გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.02.2018
საქმის ნომერი
120316217002226934
კატეგორია
დავის ტიპი
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენის შესახებ
თარიღი
07.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 172226934 -3/212-17წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

07 თებერვალი 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - ბელა მ------–---–ი

 

მოსარჩელე - მ--–-------------–---–ი

წარმომადგენელი - ზ-------------ე

მოპასუხე - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - გ---------------ე

 

დავის საგანი: არაპრივატიზებულ საცხოვრებელ ფართზე კანონიერი მოსარგებლის უფლების აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.2017 წლის 21დეკემბერს მოსარჩელე მ--–---- მ------–---–ის წარმომადგენელმა ზ-------------ემ სარჩელით მომართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა: აღიარებული იქნეს უძრავი ნივთის, დ---------------–-----------------------ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 72.1 კვადრატულ მეტრ ფართობზე (საცხოვრებელი - 46.9 კვადრატული მეტრი, არასაცხოვრებელი - 25.2 კვადრატული მეტრი) კანონიერ მოსარგებლედ, რათა აღნიშნული აღიარების შემდეგ შეძლოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისაგან არაპრივატიზებული ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღება და შემდეგ მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე მ--–---- მ------–---–ი რეგისტრირებულია დ---------------–-----------------------ში და გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდან მისი ოჯახი, როგორც კანონიერი მოსარგებლე აღნიშნულ მისამართზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ფლობს სახელმწიფოსაგან მიღებულ 72.1 კვადრატულ მეტრ ფართობს (საცხოვრებელი - 46.9 კვადრატული მეტრი, არასაცხოვრებელი - 25.2 კვადრატული მეტრი); აღნიშნული საცხოვრებელი ბინა გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში მისმა მშობლებმა: მ-------------–---–-ა (გ-------–---–--------–-–-------------) და ვ---ა მ------–---–-ა (გა------–---–-------–-–----------ს) შვილებთან: რ----- მ------–---–თან (ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ------–--–-- და მ----- მ------–---–თან ერთად მიიღო სახელმწიფოსაგან. იმის გათვალისწინებით, რომ მშობლები გარდაცვლილი არიან და თავის დროზე სახელმწიფოს მიერ გაცემულ საბინაო ორდერში მ--–-------------–---–თან ერთად ჩაწერილი ოჯახის ცოცხალი წევრი, მისი ძმა რ----- მ------–---–ი უარს აცხადებს კანონიერი მოსარგებლის უფლებაზე, ფართობის ერთადერთი კანონიერი მოსარგებლე მ--–-------------–---–ია. სწორედ მ--–-------------–---–ი ცხოვრობს დღეს აღნიშნულ მისამართზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად და განკარგავს უძრავ ქონებას. დ---------------–- ფ--–--–---–-ს ქ----–- მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მ--–-------------–---–ის სარგებლობაში არსებულ 72.1 კვადრატულ მეტრ ფართობზე (საცხოვრებელი - 46.9 კვადრატული მეტრი; არასაცხოვრებელი - 25.2 კვადრატული მეტრი) არსებობდა სახელმწიფოს მიერ გაცემული ორდერი, რომელიც დაკარგულია და არ იძებნება, აღნიშნული ფართობის კანონიერი მოსარგებლეა მ--–-------------–---–ი. აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება სარჩელზე თანდართული წერილობითი მტკიცებულებებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ამ მისამართზე საკუთრების უფლება არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული. ეროვნული არქივის მონაცემებით სახელმწიფოს მიერ ამ მისამართზე ამოწერილი საბინაო ორდერები არ იძებნება, რადგან დაცვაზე არ შესულა (ცნობილია, რომ როგორც დ----------------, ასევე მთლიანად ადიგენის რაიონის არქივი განადგურდა 90-იან წლებში ხანძრის მიერ); გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მ--–---- მ------–---–ის სარგებლობაში არსებულ ფართობზე დღემდე არც სახელმწიფოს და არც სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან არანაირი პრეტენზია არ გამოთქმულა არასდროს.

 

2017 წლის 22 მაისს განცხადებით მიმართა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების შესაბამისად მოითხოვა კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართობის უსასყიდლოდ მ--–-------------–---–ის საკუთრებაში გადმოცემა. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად კანონიერი მოსარგებლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის რომ, მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებასთან ერთად უნდა წარდგენოდა ,,არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი იზოლირებული და არაიზოლირებული ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა.) კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში ვ--- ხერხდება, რადგან ბინის ორდერი დაკარგულია და არ იძებნება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიიდან შესაგებელი სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელი დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მ--–---- მ------–---–ი ცხოვრობს დ---------------–-, ფ--–--–---–-ს ქ----–-, სადაც ფლობს 72.1 კვადრატულ მეტრ ფართობს (საცხოვრებელი - 46.9 კვადრატული მეტრი, არასაცხოვრებელი - 25.2 კვადრატული მეტრი), რომლის კანონიერ მოსარგებლედ აღიარებასაც ითხოვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მ/შ. დ-------------- ადმინისტრაციულ ერთეულში გაცემული ცნობა(იხ.სფ.29).

- 09.11.2015წ ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ.32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმის CD დისკი);

- მოწმეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმის Cd დისკი);

 

3.1.2. მოსარჩელე მ--–-------------–---–მა მიმართა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, რაზეც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უარი განუცხადა მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან მის მიერ ვ--- იქნა წარდგენილი კანონიერი მფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 31 მაისის N------- წერილი (ს.ფ 36);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd.დისკი);

 

3.1.3. 2017 წლის 25 ივლისს გაცემული იქნა ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივიდან, მიღებული პასუხით დგინდება, რომ ახალციხის რეგიონალურ არქივში დაცული ა--------------------------------------- სადაბო საბჭოს 1963-1980წწ დოკუმენტები დაცვაზე არ შემოსულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 25 დეკემბერს გაცემული საარქივო ცნობა (ს.ფ. 35);

 

3.1.4. სადაო ბინაზე, მდებარე დ-----------–-------------–-----------–-----–- ორდერი არ იძებნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 25 დეკემბერს გაცემული საარქივო ცნობა (ს.ფ. 35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd.დისკი).

 

3.1.5. სადავო ბინაზე, მდებარე დაბა ა----------------–--–---–-ს ქ----–- მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ელექტროენერგის კომუნალური გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია მ--–-------------–---–ი, რომელიც იხდის შესაბამის გადასახადებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კომუნალური გადასახადების ქვითრები (ს.ფ 37-44);

 

3.1.6. მოწმე ო-–-----------ს, ნ------------------–-–---–-ს და დ-----------–---–-ს განმარტებებით, იგი ცხოვრობს დ---------------–-----------------------ში მ--–---- მ------–---–ის მეზობლად, სადავო ბინაში ოთხმოცდაათიანი წლიდან ცხოვრობს მ--–-------------–---–ი და მისი მშობლები, ბინასთან დაკავშირებით დავა არასოდეს ყოფილა და არც პრეტენზია არავის არ გამოუთქვამს და ბინის კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენს მ--–---- მ------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმე ო-–-----------ს, ნ------------------–-–---–-ს და დ-----------–---–-ს ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი Cd დისკი);

 

3.1.7. მ--–---- მ------–---–ის მშობლები იყვნენ მ-----ი მ------–---–ი და ვ---ა მ------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ--–---- მ------–---–ის დაბადების მოწმობა(იხ.სფ.22).

 

3.1.8. რ----- მ------–---–ის მშობლები იყვნენ მ-----ი მ------–---–ი და ვ---ა მ------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რ----- მ------–---–ის დაბადების მოწმობა(სფ.24).

 

3.1.9. მ----- მ------–---–ი გარდაიცვალა 2----–-–-------------- ხოლო ვ---ა მ------–---–ი 1----–-–---–---------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მ----- და ვ---ა მ------–---–ის გარდაცვალების მოწმობა (სფ.26-27).

 

3.1.10. რ----- მ------–---–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით დადგენილია, რომ რ----- მ------–---–ი თანახმაა სასამართლოს მხრიდან მისი ძმა მ--–---- მ------–---–ი აღიარებული იქნეს დ----------------- ფ--–--–---–-ს ქ----–- მდებარე საცხოვრებელი ბინის საერთო ფართის: 72.1 კვ.მ ფართობის კანონიერ მოსარგებლედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რ----- მ------–---–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელე მ--–-------------–---–ი აღიარებული უნდა იქნეს უძრავი ნივთის, დ---------------–-----------------------ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 72.1 კვადრატულ მეტრ ფართობზე (საცხოვრებელი - 46.9 კვადრატული მეტრი, არასაცხოვრებელი - 25.2 კვადრატული მეტრი) კანონიერ მოსარგებლედ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

-საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილება ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’

-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.

 

ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად ,,არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად".

 

ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს: ა)არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მ--–-------------–---–მა განცხადებით მიმართა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, კერძოდ უძრავი ნივთი, დ----------------- ფ--–--–---–-ს ქ----–- მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 72.1 კვადრატულ მეტრ ფართობზე (საცხოვრებელი - 46.9 კვადრატული მეტრი, არასაცხოვრებელი - 25.2 კვადრატული მეტრი).ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უარი უთხრა მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ განმცხადებელს წარდგენილი არ ჰქონდა საცხოვრებელი ბინის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა.).

 

სასამართლო განმარტავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში კანონისა და მთავრობის დადგენილებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენისას, საქართველოს მთავრობის №189 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ შემთხვევაში გამგეობის შესაბამის სამსახურს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით, მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით უფლებამოსილია, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ქონება, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

2014 წლის 20 თებერვლის №189 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეა - ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე;

 

მითითებული ნორმის ანალიზით ცხადია, რომ კანონიერ მოსარგებლედ მიიჩნევა პირი, რომელიც ფართით სარგებლობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არაპრივატიზებული საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით მიმართვისას მოსარჩელე მ--–-------------–---–ს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის არ წარუდგენია სადავო საცხოვრებელი ბინის კანონიერი მოსარგებლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.).

 

მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ--–-------------–---–ი წარმოდგენს დ---------------–-----------------------ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 72.1 კვადრატულ მეტრ ფართობზე (საცხოვრებელი - 46.9 კვადრატული მეტრი, არასაცხოვრებელი - 25.2 კვადრატული მეტრი) კანონიერ მოსარგებლეს, რომელიც აღნიშნულ ბინას კანონიერად ფლობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის-ორდერის საფუძველზე, რაც ასევე დასტურდება მოწმეთა განმარტებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ აღიარებითი სარჩელით მომართა სასამართლოს და მოითხოვა დ---------------–-----------------------ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 72.1 კვადრატულ მეტრ ფართობზე (საცხოვრებელი - 46.9 კვადრატული მეტრი, არასაცხოვრებელი - 25.2 კვადრატული მეტრი) აღიარებული იქნა მისი, როგორც კანონიერი მოსარგებლის უფლება.

 

იქიდან გამომდინარე, რომ გაურკვეველ ვითარებაშია დაკარგული საცხოვრებელ ბინაზე გაცემული ორდერი (კანონიერ სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომლის გარეშე მოსარჩელე მ--–---- მ------–---–ს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია უარს ეუბნება სარგებლობაში გადაცემული ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ განცხადების განხილვაზე, მოსარჩელეს გააჩნია დასაბუთებული კანონიერი ინტერესი, რათა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ მ--–-------------–---–ს ჩათვალოს სადავო ბინის კანონიერ მოსარგებლედ.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზისა და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ--–-------------–---–ის სარჩელი საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს და იგი აღიარებული უნდა იქნეს საცხოვრებელი ბინის მდებარე: დ----------------- ფ--–--–---–-ს ქ----–- მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 72.1 კვადრატულ მეტრ ფართობზე (საცხოვრებელი - 46.9 კვადრატული მეტრი, არასაცხოვრებელი - 25.2 კვადრატული მეტრი) კანონიერ მოსარგებლედ.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა საპროცესო ხარჯი (გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით) 100 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს მ--–---- მ------–---–ის სასარგებლოდ, მის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟის) 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5,22-ე,32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე,243-244-ე,247-249-ე,257-258-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ--–-------------–---–ის (პირადი №0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მ--–---- მ------–---–ი აღიარებული იქნეს საცხოვრებელი ბინის საერთო ფართი: 72.1 კვ.მ (საიდანაც 46.9 კვადრატული მეტრი წარმოადგენს საცხოვრებელ ფართს, ხოლო 25.2 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელ ფართს) მდებარე: დ----------------- ფ--–--–---–-ს ქ----–- კანონიერ მოსარგებლედ;

 

3. დაეკისროს მოპასუხე ადიგენის მუნციპალიტეტის მერიას მოსარჩელე მ--–---- მ------–---–ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე: გია ბერაია