განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №18002252061-1/019-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
07 თებერვალი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
ბრალდების მხარე: პროკურორი – ო---------------
დაცვის მხარე: ბრალდებული – შ-------------------–------, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---------------------------------–------------------------
ადვოკატი - თ---------–------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.შ------–------ სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს დ-----------–----, ხოლო 2017 წლის ნ--------- თვეში ბო-------------------------------–-----–------------------ში თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების მოტივით, შვილების, 4 წლის ა---------–-----ის და 2 წლის და 8 თვის ნ----–------ს თანდასწრებით კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლეს დ------------–---ს, ლანძღა-აგინა და მარჯვენა ხელის მუჭი მძლავრად ჩაარტყა თავის არეში, რამაც დ------------–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
3.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
შ------–------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით;
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
დ-----------–--ის ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 2------------ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლე შ------–------მ უთხრა მას, რომ გრძელი ენა ჰქონდა და თავს ჭრიდა, ამის შემდეგ მოტრიალდა და მარჯვენა ხელის მუჭი ერთხელ მძლავრად ჩაარტყა თავში, რაც ძალიან ეტკინა და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რასაც მათი ორი მცირეწლოვანი შვილიც შეესწრო, უთხრა სახლიდან წასულიყო და ოთახიდან გამოაგდო, შემდეგ აივანზე გამოიყვანა, ხელი კრა, რის შედეგადაც თავი ვერ შეიკავა და ბეტონის აივანზე ძირს დაეცა, რა დროსაც კეფა დაარტყა ძირს, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
იხ. ს.ფ. 5-11;
შ------–------მ სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2017 წლის 0------------- N7--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად დ------------–--ის მარცხენა წვივის არეში არსებული სისხლნაჟღენთი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
იხ. ს.ფ. 51-52;
შ------–-----ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: თ------------–---–-ს, ნ-----–----–-----ის, ა---------–-----ის, თ-------–-----ის, ნ---------------–--ის ჩვენებებით, შ-------–-----ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით, დ-----------–--ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ შ------–------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შ------–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
შ------–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ------–------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს შ------–-----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ------–------ (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი;
2.შ------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ ა---------–-----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ბ-------------------ი, დაბა ა---–-----, ყ--------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება-სასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 960.00 კვ.მ ნაკვეთის წინა ნომერი 6-.2-.0-.0--- შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი საცხოვრებელი 172.2 კვ.მ;
3.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ შ------–-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი