გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2018
საქმის ნომერი
040210017002172148
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

040210017002172148

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2018 წელი ქ. ცაგერი

შესავალი ნაწილი

ც------- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - როინ კახიძე

სხდომის მდივანი - თამილა ახვლედიანი

მოსარჩელე - სს "კ------- ბ----";

წარმომადგენელი - ლ------------–---–-

მოპასუხეები - ი---------------, რ-------------- და ნ---------–------;

წარმომადგენელი - ნ--------------–----

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს - ი----------------, რ--------------ს და ნ--------–------ მოსარჩელე სს ,,კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 3- ა--------- სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 5011,0- აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3417,88 აშშ დოლარი, პროცენტი - 950,76 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევისათვის - 148,11 აშშ დოლარი, წლიური საკომისიო - 16,15 აშშ დოლარი და ჯარიმა - 413,38 და 64,80 აშშ დოლარი;

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2015 წლის 3- ა--------- შპს მ----------------- ო---------–-- ,,კ-------სა“ და ი---------------- შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 5000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 1.38% თვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის თანხაც, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს ერიცხებოდა სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ამ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება ვადაგადაცილებიდან მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში, ამასთან ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეს დაერიცხება ჯარიმა 5%, არანაკლებ 2 ლარისა).

 

2015 წლის 3- ა--------- შპს მ----------------- ო---------–-- ,,კ-------სა“ და მოპასუხეებს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც რ--------------მ და ნ--------–------- იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში. მოსარჩელის განმარტებით, თავდებებს ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.

 

მოპასუხეთა მიერ დაირღვა 2015 წლის 3- ა--------- დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რადგან მსესხებელმა 2017 წლის 4 იანვრის შემდგომ შეწყვიტა სესხის გადახდა, რის გამოც მათი დავალიანება შეადგენს 5011,0- აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3417,88 აშშ დოლარი, პროცენტი - 950,76 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევისათვის - 148,11 აშშ დოლარი, წლიური საკომისიო - 16,15 აშშ დოლარი და ჯარიმა - 413,38 და 64,80 აშშ დოლარი;

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს, თუმცა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-გამარტებებით სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს დეთანხმნენ.

 

მოპასუხე რ-------------- სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 3- ა--------- შპს მ----------------- ო---------–-- ,,კ-------სა“ და ი---------------- შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 5000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 1.38% თვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით.

 

ამავე ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენდა გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევისა და მომსახურების ყოველწლიური გადასახადის თანხა; მხარეთა მიერ ასევე შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 3-.0-.1-– სესხის ხელშეკრულება.

 

3.1.2. 2015 წლის 3- ა--------- შპს მ----------------- ო---------–-- ,,კ-------სა“ და რ--------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად ეგო პასუხი "გამსესხებლის" წინაშე ძირითადი მოვალის მიერ 3-.0-.1-– სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდების განცხადება, თავდებობის ხელშეკრულება;

 

3.1.3. 2015 წლის 3- ა--------- შპს მ----------------- ო---------–-- ,,კ-------სა“ და ნ--------–------ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად ეგო პასუხი "გამსესხებლის" წინაშე ძირითადი მოვალის მიერ 3-.0-.1-– სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდების განცხადება, თავდებობის ხელშეკრულება;

 

3.1.4. 2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით ი---------------- დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2015 წლის 3- ა--------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 5011,0- აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3417,88 აშშ დოლარი, პროცენტი - 950,76 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევისათვის - 148,11 აშშ დოლარი, წლიური საკომისიო - 16,15 აშშ დოლარი და ჯარიმა - 413,38 და 64,80 აშშ დოლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- გადახდების ამონაწერი;

 

3.1.5. მოსარჩელის მიერ მოპასუხეები წერილობით იქნენ გაფრთხილებულნი 2015 წლის 3- ა--------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

- გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულებაზე და ჩაბარების დასტური

 

3.1.6. შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ-------ს“ რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა მისი სამართლებრივი ფორმა და სახელწოდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერებიი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს ,,კ------- ბ----ს'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 427-ე, მე-400, 361-ე, 3-6-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 3-7-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ”მ----------------- ო---------–-- კ-------სა” და მოპასუხე ი---------------- შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2015 წლის 3- ა--------- გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებიდან, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ გასცა და მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 5000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 1.38% თვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით,2015 წლის 3- ა--------- გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენდა სიცოცხლის დაზღვევისა და მომსახურების საკომისიო თანხების გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

დადგენილია, რომ ი---------------- მიერ დარღვეულ იქნა 2015 წლის 3- ა--------- დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები კერძოს; 2017 წლის 4 იანვრის შემდგომ არ გადაუხდია სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5011,0- აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3417,88 აშშ დოლარი, პროცენტი - 950,76 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევისათვის - 148,11 აშშ დოლარი, წლიური საკომისიო - 16,15 აშშ დოლარი და ჯარიმა - 413,38 და 64,80 აშშ დოლარი;

 

შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები მოვალისათვის სესხის ძირი თანხის, პროცენტის, სიცოცხლის დაზღვევისა და საკომისიოს თანხების დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2.მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ასევე საფუძვლიანია მაგრამ მოპასუხეთა მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა უნდა განახევრდეს - 478,18 აშშ დოლარიდან 239,09 აშშ დოლარამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

უდავო გარემოებაა, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 3- ა--------- შპს მ----------------- ო---------–-- ,,კ-------სა“ და მოპასუხეებს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც რ--------------მ და ნ--------–------- ინდივიდუალურად იკისრეს ვალდებულება სოლიდარულად დაეფარათ ძირითადი მოვალის დავალიანება. კერძოდ, შპს მ----------------- ო---------–-- ,,კ-------სა“ და რ--------------ს შორის, ასევე მოსარჩელესა და ნ--------–------ შორის იდენტური პირობებით დადებული თავდებობის ხელშეკრულებების 2.1 პუნქტებით განსაზღვრულ იქნა, რომ თავდები პასუხს აგებს "გამსესხებლის" წინაშე ძირითადი მოვალის - ი---------------- მიერ 3-.0-.1-– სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, სესხის ძირითად თანხაზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადებზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 7,787,71 აშშ დოლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ი---------------- მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 373,81 ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,კ------- ბ----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1მოპასუხეებს - ი----------------, (პ-------------) რ--------------ს (პ/ნ-----------) და ნ--------–------ (პ/ნ2----------) მოსარჩელე სს ,,კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 3- ა--------- სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 4771,99 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, გადახდის დროისათვის არსებული კურსით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3417,88 აშშ დოლარი, პროცენტი - 950,76 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა - 148,11 აშშ დოლარი, წლიური საკომისიო - 16,15 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 239,09 აშშ დოლარი;

2. მოპასუხე ი---------------- მოსარჩელე სს ,,კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 373,81 ლარის ანაზღაურება.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ც------- რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ც------- რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

როინ კახიძე