განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100117002087812
საქმე #1/202-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 იანვარი 2018 წელი ქ. ბო-–----
ბო-–----ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი
სხდომის მდივანი - თამარ სისვაძე, ნათია მიქელაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ირ---–- გუ-–-------ა, გი------ ძი-------ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - აკ--- ალ---------ი (დაბადებული - 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, არასრული საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბო-–----ს რაიონი, სოფელი ტ--–------),ადვოკატი - ვა-–-----ნ ას-----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 7 აგვისტოს, დაა--–ოებით 18:30 საათზე, აკ--- ალ---------მა ბო-–----ს რაიონის სოფელ ტ--–-----–-, მისი საცხოვრებელი სა--–ის ეზოში, მისი ძმის 15 წლის შვილს ვა---- ალ---------ს, შელაპარაკებისას რამოდენიმეჯერ დაარტყა დანა კისრის და სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც ვა---- მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).
2.4. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
2.5. აკ--- ალ---------ის მიერ ვა---- ალ---------ის მიმართ 2017 წლის 7 აგვისტოს განხორციელებული ფაქტის (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა და---რალებულ ვა---- ალ---------ის, მოწმეების - შა--–ა ალ---------ას, მა----- ალ---------ას, ბა----ნ ალ---------ას, მა---– ალ----ს, ზა--- ფა–-–--ს, რო----ტ დუ----–-–---–-ს, მი----ნ ლე----------ს, ქე-----ნ შე----------ს, ქე-----ნ შე----------ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები.
2.6. სასამართლოს აკ--- ალ---------ის მიერ ბო-–----ს რაიონის სოფელ ტ--–-----–-, მის საცხოვრებელი სა--–ის ეზოში ვა---- ალ---------ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტი უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:
2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა და---რალებულმა ვა---- ალ---------მა განმარტა, რომ 2017 წლის 7 აგვისტოს იმყოფებოდა საცხოვრებელი სა--–ის ეზოში, რა დროსაც აკ---ის შვილმა მას ძაღლი უწოდა, მან საპასუხოდ ყურძენის მარცვალი ესროლა. აკ---ი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, როცა ეზოში შევიდა, გაიარა აკ--- ალ---------ის გვერდით რა დროსაც აკ---ი წავიდა მისი მიმართულებით, მას ხელში პლასტმასის ტარიანი დანა ეჭირა, დანა კისერზე დაუსვა, ხელებით ცდილობდა აკ---ის მოგერიებას, რა დროსაც მან სხეულის სხვადასხვა ადგილებზე მიაყენა დაზიანებები. იგი საშველად დედას უხმობდა, დედა მივიდა. დედამ ბა----ნ ალ----------მ, ბებიამ მა----- ალ---------ამ და აკ---ის ცოლმა შა--–ა ალ---------ამ მოახერხეს დაეშორებინათ მისგან აკ---ი. დედა ცდილობდა ჭრილობების შეხვევას, დედამ საშველად მეზობლებს უხმო, მეზობლებმა სასწრაფო გამოიუძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
2.8. ამდენად, სასამართლო დეტალურად აფასებს და---რალებულ ვა---- ალ---------ის ჩვენებას და აღნიშნავს, რომ მისი ჩვენება (ჩვენებაში არსებული განმარტებები) არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, იგი შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს (ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას) და საეჭვო ხასიათის განმარტებებს. იგი ლოგიკურად და დამაჯერებლად აღწერს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს, შესაბამისად, ცალკე აღებული მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბა----ნ ალ---------მა დაადასტურა ვა---- ალ---------ის მიერ ჩვენებაში აღწერილი გარემოებები და განმარტა, რომ აკ--- ალ---------ი მისი მეუღლის ძმაა. 2017 წლის 7 აგვისტოს საღამოს, დაა--–ოებით ხუთ-ექვს საათზე მეზობელთან იყო, რა დროსაც შემოესმა ვა----ის ყვირილი, რომელიც მას დასახმარებლად უხმობდა. გამოვიდა სა--–ში და დაინახა, რომ აკ---ს ხელში დანა ეჭირა და ვა----ს ურტყამდა კისრისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში, იქვე იყვნენ მა------ ბრალდებულის დედა, შა--–ა ბრალდებულის მეუღლე და ბავშვები. გააშველეს, ვა----ი საძინებელში საწოლზე დასვეს, სასწრაფო მოვიდა და ვა----ი გადაიყვანეს საავადმყოფოში.
2.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მა----- ალ---------მა განმარტა, რომ აკ--- ალ---------ი მისი შვილია. 2017 წლის 7 აგვისტოს ჩუთყვავილა ჰქონდა აკ---ის შვილს და დედამ ბრილიანტის მწვანით(ზელიონკით) დაუმუშავა. ვა----ი კი ბავშვს ესვროდა ყურძნის მარცვლებს, აკ---მა ვა----ს უთხრა, რომ წასულიყო. ვა----მა შემდეგ კაკლების სროლა დაუწყო. აკ---მა უთხრა, რომ თუ არ გაჩერდებოდა ცემდა. ვა----მა აკ---ს შეაგინა და უთხრა ვერაფერს ვერ მიზამო. აკ---ი გაბრაზდა, მას ხელში დანა ეჭირა რადგან ფეხსაცმელს კერავდა. მან ვა----ს უთხრა, რომ წასულიყო მაგრამ არ წავიდა და იძახდა, რომ აკ---ი ვერაფერს ვერ მიზამსო. აკ---ი განერვიულდა და დანა რომელიც ხელში ეკავა ვა----ს დაუსვა კისრის არეში. ვა----ი ცდილობდა აკ---ის დანიანი ხელის მოგერიებას. იგი ჩადგა ვა----სა და აკ---ს შორის და შეეცადა მათ გაშველებას.
2.11. მოწმე შა--–ა ალ----------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის აგვისტოს თვეში მის შვილს ჩუთ ყვავილა ჰქონდა, ექიმმა წამლები გამოუწერა, აივანზე ბავშვს ფუფხებს უმუშავებდა. აკ---ი იქვე იჯდა ფეხსაცმელს კერავდა და ხელში დანა ეჭირა. ვა----ი მის შვილს ყურძნის ნარცვლებს ესვროდა, შემდეგ გარეთ გავიდ და იქედან კაკლის სროლა დაუწყო. აკ---მა ვა----ს უთხრა, რომ წასულიყო თორემ სცემდა. ვა----მა აკ---ს შეაგინა. მაპარმა უთხრა ვა---- გაიქეცი აკ---ი გცემს იმის გამო, რომ შეაგინეო. ის არ წავიდა იძახდა, რომ ვერაფერს ვერ მიზამსო. აკ---ი გაბრაზდა და დანა მოუქნია, ვა----მა დაზიანება მიიღო კისრის არეში. პატარა ზომის დანა იყო, შავი ფერის ტარით, მითითებული დანა მოგვიანებით პოლიციამ ამოიღო. დანის მოქნევის შემდეგ აკ---ი დამშვიდდა და წავიდა. ბა----ნი, რომ მოვიდა ვა----ი უკვე დაჭრილი იყო. მანვე განმარტა რომ მისი მეუღლე ავადაა და ყოველდღიურად ღებულობს პრეპარატებს.
2.12. მოწმე მა---– ალ----ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ არის აკ--- ალ---------ის მეზობელი, 2017 წლის აგვისტოს თვეში იმყოფებოდა სა--–ის ეზოში. ქალების ყვირილისა და კივილის ხმა შემოესმა, გარეთ გავიდა დაინახა, რომ ვა---- ალ---------ს კისრის არედან და ხელებიდან სისხლი სდიოდა, მას ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა. ვა----ის დედა ითხოვდა შველას და სასწრაფოში დაერეკვას. აკ---ის დედისგან გაიგო, რომ ვა----ი აკ--- ალ---------მა დაჭრა.
2.13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 8 აგვისტოს #5004586717 დასკვნის თანახმად, შპს ბო-–----ს ცენტრალური კლინიკის ფორმა N100 რეგისტრაციის N2253 მონაცემებით ვა---- ალ---------ს 07.08.17 წ. აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები კისრისა და ორივე მტევნის საჩვენებელი თითების მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხსს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ექსპერტმა მი----ნ ლე---------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული #5004586717 ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს #5004874317 დასკვნის თანახმად: აკ--- ალ---------ს აღენიშნება თავის ტვინის დაზიამებითა და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა (კოდი F06 დაავადებათა საერთაშორისო კლა----იკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალადშერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს აკ--- ალ---------ს აღენისმებოდა თავის ტვისნის დაზიანებით და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებით ფსიქიკის მხრივ მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შეურაცხადობა) თავისი ფსიქიკური მდგომარეობით აკ--- ალ---------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. აკ--- ალ---------ი იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. აკ--- ალ---------ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. აკ--- ალ---------ი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. აკ--- ალ---------ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით აკ--- ალ---------ს შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.
ექსპერტმა ქე-----ნ შე----------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული #5004874317 ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.15. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 სექტემბრის #5005188017 დასკვნის თანახმად, სეროლოგიული, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
- ვა---- ალ---------ის სისხლის ნიმუში (ობ.N13, პაკეტი წარწერით: ,,აკ--- ალ---------ის სისხლის ნიმუში") მიეკუთვნება A (II) ჯგუფს, Rh ფაქტორს MN ტიპს.
- აკ--- ალ---------ის სისხლის ნიმუში (ობ.N14, პაკეტი წარწერით: ,,ვა---- ალ---------ის სისხლის ნიმუში") მიეკუთვნება O (I) ჯგუფს, Rh+ ფაქტორს MN ტიპს.
- პაკეტში წარწერით ,,სამზარეულოს დანა, სისხლისმაგვარი კვლით“ მოთავსებული დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის აკ--- ალ---------ს (ობ.N14), ხოლო დანაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვა---- ალ---------ს (ობ.N13)
- პაკეტში წარწერით ,,2. სისხლისმაგვარი კვალი, ბეტონის ზედაპირიდან“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის აკ--- ალ---------ს (ობ.N14)
- პაკეტში წარწერით ,,3. სისხლისმაგვარი კვალი ბეტონის ზედაპირიდან“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვა---- ალ---------ს (ობ.N13)
- პაკეტში წარწერით ,,პირსახოცი სისხლისმაგვარი ლაქებით“ მოთავსებულ პირსახოცზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N5,6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვა---- ალ---------ს (ობ.N13)
- პაკეტში წარწერით ,,შარვალი და სროჩკა“ მოთავსებულ პერანგსა (ობ.N7,8) და შაევალზე (ობ.N9,10) არსებულ მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სიხლს ობ.N7-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვა---- ალ---------ს (ობ.N13) ობ.N9,10-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის აკ--- ალ---------ს (ობ.N14) ობN8-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის ვა---- ალ---------ს 9ობ.N13) , ხოლო მეორე წილი ეკუთვნის აკ--- ალ---------ს (ობ.N14)
- პაკეტში წარწერით ,,მაისური სისხლისმაგვარი ლაქებით“ მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N11,12) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვა---- ალ---------ს (ობ.N13)
ექსპერტმა ქე-----ნ ქა-------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული #5005188017 ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.16. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის #5005196917 დასკვნის თანახმად: გამოსაკვლევად წარმოდგენილ პერანგზე და შარვალზე დასკვნის კვლევით ნაწილში აღწერილი დაზიანებების მორფოლოგია დამახასიათებელია მათი ექსპლუატაციით წარმოშობისათვის, ხოლო მაისურზე სავარაუდოდ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს განვითარებული დაზიანებების გარდა, სხვა რაიმე დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, სათანადო მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არ არსებობის გამო
2.17. დათვალიერების ოქმის თანახმად, ბო-–----ს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ რო----ტ დუ----–-–---–-ს მიერ სა--–ის მესაკუთრის მა----- ალ---------ას, თარჯიმან თამილა ასათიანისა და კრიმინალისტ ფრიდონ დევნოზაშვილის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ბო-–----ს რაიონის სოფელ ტ--–-----–- მდებარე მა----- ალ---------ას საცხოვრებელი სა--–ი, რა დროსაც ამოღებული იქნა -აკ--- ალ---------ის ტანისამოსი, მაისური, ყვითელი ფერის პირსახოცი, დანა, სისხლის ანაწმენდები.
2.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - ზა--- ფა–-–-- და რო----ტ დუ----–-–---–- არიან ბო-–----ს შსრაიონული სამმართველოს თანამშრომლები. აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომელებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და მხარეთა მიერ მათი სანდოობა ეჭვქვეშ არ დამდგარა. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების (ძალადობის ფაქტების) მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).
2.19. ბრალდებულმა აკ--- ალ---------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 7 აგვისტოს იმყოფებოდა თავისი სა--–ის ეზოში, რა დროსაც ვა---- ალ---------ი ყურძნის მარცვლებს ესვროდა მის შვილს. ვა----მა მიმართა მას უცენზურო სიტყვებით და დანა დაარტყა მუცლის არეში. აღნიშნულის შემდეგ კი მან დანა დაარტყა ვა---- ალექპეროვს.
2.20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილს საკვანძო საკითხებზე და იმსჯელებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ ძირითად არგუმენტებზე, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ.
2.21. უპირველესყოვლისა სასამართლომ გულდასმით გამოიკვლია ბრალდებულ აკ--- ალ---------ის ჩვენება და მიაჩნია, რომ მის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ინფორმაცია არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გარემოებებიდან (ვ.ალ---------ის მიერ ალიფ ალ---------ისათვის დანის დარტყმის ფაქტი წარმოადგენს მხოლოდ მის განმარტებას, რაც არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება) და ვერ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ უტყუარობის სტანდარტს.
2.22. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
2.23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
2.24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა, სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა, რომ კონფლიქტს და ფიზიკურ დაპირისპირებას აკ--- ალ---------სა და ვა---- ალ---------ს შორის ადგილი ჰქონდა ბო-–----ს რაიონის სოფელ ტ--–-----–- მდებარე აკ--- ალ---------ის საცხოვრებელი სა--–ის ეზოში, რა დროსაც აკ--- ალ---------მა დანა ჩაარტყა კისრისა და სხეულის სხვადასხვა არეში ვა---- ალ---------ს, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
სასამართლო მოწმეების - ჩვენებებს აფასებს მათი სანდოობის თვალსაზრისით და აღნიშნავს, რომ შინაარსობრივად არ შეიცავენ არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე ექსპერტიზის დასკვნებთან, დათვალიერების ოქმებთან და სასამართლოში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან, შესაბამისად, მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული და---რალებულ ვა---- ალ---------ის, მოწმეების - შა--–ა ალ---------ას, მა----- ალ---------ას, ბა----ნ ალ---------ას, მა---– ალ----ს, ზა--- ფა–-–--ს, რო----ტ დუ----–-–---–-ს, მი----ნ ლე----------ს, ქე-----ნ შე----------ს, ქე-----ნ შე----------ს ჩვენებები არ შეიცავს საეჭვო განმარტებებს, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა მათ სანდოობასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე არ იკვეთება რაიმე საეჭვო გარემოებები, რაც მიანიშნებდა მოწმეების მიკერძოებაზე და პირად დაინტერესებაზე ბრალდებულ აკ--- ალ---------ის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს, ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.
ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის ყველა მოწმე, რომლებიც აკ--- ალ---------ის წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებას. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა. ჯვარედინი დაკითხვის და---რალებულ ვა---- ალ---------ის, მოწმეების - შა--–ა ალ---------ას, მა----- ალ---------ას, ბა----ნ ალ---------ას, მა---– ალ----ს, ზა--- ფა–-–--ს, რო----ტ დუ----–-–---–-ს, მი----ნ ლე----------ს, ქე-----ნ შე----------ს, ქე-----ნ შე----------ს ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ეჭვი მათ სანდოობასთან დაკავშირებით არ არსებობს.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა და---რალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
3.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 8 აგვისტოს #5004586717 დასკვნის თანახმად, შპს ბო-–----ს ცენტრალური კლინიკის ფორმა N100 რეგისტრაციის N2253 მონაცემებით ვა---- ალ---------ს 07.08.17 წ. აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები კისრისა და ორივე მტევნის საჩვენებელი თითების მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხსს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და ალიფ ალ---------ის ქმედება - ვა---- ალ---------ისათვის დანით დაზიანების მიყენება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან და---რალებულის ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებასთან. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აკ--- ალ---------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 120-ე მუხლი, რომლითაც აკ--- ალ---------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს 6 თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს აკ--- ალ---------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით აკ--- ალ---------ის პასუხისმგებლობის და დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება. შემამსუბუქებელი გარემოება კი მისი შეზღუდული შეუ რაცხადობაა.
4.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს აკ--- ალ---------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს აკ--- ალ---------ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დამდგარ შედეგს (ვა---- ალ---------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს აკ--- ალ---------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ურთიერთშელაპარაკება და შურისძიება/ დაზრალებულისთვის ტკივილის მიყენება), და ზემოაღნიშნული გარემოებების ერთლობლივად შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ აკ--- ალ---------ს ასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
4.8. ამდენად, განაჩენის 4.6. პუნქტში მითითებული გარემოებებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია თავისუფლების აღკვეთის 1 წლის ვადით გამოყენება, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ა---–ი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
5. აღკვეთის ღონისძიების და ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: აკ--- ალ---------ის ტანსაცმელი და პირსახოცი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
5.2.აკ--- ალ---------ისა და ვა---- ალ---------ის სისხლის ნიმუშები, სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდი, აკ--- ალ---------ის დნმ-ის ნიმუში და დანა განადგურდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
5.3.აკ--- ალ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აკ--- ალ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. აკ--- ალ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
3. აკ--- ალ---------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 7 აგვისტოდან.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: აკ--- ალ---------ის ტანსაცმელი და პირსახოცი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
აკ--- ალ---------ისა და ვა---- ალ---------ის სისხლის ნიმუშები, სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდი, აკ--- ალ---------ის დნმ-ის ნიმუში და დანა განადგურდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბო-–----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ჯემალ კოპალიანი