გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210116001654498
2/3113-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 იანვარი 2018 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში - გ------- ხი-–--–---–ი;
წარმომადგენელი - მ--–---ონ გ--------იძე;
მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში - გ---–--ო ბ-------ია;
წარმომადგენელი - ლევან ჭელიძე;
დავის საგანი (თავდაპირველ სარჩელში) - თანხის დაკისრება;
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - ზიანის ანაზღაურება;
აღწერილობითი ნაწილი
1.გ------- ხი-–--–---–ის სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.მოპასუხე გ---–--ო ბ-------იას მოსარჩელე გ------- ხი-–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 4000 აშშ დოლარის გადახდა;
1.2.გ---–--ო ბ-------იას სასარჩელო მოთხოვნა:
1.3.გ------- ხი-–--–---–ს გ---–--ო ბ-------იას სასარგებლოდ დაეკისროს 5400 ლარის გადახდა;
2. მოსარჩელე გ------- ხი-–--–---–ის პოზიცია:
მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 3 დეკემბერს მოპასუხესთან დადო სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადასცა 4000 აშშ დოლარი, სესხის დაბრუნების ვადა იყო 2014 წლის 3 დეკემბერი. ამავე ხელშეკრულებით, მოპასუხემ სარგებლობის უფლებით დაუთმო საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში ს---–-ან-ს---ს გამზირზე N85/56-ში, იმავე ვადით. ხელშეკრულების შეს---მისად, მითითებული უძრავი ქონება უნდა დატვირთულიყო იპოთეკით, თუმცა იპოთეკა არ დაურეგისტრირებიათ საჯარო რეესტრში. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხეს სთხოვა დაედო ახალი ხელშეკრულება იმავე პირობით, ან დაებრუნებინა მისთვის 4000 აშშ დოლარი, რაზეც მიიღო უარი.
მოსარჩელის გ---–--ო ბ-------იას პოზიცია:
მოსარჩელის განმარტებით, გ------- ხი-–--–---–თან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 2014 წლის 03 დეკემბერს, მოპასუხეს მაშინვე შესთავაზა 6600 ლარი, თუმცა მან არ მიიღო შეთავაზებული თანხა და მოითხოვა 4000 აშშ დოლარი, რასაც არ ეთანხმება, რადგან ხელშეკრულების ფარგლები განსაზღვრული იყო 6600 ლარით. მიუხედავად მათი მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხემ არ გადასცა უძრავი ქონება და დღემდე აგრძელებს უკანონო სარგებლობას. ვინაიდან საკუთარი უძრავი ქონების გამოყენებას ვერ ახერხებს, მიყენებული ზიანის ოდენობამ, ქირის სახით ერთი თვის განმავლობაში მისაღები 150 ლარის გათვალისწინებით, შეადგინა 5400 ლარი.
2.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე გ---–--ო ბ-------იამ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 6600 ლარის ფარგლებში.
მოპასუხე გ------- ხი-–--–---–მა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.2.1. დადგენილია, რომ 2012 წლის 03 დეკემბერს გ------- ხი-–--–---–მა და გ---–--ო ბ-------იას წარმომადგენელმა მაქსიმე ონიანმა დადეს და სანოტარო წესით დაადასტურეს სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება N121287233 (რეგისტრაციის თარიღი 03.12.2012წ.). აღნიშნული ხელშეკრულებით გ------- ხი-–--–---–მა გ---–--ო ბ-------იას ასესხა 4000 აშშ დოლარი, პროცენტის დარიცხვის გარეშე, ხოლო მსესხებლის წარმომადგენელმა მიიღო აღნიშნული თანხა სესხად. თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 03 დეკემბრამდე. ამავე ხელშეკრულებით მსესხებელმა გამსესხებელს სარგებლობის უფლებით დაუთმო საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში, ს---–-ან-ს---ს გამზირი (ყოფილი მშენებლის ქ) N85, ბინა 56. საცხოვრებელი ბინით უსასყიდლოდ სარგებლობის ვადა იგივე იყო, რაც სესხის ვადა, ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამსესხებელი საცხოვრებელი ბინით უსასყიდლოდ ისარგებლებდა სესხის სრულად დაბრუნებამდე. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის უზრუნველყოფის საშუალება - იპოთეკა იგივე უძრავი ქონებით, იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სიდიდე ხელშეკრულების თანახმად, შეადგენდა 6600 ლარს. მითითებული ხელშეკრულება იპოთეკით უძრავი ქონების დატვირთვის შესახებ საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება N121287233 (იხ.ს.ფ. 14-16); - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17-18);
3.2.2. 2017 წლის იანვრის თვეში გ---–--ო ბ-------იას წარმომადგენელმა წერილობით მიმართა გ------- ხი-–--–---–ს და შესთავაზა 6600 ლარის გადაცემა ვალის სანაცვლოდ, თუმცა მიმართვაში განმარტა, რომ სწორედ ეს თანხა ჰქონდა გადასახდელი და არა 4000 აშშ დოლარი, როგორც ის ითხოვდა. ამასთან, დადგენილ ვადაში ანუ 2014 წლის 3 დეკემბრამდე გ---–--ო ბ-------იას გ------- ხი-–--–---–ისათვის ნასესხები თანხის, თუნდაც 6600 ლარის დაბრუნება არ შეუთავაზებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შეს---მისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე გ---–--ო ბ-------იამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გ------- ხი-–--–---–ისათვის სესხის თანხის, თუნდაც 6600 ლარის გადახდის შეთავაზება, რადგან არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------- ხი-–--–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გ---–--ო ბ-------იას შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 615-ე, 621-ე, 623-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში 2012 წლის 03 დეკემბერს გ------- ხი-–--–---–ს და გ---–--ო ბ-------იას წარმომადგენელს მაქსიმე ონიანს შორის დაიდო სანოტარო წესით დადასტურებული სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება N121287233 (რეგისტრაციის თარიღი 03.12.2012წ.). აღნიშნული ხელშეკრულებით გ------- ხი-–--–---–მა გ---–--ო ბ-------იას ასესხა 4000 აშშ დოლარი, პროცენტის დარიცხვის გარეშე, ხოლო მსესხებლის წარმომადგენელმა მიიღო აღნიშნული თანხა სესხად. თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 03 დეკემბრამდე. ამავე ხელშეკრულებით მსესხებელმა გამსესხებელს სარგებლობის უფლებით დაუთმო საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში, ს---–-ან-ს---ს გამზირი (ყოფილი მშენებლის ქ) N85, ბინა 56. საცხოვრებელი ბინით უსასყიდლოდ სარგებლობის ვადა იგივე იყო, რაც სესხის ვადა, ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამსესხებელი საცხოვრებელი ბინით უსასყიდლოდ ისარგებლებდა სესხის სრულად დაბრუნებამდე. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის უზრუნველყოფის საშუალება - იპოთეკა იგივე უძრავი ქონებით, იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სიდიდე ხელშეკრულების თანახმად, შეადგენდა 6600 ლარს. მითითებული ხელშეკრულება იპოთეკით უძრავი ქონების დატვირთვის შესახებ საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა.
ხელშეკრულების შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, სახეზეა სამი გარიგება: სესხის, საცხოვრებელი ბინით უსასყიდლოდ სარგებლობის და იპოთეკის, შეს---მისად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შემოწმდეს თითოეულ გარიგებასთან მიმართებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
განსახილველ შემთხვევაში გ------- ხი-–--–---–მა გ---–--ო ბ-------იას ასესხა 4000 აშშ დოლარი 2012 წლის 03 დეკემბერს, მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 03 დეკემბრამდე, რასთან დაკავშირებითაც გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მსესხებელს გადასცა თანხა, მოპასუხეს კი არც დადგენილ ვადაში და არც შემდგომ ვალი უკან არ დაუბრუნებია. შეს---მისად, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეზე თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ მას უნდა დაებრუნებინა არაა 4000 აშშ დოლარი, არამედ 6600 ლარი, სასამართლო ვერ გაიზიარებს ვერც ფაქტობრივი და ვერც სამართლებრივი თვალსაზრისით. კერძოდ, გ---–--ო ბ-------იას წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მოვალის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს იპოთეკის საგანი უზრუნველყოფს სრულად - 6600 ლარის ფარგლებში, შესასრულებელი ვალდებულებაც ამ თანხით უნდა განისაზღვროს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
2012 წლის 03 დეკემბრის ხელშეკრულებაში არც გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან და არც გონივრული განსჯის შედეგად არ იკვეთება, რომ მხარეები შეთანხმდნენ 6600 ლარის დაბრუნებაზე, რადგან ხელშეკრულების ეს ნაწილი ეხება იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილ მოთხოვნის ფარგლებს და არა დასაბრუნებელი თანხის ოდენობას. ასევე დაუსაბუთებელია მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეეს---მება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის. მითითებული სამართლებრივი ნორმა ეხება ისეთ შემთხვევებს, როცა იცვლება ვალუტა, ან როცა მხარეები შეთანხმებული არიან სესხის სახით გადაცემული თანხის სხვა ვალუტაში დაბრუნებაზე, რასაც ადგილი ამ დავის დროს არ ჰქონია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლით, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც,თუ კანონით ეს აკრძალული არ არის.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ უცხოური ვალუტის გადაცემასა და მიღებაზე, მითითება კურსის ცვლილებაზე უსაფუძვლოა, რადგან არ გამომდინარეობს შეთანხმების პირობებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 615-ე მუხლით, თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის.
ამავე კოდექსის 621-ე მუხლით, მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს.
გ---–--ო ბ-------იამ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, გ------- ხი-–--–---–ს 2014 წლის 03 დეკემბრამდე სარგებლობის უფლებით დაუთმო საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში, ს---–-ან-ს---ს გამზირი (ყოფილი მშენებლის ქ) N85, ბინა 56. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გ------- ხი-–--–---–ი საცხოვრებელი ბინით უსასყიდლოდ ისარგებლებდა სესხის სრულად დაბრუნებამდე. ამდენად, ნივთის უკან დაბრუნების ვადად განისაზღვრა გ---–--ო ბ-------იას მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების დღე. ვინაიდან მსესხებელს, იგივე უძრავი ქონების მესაკუთრეს, ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და გამსესხებლისათვის თანხა არ დაუბრუნებია, არც მონათხოვრეს წარმოშობია ვალდებულება დაებრუნებინა მისთვის ნათხოვარი ნივთი. შეს---მისად, უსაფუძლოა შეგებებულ სარჩელში მოსარჩელის მოთხოვნა მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ის, რომ გ---–--ო ბ-------იამ ვერ შეძლო მისი კუთვნილი უძრავი ქონების გაქირავება, არანაირად არ არის დაკავშირებული გ------- ხი-–--–---–ის ქმედებასთან, რადგან მას სრული უფლება აქვს ისარგებლოს ნათხოვარი ნივთით მანამ, სანამ კრედიტორი არ დაუბრუნებს სესხის თანხას, როგორც ეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. ამდენად, შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, გ------- ხი-–--–---–ს სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 324 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი და ადვოკატის მომსხურებისათვის 200 ლარი. ვინაიდან მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, აღნიშნული თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს გ---–--ო ბ-------იას გ------- ხი-–--–---–ის სასარგებლოდ. თავის მხრივ, გ---–--ო ბ-------იას შეგებებული სარჩელის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 162 ლარი, ვინაიდან მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მითითებული თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულუ ზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან გ------- ხი-–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მისი მოთხოვნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა გ---–--ო ბ-------იას სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი ს---–-ან-ს---ს (ყოფილი მშენებლის ქ) 85/56, ს/კ 03.05.01.329.01.056, უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- ხი-–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გ---–--ო ბ-------იას (პ/ნ 60001047729) გ------- ხი-–--–---–ის (პ/ნ 60001102242) სასარგებლოდ დაეკისროს 4000 (ოთხიათასი) აშშ დოლარის გადახდა.
3. გ---–--ო ბ-------იას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. გ---–--ო ბ-------იას (პ/ნ 60001047729) გ------- ხი-–--–---–ის (პ/ნ 60001102242) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 374 ლარის და ადვოკატის მომსახურების თანხის 200 ლარის ანაზღაურება.
5. გ---–--ო ბ-------იას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 162 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა, გ---–--ო ბ-------იას სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი ს---–-ან-ს---ს (ყოფილი მშენებლის ქ) 85/56, ს/კ 03.05.01.329.01.056, დარჩეს ძალაში.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე -8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე