გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.02.2018
საქმის ნომერი
080210015001035169
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210015001035169

N2/1239-15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 დეკემბერი 2017 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - სს ”პ------------- ბანკი”;

წარმომადგენელი - ლე--- გვ------ძე. გრ-----– კა–----ძე;

მოპასუხე - კ--- ბე---ე;

კ--- ბე---ის წარმომადგენელი - ალ-------რე თა----–-–---–ი;

მოპასუხე – ნა----–- ა-------ი, ვა------ ჩი----–---–ი, დ------ ბა---–---–ი, კ---ბერ ჭრ--–-–---–ი (არ გამოცხადდნენ);

დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტა, დავალიანების დაკისრება,იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შეწყდეს სს „პ------------- ბანკს“ და შპს „თ------–ი 2010“-ს, კ--- ბე---ეს და კ---ბერ ჭრ--–-–---–ს შორის გაფორმებული N1.250, N1.192 და N3.819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებები.

1.2. მოპასუხეებს შპს „თ------–ი 2010“-ს, კ--- ბე---ეს და კ---ბერ ჭრ--–-–---–ს სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 500107.57 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული დ------ ბა---–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი აფხაზეთის ქუჩა N5/2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------- რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

1.4. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ნა----–- ა-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი გრიბოედოვის ქუჩა N30/ქ. ქუთაისი გრიბოედოვის ქუჩა მეორე შესახვევი, N2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------- რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

1.5. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ვა------ ჩი----–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი თბილისის ქუჩა პირველი შესახევევი N6, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------- რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

1.6. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული კ--- ბე---ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი ზ. გამსახურდიას გამზ. (ყოფილი რუსთაველის გამზ.) პირველი შესახევევი N12 (ყოფილი 159ა), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------- რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

1.7. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს კ--- ბე---ის და კ---ბერ ჭრ--–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია და ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

1.8. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა „შპს „თ------–ი 2010“-ის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა გამოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831– მუხლის საფუძველზე.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2011 წლის 09 ნოემბერს სს „პ------------- ბანკს“ და შპს „თ------–ი 2010“-ს შორის დაიდო N1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, იმავე დღეს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N1.2125 40000 აშშ დოლარზე, წლიური 13% სარგებლის დარიცხვის პირობით, 60 თვის ვადით; 2011 წლის 14 დეკემბერს N13.1807 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა 40000 აშშ დოლარი, სამოცი თვის ვადით, წლიური 13%-ის დარიცხვის პირობით; 2012 წლის 21 სექტემბერს N13.36.32 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა 20000 აშშ დოლარი, სამოცი თვის ვადით, წლიური 13%-ის დარიცხვის პირობით; 2014 წლის 02 ივნისს N1.6.588 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა 15000 აშშ დოლარი, სამოცდაერთი თვის ვადით, წლიური 11.5%-ის დარიცხვის პირობით; 2014 წლის 11 ივნისს N1.6613 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა 10000 აშშ დოლარი, წლიური 11.5%-ის დარიცხვის პირობით; 2014 წლის 20 ივნისს N16628 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა 10000 აშშ დოლარი, წლიური 11.5%-ის დარიცხვის პირობით. N1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია N670304658-021, N600055639-021, N670216932-0222 იპოთეკის ხელშეკრულებებით და N600055639-041, N400097201-0442 ხელშეკრულებებით სოლიდარული ვალდებულებების შესახებ. 2011 წლის 13 სექტემბერს კ--- ბე---ესთან და კ---ბერ ჭრ--–-–---–თან გაფორმებულია N1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2013 წლის 11 ივნისს დაიდო N13.4999 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება 288000 აშშ დოლარზე 84 თვის ვადით, ყოველწლიური 13% სარგებლის დარიცხვის პირობით, ასევე გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებების ცვლილებები N302033996, N301879329 და N312571111. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N1.192 უზრუნველყოფილია N670637549-021, N670216932-021 და N670654984-0222 იპოთეკის ხელშეკრულებებით, ასევე N400097201-041 ხელშეკრულებით სოლიდარული ვალდებულებების შესახებ. 2013 წლის 22 აგვისტოს კ--- ბე---ესთან დაიდო N3.819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაფორმდა N3.8942 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება 20000 აშშ დოლარზე, 85 თვის ვადით, წლიური 13% დარიცხვით, N3.819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია N670654984-021 იპოთეკის ხელშეკრულებით. მოპასუხეთა დავალიანების თანხა შეადგენს 500107.57 აშშ დოლარს, საიდანაც 361028 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 134586.6 აშშ დოლარი სარგებელი ხელშეკრულების ვადის ბოლომდე, 4495.97 აშშ დოლარი კი ჯარიმა.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე კ--- ბე---ემ არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

2.2. მოპასუხე ნა----–- ა-------მა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

2.3. მოპასუხე კ---ბერ ჭრ--–-–---–მა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

2.4. მოპასუხე ვა------ ჩი----–---–მა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

2.5. მოპასუხე დ------ ბა---–---–მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. 2011 წლის 09 ნოემბერს სს „პ------------- ბანკს“ და შპს „თ------–ი 2010“-ს შორის დაიდო FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა - 100 000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 360 თვე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი - არაუმეტეს წლიური 36%. ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

მტკიცებულება:

- FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, (ტ.1.ს.ფ13-22);

3.2.2. FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში სს „პ------------- ბანკს“ და შპს „თ------–ი 2010“-ს შორის 2011 წლის 09 ნოემბერს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N1.2125, 40000 აშშ დოლარზე, წლიური 13% სარგებლის დარიცხვის პირობით, 60 თვის ვადით;

მტკიცებულება:

- საკრედიტო ხელშეკრულება N1.2125 (ტ.1 ს.ფ 23-28);

3.2.3. FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში სს „პ------------- ბანკს“ და შპს „თ------–ი 2010“-ს შორის 2011 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა N13.1807 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 40000 აშშ დოლარი, სამოცი თვის ვადით, წლიური 13%-ის დარიცხვის პირობით.

მტკიცებულება:

- საკრედიტო ხელშეკრულება N13.1807 (ტ.1. ს.ფ 29-34);

3.2.4. FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში სს „პ------------- ბანკს“ და შპს „თ------–ი 2010“-ს შორის 2012 წლის 21 სექტემბერს გაფორმდა N13.36.32 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 20000 აშშ დოლარი, სამოცი თვის ვადით, წლიური 13%-ის დარიცხვის პირობით;

მტკიცებულება:

- საკრედიტო ხელშეკრულება N13.36.32 (ტ.1 ს.ფ 35-40);

3.2.5. FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში სს „პ------------- ბანკს“ და შპს „თ------–ი 2010“-ს შორის 2014 წლის 02 ივნისს გაფორმდა N1.6588 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 15000 აშშ დოლარი, სამოცდაერთი თვის ვადით, წლიური 11.50 %-ის დარიცხვის პირობით;

მტკიცებულება:

- საკრედიტო ხელშეკრულება N1.6588 (ტ.1. ს.ფ 41-46);

3.2.6. FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში სს „პ------------- ბანკს“ და შპს „თ------–ი 2010“-ს შორის 2014 წლის 11 ივნისს გაფორმდა N1.6613 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 10000 აშშ დოლარი, სამოცი თვის ვადით, წლიური 11.50 %-ის დარიცხვის პირობით;

მტკიცებულება:

- საკრედიტო ხელშეკრულება N1.6613 (ტ.1. ს.ფ 47-52);

3.2.7. FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში სს „პ------------- ბანკს“ და შპს „თ------–ი 2010“-ს შორის 2014 წლის 20 ივნისს გაფორმდა N1.6628 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 10000 აშშ დოლარი, სამოცი თვის ვადით, წლიური 11.50 %-ის დარიცხვის პირობით;

მტკიცებულება:

- საკრედიტო ხელშეკრულება N16628 (ტ.1ს.ფ 53-58);

3.2.8. 2011 წლის 13 სექტემბერს სს „პ------------- ბანკმა“ კ--- ბე---ესთან და კ---ბერ ჭრ--–-–---–თან გააფორმა F1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტი 300 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა შეადგენდა 360 თვეს, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5%–2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 36%. 2013 წლის 11 ივნისს და 22 აგვისტოს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები. ხელშეკრულებას დაემატა 6.2. პუნქტი, რომლითაც მსესხებლებმა აიღეს ვალდებულება ხელშეკრულების ყველა ცვლილება ეცნობებინათ იმ პირებისათვის, რომლებთანაც გაფორმებული იყო აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის და სხვა ტიპის ხელშეკრულებები.

მტკიცებულება:

- NF1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ტ.1 ს.ფ 68-78);

– 2013 წლის 11 ივნისის ცვლილება (ტ.1. ს.ფ. 86–91)

3.2.9. F1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 11 ივნისს კ--- ბე---ესთან დაიდო N13.4999 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება 288000 აშშ დოლარზე 84 თვის ვადით, ყოველწლიური 13% სარგებლის დარიცხვის პირობით.

მტკიცებულება:

- N13.4999 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ 80–85);

3.2.10. 2013 წლის 22 აგვისტოს სს „პ------------- ბანკს“ და კ--- ბე---ეს შორის დაიდო FW3.819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 100000 აშშ დოლარით, 360 თვის ვადით, არაუმეტეს წლიური 36% დარიცხვის პირობით.

მტკიცებულება:

– FW3.819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ 170–176);

3.2.11. 2013 წლის 22 აგვისტოს სს „პ------------- ბანკს“ და კ--- ბე---ეს შორის დადებული N3.819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა N3.8942 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება 20000 აშშ დოლარზე, 85 თვის ვადით, წლიური 13% დარიცხვით.

მტკიცებულება:

- N3.8942 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ 107–113);

3.2.12. მსესხებელს (კ---ბერ ჭრ--–-–---–ი და კ--- ბე---ე) და ბანკს შორის 2011 წლის ბოლომდე გასაფორმებელი FW1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად 2011 წლის 09 სექტემბერს გაფორმდა N670304658-021 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა კ--- ბე---ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ზ. გამსახურდიას გამზ. (ყოფილი რუსთაველის გამზ.) პირველი შესახევევი N12 (ყოფილი 159ა), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-----------.

2011 წლის 07 ნოემბერს იგივე უძრავი ქონება დაიტვირთა მეორადი იპოთეკით N600055639–021 იპოთეკის ხელშეკრულებით, 2011 წლის ბოლომდე ბანკს და მსესხებელს (შპს „თ------–ი 2010“) შორის გასაფორმებელი FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

მტკიცებულება:

- N670304658-021 იპოთეკის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ 59–65);

– N600055639–021 იპოთეკის ხელშეკრულებით (ტ.1 ს.ფ 177–184);

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ.66–67, 185–186);

– საკრედიტო ხელშეკრულების ცვლილება (ტ.1 ს.ფ.86–87);

3.2.13. FW1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო და ყველა სხვა ტიპის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად 2013 წლის 11 ივნისს გაფორმდა N670637549-021 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ნა----–- ა-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი გრიბოედოვის ქუჩა N30/ქ. ქუთაისი გრიბოედოვის ქუჩა მეორე შესახვევი, N2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-----------

მტკიცებულება:

- N670637549-021 იპოთეკის ხელშეკრულება (ტ.1 ს.ფ 92–96);

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1ს.ფ.97–98);

– საკრედიტო ხელშეკრულების ცვლილება (ს.ფ.86–87);

3.2.14. FW1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო და ყველა სხვა ტიპის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად 2011 წლის 09 სექტემბერს გაფორმდა N670216932-021 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ვა------ ჩი----–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი თბილისის ქუჩა პირველი შესახევევი N6, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-----------. 2011 წლის 07 ნოემბერს იგივე უძრავი ქონება დაიტვირთა მეორადი იპოთეკით N670216932–0222 იპოთეკის ხელშეკრულებით, FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო და ყველა სხვა ტიპის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად

მტკიცებულება:

- N670216932-021 იპოთეკის ხელშეკრულება (ტ.1ს.ფ 99–104);

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1ს.ფ.105–106, 194–195);

- N670216932–0222 იპოთეკის ხელშეკრულება (ტ.1ს.ფ 187–193);

– საკრედიტო ხელშეკრულების ცვლილება (ტ.1ს.ფ.86–87);

3.2.15. FW1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო და ყველა სხვა ტიპის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად 2013 წლის 20 აგვისტოს გაფორმდა N670654984-0222 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა დ------ ბა---–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი აფხაზეთის ქუჩა N5/2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------- იგივე ქონება 2013 წლის 20 აგვისტოს იპოთეკით დაიტვირთა N670654984–021 იპოთეკის ხელშეკრულებით, FW3.819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო და ყველა სხვა ტიპის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად

მტკიცებულება:

–N670654984-0222 იპოთეკის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ 160–163);

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1 ს.ფ.164–165, 208–209);

– N670654984–021 იპოთეკის ხელშეკრულება (ტ.1 ს.ფ 204–207);

3.2.16. 2011 წლის 13 სექტემბერს გაფორმდა N400097201-041 ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულებების შესახებ, რომლის თანახმადაც კ--- ბე---ემ, როგორც სოლიდარულმა მოვალემ აიღო ვალდებულება სს „პ------------- ბანკის“ წინაშე მსესხებელ კ---ბერ ჭრ--–-–---–ს და ბანკს შორის 2011 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული FW1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრ ყველა ვალდებულებაზე.

მტკიცებულება:

– N400097201-041 ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულებების შესახებ (ტ.1ს.ფ 166–169);

– საკრედიტო ხელშეკრულების ცვლილება (ტ.1 ს.ფ.86–87);

3.2.17. 2011 წლის 09 ნოემბერს გაფორმდა N600055639–041 ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულებების შესახებ, რომლის თანახმადაც კ---ბერ ჭრ--–-–---–მა როგორც სოლიდარულმა მოვალემ აიღო ვალდებულება სს „პ------------- ბანკის“ წინაშე მსესხებელ შპს „თ------–ი 2010“–ს და ბანკს შორის 2011 წლის 09 ნოემბერს გაფორმებული FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრ ყველა ვალდებულებაზე. ამავე დღეს გაფორმდა N400097201–0442 ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულებების შესახებ, რომლის თანახმადაც კ--- ბე---ემ როგორც სოლიდარულმა მოვალემ აიღო ვალდებულება სს „პ------------- ბანკის“ წინაშე მსესხებელ შპს „თ------–ი 2010“–ს და ბანკს შორის 2011 წლის 09 ნოემბერს გაფორმებული FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრ ყველა ვალდებულებაზე.

მტკიცებულება:

– N600055639–041 და N400097201–0442 ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულებების შესახებ (ტ.1 ს.ფ 196–199, 200–203);

3.2.18. ბანკის მიერ გაცემული დავალიანების ცნობით და სსიპ ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N000682817 დასკვნით, მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 500107.56 აშშ დოლარს, საიდანაც 361028 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 134583.59 აშშ დოლარი სარგებელი, 4495.97 აშშ დოლარი ჯარიმა. მოპასუხეთა მიერ გადახდილია 161494.38 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი კაპიტალია 81972 აშშ დოლარი, პროცენტი - 75934.59 აშშ დოლარი, ჯარიმა 3587.79 აშშ დოლარი.

მტკიცებულება:

- ექსპერტიზის დასკვნა (ტ.3 იხ.ს.ფ1-7);

- დავალიანების ცნობა (ტ.1 იხ.ს.ფ. 210–212);

3.2.19. დადგენილია, რომ მოპასუხეებს სს „პ------------- ბანკი“ უგზავნიდა შეტყობინებებს დავალიანების შესახებ და აფრთხილებდა მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

მტკიცებულება:

- გაფრთხილების წერილები და ჩაბარების დასტურები (ტ.1იხ.ს.ფ. 213–258);

მოპასუხეებმა წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ არ ეთანხმებიან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობას, თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ახსნა–განმარტებისა, არ წარმოუდგენიათ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ვინაიდან მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მათ მიერ მითითებულ ფაქტობრივი გარემოებებს, სასამართლო ვერ გაიზიარებს მათ მოსაზრებებს, სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

მოპასუხეებმა ვერ შეასრულეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს;

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 316-317-ე, 411–ე, 417-418-ე, 463-465-ე, 867-868-ე, 873-ე,891–ე, 895–896–ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411–ე მუხლით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2011 წლის 09 ნოემბერს სს „პ------------- ბანკს“ და შპს „თ------–ი 2010“-ს შორის დაიდო FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა - 100 000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 360 თვე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი - არაუმეტეს წლიური 36%. ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში სს „პ------------- ბანკს“ და შპს „თ------–ი 2010“-ს შორის 2011 წლის 09 ნოემბერს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N1.2125, 40000 აშშ დოლარზე, წლიური 13% სარგებლის დარიცხვის პირობით, 60 თვის ვადით; ასევე 2011 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა N13.1807 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 40000 აშშ დოლარი, სამოცი თვის ვადით, წლიური 13%-ის დარიცხვის პირობით; 2012 წლის 21 სექტემბერს გაფორმდა N13.36.32 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 20000 აშშ დოლარი, სამოცი თვის ვადით, წლიური 13%-ის დარიცხვის პირობით; 2014 წლის 02 ივნისს გაფორმდა N1.6588 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 15000 აშშ დოლარი, სამოცდაერთი თვის ვადით, წლიური 11.50 %-ის დარიცხვის პირობით; 2014 წლის 11 ივნისს გაფორმდა N1.6613 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 10000 აშშ დოლარი, სამოცი თვის ვადით, წლიური 11.50 %-ის დარიცხვის პირობით; 2014 წლის 20 ივნისს გაფორმდა N1.6628 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 10000 აშშ დოლარი, სამოცი თვის ვადით, წლიური 11.50 %-ის დარიცხვის პირობით;

2011 წლის 13 სექტემბერს სს „პ------------- ბანკმა“ კ--- ბე---ესთან და კ---ბერ ჭრ--–-–---–თან გააფორმა F1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტი 300 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა შეადგენდა 360 თვეს, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5%–2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 36%. 2013 წლის 11 ივნისს და 22 აგვისტოს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები. ხელშეკრულებას დაემატა 6.2. პუნქტი, რომლითაც მსესხებლებმა აიღეს ვალდებულება ხელშეკრულების ყველა ცვლილება ეცნობებინათ იმ პირებისათვის, რომლებთანაც გაფორმებული იყო აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის და სხვა ტიპის ხელშეკრულებები. F1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 11 ივნისს კ--- ბე---ესთან დაიდო N13.4999 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება 288000 აშშ დოლარზე 84 თვის ვადით, ყოველწლიური 13% სარგებლის დარიცხვის პირობით.

2013 წლის 22 აგვისტოს სს „პ------------- ბანკს“ და კ--- ბე---ეს შორის დაიდო FW3.819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 100000 აშშ დოლარით, 360 თვის ვადით, არაუმეტეს წლიური 36% დარიცხვის პირობით. 2013 წლის 22 აგვისტოს სს „პ------------- ბანკს“ და კ--- ბე---ეს შორის დადებული N3.819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა N3.8942 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება 20000 აშშ დოლარზე, 85 თვის ვადით, წლიური 13% დარიცხვით.

FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 10.1. პუნქტით, ასევე FW1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 10.1. პუნქტით და FW3.819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 10.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ვადამდე ადრე ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა გაცემული კრედიტის ვადამდე დაფარვა, დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ბანკის მიერ გაცემული დავალიანების ცნობით და სსიპ ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N000682817 დასკვნით, მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 500107.56 აშშ დოლარს, საიდანაც 361028 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 134583.59 აშშ დოლარი სარგებელი, 4495.97 აშშ დოლარი ჯარიმა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 500107.56 აშშ დოლარის მოპასუხეებზე დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით. ამავე კოდექსის 891–ე მუხლით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. 2. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

 

ამავე კოდექსის 895–ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამავე კოდექსის 896–ე მუხლით, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

განსახილველ შემთხვევაში 2011 წლის 13 სექტემბერს გაფორმდა N400097201-041 ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულებების შესახებ, რომლის თანახმადაც კ--- ბე---ემ, როგორც სოლიდარულმა მოვალემ აიღო ვალდებულება სს „პ------------- ბანკის“ წინაშე მსესხებელ კ---ბერ ჭრ--–-–---–ს და ბანკს შორის 2011 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული FW1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრ ყველა ვალდებულებაზე. ასევე 2011 წლის 09 ნოემბერს გაფორმდა N600055639–041 ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულებების შესახებ, რომლის თანახმადაც კ---ბერ ჭრ--–-–---–მა როგორც სოლიდარულმა მოვალემ აიღო ვალდებულება სს „პ------------- ბანკის“ წინაშე მსესხებელ შპს „თ------–ი 2010“–ს და ბანკს შორის 2011 წლის 09 ნოემბერს გაფორმებული FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრ ყველა ვალდებულებაზე. ამავე დღეს გაფორმდა N400097201–0442 ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულებების შესახებ, რომლის თანახმადაც კ--- ბე---ემ როგორც სოლიდარულმა მოვალემ აიღო ვალდებულება სს „პ------------- ბანკის“ წინაშე მსესხებელ შპს „თ------–ი 2010“–ს და ბანკს შორის 2011 წლის 09 ნოემბერს გაფორმებული FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრ ყველა ვალდებულებაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სოლიდარული მოვალეების მიმართ გენერალური და შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი დავალიანებების დაკისრების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს,6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას.

 

საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მსესხებლებმა დაარღვიეს კრედიტის დაფარვის გრაფიკი, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა გენერალური და შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, მსესხებელს (კ---ბერ ჭრ--–-–---–ი და კ--- ბე---ე) და ბანკს შორის 2011 წლის ბოლომდე გასაფორმებელი FW1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად 2011 წლის 09 სექტემბერს გაფორმდა N670304658-021 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა კ--- ბე---ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ზ. გამსახურდიას გამზ. (ყოფილი რუსთაველის გამზ.) პირველი შესახევევი N12 (ყოფილი 159ა), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-----------. 2011 წლის 07 ნოემბერს იგივე უძრავი ქონება დაიტვირთა მეორადი იპოთეკით N600055639–021 იპოთეკის ხელშეკრულებით, 2011 წლის ბოლომდე ბანკს და მსესხებელს (შპს „თ------–ი 2010“) შორის გასაფორმებელი FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

ასევე FW1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო და ყველა სხვა ტიპის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად 2013 წლის 11 ივნისს გაფორმდა N670637549-021 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ნა----–- ა-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი გრიბოედოვის ქუჩა N30/ქ. ქუთაისი გრიბოედოვის ქუჩა მეორე შესახვევი, N2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-----------. ასევე FW1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო და ყველა სხვა ტიპის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად 2011 წლის 09 სექტემბერს გაფორმდა N670216932-021 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ვა------ ჩი----–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი თბილისის ქუჩა პირველი შესახევევი N6, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-----------. 2011 წლის 07 ნოემბერს იგივე უძრავი ქონება დაიტვირთა მეორადი იპოთეკით N670216932–0222 იპოთეკის ხელშეკრულებით, FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო და ყველა სხვა ტიპის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, ასევე FW1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო და ყველა სხვა ტიპის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად 2013 წლის 20 აგვისტოს გაფორმდა N670654984-0222 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა დ------ ბა---–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი აფხაზეთის ქუჩა N5/2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------- იგივე ქონება 2013 წლის 20 აგვისტოს იპოთეკით დაიტვირთა N670654984–021 იპოთეკის ხელშეკრულებით, FW3.819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო და ყველა სხვა ტიპის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

ვინაიდან მსესხებლებმა ვერ შეასრულეს ვალდებულებები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმებული იყო იპოთეკის ხელშეკრულებები, სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის და ამ გზით დავალიანების დაფარვის თაობზე, საფუძვლიანია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

6.4. აღსრულების წესის განსაზღვრა - მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკმა იძულებითი გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის კუთვნილ ნებისმიერ (მათ შორის არაუზრუნველყოფილ) ქონებაზე, ბანკის გადაწყვეტილებით შესაძლებელია იძულებითი აღსრულება თავდაპირველად დაიწყოს მსესხებლის კუთვნილ სხვა ქონებაზე (FW 1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 7.4. პუნქტი, FW1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების მე–7.4. პუნქტი, FW3.819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების მე–7.4. პუნქტი).

 

სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც, განსახილველ შემთხვევაში FW1.250 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების მე–13.1. პუნქტით, ასევე FW1.192 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების მე–13.1. პუნქტით და FW3.819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების მე–13.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიქცეულიყო დაუყონებლივ აღსასრულებლად. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბმისად, მოპასუხეებს კ--- ბე---ეს და კ---ბერ ჭრ--–-–---–ს სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ”პ------------- ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდეს;

1.1. შეწყდეს FW 1.192 და FW3.819 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებები.

1.2. მოპასუხეებს კ--- ბე---ეს და კ---ბერ ჭრ--–-–---–ს სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 500107.57 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული დ------ ბა---–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი აფხაზეთის ქუჩა N5/2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------- რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

1.4. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ნა----–- ა-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი გრიბოედოვის ქუჩა N30/ქ. ქუთაისი გრიბოედოვის ქუჩა მეორე შესახვევი, N2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------- რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

1.5. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ვა------ ჩი----–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი თბილისის ქუჩა პირველი შესახევევი N6, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------- რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

1.6. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული კ--- ბე---ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი ზ. გამსახურდიას გამზ. (ყოფილი რუსთაველის გამზ.) პირველი შესახევევი N12 (ყოფილი 159ა), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------- რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

1.7. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს კ--- ბე---ის და კ---ბერ ჭრ--–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია და ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

1.8. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.

2. მოპასუხეებს კ--- ბე---ეს და კ---ბერ ჭრ--–-–---–ს სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.

3. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე