განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №182246084-1/005-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
31 იანვარი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – ო---------------
დაცვის მხარე: ბრალდებული – თ------------------------------ დაბადებული 1----–-–---------–--ს, პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:ქ----------------------–-------------;
ადვოკატი - ი-----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
თ---------------- 2017 წლის 27 ნოემბერს დაახლოებით 20:15 საათზე ქ------------–----------–---------ში თავისი საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, არასრულწლოვანი შვილის, 16 წლის 1--------- წელს დაბადებულ ნ-----–-------------ს თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ-------------–---–ს, უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა, მარჯვენა ხელის მაჯაზე ძლიერად მოკიდა ორთავე ხელი და გადაუტრიალა, რამაც მ-------------–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულმტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თ---------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ;
მ-------------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 27 ნოემბერს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე თ--------------- სახლში მივიდა, სახლში იმყოფებოდა თავად, მისი 16 წლის შვილი ნ-----–------------ე და მამამთილი რ--------------. მეუღლეს ჩაეძინა გაღვიძებისთანავე ბავშვს დაუწყო გინება, შემდეგ მისი მისამართით გახდა აგრესიული და აგინებდა დედის მისამართით, მარჯვენა ხელის მაჯაზე მოკიდა ორთავე ხელი და გადაუტრიალა, ცდილობდა თავისუფალი მარცხენა ხელით მოეცილებინა თ------- და მას სახეზე აწვებოდა ხელით, ამ დროს სახლში 16 წლის ნ-----–------------ე შემოვიდა და მოაცილა თ------- ჩ------- მას, მომხდარის გამო იგი დამცირებული და შეურაცხყოფილია, მასზე მეუღლემ ფიზიკურად იძალადა შვილის ნ-----–--------------ს თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა, მარჯვენა ხელის მაჯაზე ძლიერად მოკიდა ორთავე ხელი და გადაუტრიალა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
იხ. ს.ფ.6-7;
ნ-----–--------------ს ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 27 ნოემბერს მამა თ------- ჩ------- ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მივიდა სახლში და დაიძინა, ცოტა ხანში გაიღვიძა და უაზროდ დაუწყო კამათი, მ-------------–---–მა მას უთხრა რომ მისთვის თავი დაენებებინა და დაეძინა, ამის გამო მამა თ------- ჩ------- გაბრაზდა და დაუწყო დედას მ-------------–---–ს გინება, იგი გამოვიდა სახლიდან გარეთ თუმცა მალევე უკან შებრუნდა რა დროსაც დაინახა რომ თ------- ორთავე ხელით ეკავა მ---- მარჯვენა ხელი მაჯით და მას ხელს უტრიალებდა ძლიერად
იხ. ს.ფ.26-28;
თ------- ჩ-------- ჩვენება რომლის თანახმად 2017 წლის 27 ნოემბერს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მივიდა სახლში,სადაც იმყოფებოდნენ მეუღლე მ--------------–---–ი და 16 წლის შვილი ნ-----–------------ე, სახლში მისვლისას დაეძინა თუმცა უცბად ნასვამ მდგომარეობაში მყოფს გაეღვიძა მოეჩვენა რომ ხმაური იყო, მეუღლეს და შვილს უსაყვედურა ძილის საშუალება მიეცათ და ნუ ხმაურობდნენ, რაზეც მეუღლემ უპასუხა რომ დალევისთვის თავი დაენებებინა და ნუ სვავდა, გაბრაზდა შეაგინა მეუღლეს მარჯვენა ხელის მაჯაში მოკიდა ორივე ხელი და მაჯა გადაუტრიალა, მათი შვილი ნ-----–----- მივიდა და გააშველა ისინი.
იხ. ს.ფ.69-72;
2017 წლის 29 ნოემბერს №---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მ--------------–---–ის მარჯვენა წინამხრის არეში არსებული ნაჭდევი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
იხ. ს.ფ. 34-35;
თ------- ჩ-------- მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: ზ---- ჩ--------, შ-------------------------------------–-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თ------ ჩ-------- დაკავების ოქმით, მ-------------–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ თ------- ჩ-------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ------- ჩ-------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებები არ გააჩნია.
თ------- ჩ-------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა და ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თ------- ჩ-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს თ------- ჩ-------- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.თ------- ჩ------- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 წელი;
2. თ------- ჩ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით;
3.თ------- ჩ-------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ რ----- ჩ-------- პ/ნ 1---------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ----------------------–------------, საკადასტრო კოდი 6-----------, ზონა ბ---------------, სექტორი ქ., ბ------------------------–----------------------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი საკუთრება , ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დაზუსტებული ფართობი 351.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი საცხოვრებელი 340 კვ/მ ავტოფარეხი 36 კვ.მ - 8 000 ლარის ფარგლებში;
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად მსჯავრდებულ თ------- ჩ-------- ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე