განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002257381
№1/18-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 თებერვალი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის
ბრალდებულ - არ---– ბე-----–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: არ---– ბე-----–---–ი
მამის სახელი: ვა---–-
დაბადებული: 0----------–--–-
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რ----------------–-: გარდაბნის რაიონის სოფელი მა----------.
ფაქტობრივად მცხოვრები: გარდაბნის რაიონის სოფელი მა----------.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.
კვალიფიკაცია: არ---– ბე-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ საცავში უკანონო შეღწევით, ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 30 ნოემბერს დაახლოებით 13:30 საათზე არ---– ბე-----–---–მა კარისა და მისი ბოქლომის დაზიანების გზით უკანონოდ შეაღწია ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე ,,ქართული ნატურალური პროდუქტები ნეკრესის“ ტერიტორიაზე არსებულ შენობაში, რომელშიც წყლის საქაჩი მოწყობილობებია დამონტაჟებული და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა წყლის საქაჩ ელექტროძრავს, რითაც შპს ,,ქართული ნატურალური პროდუქტები ნეკრესს“ მიადგა 3500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
არ---– ბე-----–---–ი 2017 წლის 4 დეკემბერს 19:00 საათზე დააკავეს და 2017 წლის 5 დეკემბერს ჩადენილი ქმედებისთვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 30 ნოემბერს, არ---– ბე-----–---–მა კარისა და მისი ბოქლომის დაზიანების გზით უკანონოდ შეაღწია ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე ,,ქართული ნატურალური პროდუქტები ნეკრესის“ ტერიტორიაზე არსებულ შენობაში, რომელშიც წყლის საქაჩი მოწყობილობებია დამონტაჟებული და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა წყლის საქაჩ ელექტროძრავს, რითაც შპს ,,ქართული ნატურალური პროდუქტები ნეკრესს“ მიადგა 3500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - ჯუ----- ოზ-–---–ის, ბე-- უჭ--–-–---–ის, გი------ შა-------–---–ის, ნი----–---- ნი----–-–---–ის, გი------ პა---–---–ის, ვა------ ურ--–--ის, სო----- ჯა-–--–-–---–ის, თავად ბრალდებულ არ---– ბე-----–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით, წყლის საქაჩი ელექტროძრავისა და შესყიდვის აქტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტაციით რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ არ---– ბე-----–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა წყლის საქაჩ ელექტროძრავს.
ქურდობა ნიშნავს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას. ამასთან, აღნიშნული დანაშაულის მახასიათებელი ნიშანია მისი ფარული ხასიათი. გარდა ამისა, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ არ---– ბე-----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების - ჯუ----- ოზ-–---–ის, ბე-- უჭ--–-–---–ის, გი------ შა-------–---–ის, ნი----–---- ნი----–-–---–ის, გი------ პა---–---–ის, ვა------ ურ--–--ის, სო----- ჯა-–--–-–---–ის, თავად ბრალდებულ არ---– ბე-----–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ არ---– ბე-----–---–მა კარისა და ბოქლომის დაზიანების გზით უკანონოდ შეაღწია ,,ქართული ნატურალური პროდუქტები ნეკრესის“ ტერიტორიაზე არსებულ შენობაში.
საცავში უკანონო შეღწევაში შეიძლება იგულისხმებოდეს, უკანონო შეღწევას ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია რაიმე მატერიალური ფასეულობის დროებით ან მუდმივად შესანახად. საცავი აუცილებლად უნდა იყოს შემოსაზღვრული ან სხვაგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მისი დაცვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ,,ქართული ნატურალური პროდუქტები ნეკრესის“ ტერიტორიაზე არსებულ შენობა არის - საცავი, რადგან იგი შემოსაზღვრული იყო კედლით და მასში ინახებოდა მატერიალური ფასეულობა. არ---– ბე-----–---–მა სწორედ აღნიშნული შენობის კარისა და ბოქლომის დაზიანებით შეაღწია სათავსოში და ჩაიდინა ქურდობა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ არ---– ბე-----–---–მა საცავში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების - ჯუ----- ოზ-–---–ის, ბე-- უჭ--–-–---–ის, გი------ შა-------–---–ის, ნი----–---- ნი----–-–---–ის, გი------ პა---–---–ის, ვა------ ურ--–--ის, სო----- ჯა-–--–-–---–ის, თავად ბრალდებულ არ---– ბე-----–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით არ---– ბე-----–---–ის ქმედებამ გამოიწვია 3500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ არ---– ბე-----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ---– ბე-----–---–მა საცავში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
არ---– ბე-----–---–ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
არ---– ბე-----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
არ---– ბე-----–---–ი არ არის წარსულში ნასამართლევი და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ---– ბე-----–---–თან მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს არ---– ბე-----–---–ის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილი. რომლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. არ---– ბე-----–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.
2. ბრალდებულ არ---– ბე-----–---–ის მიერ აღნიშნული გირაო უზრუნველყოფილი იქნა ფულადი თანხით.
3. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ბოქლომი და წყლის საქაჩი ელექტროძრავი და შესყიდვის აქტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნივთმტკიცებები უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
არ---– ბე-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი. რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 4 (ოთხი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
არ---– ბე-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 4 დეკემბრის 19:00 საათიდან 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ არ---– ბე-----–---–ის მიმართ კონტროლის და დახმარების განხორციელება დაევალოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს. რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
ნივთიერი მტკიცებულება - ბოქლომი, რომელიც გაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ნივთიერი მტკიცებულება - წყლის საქაჩი ელექტრო ძრავი და შესყიდვის აქტი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი