განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100117002021191
(გამოძიების #031100617001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
#1/162-17 9 იანვარი 2018 წელი ქ. ბოლნისი
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე, თამთა ჩულუხიძე, დიანა
ქოჩორაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: მაია ნოზაძე, დიმიტრი ნაცვლიშვილი
ბრალდებული: ნ----ი ბ-----–----
მამის სახელი: ზაქირ
დაბადებული: 1983 წლის 13 ივნისი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლეობის არ მქონე
რეგისტრირებული: მარნეული, საბირის ქ.N10
ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, ნარიმანოვის ქ.N28
ბრალდებული: რ----- ხ--------
მამის სახელი: ხაგანი
დაბადებული: 1987 წლის 14 სექტემბერი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლეობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, რასულზადეს ქ.N24
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2017 წლის 12 ივნისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ნ---- ბ-----–---ს ბრალად ედება რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ნ---- ბ-----–---მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 3.4531 გრამი, რაც ამოღებული იქნა მარნეულის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 10 ივნისს ქ.მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ჩატარებული ნ---- ბ-----–----ს პირადი ჩხრეკის და სამედ ვურღუნის ქუჩა N8-ში მდებარე საჩაიეს ჩხრეკის შედეგად.
1.2. 2017 წლის 12 ივნისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ რ----- ხუდაევს ბრალად ედება რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახავა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
რ----- ხუდაევმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 0.01068 გრამი, რაც ამოღებული იქნა 2017 წლის 10 ივნისს ქ. მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული რ----- ხ--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ნ---- ბ-----–---- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ----ი ბ-----–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ ნარკოტიკული საშულების უკანონო შეძენა, შენახვაში დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
ნ---- ბ-----–----ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ნ---- ბ-----–---მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 0.3565 გრამს, რომელიც ამოღებულ იქნა მარნეულის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 10 ივნისს ქ. მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე ჩატარებული ნ---- ბ-----–----ს პირადი ჩხრეკის შედეგად.
2.2. რ----- ხ-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა.
3.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა (რ----- ხ--------).
ბრალდებულმა რ----- ხუდაევმა სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 10 ივნისს დილის დაახლოებით 10-11 საათზე დაურეკა მამიდაშვილმა ნ---- ბ-----–---მა, სთხოვა ჩაიხანაში წასვლა. რ----- ხ--------ს განმარტებით მან ვერ შეძლო იმ დროს სახლიდან გასვლა და სთხოვა ნ---- ბ-----–---ს მისულიყო მასთან სახლში. ნ----მა მასთან სახლში დაჰყო დაახლოებით 10-15 წუთი, შემდეგ მოვიდა რ----- ხ--------ს მამა და რ----- ხ-------- ნ---- ბ-----–---თნ ერთდ გავიდა სახლიდან. რ----- ხუდაევმა განმარტა, რომ მას ნ---- ბ-----–---მა სთხოვა სასწორი, რაზეც მან განუცხადა, რომ არ ჰქონდა, მაგრამ იშოვიდნენ. დაურეკა ნაცნობს, რომელსაც სთხოვა სასწორი და განუცხადა, რომ ესაჭიროებოდა მამიდაშვილს ვერცხლის ასაწონად. რ----- ხუდაევმა განმარტა, რომ მან ვერ იშოვა სასწორი, ნ---- ბ-----–---ა კი უთხრა, რომ სასწორს იშოვიდა თავად. ამის შემდეგ ბაზართან რელიგიურ მაღაზიაში ნ---- ბ-----–---მა აიღო სასწორი, შემდეგ შევიდნენ ბანკში და გაემართნენ ჩაიხანაში. ჩაიხანაში დაყვეს რამდენილმე საათი, ამ ხნის განმავლობაში ნ---- ბ-----–---- ჩაიხანიდან გავიდა მხოლოდ ერთხელ 5-6 წუთით. ჩაიხანიდან გამოსვლისას ანგარიში გადაიხადა ნ---- ბ-----–---მა, ხოლო რ----- ხუდაევმა განმარტა, რომ მან აიღო მაგიდაზე არსებული ნივთები და გავიდნენ გარეთ. ნივთებს შორის იყო სიგარეტი და შავ ნაჭერში გახვეული ხელსაწყო, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა სასწორი.
ნ---- ბ-----–---მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ მან სასწორი სთხოვა რ----- ხუდაევს, მან სასწორი ვერ იშოვა. სასწორი იშოვა საკუთარი ძალებით, რელიგიურ მაღაზიაში. ასევე განმარტა, რომ რ----- ხუდაევთან ერთად საჩაიედან გამოსვლისას რ----- ხუდაევს სთხოვა წამოეღო სასწორი. მისივე განმარტებით იგი საჩაიედან გავიდა მხოლოდ ერთხელ სიგარეტის შესაძენად.
2017 წლის 10 ივნისის რ----- ხ--------ს პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ჩხრეკის ჩატარების ადგილია ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩიდან შესასვლელი, თაყაიშვილის ქუჩის დასაწყისი. ჩხრეკა მიმდინარეობდა წყნარ ვითარებაში, ბუნებრივი განათების პირობებში. ჩხრეკისას რ----- ხ--------საგან - ლუჯი ფერის ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პატარა ზომის ელექტრო სასწორი, რომელიც მოთავსებულია შავი ფერის ქსოვილში, სასწორს ეხდება ხუფი და სასწორზე შეიმჩნევა მოყავისფრო ფერის მასა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ელექტრო სასწორი, ტყავის ჩასადებთან ერთად დაილუქა შესაბამისი წესით.
მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მამუკა მატიაშვილმა, განმარტა რომ საქმეზე მის მიერ ჩატარებული იქნა რ----- ხ--------ს პირადი ჩხრეკა და რ----- ხ--------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. კერძოდ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად, რომელშიც იყო გამომძიებლი ბეთქილ გერლიანი, რუსლან იუსუბოვი, ელდარ ბოლქვაძე, თარჯიმნები ვასილ პარაბაშოვი და ნანული გოგიანი, გავიდნენ პატაკში მითითებულ ადგილზე. მათი ინფორმაციით სავარაუდოდ რ----- ხ-------- და მასთან ერთად მყოფი პირი, უნდა ყოფილიყვნენ ქ. მარნეულში თაყაიშვილის ქუჩის დასაწყისში, სადაც მან ჩაატარა რ----- ხ--------ს პირადი ჩხრეკა, რომელსაც თავდაპირველად გააცნო დადგენილება. რ----- ხ--------ს პირადი ჩხრეკისას ჯინსის შარვლის მარჯვენა წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა პატარა ზომის ელექტრო სასწორი. სასწორს ეხდებოდა ხუფი, რომელშიც იყო მოთავსებული მცირე მასა. ელექტრო სასწორი მოთავსებული იყო ჩასადებში, რომელიც სავარაუდოდ იყო ტყავის. ჩხრეკაში მონაწილეობდა რუსლან იუსუბოვი და თარჯიმანი ვასილ პარაბაშოვი. ჩხრეკისას წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. რ----- ხ--------ს განმარტებით სასწორი ეკუთვნოდა მას. აღნიშნულის შემდეგ შედგა შესაბამისი ოქმი, რომელსაც ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. ოქმზე რაიმე შენიშვნა გაკეთებული არ ყოფილა. როგორც მოწმეს ახსოვს გარდა სასწორისა რ----- ხუდაევს თან არაფერი არ ჰქონია. ჩხრეკის დროს იყო დილის საათები, ოქმი შედგენილი იქნა ჩხრეკის ადგილას. მოწმემ ასევე დაადასტურა რომ მის მიერ მოხდა რ----- ხ--------ს დაკვება.
მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი რუსლან იუსუბოვი, რომლის განმარტებითაც 2017 წლის 10 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მარნეულის რაიონულ სამმართველოში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია. ინფორმაციით ირკვეოდა რომ რუსთაველის ქუჩაზე უნდა მოძრაობდნენ ნ----ი ბ-----–---- და რ----- ხ--------, რომელთაც სავარუდოდ უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება. შემდეგ მოხდა ადგილზე გასვლა. ადგილზე გავიდნენ ბეთქილ გერლიანი, ელდარ ბოლქვაძე, მამუკა მატიაშვილი, ნანული გოგიანი დ ვასილ პარაბაშოვი. რ----- ხუდავი და ნ----ი ბ-----–---- მოძრაობდნენ ფეხით. რუსთაველის ქუჩაზე, თაყაიშვილის დასაწყისში ისინი იქნენ შეჩერებულნი. მოწმის მონაწილეობით, გამომძიებელმა მამუკა მატიაშვილმა, თარჯიმან ვასილ პარაბაშოვის მეშვეობით რ----- ხუდაევს განუმარტა უფლებები, რის შემდეგაც მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკისას რ----- ხ--------ს ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პატარა ოქრო-ვერცხლის ასაწონი სასწორი, რომელიც მოთავსებული იყო შავი ტყავის ჩასადებში. სასწორის ზემოდან იყო მოყავისფრო მასა მოყრილი. სასწორს ჰქონდა თავსახური. სხვა რაიმე ნივთი რ----- ხ--------სგან ამოღებული არ ყოფილა. მას ჩხრეკის მიმდინარეობისას რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია. როგორც მოწმეს ახსოვს რ----- ხ--------ს განმარტებით სასწორი სჭირდებოდათ ვერცხლის ასაწონად. მოწმემ დამატებით განმარტა რომ სასწორზე აშკარად ჩანდა ყავისფერი ნივთიერება. რუსლან იუსუბოვმა დაადასტურა რომ სასწორი ამოღებული იქნა რ----- ხ--------სგან, ხოლო თუ ვის ეკუთვნოდა აღნიშნული სასწორი მისთვის უცნობია. მოწმეს გარდა რ----- ხ--------ს პირადი ჩხრეკისა სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
2017 წლის 11 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის N1185/სქ-N1305/ქრ დასკვნის თანახმად, -შავი ფერის შალითის (ფხრიწიანი ჩამკეტით)და შავი პოლიმერული მასალის ელექტროსასწორის ზედაპირებზე არსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ნივთიერების დანაშრევები, საერთო წონით - 0,0443 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 0,01068 გრამის ოდენობით. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ნანა ლომსაძემ.
სახელმწიფო ბრალმდებელმა სხდომაზე წარმოადგინა ნივთმტკიცება სასწორი, ასევე სასწორიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, სასწორი მოთავსებულ იყო შავი ფერის ტყავის ჩასადებში, თავზე ჰქონდა ხუფი, ბრალდებულმა რ----- ხუდაევმა განმარტა, რომ აღნიშნული სასწორი მსგავსი იყო მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული სასწორისა.
ნარკოლოგიური შემოწმების N7011337 დასკვნის თანახმად რ----- ხუდაევს არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშულების მოხმარების ფაქტი. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თამარ გვიშიანმა.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწესებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშულების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის. აღნიშნული ქმედება მიეკუთვნება განზრახ დანაშაულთა კატეგორიას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა შესაძლებელია ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახვით და ისიც - მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, ანუ პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს რომ იგი უკანონოდ იძენს და ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ რ----- ხუდაევს გაცნობიერებული ჰქონდა სასწორზე ნარკოტიკული საშუალების არსებობის ფაქტი, ითვალისწინებდა ქმედების მართლწინააღმდეგობას და ასევე მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, ყოველივე აღნიშნული კი მიუთითებს განზრახვის არარსებობაზე.
საქმის მასალების თანახმად რ----- ხუდაევს პირადი ჩხრეკისას ამოუღეს სასწორი, რომელიც იყო დაკეტილ მდგომარეობაში და მოთავსებული იყო სპეციალურ ტყავის სათავსში. სასწორის წარმომავლობის შესახებ სასამართლოს ბრალდებულებმა რ----- ხუდაევმა და ნ---- ბ-----–---მა მისცეს ჩვენებები. ნ---- ბ-----–----ს ჩვენებით ირკვევა, რომ რ----- ხუდაევს მან სთხოვა სასწორის მოძიება, შემდეგ კი საკუთრი ძალებით მოიძია და თან ჰქონდა საჩაიეში ყოფნისას. რ----- ხუდაევმა განმარტა, რომ მან საჩაიედან გამოსვლისას ნ---- ბ-----–----ს თხოვნით აიღო მაგიდაზე არსებული ნივთები და ასე აღმოჩნდა სასწორი მასთნ. რ----- ხ--------ს სასწორთან შემხებლობის სხვა ფაქტი საქმის მასალების თანახმად დადასტურებული არ არის. მართალია გამომძიებელმა მამუკა მატიაშვილმა განმარტა, რომ ჩხრეკისას რ----- ხუდაევმა განუმარტა, რომ სასწორი ეკუთვნოდა მას, მაგრამ აღნიშნული განმარტება რ----- ხუდაევმა სასამართლო სხდომაზე უარყო, შესაბამისად სასამართლო მას ვერ გაიზიარებს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებანი, რომლითაც ცალსახად დადასტურდებოდა რ----- ხ--------ს მიერ ნარკოტიკული საშაულების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტი.
სსსკ-ის 9-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს განმარტებული იმდაგვარად, რომ ბრალდებულს დაეკისროს მის მიერ მოყვანილი ყველა გარემოების მტკიცების ტვირთი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ასევე ბრალდების მხარეს ეკისრება ბრალის დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაამტკიცოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის ფუნდამეტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ----- ხ-------- უნდა გამართლდეს და ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3.2. ნარკოტიკული საშულების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით (ნ---- ბ-----–----).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი ბახრუზ აბდურახმანოვი, რომლის ჩვენებითაც ირკვევა რომ 2017 წლის ივნისის თვეში, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნ---- ბ-----–---ს და რ----- ხუდაევს თან ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალება და მოძრაობდნენ ქ. მარნეულში. აღნიშნულის შესახებ მან პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას. იგი დაკითხული იქნა გამომძიებელ ბეთქილ გერლიანის მიერ და დაიწყო გამოძიება. მოწმემ დამატებით განმარტა რომ მას ნ---- ბ-----–----ს და რ----- ხ--------ს ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღია.
2017 წლის 10 ივნისის ნ----ი ბ-----–----ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად დგინდება რომ ჩხრეკა ჩატარებულია ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩა, თაყაიშვილის ქუჩის დასაწყისში. ჩხრეკა მიმდინარეობდა წყნარ ვითარებაში, ბუნებრივი განათების პირობებში. ნ----ი ბ-----–----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა პატარა ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა 2 წონაკად ცელოფნის მონახევებში დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება- სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. ნ----ი ბ-----–----ს განმარტებით ამოღებული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება და რომ მას ქ. მარნეულში, სამედ ვურღუნის ქუჩა N8-ში მდებარე ჩაიხანაში, საპირფარეშოში კიდევ აქვს შენახული ნარკოტიკული საშუალება. ჩხრეკის შემდეგ ამოღებული ნივთიერებები დაილუქა შესაბამისი წესით.
მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ბეთქილ გერლიანმა განმარტა, რომ 2017 წლის 10 ივნისს შესასრულებლად დაეწერა ბახრუზ აბდურახმანოვის ოპერატიულ-ინფორმაციული პატაკი, რომლის მიხედვითაც რ----- ხ-------- და ნ----ი ბ-----–---- უნდა ყოფილიყვნენ, ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, თაყაიშვილის ქუჩის დასაწყისთან და მათ თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი. იგი, გამომძიებელ მამუკა მატიაშვილთან, ინსპექტო-გამომძიებელ ელდარ ბოლქვაძესთან და რუსლან იუსუბოვთან ერთად გავიდა აღნიშნულ ადგილზე, სადაც დახვდნენ რ----- ხ-------- დ ნ----ი ბ-----–----. ისინი მოძრაობდნენ ფეხით. ბეთქილ გერლიანის მიერ თარჯიმნის მეშვეობით ნ----ი ბ-----–---ს გაეცნო დადგენილება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის შესახებ, რის შემდეგაც ჩაატარა ნ----ი ბ-----–----ს პირადი ჩხრეკა. რა დროსაც მისი შარვლის წინა მარჯვენა პატარა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორ წონაკად დაფასოებული ორი შეკვრა მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება. პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა მოხდა ადგილზე. პირადი ჩხრეკისას ნ----ი ბ-----–---მა განმარტა რომ იგი იმყოფებოდა ქ. მარნეულში სამედ ვურღუნის ქუჩა N8-ში მდებარე საჩაიეში, სადაც საპირფარეშოში მას ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება შენახული. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ მოწმის მიერ ნ----ი ბ-----–---- იქნა დაკავებული და ადგილზე მოხდა დაკავების ოქმის შედგენა. ამის შემდგომ ბეთქილ გერლიანის მიერ საჩაიეში იქნა ჩატარებული ჩხრეკა, რა დროსაც პირველ სართულზე მდებარე საპირფარეშოში ნაპოვნი იქნა ნარკოტიკული საშუალება. მოწმის განმარტებით ნ----ი ბ-----–----ს პირად ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ინსპექტორ-გამომძიებელი ელდარ ბოლქვაძე და თარჯიმანი ნანული გოგიანი. ბეთქილ გერლიანის ჩვენებით მან პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას ნ----ი ბ-----–----სგან შეიტყო რომ იგი იმყოფებოდა საჩაიეში და აღნიშნული მისთვის მანამდე ცნობილი არ იყო. მითითებული საჩაიე ჩხრეკის ადგილიდან მდებარეობს დაახლოებით 500 მეტრში. მოწმის განმარტებით საჩაიეს მეპატრონემ არაფერი არ იცოდა. ბეთქილ გერლიანმა დამატებით განმარტა, რომ როგორც კი მიიღო ინფორმაცია მის მიერ მოხდა გამოძიების დაწყება, შემდეგ დაკითხა პატაკის ავტორი და გავიდა ადგილზე. ამ დროს იყო საღამოს საათები დაახლოებით 5-6 საათამდე. ბრალდებულთა დაკავების ადგილიდან საჩაიემდე დაახლოებით რამდენ ხანში მივიდა ზუსტად არ ახსოვს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ელდარ ბოლქვაძე, რომლის ჩვენებითაც ირკვევა რომ 2017 წლის 10 ივნისს მყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მარნეულის რაიონულ სამმართველოში ოპერატიული ინფორმაცია იქნა მიღებული, კერძოდ ქ.მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე იმყოფებოდა მოქალაქე რ----- ხ-------- და ნ---- ბ-----–----, რომელთაც თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშულება. აღნიშნულის საფუძველზე გამომძიებელ ბეთქილ გერლიანის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება. შემდეგ ქ.მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე გავიდნენ თავდ მოწმე, ბეთქილ გერლიანი, მამუკა მატიაშვილი, რუსლან იუსუბოვი და თარჯიმნები ნანული გოგიანი და ვასილ პარაბაშოვი. ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, თაყაიშვილის ქუჩის დასაწყისში, ფეხით გადაადგილდებოდნენ ნ----ი ბ-----–---- და რ----- ხ--------. ელდარ ბოლქვაძესთან ერთად ბეთქილ გერლიანის მიერ თარჯიმნის მეშვეობით ნ----ი ბ-----–---ს განემარტა, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი რომ მას შეიძლება ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მოწმე მონაწილებას იღებდა ნ----ი ბ-----–----ს პირად ჩხრეკაში, რა დროსაც ნ----ი ბ-----–----ს ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა პატარა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი შეკვრა ცელოფნის მონახევებში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, რაზეც ნ----ი ბ-----–---მა განმარტა რომ აღნიშნული იყო ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჰეროინი“. ჩხრეკის შემდგომ შედგენილი იქნა პირადი ჩხრეკის ოქმი. ნ----ი ბ-----–---ს ეთარგმნა დაგდენილება და პირადი ჩრეკის ოქმი, რისი სისწორეც მან დაადასტურა ხელის მოწერით. ჩხრეკის მიმდინარეობისას ნ----ი ბ-----–---მა განმარტა რომ ქ,მარნეულში, სამედ ვურღუნის ქუჩაზე მდებარე ჩაიხანაში, საპირფარეშოში მას ასევე შენახული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“. მოწმის განმარტებით ჩხრეკის ოქმი შეადგინა ბეთქილ გერლიანმა. ნარკოტიკული ნივთიერება ამოღებული იქნა უშუალოდ ბეთქილ გერლიანის მიერ. ნ---- ბ-----–---ს ჩხრეკისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მას ნარკოტიკული საშუალება თვითონ არ წარმოუდგენია. ასევე ნ----ი ბ-----–----ს ჩხრეკის პარალელურ დროს იჩხრიკებოდა მეორე პიროვნებაც.
2017 წლის 10 ივნისის საჩაიეს ჩხრეკის ოქმის თანახმად გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკა ჩატარდა ქ. მარნეულში, სამედ-ვურღუნის ქუჩა N8-ში. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი თოფურია, დეტექტივ გაომძიებელი ბეთქილ გერლიანი, თარჯიმანი ნანული გოგიანი და საჩაიეს მფლობელი რაუფ გაჯიევი. ჩხრეკა მიმდინარეობადა 20:20 საათიდან 20:55 საათამდე. ჩხრეკის შედეგად საჩაიეს პირველ სართულზე მდებარე საპირფარეშოდან, ხელსაბანი ნიჟარის ქვევით, უკანა მხრიდან ამოღებულ იქნა მოყვითალო ფერის ცელოფნის მონახევში გახვეული 5 წონაკად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება.
2017 წლის 11 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის N1185/სქ-N1305/ქრ დასკვნის თანახმად -5(ხუთ) ცალად დაფასოებული, თერმულად დამუშავებული ერთი- უფერო გამჭირვალე და 4 ცალი ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერებები, საერთო წონით (მშრალ მდგომარეობაში) - 7,2507 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 3,0966 გრამის ოდენობით.
მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ნანა ლომსაძე, რომელმაც განმარტა რომ მის მიერ ჩატარებული იქნა ქიმიური ექსპერტიზა. იგი ეთანხმება და ადასტურებს გაცმული დასკვნის სისწორეს. ნანა ლომსაძემ განმარტა, რომ სასწორზე და ნ----ი ბ-----–----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკი იყო ერთნაირი შემადგენლობის, ხოლო საჩაიედან ამოღებული ნარკოტიკი იყო განსხვავებული შემდაგენლობის.
მოწმის სახით დაიკითხა თამარ გვიშიანი, რომელმაც განმარტა რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, არის ექიმი ნარკოლოგი-ექსპერტი. აქვს მუშაობის 20 წლიანი სტაჟი. მის მიერ შემოწმებული იქნა ბ-----–---- ნ----ი ზაქირის ძე, რომელიც გამოკვლევის შედეგად კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო ლაბორატორიულად დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის მიღების ფაქტი. თამარ გვიშიანის განმარტებით როდესაც პიროვნება მოიხმარს ,,ჰეროინს“ მას უდგინდება ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმის მიერ გაცემული იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ეთანხმება და ადასტურებს. მოწმემ როგორც დამატებით მიუთითა, კონკრეტულ შემთხვევაში ექსპერტიზა ჩატარებული იქნა იმუნოქრომტესტებით ანუ შარდით. მისი განმარტებით ოპიუმის მიღების შემთხევაში, იგი ორგანიზმში ჩანს მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში.
მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელ-რ----- ბოლქვაძის ჩვენებიდან ირკვევა რომ მის მიერ შედგენილი იქნა ნ----ი ბ-----–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი. საცხოვრებელი სახლი იყო ნ----ი ბ-----–----ს დის, სადაც ნ----ი ცხოვრობდა დროებით. ჩხრეკის დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ყოფილა ამოღებული.
ნ---- ბადალვმა დაკითხვისას განმარტა, რომ მას სასწორი ესაჭიროებოდა ვერცხლის ასაწონად, რომელიც იშოვა მარნეულში რელიგიურ მაღაზიაში. ასევე განმარტა, რომ მას თან ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, მისი ჩხრეკისას არაფერი ამოუღიათ, პოლიციის განყოფილებაში კი შეადგინეს ოქმები, მის კითხვაზე თუ რა ეწერა მას განუმარტეს, რომ ოქმში დაფიქსირებული იყო მის ჩხრეკასთან დაკავშრებით, რასაც მოაწერა ხელი. დილით კი დროებითი მოთავსების იზოლატორში გახდა მისთვის ცნობილი, თუ რის საფუძველზე იყვნენ დაკავებულნი. ნ---- ბ-----–---მა ასევე განმარტა, რომ მას ჩხრეკისას საჩაიეში არსებულ ნარკოტიკთან დაკავშირებით არაფერი განუმარტავს. ასევე განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებს მის მიმართ ჰქონდათ ინტერესი, რის თაობაზეც გაფრთხილებული იყო მამისგან.
ნ---- ბ-----–---ს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულს, მტკიცებულებათა არარსებობის გამო და მიიჩნევს, რომ ნ---- ბ-----–---- უნდა გამართლდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვაში და ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ნარკოტიკული ნივთიერების დიდი ოდენობით შეძენა შენახვაში.
სსსკ-ის 9-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა საჩაიეს ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ნ----ი ბ-----–----სადმი კუთვნილების ფაქტი. ჩხრეკის ოქმის თანახმად აღნიშნულის თაობაზე მიუთითა თავად ბრალდებულმა ჩხრეკისას. სასამართლოში დაკითხვისას კი ნ---- ბ-----–---მა განმარტა, რომ მას მსგავსი რამ არ განუცხადებია. ასევე დაადასტურა საჩაიეში ყოფნის ფაქტი, თუმცა უარყო, რომ იგი იმყოფებოდა საჩაიეს საპირფარეშოში და განმარტა, რომ საჩაიედან გავიდა მხოლოდ ერთხელ სიგარეტის შესაძენად. საკუთარი თავის ინკრიმინაციის აკრძალვის დარღვევით მიღებული მტკიცებულებების შესახებ ადამიანი უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული უფლებები წარმოადგენს მე-6 მუხლით დადგენილი სამართლიანი პროცედურის ქვაკუთხედს. მათი აზრი მდგომარეობს, inter alia, ბრალდებულის ხელისუფლების მიერ არაჯეროვანი იძულებისაგან დაცვაში, რაც, შესაბამისად, თავიდან გვაცილებს მართლმსაჯულების ნაკლოვანებას და უზრუნველყოფს მე-6 მუხლით დადგენილი მიზნების მიღწევას. უშუალოდ საკუთარი თავის ინკრიმინაციის აკრძალვა გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარე ეცადოს დაამტკიცოს ბრალდებულის დამნაშავეობა იმ მტკიცებულებების გამოყენების გარეშე, რომელიც მოპოვებული იქნა ბრალდებულის სურვილის საწინააღმდეგოდ, იძულებისა თუ ჩაგვრის გამოყენებით (inter alia, Saunders, § 68; Heaney and McGuinness, § 40; J.B. v. Switzerland, no. 31827/96 , § 64, ECHR 2001-III; Allan [v. the United Kingdom, no. 48539/99 ], § 44[, ECHR 2002-IX]).. შესაბამისად ნ----ი ბ-----–----ს პირადი ჩხრეკისას გაკეთებული განმარტება, რომელიც იძლევა ინფორმაციას ჩაიხანაში ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება მიღებული სასამართლოს მიერ როგორც მისი მამხილებელი მტკიცებულება.
ნ---- ბ-----–----ს საჩაიეს საპირფარეშოში ყოფნის ფაქტის დასადატურებლად სახელმწიფო ბრალმდებელმა იშუამდგომლა მოწმე რაუფ გაჯიევის ჩვენების გამოქვეყნება. 2017 წლის 15 ივნისის რაუფ გაჯიევის გამოკითხვის ოქმის თანახმად ირკვევა, რომ მასთან საჩაიეში 2017 წლის 10 ივნისს მივიდა ორი პიროვნება, რომლებიც ისხდნენ კუპეში, შემდეგ რამდენიმე წუთში ერთ-ერთი მათგანი ადგა და დაბლა ჩავიდა, რომელიც მოწმის ჩვენების თანახმად სავარაუდოდ საპირფარეშოში იყო ჩასული, სადაც დაჰყო 15 წუთი აღნიშნულის შემდეგ კი ავიდა ისევ მაღლა. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. კონკრეტულ შემთხვევაში მოწმე რაუფ გაჯიევი კატეგორიულადაც კი ვერ მიუთითებს ნ---- ბ-----–----ს საპირფარეშოში ყოფნის ფაქტს და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ იყო საპირფარეშოში. გარდა ამისა საგულისხმოა, რომ ნ---- ბ-----–----ს პირადი ჩხრეკისას და საჩაიეს ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები განსხვავდებიან ქიმიური შემადგენლობით ერთმანეთისაგან. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ადგენს, რომ ნ---- ბ-----–---ს საჩაიეს ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება არ ეკუთვნოდა, შესაბამისად მას ბარლდებიდან უნდა ამოერიცხოს აღნიშნული.
რაც შეეხება ნ---- ბ-----–----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშაულებას: მოწმეების ბეთქილ გერლიანის, ელდარ ბოლქვაძის ჩვენებებით, ნ----ი ბ-----–----ს პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ მისი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 2 წონაკად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება. 2017 წლის 11 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის N1185/სქ-N1305/ქრ დასკვნის თანახმად, კი ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: - 2(ორი) ცალად დაფასოებული, თერმულად დამუშავებული უფერო გამჭირვალე პოლიეთილენის 2 ცალ ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერებები, საერთო წონით - 1,4870 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს- 0,3565 გრამის ოდენობით.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჰეროინი 0,2 დან 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად. შესაბამისად ნ---- ბ-----–---- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ნარკოტიკული ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
4. სამართლებრივი შეფასება.
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
შესაბამისად ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- ხ-------- ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს აქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირევლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4.2. ნ---- ბ-----–---- ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიეტების შეძენა შენახვაში.
ნ---- ბ-----–---- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვაში დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.1. საქმის მასალების თანახმად ნ---- ბ-----–---- არ არის ნასამართლევი. ნ---- ბ-----–----ა არ არის ადმინისტრაციულად სახდედადებული, ჰყავს ოჯახი, სამი შვილი, მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ნ---- ბ-----–---- არ არის ნასამართლევი, შესაბამისად არ არსებობს სასჯელის დამძიმების საფუძველი, მას უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებულ სასჯელის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ---- ბ-----–----ს მიმართ ზემოაღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
7.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არ აქვს იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაციაა. სისხლის სამართლის საქმეს ერთვის რ----- ხ--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული სასწორი და ნარკოტიკული საშუალება (ამოღებული საჩაიეს ჩხრეკის, ნ---- ბ-----–----ს ჩხრეკის დროს), რომელიც უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-270-ე, 271-276-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ნ----ი ბ-----–---- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ----ი ბ-----–---- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით;
ნ----ი ბ-----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2017 წლის 10 ივნისიდან.
ნ----ი ბ-----–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
რ----- ხ-------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
რ----- ხუდაევს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
რ----- ხ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი 4000 ლარის განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს რაშად მუსტაფაევს(პ/ნ 28001062441).
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- რ----- ხ--------ს ჩხრეკისას ამოღებული სასწორი, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე