განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2018
საქმის ნომერი
150100118002248598
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
31.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002248598

# 1/2-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე – მა-–---- ენ-----ე

სხდომის მდივანი – და---- მე-–----ე

ბრალდების მხარე

პროკურორი - გი------ ორ---------ე

დაცვის მხარე

ბრალდებული - აზ--- ხა--------ის ძე ამ---------ი (დაბადებული 196- წლის 0- ივ-–--ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ახალქალაქი, სოფელი კუ---------; პირადი № 0----------)

 

ადვოკატი - ზა--- ზა----ე

 

თარჯიმანი - გა-–-------- გა-----–-–---–ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. ახალქალაქის რაიონის სოფელ კუ---------ში მცხოვრებ ლა----- ამ---------ს უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა მისი მეუღლის მშობლებთან, აზ--- ამ---------თან და ზინა ამ---------თან. ამ პერიოდის განმავლობაში აზ--- ამ---------ი პერიოდულად აყენებდა ლა----- ამ---------ს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ასევე სამჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც. მათ შორის ბოლოს , 2017 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, აზ--- ამ---------სა და მის რძალს, ლა----- ამ---------ს შორის კვლავ მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რა დროსაც აზ--- ამ---------მა მის საცხოვრებელ სახლში, ხელში არსებული ჯოხი თავის არეში დაარტყა ლა----- ამ---------ს ამ უკანასკნელის არასრულწოვანი შვილის თანდასწრებით, რის შედეგადაც ლა----- ამ---------მა განიცადა ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

აზ--- ამ---------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ლა----- ამ---------ის, ას-- ამ---------ის, ლუ---- აღ----–---ის, რი--- ბა-------ის, არასრულწლოვან აზ--- ამ---------ის გამოკითხის ოქმებით და ლა----- ამ---------ის სამედიცინო დოკუმენტაციით.

მხარეებს არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. აზ--- ამ---------ი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. სასამართლოს სთხოვს, რომ მის მიმართ დადგენილი იქნას სამართლიანი განაჩენი.

2.2. მხარეთა დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილ ქმედებაში.

2.3. მხარეთა დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარემ მოითხოვა აზ--- ამ---------ის მიმართ სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, კერძოდ, იმის გათვალისწინებით რომ სახეზეა ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, წარსული ნასამართლევი არ არის, ამასთან იგი აცნობიერებს ჩადენილ ქმედებას და პირობას დებს სასამართლოს წინაშე, რომ აღარ ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ასევე იგი დაავადებულია სხვადასხვა დაავადებით, საჭიროებს მკურნალობას. შესაბამისად დაცვის მხარე ითხოვს, რომ ბრალდებულს შეეფარდოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სანქციის ფარგლებში სასჯელის მინიმალური ზომა, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც.

 

2.4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა აზ--- ამ---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

დაცის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.

შეასბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ აზ--- ამ---------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ აზ--- ამ---------ის ბრალეულობას.

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

1.1. ახალქალაქის რაიონის სოფელ კუ---------ში მცხოვრებ ლა----- ამ---------ს უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა მისი მეუღლის მშობლებთან, აზ--- ამ---------თან და ზინა ამ---------თან. ამ პერიოდის განმავლობაში აზ--- ამ---------ი პერიოდულად აყენებდა ლა----- ამ---------ს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ასევე სამჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც. მათ შორის ბოლოს , 2017 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, აზ--- ამ---------სა და მის რძალს, ლა----- ამ---------ს შორის კვლავ მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რა დროსაც აზ--- ამ---------მა მის საცხოვრებელ სახლში, ხელში არსებული ჯოხი თავის არეში დაარტყა ლა----- ამ---------ს ამ უკანასკნელის არასრულწოვანი შვილის თანდასწრებით, რის შედეგადაც ლა----- ამ---------მა განიცადა ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

აზ--- ამ--------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადელი ქმედებასა და შედეგს შორის, ხოლო აზ--- ამ--------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, ამასთან იგი აცნობიერებს ჩადენილ ქმედებას და პირობას დებს სასამართლოს წინაშე, რომ აღარ ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ასევე იგი დაავადებულია სხვადასხვა დაავადებით, საჭიროებს მკურნალობას. სასამართლო თვ-–--, რომ ყოველივე აღნიშნული უნდა ჩაითვალოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებად.

4.2. რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებას სასამართლოს მიერ დადგენილი ვერ იქნა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხას--თსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, ქონებრივ, მატერიალურ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა მარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, არამედ დამნაშავის პიროვნებაც წარსულში ჩადენილ დანაშაულები, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ოჯახური და სოციალური მდგომარეობას.

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

აზ--- ამ---------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ აზ--- ამ---------ის საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლირება და მისთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა არ შეიძლება იყოს სასჯელის მიზანი.

ბრალდებულ აზ--- ამ---------ის მიმართ, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გამოყენება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია რომ მას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავის რესოციალიზაციას, რაც პროპორციულად და თანაზომიერად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, ამასთან იქნება კანონიერი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთი ვარგისი საშუალება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბოლოოდ აზ--- ამ---------ს ძირითადი სასჯელის სახით უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი, რაც სავსებით აკმაყოფილებს სამართლიანობის აღდგენისა და რესოციალიზაციის პრინციპს.

 

6. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

აზ--- ამ---------ის მიმართ 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, უნდა გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258 - 26--ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 278-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აზ--- ამ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

2. კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სა-–------------ის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

3. აზ--- ამ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს;

4. აზ--- ამ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 28 ნოემბრიდან 01 დეკემბრის ჩათვლით;

5. აზ--- ამ---------ის მიერ ჩაბარებული რუსეთის ფედერაციის P--------------- პასპორტი, რომელიც ინახება შსს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ვაჩიანის პოლიციის განყოფილებაში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვ-–-- შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - აზ--- ამ---------ს;

6. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;

7. განაჩენი ძალაშია გამოცხადებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით.

მოსამართლე მა-–---- ენ-----ე