განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №18002252053-1/018-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
02 თებერვალი 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – ო---------------
დაცვის მხარე: ბრალდებული – გ-------------------------–---–-, დაბადებული 1----–-–-------------------,პირადი #-----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ----------- რაიონი, სოფელი მ----------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გ-------------–---–-- 2017 წლის 05 დეკემბერს დაახლოებით 17:00 საათზე ბ----------- რაიონის სოფელ მ----------ში თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას ნ-----–---------–---–ს, უყვირა ,,გაჩუმდი ქალო შენ ვინ გეკითხებაო’’ და მარჯვენა გაშლილი ხელი სამჯერ ზედიზედ ჩაარტყა თავში, რამაც ნ-----–---------–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციადმიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ------------–---–-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ნ-----–---------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 05 დეკემბერს ოჯახში იმყოფებოდა თავად, შვილი გ------------–---–- და მისი მეუღლე შ-----------------, მათთან სახლში მივიდა მისი მაზლის ცოლი ლ-----------–---–-, რომელსაც იგი წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო წლებია არ ელაპარაკებოდა, სტუმარს თხოვა სახლი დაეტოვებინა, მის სიტყვებზე მისი შვილი გ-------------–---–- გაღიზიანდა, გახდა აგრესიული და ყვირილით უთხრა, რომ ,,გაჩუმდი ქალო შენ ვინ გეკითხებაო’’, მარჯვენა გაშლილი ხელი სამჯერ ზედიზედ ჩაარტყა თავში უკანა მხრიდან, კეფის ზედა ნაწილში რამაც მისი ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მან თავის არეში უკანა მხარეს კეფის ზედა ნაწილში განიცდიდა ფიზიკურ ტკივილი.
იხ. ს.ფ. 5-8;
შ-----------------ს ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 05 დეკემბერს მათთან სტუმრად მივიდა მეუღლის ბიცოლა ლ-----------–---–-, ნ-----–-- დაინახა თუ არა სახლში შესული სტუმარი დაუწყო ყვირილი რომ დაეტოვებინა სახლი, ნ-----–---------–--- გავიდა გარეთ და ეზოშიც განაგრძობდა ყვირილს, რომ მისი სტუმრობა არ სიამოვნებდა, გ----- შენიშვნა მისცა და უთხრა თავი შეეკავებინა, თუმცა ის განაგრძობდა ყვირილს, რაზეც გ------------–---–-ა შეშის ნაპობი ისროლა ნ-----–---------–---–ის მიმართულებით, შეშის ნაპობი მოხვდა თუ არა არ დაუნახავს;
იხ. ს.ფ. 9-11;
ლ--–---------- ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 05 დეკემბერს სტუმრად იმყოფებოდა მისი მაზლის შვილის გ------------–---–-ს ოჯახში, გ------------–---–-ს დედამ ნ-----–---------–---–მა დაინახა თუ არა ის დაუწყო ყვირილი, რომ დაეტოვებინა მისი სახლი, აღნიშნულის გამო გ------------–---–-ა შენიშვნა მისცა ნ-----–---------–---–ს და უთხრა თავი შეეკავებინა, თუმცა იგი განაგრძობდა ყვირილს, რაზეც გ-------------–---–-- შეშის პატარა ნაპობი ისროლა მისი მიმართულებით თან დაუძახა, რომ გაჩერებულიყო და პატივი ეცა მისთვის, იგი ამ დროს სახლში შებრუნდა და ნაპობი მოხვდა თუ არა ნ-----–---------–---–ს არ იცის.
იხ. ს.ფ. 39-41;
გ------------–---–-ს ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 05 დეკემბერს მის ოჯახში სტუმრად მივიდა ბიცოლა ლ--–---------–---–-, ამ დროს ის და მისი მეუღლე სახლის ეზოში იმყოფებოდნენ, მეუღლემ სახლში შეიპატიჟა. დედამისს ნ-----–---------–---–ს არ ესიამოვნა სტუმრის დანახვა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა სტუმარს, რაზეც გაღიზიანდა იგი აიღო იქვე დაჩეხილი შეშის ნაპობი და სახლის ეზოს მესერს ესროლა, მის მიერ ნასროლმა შეშის ნაპობმა აისხლიტა და დედამის ნ-----–---------–---–ს მოხვდა კეფის არეში. სასამართლო სხდომაზე მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
იხ. ს.ფ. 26-31;
2017 წლის 06 დეკემბრის N----------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ნ-----–---------–---–ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება;
იხ. ს.ფ. 46-47;
გ------------–---–-ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - კ-----------------------–----------–-–---–----–--------------–---–-- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გ------------–---–-ს დაკავების ოქმით, ნ-----–---------–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გ------------–---–-ა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------------–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
გ------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ------------–---–- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------------–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ-------------–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 წელი;
2.გ------------–---–- დანიშნული სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 05 დეკემბრიდან 2017 წლის 07 დეკემბრის ჩათვლით.
3. გ------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარი დაუბრუნდეს შ-----------------;
4.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ გ------------–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. სისხლის სამართლის N------------ საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - CD დისკი რომელიც ერთვის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე