გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.01.2018
საქმის ნომერი
170310017002037228
კატეგორია
დავის ტიპი
საპენსიო
თარიღი
15.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე საქმე # 170310017002037228 საქმე # 3/34-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 იანვარი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

სხდომის მდივანი ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი

მოსარჩელე: სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის წა-–--ს რაიონული განყოფილება

მოსარჩელის წარმომადგენელი: თა-------–------ი

მოპასუხე: ეს---------ე

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების უკან დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

2017 წლის 03 აგვისტოს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის წა-–--ს რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა თა-------–------მა მოპასუხე ეს---------ის მიმართ ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების უკან დაბრუნების თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის წა-–--ს რაიონული განყოფილებას 2017 წლის 22 თებერვლის №0------- კორესპოდენციის საფუძველზე, წარმოებაში აქვს წა-–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ თრ---–---ში მცხოვრები ეს---------ის (პ.ნ. 6----------) საქმე, რომელიც ეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილილ, ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის უკან დაბრუნებას.

სარჩელის თანახმად, ეს---------ის ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში (დახმარების დანიშვნის დრო 21.04.2016) და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 52,270, რაზეც, საქართველოს მთავრობის დადგენილების (№145, 28.07.2007 წ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი, ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილ, საარსებო შემწეობის მიღებას კანონით განსაზღვრული ოდენობით: ოჯახის ყველა წევრზე 50 ლარი.

სოციალური დახმარების დანიშვნის ფორმის შევსებისას, ოჯახი გაეცნო საქართვეოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს და მათი დარღვევით გამოწვეულ შედეგებს. აღნიშნული ფაქტი დასტურდება სოციალური დახმარების დანიშვნის განცხადებაზე ეს---------ის ხელმოწერით.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 იანვრის №04/3752 კორესპოდენციით და მასზე დართული დოკუმენტაციით (სიით) მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მოპასუხე ეს---------ის ოჯახის წევრს - რუ--–---------ეს(პ.ნ. 6----------) დაუფიქსირდა შემოსავალი, ხოლო აღნიშნული ინფორმაცია ეს---------ეს სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის არ უცნობებია. აღნიშნული ინფორმაციის განუცხადებლობის გამო მოპასუხის ოჯახს ცენტრალიზებულად შეუწყდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა და წარმოეშვათ პასუხისმგებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, აანაზღაურონ ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანი. კერძოდ, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის 270.00 ლარის უკან დაბრუნება. ეს---------ის ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომერეობის გაუმჯობესება და ამ გარემოების წარმოშობიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, რაც ეს---------ის ოჯახის მხრიდან არ მომხდარა. ეს---------ის ოჯახი არ წარმოადგენს საარსებო შემწეობის მიმღებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე შეუძლებელია ზედმეტად გაცემული თანხის უკან დაბრუნება სააგენტოს გადაწყვეტილებით. ამავე დადგენილების მე-91 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად". ეს---------ის ოჯახს გაეგზავნა გაფრთხილება /შეტყობინებები, რასაც არავითარი შედეგი არ მოყოლია და აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ აღძრული იქნა სარჩელი და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ არ წარმოადგინა შესაგებელი და არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ეს---------ის ოჯახს 2016 წლის 21 აპრილიდან დანიშნული ჰქონდა სოციალური დახმარება. მათი ოჯახი შედგება ხუთი წევრისაგან: - ეს---------ე, რუ--–---------ე, გი---–--------ე, გა-–----------ე და გე---------ე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ (ს.ფ. 26).

 

3.2. 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ეს---------ის ოჯახს შეუწყდა სოციალური დახმარება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 26-27).

 

3.3. 2017 წლის 22 თებერვალს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს №0------- წერილით გაეგზავნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების მონაცემები, რომლებსაც სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე მოპოვებული აქვთ საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება და ამავე დროს: 4. რომელთა წევრ(ებ)საც შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი და არ აცნობეს სააგენტოს, ცენტრალიზებულად შეუწყდათ რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და დაევალათ 3. მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წერილობით ეცნობოს ოჯახს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე 2 კვირის განმავლობაში. ა) იმ შემთხვევაში თუ, ოჯახი წარმოადგენს ცნობას შემოსავლების სამსახურიდან, რომ შემოსავალი არ მიუღია, რეგისტრაციის აღდგენის საკითხის განსახილველად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნულ წერილს ერთვის შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია, რომ რუ--–---------ეს დაუფიქსირდა შემოსავალი, დარიცხული ,,ასფალთ ფაზარლამა სანაი ვე თიჯარეთ ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში" (ს/კ 4--------) მიერ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 თებერვლის №0------- წერილი და შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია შემოსავლების შესახებ. (ს.ფ. 16-20)

 

3.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წა-–--ს რაიონული განყოფილების 2017 წლის 03 აპრილის წერილით ეს---------ეს ეცნობა, რომ მიმდინარე წლის 22 თებერვლის №0------- წერილის საფუძველზე მათი ოჯახის მიმართ ს/კ 0----------- ცენტრალიზებულად შეწყვეტილია რეგისტრაცია. ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში გარემოებათა გამოკვლევის შედეგად დაუფიქსირდა შემოსავალი, და ამის შესახებ არ აცნობა რაიონულ განყოფილებას, შესაბამისად ეცნობა, რომ აღნიშნული ოქმის გასაჩივრება შეუძლია ადმინისტრაციული საჩივრის მეშვეობით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენით, წინამდებარე ცნობის გაცნობიდან ერთი თვის ვადაში და მხოლოდ შემდგომ სარჩელის წარდგენით სასამართლოში. ასევე, ეცნობა, რომ უნდა გამოცხადდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს წა-–--ს რაიონული განყოფილებაში, რათა მოხდეს ზედმეტად მიღებული თანხის 270 (ორასსამოცდაათი) ლარის სააგენტოს ანგარიშზე დაბრუნება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

-სოციალური მომსახურების სააგენტოს წა-–--ს რაიონული განყოფილების 2017 წლის 03 აპრილის წერილი. (ს.ფ. 28-29)

 

-სოციალური მომსახურების სააგენტოს წა-–--ს რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის მაია იოსელიანის მოხსენებითი ბარათი. (ს.ფ. 32)

 

3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წა-–--ს რაიონული განყოფილების 2017 წლის 08 მაისის წერილით ეს---------ეს განმეორებით ეცნობა, რომ მიმდინარე წლის 22 თებერვლის №0------- წერილის საფუძველზე მათი ოჯახის მიმართ ს/კ 0----------- ცენტრალიზებულად შეწყვეტილია რეგისტრაცია ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში გარემოებათა გამოკვლევის შედეგად დაუფიქსირდა შემოსავალი, და ამის შესახებ არ აცნობა რაიონულ განყოფილებას, შესაბამისად ეცნობა, რომ აღნიშნული ოქმის გასაჩივრება შეუძლია ადმინისტრაციული საჩივრის მეშვეობით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენით, წინამდებარე ცნობის გაცნობიდან ერთი თვის ვადაში და მხოლოდ შემდგომ სარჩელის წარდგენით სასამართლოში. ასევე, ეცნობა, რომ უნდა გამოცხადდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს წა-–--ს რაიონული განყოფილებაში, რათა მოხდეს ზედმეტად მიღებული თანხის 270 (ორასსამოცდაათი) ლარის სააგენტოს ანგარიშზე დაბრუნება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

-სოციალური მომსახურების სააგენტოს წა-–--ს რაიონული განყოფილების 2017 წლის 08 მაისის წერილი. (ს.ფ. 30-31)

 

-სოციალური მომსახურების სააგენტოს წა-–--ს რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის მაია იოსელიანის მოხსენებითი ბარათი. (ს.ფ. 32)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე, 991-ე მუხლები, ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

 

,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის” მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადაც განსაზღვრულია ოჯახის უფლება-მოვალეობანი განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების, ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;

 

ამავე დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ არ შეასრულა მისი ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულება და არ აცნობა მოსარჩელეს, რომ შეიცვალა მათი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა, რუ--–---------ე დასაქმდა და მან მიიღო შემოსავალი შპს ,,ასფალთ ფაზარლამა სანაი ვე თიჯარეთ ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში" (ს/კ 4--------) მიერ. აღნიშნულით კი დაარღვია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 გადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნები. ასევე, მოპასუხის მიერ წარმოდგეილი არ ყოფილა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომ შემოსავალი არ მიუღია. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობით ეს---------ის ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა სოციალური დახმარება 270 ლარი. ასევე, დადგენილია, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია. იგი პროცესზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში, ხოლო 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხემ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ზედმეტად მიიღო სოციალური დახმარება 270,00 (ორასსამოცდაათი) ლარის ოდენობით, კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე შეძენილი კი, ზემოხსენებული ნორმის თანახმად, შემძენისაგან უკან დაბრუნებას ექვემდებარება.

 

ზემოაღნიშნული ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, ეს---------ე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის წა-–--ს რაიონული განყოფილების სარჩელი ეს---------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ეს---------ეს (პ.ნ. 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების 270 (ორასსამოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. მხარეები განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.

 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა