განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2018
საქმის ნომერი
200100117002227121
დავის ტიპი
303 1
თარიღი
31.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100117002227121

№1/339-17

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

31 იანვარი 2017 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - მ-------------–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ბ-------------–---–ი

ბრალდებული: მ------ თ--------–---–ი

მამის სახელი: ო------

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი ქ---------ი

მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი ქ---------ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი - ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბრალდებული: ა---------– ბ--–----–---–ი

მამის სახელი: შ------

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი ქ---------ი

მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი ქ---------ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი - ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

მ------ თ--------–---–ის მიმართ სასამართლომ დაადგინა:

1. 2017 წლის 11 აპრილს, ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში მიმდებარედ, ქ---------ის სატყეო უბანში, მ------ თ--------–---–მა უკანონოდ გაჩეხა 6 ძირი წიფლის ჯიშის ხე, რითაც გარემოს მიადგა 2538 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ა---------– ბ--–----–---–ის მიმართ სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2017 წლის 11 აპრილს, ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში მიმდებარედ, ქ---------ის სატყეო უბანში, ა---------– ბ--–----–---–მა უკანონოდ გაჩეხა 3 ძირი წიფლის ჯიშის ხე, რითაც გარემოს მიადგა 3008 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ამოღების ოქმებით, დაკავების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

სამართლებრივი შეფასება:

 

4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------ თ--------–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

5. ბრალდებულმა ა---------– ბ--–----–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6. სასამართლოს ბრალდებულების მ------ თ--------–---–ის და ა---------– ბ--–----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მათი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნიათ.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მათ ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მათ ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

8. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ მ------ თ--------–---–ის და ა---------– ბ--–----–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

9. მ------ თ--------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1000(ათასი) ლარი.

10. მ------ თ--------–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს 2017 წლის 12 აპრილიდან 2017 წლის 15 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა, მ------ თ--------–---–ს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ დაენიშნოს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.

11. ა---------– ბ--–----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1000(ათასი) ლარი.

12. ა---------– ბ--–----–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს 2017 წლის 12 აპრილიდან 2017 წლის 15 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა, ა---------– ბ--–----–---–ს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ დაენიშნოს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.

13. მ------ თ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.

14. ა---------– ბ--–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.

15. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

16. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური