განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/015-18წ. 31 იანვარი, 2018 წელი ქ.ა---––---
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - ო----------------;
დაცვის მხარე - ბრალდებული - გ------- ფ--–---- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--1--1---წელს, პ/ნ 1---------- მცხ. დაბა ა---–-----, ბ----------- ქ.N8-;
ადვოკატი - ნ-------- ს--------–---–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 04 დეკემბერს დაახლოებით 11 სათზე გ------- ფ--–----- მისსავე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს თ------- ა-----–---–- საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა, კერძოდ, ჩაავლო ხელი თმებში და ძლიერად მოქაჩა რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდებულმა გ------- ფ--–----- აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გ------- ფ--–----ს, დაზარალებულ თ------- ა-----–---–-- ჩვენებები, მოწმეების ი--- ფ-–-----, ნ------- ფ--–----ს ჩვენეები და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები დამტკიცდა სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომის დროს, როგორც უდაო მტკიცებულებანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა გ------- ფ--–----სს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები
გ------- ფ--–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პი---დ და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, გ------- ფ--–---- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მხედველობაში მიღებით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------- ფ--–----ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 2---ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ფ--–---- (პ/№ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.
- საქართველოს სსკ-ის 6--ე მუხლის გათვალისიწნებით, პატიმრობაში ყოფნის ვადის მხედველობაში მიღებით, 2017 წლის 04 დეკემბრიდან 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით, შემცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 საათის ოდენობით
2. გ------- ფ--–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გი---ო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გი---ოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ გ---- გ-----–-–---–-- (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ.ა---––--- გ-----ს ქ----. ს.კ 6-.0-.5-.2-- (სასამართლოს 2017 წლის 08 დეკემბრის N1-------- განჩინება).
3. არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი