განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2018
საქმის ნომერი
040100117002214435
დავის ტიპი
276 5
თარიღი
17.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0401-0117002214435

საქმე№#1/22

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

ს----------–--- სახელით

17 იანვარი, 2018 წელი ქ.ცაგერი

 

ც------- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნანა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამილა ახვლედიანი

 

პროკურორის - მ----- ტ--–--–-–---–--

 

ადვოკატ-ა---- ჯ----–----

 

ბრალდებული- გ------- ო-----

მამის სახელი-თ------

დაბადებული-1-.0-.1--- წელს

დაბადების ადგილი- ს----------–--, ლ-------

მოქალაქეობა-ს----------–--- მოქალაქე

განათლება- ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა-დ-------------–-

პირადი ნომერი- 6----------

ნასამართლეობა- არ მქონე

მისამართი-დაბა ლ-------, წ-------–-- ქ.#4

 

კვალიფიკაცია- ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილი (ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა- 2017 წლის 12 სექტემბერს, ც------- რაიონის სოფელ ო------–-- ტერიტორიაზე, ქ---------ც------- საავტომობილო გზაზე, გ------- ო----- მართავდა ,,მ--------- ბ--–--“ მოდელის R---2-- სარეგისტრაციო ნომრის მქონე ავტომანქანას. მოძრაობისას გ------- ო------ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ ს----------–--- კანონის 34.3 (გ) მუხლის მოთხოვნები და შეეჯახა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს. შეჯახების შედეგად, გარდაიცვალა გ------- ო-----ს მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მყოფი მგზავრი-თ------ ო-----. გ------- ო------ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა)

 

1.1. ბრალდებულმა-გ------- ო------ აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, რის გამოც, შეეჯახა ,საპირისპირო მიმართულებით მიმავალ ავტომანქანას, რის შედეგადაც,ადგილზე გარდაიცვალა ავტომანქანაში მყოფი მგზავრი-თ------ ო-----.

 

1.2 ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2017წლის 1- ოქტომბრის №----- დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ო-----ს მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ ს----------–--- კანონის 34.3(გ) მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

წარმოდგენილი ავტომობილი, აღნიშნული დასკვნის თანახმად, სატრანსპორტო შემთხევამდე იყო ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.

 

1.3 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №---------, დადგენილია, რომ

მოქალაქე თ------ ო-----ს სიკვდილის მიზეზია შინაგანი ორგანოების ზოგადი სისხლნაკლებობა, გულმკერდის მიდამოს ბლაგვი დახურული ტრამვით დაზიანებული (მარჯვენა და მარცხენა) შინაგანი ორგანოებიდან განვითარებული სისხლდენის შედეგად.

1.5. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით # 0--------, დადგენილია, რომ სატრანსპორტო შემთხევის შედეგად, გ------- ო------ მიიღო სხეულის დაზიანება, კერძოდ, მარჯვენა ბარძაყის ძვლის ამოვარდნილობა მენჯ-ბარძაყის სახსარში, მარჯვენა ტაბუხის ფოსოს უკანა კიდის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა. მას აგრეთვე აღენიშნებოდა დამუშავებული მცირე ზომის ტრანსდერმული ჭრილობები მარჯვენა მტევნის მეხუთე და მეოთხე თითებზე.

 

1.6 ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (2017 წლის 12 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენება და საქმეში შეკრებილი სხვა ფაქტები და ინფორმაცია) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- ო------ ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

ს----------–--- სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტი არის ის, ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. ბრალდებულის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტი სადავო არ გამხდარა მხარეებს შორის.

სასამართლო განმარტავს, რომ ს----------–--- სსკ-ის 276-ე მუხლი არის ბლანკეტურინორმა, (ისეთი ნორმა, რომელიც მიუთითებს სხვა კანონზე ან სხვა მუხლზე),რომელიც ზოგადად მიუთითებს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესებზე, თუმცა კონკრეტულად არ ჩამოთვლის მათ. ამდენად, იმისათვის, რომ დადგინდეს სსკ-ის 276-ე მუხლის ზუსტი შინაარსი, აუცილებელია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების მოძიება სხვა ნორმატიულ აქტში. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი(რელევანტური) სხვა ნორმატიული აქტი არის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” ს----------–--- კანონი, რომლის ნორმების დაცვაც ევალებოდა ავტომობილის მძღოლს. აღნიშნული კანონის 34.3(გ) მუხლის თანახმად-,,მძღოლს შეუძლია გასწრება ისე განახორციელოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე ან დაბრკოლება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. იგი აგრეთვე უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა“. ის, რომ ბრალდებული გ------- ო----- მართავდა ავტომობილს, რა დროსაც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ ს----------–--- კანონის 34.3 მუხლი, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით ს----------–--- სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით(მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით) და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულ გ------- ო----- მოწმეების: ბ------ მ--–----------, გ--- მ--–----------, ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით, უტყუარად დადასტურებულია, რომ გ------- ო----- მართავდა სატრანსპორტო საშუალებას და დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ ს----------–--- კანონის 34.3(გ) მუხლის მოთხოვნები,რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

 

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე, მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ს----------–--- სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. ს----------–--- სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

 

სამართლებრივი შეფასება

ს----------–--- სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და ადამიანის სიცოცხლე. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება გაუფრთხილებელ დანაშაულს წარმოადგენს.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული, პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ გ------- ო------ ჩაიდინა ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხავი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ გ------- ო-----ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც გ------- ო-----ს ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით .

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

გ------- ო-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება და მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გ------- ო-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

ს----------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს ს----------–--- სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის სანქციას. ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ სახეზეა გაუფრთხილებელი კატეგორიის დანაშაული, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და მისი წარსული ცხოვრებიდან უარყოფითი გარემოებები არ არსებობს. ამავე დროს, გ------- ო------ აღიარა დანაშაული, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმის შესაფასებლად, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელი არაა მისი იზოლაცია და სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სანქციით გათვალისწინებული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით, მინიმუმზე მცირედ მაღალი ზომით, რაც უნდა ჩაითვალოს პირობით, შესაბამისი გამოსაცდელი ვადით.

სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

ს----------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა ს----------–--- სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე დართულია ნივთმტკიცებები: ,,მ----------ბ--–--“ მარკის ავტომობილი,სახელმწიფო ნომრით R---2--, რაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ბრალდებულ გ------- ო-----ს ოჯახს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--- სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გ------- ო----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 5(ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2.ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, გ------- ო----- 6(ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

3.გაუქმდეს გ------- ო-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება-გირაო.

 

4.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს ს----------–--- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

5.ნივთმტკიცება- ,,მ-----------ბ--–-- ’’-ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით R---2--,საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ------- ო-----ს ოჯახს.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ც------- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი