განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100117002194691
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/325-17 08 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ი----------–---–ის,ბრალდებულ - მ--–---- შ---------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011290617003 საქმე მ--–---- გივის ძე შ---------ის (დაბადებული 1974 წლის 28 აგვისტოს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ.გორი, ე-–-------------–--- დ-----–---ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 28 ივნისის და 2017 წლის 29 ივნისის ეპიზოდები),-
აღწერილობით -სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ მ--–---- შ---------მა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის 28 ივნისის და 2017 წლის 29 ივნისის ეპიზოდები).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–---- შ---------მა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.გორი, ე-–-------------–--- დ-----–--- №2-ში, ყოფილ მეუღლეს - ნ--- ნ------ეს ხელი ძლიერად ჰკრა გულმკერდის არეში, რის შედეგადაც ნ--- ნ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2017 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–---- შ---------მა, ქ.გორში, ე-–-------------–--- დ-----–---ში, ქვა ჩაარტყა თავში ყოფილ მეუღლეს - ნ--- ნ------ეს, რის შედეგადაც ნ--- ნ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ--–---- შ---------მა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების ორი ეპიზოდი) თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ დაზარალებული ნ--- ნ------ე მისი მეუღლე არ ყოფილა და მასთან მუდმივად არ უცხოვრია. მან როგორც გაიგო ნ--- ნ------ეს ჰქონდა შიდსი და სთხოვდა, რომ ექიმთან წასვლას. 2017 წლის 28 ივნისს გამთენიისას გაიგო, მანქანის გაჩერების ხმა, რა დროსაც გამოვიდა გარეთ და დაინახა, რომ ნასვამი ნ--- ნ------ე გადმოვიდა მანქანიდან და ნანგრევებში წაიქცა. იგი მიეხმარა და სახლში შეიყვანა. მას დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. შესაძლებელია მან დაზიანებები ნანგრევებში წაქცევის დროს მიიღო ან მანქანით ნაცემი მოიყვანეს. 2017 წლის 29 ივნისს, დაახლოებით ექვსი საათზე, ნ--- დაბრუნდა სახლში, რა დროსაც კვლავ ჰკითხა იყო თუ არა ექიმთან, იგი გაერიდა და მივიდა მამასთან, რომელიც ეზოს გარეთ იდგა, თავადაც გაჰყვა ნ---ს, რა დროსაც ნ--- ნ------ემ აიღო ქვა, რომელიც თავადვე მოხვდა თავში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–---- შ---------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების 02 ეპიზოდი), შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ--- ნ------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებულ მ--–---- შ---------თან 11 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა. 2017 წლის 28 ივნისს, იმყოფებოდა სახლში, ბანაობდა და კარები დაკეტილი ჰქონდა, რა დროსაც მასთან შევიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ.შ---------ი და დაუწყო შეუარცხყოფის მიყენება, თუ რატომ ჰქონდა დაკეტილი კარები და ვინ ჰყავდა სახლში. მ.შ---------მა მას ხელი ჰკრა, რის გამოც იგი წაიქცა, განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება. 2017 წლის 29 ივნისს, საღამო ხანს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–---- შ---------მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი გამოვიდა სახლიდან და ტირილით მივიდა ქუჩაში მყოფ მამასთან - ს.ნ------ესთან. მ.შ---------ი კვლავ განაგრძობდა მისი მისამართით შეურაცხყოფის მიყენებას, რა დროსაც ს.ნ------ემ უთხრა წასულიყო და დაენებებინა მისთვის თავი. მ.შ---------მა ს.ნ------ესაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელში აიღო ქვა. ს.ნ------ე ჩადგა მათ შორის და არ აძლევდა საშუალებას მ.შ---------ს, რომ ქვა დაერტყა, მაგრამ მაინც მოხვდა თავში, რა დროსაც მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს------ ნ------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ დაზარალებული ნ--- ნ------ე მისი შვილია. ნ--- ნ------ე და მ--–---- შ---------ი 11 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. 2017 წლის 29 ივნისს, საღამოს გარეთ იჯდა და ისვენებდა, რა დროსაც მასთან მივიდა ნ.ნ------ე და უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ.შ---------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათთან მალევე მივიდა მ.შ---------ი და დაიწყო ორივეს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ბრალდებულმა აიღო დიდი ქვა, იგი ჩადგა მისი შვილისა და მ.შ---------ს შორის, რათა ხელი შეეშალა მ.შ---------ისათვის ქვის დარტყმაში, მაგრამ ნ.ნ------ეს მაინც მოხვდა ქვა თავის არეში.
2017 წლის 29 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.გორი, ე-–-------------–--- დ-----–---ში.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ მ--–---- შ---------ი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2017 წლის 29 ივნისს 23:15 საათზე.
2017 წლის 30 ივნისის სასამართლო-სამედიცინო №003758517 დასკვნით დასტურდება, რომ ნ--- ნ------ეს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის არეში, ნაჭდევი გულმკერდის უკანა ზედაპირზე. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან 2017 წლის 28 ივნისის თარიღს.
გორის რაიონული სასამართლოს 2917 წლის 27 ივლისის განაჩენით მ--–---- შ---------ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ--–---- შ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: პ----- ჯ---–--ემ, გამომძიებლებმა: დ----- დ------–-–--–მა, მ-----– ბ-----ემ, ა-----– ე-–--–---–მა, შ----- მ------–---–მა, და გ------- ს-------–-–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების და მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (02 ეპიზოდი), წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საპირისპირო დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. მ--–---- შ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდა მოწმეების: ნ--- ნ------ის და ს------ ნ------ის ჩვენებებით, გარდა აღნიშნულისა, მ--–---- შ---------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, რომელთა სისწორეც დაადასტურეს სხდომაზე დაკითხულმა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩამტარებელმა და მასში მონაწილე პირებმა, ასევე ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადასტურდა, რომ ნ--- ნ------ის პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის არეში, ნაჭდევი გულმკერდის უკანა ზედაპირზე. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან 2017 წლის 28 ივნისის თარიღს.
საქრთველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–---- შ---------ს უნდა დაედოს მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. დამდგარ შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას (იგი 2017 წლის 27 ივლისის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ--–---- შ---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 28 ივნისის და 2017 წლის 29 ივნისის ეპიზოდები) და სასჯელის ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 28 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 29 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და მ--–---- შ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს დაემატოს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) თვის 25 (ოცდახუთი) დღის ვადით და საბოლოოდ, მ--–---- შ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის, 01 (ერთი) თვის 25 (ოცდახუთი) დღის ვადით.
მ--–---- შ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2017 წლის 08 ნოემბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 29 ივნისიდან 2017 წლის 08 ნოემბრამდე.
მ--–---- შ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა კაკაურიძე