განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010100117001976667
საქმე N1-519/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
04 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - პ----- ც-–--–--ე
ადვოკატი - დ----- ს--------ე
ბრალდებული: ვ-----–- უ---–--ა
მამის სახელი: ო------
დაბადებული: 1--1--1--- წელი
მოქალაქეობა: ს----------–----------–---
პირადი ნომერი: 6----------
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------–------–-------–---------
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.
[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების დადგენილების თანახმად, ვ-----–- უ---–--ას ბრალად ედება ნ-------- დ----–-ას განზრახ მკვლელობა ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 21 ოქტომბერს, N--------- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ-------- დ----–-ამ 3 000 აშშ დოლარი ასესხა ბრალდებულ ვ-----–- უ---–--ას დედას მ------- ბ---–--ეს, რომლის გადახდის ბოლო ვადა იყო 2016 წლის 21 ოქტომბერი. სანაცვლოდ შეთანხმების საფუძველზე, ნ-------- დ----–-ას ვალის დაბრუნებამდე უნდა ეცხოვრა მ------- ბ---–--ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ქობულეთი, წ-------–------------. ვინაიდან მ------- ბ---–--ე ვერ ახერხებდა ნ-------- დ----–-ასათვის ვალის დაბრუნებას და აღნიშნულის გამო შესაძლოა დამდგარიყო მ------- ბ---–--ის უძრავი ქონების ვალის სანაცვლოდ დაკარგვის საფრთხე, ვ-----–- უ---–--ამ გადაწყვიტა ვალის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით განზრახ მოეკლა ნ-------- დ----–-ა. აღნიშნულის სისრულეში მოსაყვანად, 2017 წლის თებერვლის თვეში, ღამის საათებში, ვ-----–- უ---–--ა შევიდა ქ. ქ------–---–ი, წ-------–------------ში მდებარე ნ-------- დ----–-ას დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ოთახში და ანგარებით, განსაკუთებული სისასტიკით ცივი იარაღის (დანის) გამოყენებით გულ-მკერდის, მუცლისა და კისრის არეში ნ-------- დ----–-ას მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
ბრალდებულმა ვ-----–- უ---–--ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
2. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ვ-----–- უ---–--ამ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის თებერვლის თვეში, ღამის საათებში (ზუსტი რიცხვი და დრო დაუდგენელია) ქ. ქ------–---–ი, წ-------–-------------ში მდებარე ნ-------- დ----–-ას დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ოთახში, ვ-----–- უ---–--ამ ცივი იარაღის - დანის გამოყენებით გულ-მკერდის, მუცლისა და კისრის არეში ნ-------- დ----–-ას მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, რის შემდეგაც უგონო მდგომარეობაში მყოფი გაახვია ადიალასა და ხალიჩაში, დააკრა რკინის ურიკაზე და გაემართა მდინარე კ-------–-ს სანაპიროსკენ, სადაც მისვლის შემდეგ ურიკა ჩააგდო მდინარეში, ხოლო დანა გადააგდო იქვე მახლობლად, მდინარის სანაპიროზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, როგორც წესი, ხდება მკვლელობის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებების, ვიდეოჩანაწერების, თვით ბრალდებულის ჩვენების გათვალისწინებითაც, მაგრამ თანაბრად ამისა, მსგავსი შეფასება დასაშვებია აგრეთვე სხვა ობიექტური ხასიათის მტკიცებულებების გათვალისწინებით, როგორებიცაა: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასამართლო ექსპერტიზების დასკვნები და ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც ასევე გვევლინებიან პირდაპირი მტკიცებულების როლში და რომელთა სანდოობის შემოწმება შესაძლებელია საქმეში არსებული არაპირდაპირი მტკიცებულებების მეშვეობით.
ვ-----–- უ---–--ას მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით:
ა) შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ექსპერტ ჯ------– კ------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 10 აპრილს, ქ. ქ------–---–ი, წ-------–-------------ში მდებარე ნ-------- დ----–-ას დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ოთახში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ნ-------- დ----–-ას საწოლზე, ოთახის იატაკსა და კარებზე აღმოჩენილ იქნა სისხლის ინტენსიური ლაქები, ხოლო ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნისა (ექსპერტის დასკვნა N---------) და ექსპერტ ე-–--- ს-------–--ის ჩვენების თანახმად, აღნიშნული ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ-------- დ----–-ას.
ბ) ვ-----–- უ---–--ას თანხმობითა და უშუალო მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მასში წარმოდგენილი ფოტოდოკუმენტებით, რომლებზეც აღბეჭდილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობა, დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვ-----–- უ---–--ამ ვითარება აღადგინა იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მის მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. მითითებულ ოქმში წარმოდგენილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობის ამსახველი მრავალი ფოტოდოკუმენტი, რომლებითაც დგინდება ის გარემოება, რომ ექსპერიმენტის დროს პოლიციის თანამშრომლები, მათთან ერთად ვ-----–- უ---–--ა მოძრაობენ და გადაადგილდებიან ვ-----–- უ---–--ას მითითებების შესაბამისად, რომელიც თავისი ხელით უჩვენებს მათ კონკრეტულ ადგილებს და თუ რა მიმართულებით უნდა წავიდნენ თუ იმოძრაონ. ვ-----–- უ---–--ას მითითებით, მდინარე კ-------–-ს სანაპიროზე დაბალ შეფერდებაზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ნიკელის კორპუსიანი დანა დაკეცილ მდგომარეობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა ვ-----–- უ---–--ამ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და მისი ჩვენება არ იქნა გამოკვლეული, რადგან იგი არ იყო თანახმა გამოძიების დროს მიცემული აღიარებითი ჩვენების საჯაროდ წაკითხვისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ბრალდებულის მითითებით აღმოჩენილი და ამოღებულია საქმისათვის მნიშვნელოვანი ახალი მტკიცებულება, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, წარმოადგენს ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად უტყუარ მტკიცებულებას და ამასთან არ ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის მოთხოვნას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენი №2კ-561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეზე ზ.ტ-ის და ვ.გ-ის მიმართ, ასევე საქმე №424აპ-16).
სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს პირდაპირ, დასაშვებ და რელევანტურ მტკიცებულებას, გარდა იმისა, რომელიც წარმოადგენს ვ-----–- უ---–--ას აღიარებითი ჩვენების ნაწილს.
გ) ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ოლეგ გოგიტიძემ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა გ---- ტ----ემ და მ-------- კ----–-–---–მა, ასევე ექსპერტმა ჯ------– კ------ემ დაადასტურეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
დ) ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (ექსპერტის დასკვნა N----------), გამოსაკვლევად წარმოდგენილი მდინარე კ-------–-ს სანაპიროდან ამოღებული დანის დათვალიერებით დგინდება, რომ იგი დასაკეცი კონსტრუქციისა, რომელიც შედგება დანის პირისა და სახელურისაგან. დანის პირი სახელურში ჩამაგრებულია სახსრულად, ჩაკეტვისას ასრულებს ნახევრადწრიულ ბრუნს და გახსნილ მდგომარეობაში ფიქსირდება ფიქსატორით. დანის პირს გააჩნია ყუა დახრილი ქანობით, რომელიც ლესილ მხარესთან შეერთებისას წარმოქმნის წვეროს. დანის პირის მარცხენა მხარეს სახელურთან ახლოს დატანილია იეროგლიფების მაგვარი აღნიშვნა. დანის სახელური შედგება ლითონის ორი ფირფიტისაგან, რომელზეც მოქლონებით დამაგრებულია ყავისფერი ხისმაგვარი მასალისაგან დამზადებული ყბები, ხოლო სახელურის წინა ნაწილი მოთეთრო-მოვერცხლისფერო ფერის ლითონისაა, რომლის მარცხენა მხარეს ასევე დატანილია იეროგლიფების მაგვარი აღნიშვნა. დანის პირის ყუის გასწვრივ ფირფიტებს შორის მოთავსებულია ფიქსატორის ღერძი, რომელიც უზრუნველყოფს დანის პირის საბრძოლო (გახსნილ) მდგომარეობაში ფიქსაციას, ხოლო დანის ტარის უკანა ნაწილზე არსებულ ბერკეტზე დაწოლით ხდება დანის პირის დაკეცვა. გაშლილ მდგომარეობაში დანის მთლიანი სიგრძე: 23.6 სმ; პირის სიგრძე 10.5 სმ; პირის მაქსიმალური სიგანე: 2,2 სმ; პირის მაქსიმალური სისქე ყუის მხრიდან: 0,25 სმ. გამოსაკვლევი დანა ტექნიკო-კონსტრუქციული მონაცემებით და დანიშნულებით, კრიმინალისტიკური სპეციალური მეთოდიკიდან გამომდინარე, წარმოადგენს ქარხნული ტექნოლოგიით დამზადებულ დანას, რომელსაც გააჩნია მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებები და განეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ე) გვამის სამედიცინო გამოკვლევისა (ექსპერტის დასკვნა N---------) და ექსპერტ ღ-------- უ-----–---–ის ჩვენების თანახმად, ნ-------- დ----–-ას გვამზე აღინიშნებოდა მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. კისრის არეში ქვემო მესამედში განივად მდებარე ჭრილობა - დაზიანებულია კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, კისრის კუნთები, მარცხენა გარეთა და შიგნითა არტერიები და მარცხენა გარეთა და შიგნით საუღლე ვენები, ხორხი და საყლაპავი გულმკერდის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები - მარცხენა ფილტვის, გულის და კუჭის დაზიანებები - ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
ვ) სამედიცინო-კრიმინალისტიკური გამოკვლევისა (ექსპერტის დასკვნა N----------) და ექსპერტ გ------- ც--–---ს ჩვენების თანახმად, ნ-------- დ----–-ას გვამიდან აღებულ კანის პრეპარატებზე ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ მათზე არსებული დაზიანებები (ჭრილობები) თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი.
ზ) ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნისა (ექსპერტის დასკვნა N---------) და ექსპერტ ე-–--- ს-------–--ის ჩვენების თანახმად, მდინარე კ-------–-ს სანაპიროდან ამოღებული მოყავისფერო ფერის დასაკეც დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვ-----–- უ---–--ას.
თ) მოწმე მ-----ა ზ----ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 09 აპრილს იმყოფებოდა გელაურის დასახლებაში. დაახლოებით საღამოს 6 საათზე მასთან მივიდა რ-----ა ს----–---–ი და უთხრა, რომ მდინარე კინტრიშში დაინახა ადამიანის მსგავსი საგანი. ორივე გაემართნენ მდინარის სანაპიროსკენ. მისვლისას დარეკა 112-ში. მოვიდა სამაშველო სამსახური და პოლიცია. გვამი ამოიტანეს მდინარიდან, რომელიც ფეხებით თეთრი მავთულის მეშვეობით მიბმული იყო ცალბორბლიან ურიკაზე. გვამი ტომარაში მოათავსეს, ხოლო ურიკა ცალკე დადეს.
ი) 2017 წლის 09 აპრილს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს მდინარე კ-------–-ს სანაპიროზე, მდინარის ნაპირიდან დაახლოებით 4-5 მეტრში, ხოლო თხილაიშვილის ქუჩა N1-ში მდებარე სახლის მოპირდაპირედ დაახლოებით 30 მეტრში, სადაც ძირს ასვენია ამოუცნობი მამაკაცის გვამი. გვამის ფეხებიდან დაახლოებით 1 (ერთ) მეტრში ქვებზე და მიწის ზედაპირზე ამოყირავებულ მდგომარეობაში დევს ერთბორბლიანი ურიკა. აღნიშნული ურიკა შედგება რკინის მილებისაგან, რომელსაც არ გააჩნია საზიდი ავზი და ურიკაზე შემოხვეულია თეთრი ფერის იზოლირებული მავთული, ასევე ურიკაზე შემოხვეულია მიწიანი ბალახის მსგავსი მცენარე. ურიკა ამოღებულ იქნა მასზე დახვეული მავთულებითურთ და სიდიდის გამო ვერ დაილუქა და გადატანილი იქნა ქობულეთის რაიონული სამმართველოს შენობაში.
კ) ქობულეთის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა თ----- რ--------მ, ექსპერტებმა ჯ------– კ------ემ და ღ-------- უ-----–---–მა დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
ლ) მოწმე რ----- დ-----აძის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს ქ. ქ------–---–ი, წ-------–-ს შესახვევი 25-ში. მუშაობდა „დელტა სერვისში“ და გვიან უწევდა სახლში დაბრუნება. 2017 წლის თებერვლის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, ღამის ცვლიდან ბრუნდებოდა სახლში. ქუჩა განათებული იყო, ხოლო მანქანა მოყავდა ნელი სვლით. ამ დროს გზაში შემოხვდა ვ-----–- უ---–--ა, რომელიც მიაგორებდა ურიკას მდინარე კ-------–-ს მიმართულებით. ურიკაზე იდო დახვეული ხალიჩა, რომელსაც თეთრი მავთულები ჰქონდა დახვეული. საეჭვო არაფერი შეუმჩნევია. ვ-----–- უ---–--ასთან მისალმების შემდეგ განაგრძო მოძრაობა.
მ) საგნის ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე მ------ გ----------მა ამოიცნო მისი მეზობლის ვ-----–- უ---–--ას კუთვნილი ურიკა. მისი განმარტებით, მას აღნიშნული ურიკა არაერთხელ ჰქონდა ნათხოვარი ვ-----–- უ---–--ასაგან, რომელსაც არ გააჩნდა საზიდი ავზი და ჰქონდა ერთი ბორბალი.
სასამართლო ვერ მიიჩნევს სარწმუნოდ მ------- ბ---–--ის, ფ------ და გ----–- მ----–-----ის, ნ------ და დ----- უ---–--ების ჩვენებებს იმ ნაწილში, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ვ-----–- უ---–--ას სახლში ურიკა არ ჰქონია.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული პირები ვ-----–- უ---–--ას ოჯახის წევრები და ნათესავები არიან, ხოლო მათი ჩვენებები მიზნად ისახავს სასამართლოს შეცდომაში შეყვანას და მოტივირებულია ვ-----–- უ---–--ასათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების სურვილით.
3. ქმედების კვალიფიკაცია
ა) ანგარებითი მოტივის გამორიცხვა
განზრახ მკვლელობის უმართლობის შემთხვევაში მნიშნელოვანია დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი - თუ რა ამოძრავებდა დამნაშავეს და რა გარემოებამ მიიყვანა იგი დანაშაულის ჩადენამდე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვ-----–- უ---–--ა მოქმედებდა ანგარებითი მოტივით, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საფუძველი ასეთი დასკვნისათვის არ არსებობს.
დანაშაულის მოტივის დასადგენად მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ რა ურთიერთობა არსებობდა ბრალდებულ ვ-----–- უ---–--ასა და ნ-------- დ----–-ას შორის.
მოწმე მ------ გ----------ის (ვ-----–- უ---–--ას მეზობელი) ჩვენების თანახმად, 2017 წლის თებერვალის თვეში, ზუსტი დრო არ ახსოვს, ღამით გაიგონა ვ-----–- უ---–--ასა და ნ-------- დ----–-ას კამათის ხმა. ნ-------- დ----–-ა ითხოვდა ნასესხები ფულის დაბრუნებას.
მოწმე რ----- დ-----აძის ჩვენების თანახმად (ვ-----–- უ---–--ას მეზობელი), იგი შესწრებია ფაქტს, როდესაც ნასვამი ვ-----–- უ---–--ა იყო აგრესიული და შეურაცხყოფას აყენებდა ნ-------- დ----–-ას.
მოწმე შ----- წ--------ას ჩვენების თანახმად, მან გადმოცემით იცოდა, რომ ვ-----–- უ---–--ა ნ-------- დ----–-ას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მოწმე მ-----ა ზ----ის (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) ჩვენების თანახმად, ვ-----–- უ---–--ას ალკოჰოლური სასმელის დალევის დროს ხშირად ჰქონდა გადაცდომები და კამათი ოჯახის წევრებთან. ამ მიზეზით ბევრჯერ მისულა ოჯახში გამოძახებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ანგარებითი მკვლელობა გულისხმობს რაიმე მატერიალური მოგების მიღებას ან ასეთივე ვალდებულებისაგან გათავისუფლებას. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ვ-----–- უ---–--ას დედას მ------- ბ---–--ეს ნასესხები ჰქონდა ნ-------- დ----–-ასაგან 3000 აშშ დოლარი, მაგრამ ვ-----–- უ---–--ას ქმედებაში ანგარებითი მოტივი არ იკვეთება.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ სახეზეა ვ-----–- უ---–--ასა და ნ-------- დ----–-ას შორის არსებული კონფლიქტური და დაძაბული პიროვნული ურთიერთობების საფუძველზე აღმოცენებული და ჩადენილი დანაშაული.
ბ) განსაკუთრებული სისასტიკის გამორიცხვა
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვ-----–- უ---–--ა მოქმედებდა განსაკუთრებული სისასტიკით, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საფუძველი ასეთი დასკვნისათვის არ არსებობს.
სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებული სისასტიკის დასადგენად, საჭიროა კუმულაციურად ორი კრიტერიუმის - ობიექტურის და სუბიექტურის არსებობა. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს იმას, რომ მკვლელობისას გამოყენებული ხერხი ან საშუალება ობიექტურად ძლიერ ტანჯვას იწვევს მსხვერპლში, ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი გულისხმობს იმას, რომ მკვლელმა შეგნებულად უნდა შეარჩიოს მკვლელობის ისეთი ხერხი ან საშუალება, რომელიც განსაკუთრებით ტანჯვას გამოიწვევს მსხვერპლში. მოცემულ შემთხვევაში ვ-----–- უ---–--ას ქმედებაში განსაკუთრებული სისასტიკე არ იკვეთება.
გ) კვალიფიკაციის შეცვლა
ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ. ნ-------- დ----–-ასათვის სხეულზე მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაციის გათვალიწინებით (დაზიანებები სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ორგანოებში), სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ-----–- უ---–--ა ნ-------- დ----–-ას მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით (პირდაპირი განზრახვა).
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტ მ----- ფ----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ დიატომური პლანქტონი ნ-------- დ----–-ას თირკმლის ქსოვილში არ აღმოჩენილა, რაც მყარი (გონივრული) ვარაუდის საფუძველია იმისა, რომ ნ-------- დ----–-ა წყალში დახრჩობით არ გარდაცვლილა.
იმ ფაქტის დასადგენად, კონკრეტულად რა მიზეზით და როდის დადგა ნ-------- დ----–-ას სიკვდილი - მისთვის სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობების მიყენების შემდეგ, თუ ნ-------- დ----–-ასათვის ცივი იარაღით დაზიანებების მიყენების შემდეგ რაიმე სხვა გარეშე ფაქტორებმა გამოიწვია ან თუნდაც დააჩქარა მისი სიკვდილი, ზუსტად დადგენილი არ არის.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. შესაბამისად, დამდგარი შედეგი ვ-----–- უ---–--ას ბრალად არ უნდა შეერაცხოს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-----–- უ---–--ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლზე, რადგან გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობითაა დადასტურებული, რომ ვ-----–- უ---–--ამ ჩაიდინა ნ-------- დ----–-ას განზრახ მკვლელობის მცდელობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-----–- უ---–--ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, განზრახ მკვლელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ვ-----–- უ---–--ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და თვლის, რომ ვ-----–- უ---–--ას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის საპატიმრო სახე - თავისუფლების აღკვეთა.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-----–- უ---–--ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლზე.
2. ვ-----–- უ---–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
3. ვ-----–- უ---–--ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 10 აპრილიდან.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით, ვ-----–- უ---–--ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. ნივთმტკიცებები: მ------- ბ---–--ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ვ-----–- უ---–--ას კუთვნილი მოკლე შარვალი და 2014 წლის 21 ოქტომბრის სესხის სანოტარო ხელშეკრულება, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ქ. ქ------–---–ი, წ-------–-ს ქ. N22-ში ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნ-------- დ----–-ას ჩუსტები და გვამის დათვალიერებისას ამოღებული ტანსაცმელი, გადაეცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ქ. ქ------–---–ი, წ-------–-ს ქ. N22-ში ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები და ანაწმენდი, ვ-----–- უ---–--ასგან აღებული სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები, ქ. ქ------–---–ი, თხილაიშვილის ქ. N1-ის მოპირდაპირედ, მდინარე კ-------–-ს სანაპიროზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთბორბლიანი ურიკა და მოთეთრო ფერის მავთული, გვამის დათვალიერებისას ამოღებული მოთეთრო ფერის მავთული, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს ამოღებული დანა, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე და ვიდეოჩანაწერი 1 ცალ DVD დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე, საგამოძიებო მოქმედება - ამოღების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე, სესხის ხელშეკრულების ამოღების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე, ქ. ქ------–---–ი, წ-------–-------------ში შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, - შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი