განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/26-18
(№012121217008)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 თებერვალი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული დ----------–---–--ა, დაბადებული 1----–-–----------------–-, პირადი №4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ----------------------------------------------------–-------------------------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ქ----------------------------------–---------–---------ში მდებარე ფ----–-----------ევის საცხოვრებელ სახლში დ----------–---–--ას და ფ----–-----------ევს მობილური ტელეფონების დაკარგვის გამო ჰქონდათ სიტყვიერი კონფლიქტი, რის შემდეგაც დ----------–---–--ამ მეზობელი ფ----–-----------ევი წააქცია, დააჯდა ზემოდან და დაარტყა ხელი რამდენჯერმე წელს ზემოთ სხეულის სხვადასხვა მიდამოში, შემდეგ აიღო იატაკზე ტუმბოდან გადმოვარდნილი დანა და დაარტყა წაქცეულ ფ----–-----------ევს მარცხენა ზედა და ქვედა კიდურისა და გულმკერდის მიდამოებში. ხოლო მას შემდეგ, რაც დაჭრილი ფ----–-----------ევი საწოლზე წამოჯდა, დ----------–---–--ას შეჩერება კვლავ ვეღარ შეძლეს ნ-------------ემ და ს----------–---–-იამ და ამ დროს დ----------–---–--ამ დანა კიდევ ერთხელ დაარტყა მარცხენა ზედა კიდურის მიდამოში ფ----–-----------ევს. აღნიშნული ქმედებების შედეგად ფ----–-----------ევმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობების სახით, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, დ----------–---–--ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებებს, მოწმეების: ფ----–-----------ევის, ს----------–---–-იას, ნ--–------–---–აიას, ნ-------------ის, თ----–----------ძის, ზ--------–--–---–ისა და დ----------–---–--ას გამოკითხვის ოქმებს და მათგან მიღებული ინფორმაციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ფ----–-----------ევის ტანსაცმლის ამოღების ოქმს და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს დ----------–---–--ას მონაწილეობით, საგამოძიებო ექპსერიმენტის ოქმს ნ--–------–---–აიას მონაწილეობით, ნ--–------–---–აიასგან მობილურების ამოღების ოქმს და და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2018 წლის 25 იანვარს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს, რომ ბრალდებულის ქმედებამ სხვა პირის მიმართ გამოიწვია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 14 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: ფ----–-----------ევი მკურნალობდა 12.12.17წ-დან, სადაც დაესვა დიაგნოზი: მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ზედა და ქვედა კიდურებისა და გულკერდის მიდამოებში, რაც მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
დ----------–---–--ას შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, არის უმუშევარი, ჰყავს მცრეწლოვანი შვილი და მიაჩნია, რომ დ----------–---–--ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მისი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნების მისაღწევად არ არის აუცილებელი მისი საზოგადოებისაგან იზოლაცია - თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან ბრალდებულს აქვს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, მის მიმართ ჯარიმის, როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელის სახით დანიშვნა შეუსაბამოა მის ეკონომიურ მდგომარეობასთან.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
დ----------–---–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, უნდა განადგურდეს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ტანსაცმელი და ქამარი, ვარდისფერი ზეწარი, კრემისფერი სვიტერი, დ----------–---–--ასაგან ამოღებული ტანსაცმელი: ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით, სვიტერი მოწითალო ფერის ლაქებით, შარვალი მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ერთი წყვილი წინდა, ნ--–------–---–აიასაგან ამოღებული ”ნოკიას” ფირმის ერთი ცალი მობილური ტელეფონი სიმბარათით, სამსუნგის ფირმის ორი ცალი მობილური ტელეფონი 2 ცალი სიმბარათით და 2 ცალი ელემენტით, უნდა დაუბრუნდეს მათ მფლობელებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----------–---–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 13 დეკემბრიდან 2017 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.
2. დ----------–---–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
3. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ტანსაცმელი და ქამარი, ვარდისფერი ზეწარი, კრემისფერი სვიტერი, დ----------–---–--ასაგან ამოღებული ტანსაცმელი: ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით, სვიტერი მოწითალო ფერის ლაქებით, შარვალი მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ერთი წყვილი წინდა, ნ--–------–---–აიასაგან ამოღებული ”ნოკიას” ფირმის ერთი ცალი მობილური ტელეფონი სიმბარათით, სამსუნგის ფირმის ორი ცალი მობილური ტელეფონი 2 ცალი სიმბარათით და 2 ცალი ელემენტით, დაუბრუნდეს მათ მფლობელებს. (ინახება შს სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში).
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე