------–-–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) ჩადენისათვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 03 (სამი) დღის ვადით. (ტ.1. ს.ფ.38-43)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულის ძმამ, გ------------------–-–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ძმასთან ფ--------------------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა რა ქ. რუსთავში და ფ--------------------–-–---–ის ავტოფარეხიდან, მის კუთვნილ მიკროავტობუსში ტვირთავდნენ ავტომანქანის ნაწილებს, მოულოდნელად მათთან მივიდნენ მ---------------–---–ი და ა--------------–---–ი. მისვლისთანავე მ---------------–---–მა ფ--------------------–-–---–ს დაუწყო ყვირილი ,,სად მიგაქვს მანქანის ნაწილები, ჩემი შვილების არისო“. ამასთანავე, დაუწყო ჯაჯგური. ფ--------------------–-–---–ი ამშვიდებდა მ---------------–---–ს და სთხოვდა თავი დაენებებინა, მაგრამ მ------ი არ ეშვებოდა, ყვიროდა და აგინებდა მას. მოწმის განმარტებით, ვითარების განმუხტვის მიზნით დაკეტეს ავტოფარეხი, რის შემდეგაც თვითონ დაჯდა მიკროავტობუსის საჭესთან და გადააყენა დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით. თავის მხრივ, ფ--------------------–-–---–ი ფეხით მიყვებოდა მისი მართვის ქვეშ არსებულ მიკროავტობუსს, ხოლო მ---------------–---–ი ეჯაჯგურებოდა ფ--------------------–-–---–ს არ აძლევდა ა/მანქანაში ჩაჯდომის საშუალებას, თან სთხოვდა არ წასულიყო და შერიგებოდა. მოწმის ჩვენებით, ჯაჯგურის შედეგად მ---------------–---–მა ფ--------------------–-–---–ს მაისური შემოახია. ამავე დროს ჯერ მ---------------–---–მა და შემდეგ ფ--------------------–-–---–მა დარეკეს სსიპ-112-ში.

 

მოწმის განმარტებით, მან მეორეჯერაც გადააყენა მიკროავტობუსი უკვე 50-60 მეტრის მოშორებით, თუმცა ამ შემთხვევაშიც ფ--------------------–-–---–ი კვლავ ფეხით მიყვებოდა, ვინაიდან მ------ ო--------–-–---–ი არ ეშვებოდა, წინააღმდეგობის, ჯაჯგურის და თხოვნის მიუხედავად, ფ--------------------–-–---–მა სცადა მანქანაში ჩაჯდომა, რა დროსაც მ---------------–---–მა ფ---------ს უკბინა ხელზე. კბენის შედეგად მიყენებული ტკივილის გამო ფ---------მა იყვირა და ძმას სთხოვა დახმარება. ფ--------------------–-–---–ის ყვირილის ხმაზე მათთან მივიდა მ------ის მამა ა--------------–---–ი და მ------ს შეაგინა დედის მისამართით, და ხელიც გაარტყა. სწორედ ამ დროს მივიდა პოლიცია და ფ--------------------–-–---–ი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

 

მოწმემ დამატებით კითხვებზე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე ხილვადობა იყო კარგი, ფ--------------------–-–---–ს ხელი არ დაუკარებია მ---------------–---–ისთვის, მხოლოდ სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. მოწმის განმარტებით, მ---------------–---–ის დედა-ე----------–----–---–ი იჯდა ა--------------–---–ის მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში და გადმოვიდა მხოლოდ პოლიციის მოსვლისას. მოწმის განმარტებით, ა--------------–---–ის ავტომანქანაში ისხდნენ თუ არა მისი ძმის არასრულწლოვანი შვილები, არ იცის.

(ტ.2. ს.ფ.169-173)

 

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხულმა ბრალდებულმა ფ--------------------–-–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 21 სექტემბერს მეუღლესთან-მ---------------–---–თან მოუვიდა კამათი, რისი მიზეზიც გახდა მ---------------–---–ის მიერ საჩუქარად მიღებული წიგნი და ტკბილეული, რომელიც მათი არასრულწლოვანი შვილის გადმოცემით, აჩუქა უცნობმა მამაკაცმა. ბრალდებულის განმარტებით, მას შემდეგ, რაც დაინტერესდა, თუ ვინ იყო ის მამაკაცი, რომელმაც მას აჩუქა აღნიშნული წიგნი, მ---------------–---–მა დაიწყო არაადეკვატური ქცევა, კერძოდ: თავს ურტყამდა კედელს და იატაკს, ამასთან ყვიროდა, რომ თუ გაშორდებოდა გადახტებოდა ფანჯრიდან.

