განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002255673
№1/13-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 თებერვალი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - მა----- შა--–--–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: მა----- შა--–--–---–ი
მამის სახელი: იო----
დაბადებული: 1----–-–-----------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ახ-–---
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ახ-–---
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
კვალიფიკაცია: მა----- შა--–--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, მა----- შა--–--–---–მა გურჯაანის რაიონის სოფელ ახ-–--ში თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაანთო ცეცხლი, რა დროსაც მასთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ცეცხლი გავრცელდა მეზობლად მცხოვრები ნი--- გო----–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში და დაიწვა მისი კუთვნილი კაკლის ჯიშის ერთი ძირი ხე. აღნიშნულის შედეგად ნი--- გო----–---–ს მიადგა 320 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მა----- შა--–--–---–ს 2017 წლის 30 ნოემბერს ჩადენილი ქმედებისთვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 1 სექტემბერს, მა----- შა--–--–---–მა გურჯაანის რაიონის სოფელ ახ-–--ში თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაანთო ცეცხლი, რა დროსაც მასთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ცეცხლი გავრცელდა მეზობლად მცხოვრები ნი--- გო----–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში და დაიწვა მისი კუთვნილი კაკლის ჯიშის ერთი ძირი ხე. აღნიშნულის შედეგად ნი--- გო----–---–ს მიადგა 320 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ნი--- გო----–---–ის გამოკითხვიოს ოქმით, მოწმეების - სო----- კო-----ის, მა----- შა--–--–---–ის, ზუ---- ბე----–---–ის, გა-- რუ--ის, და---- ნი----–-–---–ის, ლუ---- კო---–---–ის, ბრალდებულ მა----- შა--–--–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა----- შა--–--–---–მა დაანთო ცეცხლი საკუთარ ეზოში, მისი გაუფრთხილებლობით ცეცხლი გავრცელდა მეზობელ ნი--- გო----–---–ის ეზოში და გაანადგურა კაკლის ხე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვისი ნივთის განადგურებაში იგულისხმება ქონებაზე იმგვარ გარეგან ზემოქმედებას, რის შედეგადაც წყდება მისი ფიზიკური არსებობა ან იგი გამოუსადეგარი ხდება მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისათვის. განადგურება შეიძლება გამოიხატოს მათ შორის დაწვაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მა----- შა--–--–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით.
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, აუდიტორული დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა----- შა--–--–---–ის მოქმედებით ნი--- გო----–---–ს მიადგა 320 მნიშვნელოვანი ლარის მატერიალური ზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- შა--–--–---–ის მოქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
ჩადენილი ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, თავად ბრალდებულ მა----- შა--–--–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა----- შა--–--–---–მა ნი--- გო----–---–ის კაკლის ხე გაანადგურა ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მა----- შა--–--–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელიც მხარეებმა უდავოდ ცნეს, ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მა----- შა--–--–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელია და მიუთითებს მა----- შა--–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მა----- შა--–--–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
მა----- შა--–--–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
მა----- შა--–--–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
სასამართლო ითვალისწინებს მა----- შა--–--–---–ის პიროვნებას: იგი არ არის ნასამართლევი, არის პენსიონერი. მის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მა----- შა--–--–---–თან მიმართებით აშკარა გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სასჯელის სახეებისა და სანქციის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მას სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
მა----- შა--–--–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მა----- შა--–--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილ იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი