განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100117001884555
#1/95-17 (№------------)
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 იანვარი 2018 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - შ------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ-----------–-----ი - დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–-----------–---–---------
ადვოკატი - ი-–-----------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771-ე მუხლით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ზ-----------–-----ს ი------------–-----ის სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. ვალდებულების სისტემატიური შეუსრულებლობის გამო ზ-----------–-----ს დაუგროვდა 4640 ლარის ოდენობის დავალიანება. 2016 წლის 26 დეკემბერს, ზ-----------–-----ს ქ. თელავში, ერეკლე მეორის N3-ში მდებარე იუსტიციის სახლის შენობაში ხელზე ჩაბარდა მოთხოვნა ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის თაობაზე. მევალე ზ-----------–-----მა არ წარადგინა კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხა კახეთის სააღსრულებო ბიუროში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; სააღსრულებო ბიუროდან წარმოდგენილი მასალები და სხვ.) ერთობლიობა ზ-----------–-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ-----------–-----მა ჩაიდინა აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771-ე მუხლით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ-----------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აანაზღაურა დაკისრებული დავალიანება ხოლო დამამაძიმებელი გარემოება არის ის, რომ იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ზ-----------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ზ-----------–-----ი თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ხსენებული განაჩენით დამატებითი სასჯელის სახედ დანიშნული ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით არის აღუსრულებული.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამდენად, ზ-----------–-----მა ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში და მას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-----------–-----ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების, ხასიათის, მისი პირადი და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი უნდა განესაზღვროს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ-----------–-----ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ამასთან სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ასევე ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ-----------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დანიშნული 1 (ერთი) წელი პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატოს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ზ-----------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით.
ზ-----------–-----ი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 26 იანვრიდან და დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში.
ზ-----------–-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზვიად შარაძე