 

მ---------------–---–ის ქცევების შესახებ ფ--------------------–-–---–მა შეატყობინა მ---------------–---–ის მამას, ძმას და დედას, რომლებსაც მოსთხოვა ქ. რუსთავში ჩასვლა და შვილისთვის ყურადღების მიქცევა. გარდა აღნიშნულისა, ფ--------------------–-–---–მა სსიპ-112-ის მეშვეობით გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც გამოცხადებისას მ---------------–---–ს გაუკეთა დამამშვიდებელი მედიკამენტები. მომხდარიდან დაახლოებით 03 საათში, ფ--------------------–-–---–ის და მ---------------–---–ის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მივიდა მ---------------–---–ის მამა - ა--------------–---–ი, რომელსაც ფ---------მა მოუყვა მომხდარის შესახებ და უთხრა, რომ აღარ სურდა მ------თან ცხოვრება, რის შემდეგაც დატოვა სახლი და წავიდა მის ძმასთან ქ. თბილისში, ხოლო შემდეგ გაემგზავრა სოფელში.

 

ბრალდებულ ფ--------------------–-–---–ის განმარტებით, 2017 წლის 23 სექტემბერს დაახლოებით 01:00 საათზე, მის ძმასთან-გ------------------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ. რუსთავში, მის მიერ ნაქირავებ ავტოფარეხში და გ------------------–-–---–ის დახმარებით, ამ უკანასკნელის კუთვნილ მიკროავტობუსში ტვირთავდა მის მიერ შეძენილ ავტონაწილებს. ამ დროს მათთან მივიდა მ---------------–---–ი და დაუწყო ყვირილი: სად მიგაქვს მანქანის ნაწილები, ჩემი შვილების არისო. თავის მხრივ ფ--------------------–-–---–ი ამშვიდებდა მ---------------–---–ს და სთხოვდა თავი დაენებებინა, თუმცა მ------ი არ ეშვებოდა, ეჯაჯგურებოდა, აგინებდა, ემუქრებოდა, რომ უნდა დავრეკო პოლიციაში და წაგართვა ნაწილებიო. იქვე მყოფმა გ------------------–-–---–მა დაკეტა ავტოფარეხი და მისი მიკროავტობუსი გადააყენა მოშორებით. ფ--------------------–-–---–ი ცდილობდა მისი ძმის მართვის ქვეშ არსებულ მანქანაში ჩაჯდომას, მაგრამ მ---------------–---–ის ჯაჯგურის გამო ვერ მოახერხა. ფ--------------------–-–---–ის ჩვენებით, მასთან და მ---------------–---–თან მივიდა მ------ის მამა ა--------------–---–ი, რომელმაც ფ---------ს მოუწოდა დაერტყა მ------ისთვის, თუმცა მას არ დაურტყამს. ამ პერიოდში მ------ი განაგრძობდა ჯაჯგურს. ბრალდებულის განმარტებით, მან, მ------ის თავიდან მოშორების მიზნით, დარეკა 112-ში. ამ პერიოდში, მისმა ძმამ უფრო მოშორებით გადააყენა მანქანა და როდესაც ის უკვე უნდა ჩამჯდარიყო ავტომანქანაში, მ------მა მას ხელზე უკბინა. ბრალდებულის განმარტებით, მას მ---------------–---–ისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

ბრალდებულმა დამატებით შეკითხვებზე პასუხის დროს განმარტა, რომ მას მ---------------–---–ისთვის არც 2017 წლის 21 სექტემბერს და არც 23 სექტემბერს არანაირი დაზიანება არ მიუყენებია. ასევე განმარტა, რომ მანქანაში ა--------------–---–თან ერთად იმყოფებოდა მ------ის დედა ე----------–----–---–ი, ხოლო ბავშვები არ დაუნახავს. (ტ.2. ს.ფ.173-178)

 

სასამართლოს მოსაზრებით, ბრალდებულ ფ--------------------–-–---–ის და მისი ძმის გ------------------–-–---–ის შეწყობილი ჩვენებები მოკლებულია დამაჯერებლობას და აშკარად მიმართულია ფ--------------------–-–---–ისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა თავად გ------------------–-–---–ის განმარტება, რომ დაინტერესებულია მისი ძმის ფ--------------------–-–---–ის ბედით და არ სურს სასამართლომ მისი ძმის მიმართ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. უფრო მეტიც, ფ--------------------–-–---–ის და გ------------------–-–---–ის ჩვენებები აშკარა წინააღმდეგობაში მოდის მ---------------–---–ის, ა--------------–---–ის და ე----------–----–---–ის ჩვენებებთან, ასევე წინააღმდეგობაშია საქმეზე მოპოვებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მ---------------–---–ის მიმართ ჩატარებულ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, მას სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რომელთა განვითარება იმ ქმდებათა შედეგად, რომელსაც გ------------------–-–---–ი აღწერს, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია. ასევე საყურადღებოა, რომ გ------------------–-–---–ი და ფ--------------------–-–---–ი მათ ჩვენებებში მ---------------–---–ს წარმოაჩენენ რა მოძალადედ და ფ--------------------–-–---–ს მსხვერპლად, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, ვინაიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ფ--------------------–-–---–ს სხეულზე აღენიშნება (ხანდაზმულობით შესაბამისი) შემდეგი დაზიანება: მარჯვენა წინამხრის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე ნაჭდევი მოწითალო ფერის მშრალი ფუფხით კანის დონეზე ოდნავ მაღლა ზომით 1,7x1,4სმ. მ---------------–---–ს კი სხეულზე აღენიშნება (ხანდაზმულობით შესაბამის) შემდეგი დაზიანებები: მარჯვენა ლოყის მიდამოში ნაჭდევი მოწითალო ფერის მშრალი ფუფხით კანის დონეზე მაღლა, ზომით 2,7x0,2სმ; ასეთივე ხასითის ნაჭდევები: ნიკაპის მიდამოში ზომით 0,3x0,2სმ; კისრის შუა მესამედის წინა ზედაპირზე ზომით 1,2x0,1სმ; მკერდის ძვლის მიდამოში მეორე ნეკნის დონეზე ზომით 8,7x0,2სმ; და 3,9x0,2სმ; მარჯვენა დელტისებური მიდამოს წინა ზედაპირზე ზომით 1,3x0,3სმ; მარჯვენა მხრის ზედა მესამედის გარეთა ზედაპირზე ზომით 2,5x0,1სმ; და ქვედა მესამედის შუა ზედაპირზე 2,4x0,2სმ; მარცხენა მხრის შუა მესამედის შიგნითა ზედაპირზე მუქი მოწითალო - მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2,5x2,1სმ; ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი შუბლის მიდამოში ზომით 2,1x2სმ; მარჯვენა მხრის შუა მესამედის წინა ზედაპირზე ზომით 3,5x2,8სმ. ამდენად, მ---------------–---–ის სხეულზე არსებულ დაზიანებათა სიმრავლე, ლოკაცია და მიყენების მექანიზმი სასამართლოს მოსაზრებით, ნათლად მიუთითებს დაზიანებების მიყენების ისეთ მექანიზმზე, როგორსაც აღწერენ ბრალდების მოწმეები: მ---------------–---–ი, ა--------------–---–ი და ე----------–----–---–ი. ის, რომ ფ--------------------–-–---–ის და გ------------------–-–---–ის ჩვენებები მიზნად ისახავს ფ--------------------–-–---–ისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის სრულად არიდებას ან შემსუბუქებას, ნათლად მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მათ არ დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე ბავშვების ყოფნის ფაქტი, რითიც, სასამართლოს მოსაზრებით, შეეცადნენ ეჭვქვეშ დაეყენებინათ ფ--------------------–-–---–ისთვის შერაცხული ბრალდების დამამძიმებელი გარემოება და თუ სრულად არა, ნაწილობივ მაინც შეემსუბუქებინათ მისი სამართლებრივი მდგომარეობა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 30 აპრილის დადგენილება სისხლის სამართლის N040080417001 საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. გამოკვლეული დადგენილების თანახმად, 2017 წლის 08 აპრილს შსს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N040080417001 საქმეზე, მ---------------–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების დაწყების საფუძველი იყო საგარეჯოს ,,ჯეოჰოსპიტალიდან“ მიღებული შეტყობინება. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 8 აპრილს, დილის საათებში დედოფლისწყაროს რაიონ სოფელ ზ------------ში, საყოფაცხოვრებო პირობების გამო მეუღლეებს ფ--------------------–-–---–სა და მ---------------–---–ს შორის მოხდა კამათი, რაც არ გადაზრდილა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. კამათის გამო გაღიზიანებულმა და განერვიულებულმა მ---------------–---–მა მიიყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მოშლა. დადგენილების მიხედვით, საქმეზე დაკითხულმა მ---------------–---–მა და სხვა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ სახეზე იყო ნამდვილად თვითდაზიანების მიყენების ფაქტი და მ---------------–---–ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მითითებული დადგენილების მიხედვით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის (სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო) საფუძველზე. (ტ.2. ს.ფ. 36-37)

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში მოყვანილ პოზიციას, რომ სიღნაღის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 30 აპრილის დადგენილება ცხადჰყოფს დაზარალებულ მ---------------–---–ის მიდრეკილებას თვითდაზიანებებისადმი, ვინაიდან ასეთი მიდრეკილების არსებობის დადგენა წარმოადგენს სამედიცინო სფეროს სპეციფიური კვლევის საკითხს, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის. თუმცა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ დადგენილების თანახმად მ---------------–---–მა თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ მან ნამდვილად თვითდაზიანება მიიყენა და ადგილი არ ჰქონია ცრუ ჩვენების მიცემას ან მცდელობას მოეხდინა ფ--------------------–-–---–ის დადანაშაულება მომხდარ ფაქტში. ყოველივე აღნიშნული სასამართლოს არწმუნებს, რომ მ---------------–---–ი არ არის პირი, რომელიც მიდრეკილია ცრუ დასმენისკენ.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხრის მიერ წარმოდგენილი: წიგნის პირველი გვერდის ასლი, ბეჭდური წარწერით - „----------–---–-“ ,“ როცა მზე ჩავა“ , „გამომცემლობა კალმოსანი, თბილისი 2017“ და მასზე შესრულებული ხელნაწერით „პატივისცემით მ------ს ავტორისგან !..“ (ტ. ს.ფ. 38)

 

წარმოდგენილი მტკიცებულება გამოიყენა დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში როგორც მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ფ--------------------–-–---–ისა და მ---------------–---–ს შორის კომფლიქტის მიზეზი იყო ეჭვიანობა და არა ბრალდებულის მიერ შვილების სარჩოს გარეშე დატოვება. სასამართლოს მოსაზრებით, მართალია მ---------------–---–ი გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში არ მიუთითებს ფ--------------------–-–---–ის მხრიდან მასზე ეჭვიანობას, თუმცა საყურადღებოა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდების მოწმეებმა ა--------------–---–მა და ე----------–----–---–მა კონფლიქტის ძირითად მიზეზად დაასახელეს ეჭვიანობა, ხოლო უშუალოდ 23 სექტემბრის ფაქტთან დაკავშირებით აჩვენეს, რომ მ---------------–---–ზე ძალადობა ფ--------------------–-–---–მა დაიწყო მას შემდეგ, რაც მ---------------–---–მა მოსთხოვა, ფარულად, მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის არ წაეღო ავტომანქანის ნაწილები, რომელშიც გარკვეული წილი მათ შვილებსაც ერგებოდა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულ მ---------------–---–ის ჩვენებები, რომლებიც მხოლოდ 2017 წლის 21 და 23 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს ეხება, არსებითად არ ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე დადგენილ გარემოებებს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სსიპ 112 დან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელშიც მოყვანილია ფ--------------------–-–---–ის მიერ გადაცემული შეტყობინებების შესახებ, რომლითაც დასტურდება შემდეგი:

 

ა) 2016 წლის 11 აგვისტოს 21:20:52 საათზე, მოქალაქის განცხადებით, მეუღლესთან იყო გაცილებული და შვილებს დედასთან მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება. მისი მეუღლე ბავშვებს სცემდა, სავარაუდოდ არ ჰქონდათ მოწესრიგებული კვება, სხვადასხვა პიროვნებებთან (მამაკაცებთან) ჰქონდა ურთიერთობა და ბავშვებს ამის გამო არ ჰქონდათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ასევე აღნიშნა, რომ მისი ყოფილი მეუღლის მეგობარი მამაკაცები უკავშირდებოდნენ ტელეფონით და აწუხებდნენ. 112-ის ოპერატორმა მოქალაქეს შესთავაზა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რაზეც ინიციატორმა განაცხადა, რომ ცოტახანში, განმეორებით დაუკავშირდებოდა 112-ს.

 

ბ)2016 წლის 11 აგვისტოს, 22:08:08 საათზე. ინიციატორის განცხადებით ესაჭიროებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მისამართზე: ქ.თბილისი, ვარკეთილი მე-3 მასივი მე-3 კვარტალი, კ.8. როგორც აღნიშნა 8 თვის წინ გაშორდა მეუღლეს, რის შედეგადაც ყოველდღიურად ჰქონდა კონფლიქტური სიტუაცია ყოფილ მეუღლესთან ბავშვების ნახვასთან დაკავშირებით და ასევე განაცხადა, რომ უცხო პიროვნებები ურეკავდნენ და აწუხებდნენ. მისი თქმით 10 დღის წინ ნახა შვილები, რომლებიც ცუდ და მძიმე პირობებში იყვნენ, დედა მათ მისი თანდასწრებით ეჩხუბებოდა. როგორც აღნიშნა ,,ქუჩა-ქუჩა“ დადიოდა მისი ყოფილი მეუღლე და ამიტომ არც ის იცოდა, თუ სად იყვნენ ახლა მისი შვილები.

 

გ) 2017 წლის 08 აპრილს, 10:47:24 საათზე, ინიციატორის განცხადებით, სურდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახება დედოფლისწყაროს რაიონის, სოფ. ზ------------ში. როგორც განმარტა მეუღლემ შვილები დატოვა და წავიდა.

 

დ) 2017 წლის 01 ივლისს, 1-:1-:45 საათზე, ინიციატორის განცხადებით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა ს-------------------------–------–ი, ცენტრალურ გზაზე და უმიზეზოდ დაუწერა ჯარიმა. ითხოვა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

 

ე) 2017 წლის 01 ივლისს 1-:19:41 საათზე, ინიციატორმა განაცხადა, რომ ჯარიმასთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზია და საპატრულო პოლიცია ჰყავდა გამოძახებული საგარეჯოს რაიონ, სოფელ ნინოწმინდაში, ცენტრალურ გზაზე. მისი განცხადებით ეკიპაჟი, რომელმაც ჯარიმა გამოუწერა აღარ იყო ადგილზე და სურდა გაეგო უნდა დალოდებოდა, თუ არა სხვა საპატრულო ეკიპაჟს.

 

ვ) 2017 წლის 21 სექტემბერს 17:59:37 საათზე შემოვიდა ზარი, რომელიც წამოწყებისთანავე გაწყდა, რის შემდეგაც 18:00:17 საათზე დაუკავშირდა ,,112-ის“ ოპერატორი მოქალაქეს. ინიციატორის განცხადებით ქ.რუსთავში, ფ--–--–---–-----------------------, სჭირდებოდათ მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, პაციენტად ინიციატორმა დაასახელა მოქალაქე, მისი თქმით პაციენტს ჰქონდა ფსიქიკური აშლილობა.

 

ზ) 2017 წლის 23 სექტემბერს 01:19:44 საათზე ინიციატორის განცხადებით ქ. რუსთავში ფ--–--–---–--------------------------თან ესაჭიროებოდათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით (მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი).

 

(ტ.2. ს.ფ. 19-20)

 

სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი მტკიცებულების „ა“ და „ბ“ პუნქტები ნათლად მიუთითებს ფ--------------------–-–---–ის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ეჭვზე, რომ მისი მეუღლე - მ---------------–---–ი ღალატობდა სხვა მამაკაცებთან, ასევე მიუთითებს, თუ როგორ მძიმე ეკონომიურ სიდუხჭირეში უწევთ მის შვილებს ყოფნა. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „გ“ პუნქტზე, რომლის მიხედვით ფ--------------------–-–---–მა განაცხადა, რომ მ------ ო--------–-–---–მა შვილები დატოვა და წავიდა, მაშინ როდესაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება ადასტურებს, რომ 2017 წლის 8 აპრილს დილის საათებში მ---------------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თვითდაზიანების მიყენების ფაქტს და მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია. წარმოდგენილი მტკიცებულება ერთობლიობაში მიუთითებს, რომ ფ--------------------–-–---–ი სსიპ 112-ში შეტყობინებებს იყენებს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმად, რაზედაც მიუთითებს მისი მხრიდან ისეთი მოთხოვნებით შეტყობინებების განხორციელება, რომლებიც აღემატება გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის უფლებამოსილებას.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, კერძოდ: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიხედვით ფ--------------------–-–---–ი, მისამართი დედოფლისწყარო, სოფელი ზ------------ი, 201- წლის 21 ივნისს რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე, საიდენტიფიკაციო ნომრით 1----------, განცხადების ნომერია 6-----, განცხადების რეგისტრაციის ნომერია B--------, ამონაწერის მომზადების თარიღია 21.06.1- 12:16:41 საათი.

(ტ.2. ს.ფ. 1--14)

 

წარმოდგენილი მტკიცებულება მართალია ადასტურებს ფ--------------------–-–---–ის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ფაქტს, თუმცა ვერ გამორიცხავს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა განმარტებებს, რომ ძალადობის დაწყების მიზეზი გახდა მ---------------–---–ის მიერ ფ--------------------–-–---–ის გაფრთხილება, ფარულად არ წაეღო და გაეყიდა ნივთები, რომელშიც გარკვეული წილი მათ შვილებსაც ერგებოდა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

მეცნიერული კვლევების მიხედვით, ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალაუფლებისა და კონტროლის დამყარების მიზნით ხდება.

 

ოჯახში ძალადობის, ისევე, როგორც ზოგადად ძალადობის შემთხვევაში, არსებობს სამი ძირითადი კომპონენტი: მსხვერპლი, მოძალადე და ქმედება (ძალადობა).

 

საქართველოს კანონმდებლობით მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობა ან იძულება.

 

მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ახორციელებს.

 

რაც შეეხება ოჯახის წევრის ცნებას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახში ძალადობას გააჩნია საკუთარი მახასიათებლები და თავისებურებები - ანუ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვით ხდება ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება.

 

გამოყოფენ ძალადობის შემდეგ ძირითად ფორმებს:

 

ფიზიკური ძალადობა შესაძლოა გამოიხატოს შემდეგში: ხელის კვრა, დარტყმა, კბენა, დაწვა, შეფურთხება, ჭრილობის მიყენება; ოთახის დატოვების აკრძალვა; ნივთების სროლა; სახლში ან სახლის გარეთ პიროვნების ჩაკეტვა; სახიფათო ადგილებში მიტოვება; უარის თქმა დახმარებაზე, როცა ქალი ავად არის ან ორსულად; მეუღლის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, როცა მანქანას მართავს გადაჭარბებული სიჩქარით; ხელის შეშლა დაძინებაში ან მძინარეს გამოღვიძება.

 

ფსიქოლოგიური /ემოციური ძალადობა: ყვირილი, მუქარა, დამცირება, გაღიზიანება, მეუღლის გრძნობების იგნორირება; მისი რწმენების საცინად აგდება; მუქარა, რომ ბავშვს წაართმევს; ტყუილებით მანიპულირება; ქალთა, როგორც გარკვეული ჯგუფის დეგრადირება; მეუღლისთვის იმის თქმა, რომ არის სულელი, მახინჯი, სქელი; იზოლირება მეგობრებისაგან და ოჯახისაგან; განუწყვეტლივ გაკრიტიკება თუ რას როგორ აკეთებს; ქალის ოჯახის და მეგობრების საცინად აგდება; მუქარა, რომ მიატოვებს ან აიძულებს, რომ დატოვოს ქმარი; მუქარა მეუღლის ოჯახის მისამართით; ტკივილის მიყენება ბავშვებისათვის, როცა ცოლზეა გაბრაზებული; ქალის კრიტიკა მეგობრების, ოჯახის, ბავშვების, თანამშრომლების წინაშე.

 

ეკონომიკური ძალადობა: უარის თქმა, რომ მისცეს მეუღლეს ფული საკვებისათვის ან ტანისამოსისათვის; როცა უარს ამბობს, რომ ქალმა მონაწილეობა მიიღოს ფულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

სექსუალური ძალადობა: როცა მამაკაცი ქალს ეპყრობა, როგორც სექსუალურ ნივთს; აკრიტიკებს სექსის დროს მის ქცევას; ვარაუდობს, რომ ქალს შეუძლია სექსი ჰქონდეს ნებისმიერთან; ადანაშაულებს მეუღლეს, რომ ჰქონდა სექსი სხვა მამაკაცებთან; ექცევა როგორც საკუთრებას, რომ არის ქმრის კუთვნილება; უმოწმებს ტანსაცმელს, რათა მასზე აღმოაჩინოს ღალატის ნიშნები.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში - ძალადობა, სისტემატურ შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით.

 

ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული (როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით)

 

აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი არის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, აქ მდგომარეობას ამძიმებს, ის რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, არ უნდა იქნას გაზიარებული დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში მოყვანილი გარემოებები, რომ ბრალდების მხარის მოწმეებმა მისცეს არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, ამასთან წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ბრალდებულ ფ--------------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, დაზარალებულ მ---------------–---–ის სხეულზე ჩატარებულ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების რაოდენობა, ლოკალიზაცია და განვითარების მექანიზმი ადასტურებს, რომ მათი განვითარება მოხდა სწორედ ისეთ გარემოებებში, როგორც ამას აღწერენ ბრალდების მხარის მოწმეები: მ---------------–---–ი, ა--------------–---–ი და ე----------–----–---–ი. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების წინააღმდეგობრიობაზე მითითებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მოწმეების მხრიდან ინფორმაციის გადმოცემის თავისებურებას და არა ჩვენებებს შორის არსებით წინააღმდეგობას, როგორც ამას მიუთითებს დაცვის მხარე.

 

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს, ქ.რუსთავში, ზ-----–--–---–-----------ში მცხოვრებ მ---------------–---–ს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისმა მეუღლემ ფ--------------------–-–---–მა, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს მისცა შენიშვნა, თუ რატომ გაჰქონდა ავტოფარეხიდან ოჯახის კუთვნილი ნივთები, მცირეწლოვანი შვილების, 2----–-–----- ივნისს დაბადებული თ-------------------–-–---–ისა და 2----–-–---- ივნისს დაბადებული გ------------------–-–---–ის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მ---------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად სხეულზე მრავლობითი ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით.

 

შესაბამისად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ფ--------------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ფ--------------------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას ყურადღებას მიექცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ეს გარემოებები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის ნება პასუხისმგებლობის ისეთი დამამძიმებელი გარემოებებისადმი, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ აისახა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტში და ამავე ნიშნების, პასუხისმგებლობის დამატებით დამამძიმებელ გარემოებებად გამოყენება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია.

 

სასაჯელის კონკრეტილი სახის და ზომის განსაზღვრისას საყურადღებოა, რომ ბრალდებულ - ფ--------------------–-–---–ის მიმართ შერაცხული ბრალდება, ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს ორ ალტერნატივას. კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. ანუ კანონმდებელი არ ადგენს სასჯელის მხოლოდ ერთ სახეს, რომელიც უპირობოდ დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან და საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინოს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობა არ არის პირველი შემთხვევა, რაც დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებულს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც დედის მ---------------–---–ის საზღვარგარეთ გაურკვეველი დრით წასვლის გამო, იზრდებიან დედის გარეშე და სასამართლოს მხრიდან ბრალდებულის მიმართ ისეთი სახის სასჯელის დანიშვნამ, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შესაძლოა კიდებ უფრო დაამძიმოს მათი მდგომარეობა, ვინიდან დროის გარკვეულ პერიოდში მათთვის მიუწვდომელი იქნება ორივე მშობელი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ფ--------------------–-–---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებულ იქნეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით, რითაც სასამართლოს მოსაზრებით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ფ--------------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით, ფ--------------------–-–---–ს პატიმრობაში ყოფის ვადა 2017 წლის 23 სექტემბრის 03:10 საათიდან 2017 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში და საბოლოოდ ფ--------------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორასორმოცი) საათის ხანგრძლივობით;

 

2. განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

3. ფ--------------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე