განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002251972
N1/06-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
30 იანვარი, 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - შ------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი: დ----- ა---–-----ი
ბრალდებული: ხ---- ყ-------–---–ი
მამის სახელი: ვ-------
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ა---------–----–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი მ-----ი
მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი მ-----ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 06 ნოემბერს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, ახმეტის რაიონის სოფელ მ----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხ---- ყ-------–---–ს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ხ------ მ------–---–თან, რა დროსაც ხ---- ყ-------–---–მა სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი ხ------ მ------–---–ს და წააქცია იგი. ხ---- ყ-------–---–მა წაქცეულ ხ------ მ------–---–ს წელის არეში რამდენჯერმე დაარტყა ფეხი, რის შედეგადაც ხ------ მ------–---–მა მიიღო მარცხენა მე-9 ნეკნის მოტეხილობა, რაც წარმოადგენს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ა---------– ა----–-–---–ის, ნ------ა ყ-------–---–ის, თ------ მ-------–-–---–ის, ვ------- ყ-------–---–ის ჩვენებებით, დაზარალებულ ხ------ მ------–---–ის ჩვენებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ხ---- ყ-------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4. სასამართლოს ბრალდებულ ხ---- ყ-------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
5. ხ---- ყ-------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ ნასამართლევია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ხ---- ყ-------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
8. ხ---- ყ-------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლოს პირობით 02(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
9. ხ---- ყ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პირადი თავდებობა გაუქმდეს.
10. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური