განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2018
საქმის ნომერი
120100118002242822
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

ს----------–--ს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/004-1- წ. 7 თებერვალი, 20-8 წელი ქ. ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - კ---------–---–---–-;

 

დაცვის მხარე - ბრალდებული - ნ----–--------------- - ს----------–--ს მოქალაქე, დაბადებული 2--------- წელს ქ.ა---––---–-, პ/ნ 4----------, რეგისტრირებული და მცხოვრები ქ.ახალციხე, ი-------–-----------ში;

ადვოკატი - კ----------------;

 

თარჯიმანი - დ-------------------;

 

კვალიფიკაცია: ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1--ლი ნაწილის ,,გ,, პუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა

20-7 წლის 4 ნოემბერს ნ----–----------------, ა---––---–- შ-----------------–-- ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქვე არსებულ ფოტოატელიეში, მის მეგობარ გოგონას მ--------------- ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ დაიჭირა ხელებიდან და ძალის გამოყენებით გადაუგრიხა მარცხენა ხელი. ასევე სახის არეში გაარტყა გაშლილი ხელი, რითაც მ--------------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ნ----–---------------- დის დასახმარებლად მისულ ი----------------- ასევე ერთხელ დაარტყა ფეხი მარცხენა ფეხის არეში, რა დროსაც ი----------------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ორი პირის ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ს----------–--ს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

ბრალდებულმა ნ----–---------------- აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, დ-----------------, ხ-------------------, ნ-----–----------------, მ---------------, ი-----------------, ნ-----–----------------, ა---–---–--–------- მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები, ნ-----–---------------- სამედიცინო შემოწმების ბარათი N--, მიმართვები და დადგენილებები სასამართლო სამედიცინო ექსპერტს მ---------------, ი-----------------ა და ნ-----–---------------- მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ცნობები ნ----–---------------ს ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ, მიმართვა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ნ-----–---------------- განაჩენებისა და განჩინებების გამოთხოვის შესახებ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის პასუხი ნ-----–---------------- განაჩენებისა და განჩინებების გადმოგზავნის შესახებ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 0- ა--------- განაჩენი ნ-----–---------------- მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2--- წლის 1- თ-------–-- განაჩენი ნ-----–---------------- მიმართ, 2--- წლის 1- მაისის გ-–----- ნ----–------- რაიონული სასამართლოს დადგენილება ნ-----–---------------- მიმართ პირობობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, წადგინება და სად-ის მიერ გაცემული ცნობის ასლი ნ-----–---------------- გათავისუფლების შესახებ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 1- მ------- განაჩენი ნ-----–---------------- მიმართ, რ--------- საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 6 მ------- დადგენილება ნ-----–---------------- პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 20-7 წლის 0- ნოემბრის N 6--------- დასკვნა ნ-----–----------------, N 6--------- დასკვნა მ--------------- და N 6--------- დასკვნა ი----------------- სხეულის დაზიანებების შესახებ, დადგენილებები მ---------------, ნ-----–---------------- და ი----------------- დაზარალებულებად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. მტკიცებულებათა ჩამონათვალი დამტკიცდა სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომის დროს, როგორც უდავო მტკიცებულებანი.

 

ს----------–--ს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა ნ----–---------------ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1--ლი ნაწილის ,,გ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები

ნიკალაი პ----------ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ----–-- პ----------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა ს----------–--ს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ----–--------------- (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1--ლი ნაწილის ,,გ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 საათის ოდენობით.

2. მსჯავრდებულ ნ----–---------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო რომელიც არ არის უზრუნველყოფილი გაუქმდეს.

3. არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” ს----------–--ს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი